| ოქმი #55 |
|
საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 19 თებერვალი 2010წ. სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები : მ. ანიკაშვილი, გ. გოდაბრელიძე, ა. ლეკაშვილი, ჯ. ბაღათურია, კ. გეწაძე, გ. გოგუაძე, კ. ოქრიაშვილი. დღის წესრიგი:
1. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/21; 01.02.2010): "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების შესწორება” მომხსენებელი_ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ზურაბ დეკანოიძე 2. საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი გოგუაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა” და "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის” მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ” (07-3/220; 21.12.2009). მომხსენებელი_ საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი გოგუაძე.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2009 წლის მუშაობის ანგარიში. მომხსენებელი_ რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. კომიტეტის სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან კომიტეტს მოახსენა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა სთხოვა კომიტეტს ჰოსპიტალური სექტორის განვითარების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოსმენა შემდეგი კვირისათვის დაეგეგმა კომიტეტს. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ სამინისტროს საკმარისი დროს ჰქონდა იმისათვის, რომ ეს საკითხი როგორმე შეესწავლათ. მოსაზრებები გამოთქვეს ჯ. ბაღათურიამ და მ. ანიკაშვილმა. აზრის გამოთქმის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ბატონ ზურაბ დეკანოიძეს. მან კომიტეტს წარუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება (¹1/21; 01.02.2010): "საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტს შორის ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების შესწორება”. ზ.დეკანოიძე: აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს "ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ" 2002 წლის 30 დეკემბრის შეთანხმების მნიშვნელოვან ცვლილებას. აშშ და საქართველო 2002 წლიდან თანამშრომლობენ ბიოლოგიური იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის ფარგლებში, რომელიც თავისთავად წარმოადგენს "მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობის" მნიშვნელოვან კომპონენტს. აშშ საქართველოს უწევს უსასყიდლო დახმარებას, რათა საქართველოს სამედიცინო-კვლევით დაწესებულებებში თავიდან იქნეს აცილებული ბიოლოგიური ტექნოლოგიების, პათოგენებისა და ინფორმაციის გავრცელება და განსაკუთრებით საშიში პათოგენების უსაფრთხო დაცვა. დახმარება მოიცავს საქართველოში არსებული ბიოლოგიური იარაღის ინფრასტრუქტურის მოშლას, ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცულობის სისტემის დანერგვასა და ერთობლივი ბიოლოგიური სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, რაც თავის მხრივ საჭიროებს თანამედროვე აღჭურვილობის შეძენასა და სათანადო კადრების მომზადებას. საქართველოში მიმდინარეობს ცენტრალური საცნობარო ლაბორატორიის მშენებლობა და მისი ბიოუსაფრთხოების III დონის დაცვის სისტემებით აღჭურვა მოითხოვს დიდ ფინანსურ თანხებს, რაც ამ ეტაპზე საქართველოს არ გააჩნია. ამდენად აშშ თავდაცვის დეპარტამენტი საქართველოს უწევს ფინანსურ დახმარებას, რათა ქვეყანაში შეიქმნას ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცულობის ერთიანი სისტემა, აშენდეს ბიოუსაფრთხოების III დონის ლაბორატორია და მოხდეს მათი სათანადო