ოქმი #57

                                            საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

                                                                                    კომიტეტის სხდომის   ოქმი #57  
                                                                                                                                                                                19  მარტი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:                     ოთარ თოიძე   

ესწრებოდნენ:საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          გურამ მისაბიშვილი;       

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          ავთანდილ ლეკაშვილი;

                                          ზაალ გამცემლიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო             დავით ლომიძე

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

პირთა, ხანდაზმულთა, ზრუნველობამოკლებულ

ბავშვთა მომსახურების სააგენტო                თამარ მახარაშვილი

                                          მაკა ხაჭაპურიძე

                                          ნათია ფირაშვილი

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო             ნათია მიქელაძე

                                                                           გიორგი ყაველაშვილი

სხდომის დღის წესრიგი

1.    საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი "საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის "შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმის” განხილვა. (¹07-1/175;12.03.2010)

               მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 

                           მოადგილე ნათია მიქელაძე                                   

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/51; 05.03.2010): "საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” (¹07-1/171; 09.03.2010) განხილვა.

                 მომხსენებელი: საქართველოს ფინანსთა მინისტრის

                             მოადგილე ნათია მიქელაძე

3.    ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ.

                   მომხსენებლი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე

                               პირთა,ხანდაზმულთა,

                               მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა

                               მომსახურების სააგენტოს დირექტორი 

                               თამარ მახარაშვილი

4. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" განხილვა.

                   მომხსენებლი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

                              საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

                              ოთარ თოიძე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ქალბატონ ნათია მიქელაძეს.

ნათია მიქელაძე – ქვეყანაში ინვესტიციების  მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების მიზნით საგადასახდო პოლიტიკაში ბოლო დროს განხორციელებულ ცვლილებებთან შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების შესაბამისობაში მოყვანის მიზნით მნიშვნელოვანი ხდება უკვე ძალაში მყოფი შეთანხმებების გადახედვა იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოც.

აღნიშნული ოქმის გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო თვლის, რომ "დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" ოქმის პროექტი შეესაბამება საქართველოს ეკონომიკურ ინტერესებს. მასში გათავალისწინებულია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტები და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გაფორმება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ოთარ თოიძემ, მაგდა ანიკაშვილმა, გურამ მისაბიშვილმა, ზაზა გამცემლიძემ და გიორგი გოდაბრელიძემ.

 მიიღეს გადაწყვიტილება (ერთხმად):    კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითად პრინციპებს და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი გატანა  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

პირველი საკითხის განხილვის შემდეგ მომხსენებლი გადავიდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხზე, კერძოდ: "საქართველოს მთავრობასა და სინგაპურის რესპუბლიკის მთავრობას შორის შემოსავლებზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ” განხილვაზე.

ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. ამგვარი შეთანხმებები არეგულირებენ ხელშემკვრელი ქვეყნების იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ მეორე ქვეყანაში გაწეული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების გადასახადებით დაბეგვრის პირობებს.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრის დროს საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს სინგაპურიც.

მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს დირექტორს ქალბატონ თამარ მახარაშვილს.

თამარ მახარაშვილი – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 25.12.2009 წელს შეიქმნა სსსიპ "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, ხანდაზმულთა, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტო", რომელიც 28 ყოფილ სსიპ-ს აერთიანებს.

·        სააგენტოს მიზანია მოახდინოს როგორც მოკლევადიანი (პირველადი საჭიროების – კვება, ჩაცმა, გარემონტება და ა.შ.), ასევე გრძელვადიანი (ოპტიმიზაცია, რეინტეგრაციის ხელშეწყობა) გეგმის განხორცილება.

·        სააგენტოს მისიაა ხელი შეუწყოს მთავრობის პრიორიტეტებს: ბენეფიციარების საზოგადოებაში და ოჯახებში ინტეგრაციას და ამავდროულად გააუმჯობესოს მათი ამჟამინდელი ყოფა.

სააგენტოში შეიქმნილია ცენტრალური აპარატი. მთლიანად სააგენტოში მუშაობს 1049 თანამშრომელი. ცენტრალური აპარატი მოიცავს 9 სამმართველოს, რომელშიც 46 პირია დასაქმებული, ფილიალებში კი 1003 პირი.

სამმართველოს ფუნქციებია:

  • საქმის წარმოების სამმართველო  - შემოსული და გასული კორესპონდენციის აღწერა.
  • შესყიდვების სამმართველო – სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონის შესაბამისად სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ნაერთი წლიური მოთხოვნების საფუძველზე საჭირო საქონლისა და მომსახურების შესყიდვების განხორციელება.
  • საფინანსო სამმართველო – სააგენტოს ფინანსური საქმიანობის კოორდინაცია და მართვა.
  • მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო – სააგენტოს მატერიალურ-ტექნკური და სამეურნეო უზრუნველყოფა.
  • კადრების სამმართველო – ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
  • სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო -  სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფა – სამართლებრივი დოკუმენტაციის პროექტების მომზადება და სხვა იურიდიული მომსახურება.
  • დონორებთან ურთიერთობის სამმართველო – დონორი ორგინზაციების მოძიება, მოზიდვა, მათთან კოორდინაცია.
  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამმართველო – სააგენტოს ტერიტორიული ერთეულებში ბენეფიციარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებებისა და აქტივობების მოწყობა მათი საზოგადოებაში ეფექტურად ინტეგრაციის მიზნით.
  • ინსპექტირების სამმართველო – ახორციელებს ფილიალების საფინანსო, სამეურნეო, საორგანიზაციო საქმიანობაზე შესრულების კონტროლს.

2010 წელს სააგენტოს ბიუჯეტი 10 მლნ ლარით განისაზღვრა.

  • მათ შორის შრომის ანაზღაურება 3 663 600 ლ;
  • საქონელი და მომსახურება – 5 822 400 ლ (კვება, სამეურნეო ხარჯები, კომუნალური გადასახადები, ჰიგიენა, სამედიცინო მომსახურება)
  • სხვა ხარჯები – 14 000 ლ.

არაფინანსური აქტივები 500 000 ლ.

საგენტო საქართველოს მასშტაბით ემსახურება 1465 ბენეფიციარს. აქედან ჩვილებია -164; ბავშვები 6-18 წლამდე - 929; შშმ ბავშვი 6-18 წლამდე 58; შშმ პირი, 18 წელს ზემოთ 179; ხანდაზმული – 135;

იმის გათვალისწინებით, რომ მათ კომპეტენციაში შედის შშმპ, ხანდაზმული და მზრუნველობამოკლებული ბენეფიციარების მომსახურება, მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გამოიკვეთა ისეთი პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტას საჭიროებენ, როგორიცაა: სარემონტო სამუშაოები, ბენეფიციართა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, საკვები და ტანსაცმლით უზრუნველყოფა, სამედიცინო დახმარება, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და დასვენებისა და გართობის ღონისძიებების ორგანიზება.

მან ისაუბრა მიმდინარე და უახლოეს გეგმებზე, კერძოდ აღნიშნა, რომ:

1.          მიმდინარეობს თანამშრომელთა შეფასება მათი შემდგომი გადამზადების მიზნით, რომელსაც ახორციელებენ უცხოური და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები (შავე ტჰე ჩჰილდრენ, ჩჰილდრენ ოფ Gეორგია, Eვერყცჰილდ, ჭორლდ Vისიონ, თჰე Fირსტ სტეპ). ტრენინგები დაიწყება და გაგრძელდება წლის ბოლომდე, რათა მომზადებული პერსონალი შეხვდეს 2011 წელს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების ძალაში შესვლას.

2.          იგეგმება შტატების ოპტიმიზაცია და მათი შემდგომი ხელფასების გაზრდა. აპრილიდან აღმზრდელების ხელფასები გაიზრდება 50 ლარით. სააგენტო მუშაობს, რათა ხელფასები ყველა დაწესებულებაში გახდეს ერთნაირი, თუმცა ასევე ითვალისიწინებენ დაწესებულების სპეციფიკას.

·        ფინანსებისა და შესყიდვების ცნტრალიზების მიზნით ჩატარდა 5 ტენდერი (კვება, საკანცელარიო საქონელი, პირადი ჰიგიენის საგნები, მედიკამენტები, საწვავი) ბიუჯეტიდან დაიზოგა უკვე 183 000 ლარი, გაიზარდა მიწოდებული პროდუქციის ხარისხი, რომელიც ერთნაირია ყველა დაწესებულუბისთვის, გამარტივდა და მოქნილი გახდა მონიტორინგის მექანიზმი.

·        იქმნება მომსახურე პერსონალისა და ბენეფიაციარების ერთიანი საინფორმაციო ბაზა.

მომხსენებლემა სიხარულით აღნიშნა, რომ ამა წლის 25 მარტს იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა  - მარტყოფის შშმპ პანსიონატი. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და UშAID- ის ხელშეწყობით მიმდინარე წელს იგეგმება 7 ინსტიტუციის სრული რეაბილიტაცია.

მან ასევე დაწვრილებით ისაუბრება ცალკეული სამმართველოების გეგმებზე და მათ შორის აღნიშნა, რომ სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, გეგმავს მიიღოს მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში, მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილების რევიზიაში. მან ასევე დააყენა პენსიის საკითხიც. კერძოდ მიაჩნია მიზანშეწონილად, სახელმწიფომ დაუნიშნოს პენსია მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს, რომელსაც ისინი აიღებენ სრულწლოვანების ასაკის მიღწევისას და მანამდე დაუგროვდებათ ანგარიშზე. შშმპ მიეცეთ უფლება აიღონ პენსია პატრონაჟის ქვეშ ცხოვრების პერიოდშიც.

პენსიების დანიშვნის საკითხს დაეთანხმა კომიტეტი, ხოლო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ბატონმა დავით ლომიძემ განაცხადა, რომ ამ საკითხზე მთავრობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად უკვე მიმდინარეობს მუშაობა.

პრეზენტაციის შემდეგ დაისვა საინტერესო კითხვები, რომლებიც ეხებოდა მედიკამენტებისა და მისი ოპტიმიზაციის საკითხებს, სამედიცინო-ექსპერტიზისა და  სამედიცინო კოდუმენტაციის საკითხებს და სხვა საკითხებს.

პრეზენტაცია თან ერთვის: დანართი 1.

მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): კომიტეტმა ცნობად მიიღო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთახანდაზმულთამზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მომსახურების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიში და დაევალა შემდგომი ანგარიშის წარმოდგენა ივლისის თვეში.

ბატონმა სხდომის თავმჯდომარემ სხდომა დაასრულა დღის წესრიგით გათვალისწინებული ბოლო საკითხით და წარმოადგინა  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა კანონპროექტისა: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა დონორის შეზღუდული არიალის გაფართოებამ და წარმოადგინა ინფორმაცია და არგუმენტები იმ კონცეპტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, რამაც განაპირობა საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება.

კანონპროექტის თაობაზე აზრი გამოთქვეს გურამ მისაბიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ.

მიიღეს გადაწყვეტილება:

მიზანშეწონილად ჩაითვალოს არსებული წესით კომიტეტის სახელით წარმოდგენილი კანონპროექტის "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელება.

 ოთარ თოიძე

 სხდომის თავმჯდომარე    

 მაია ესებუა

 სხდომის მდივანი                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                    

 
modules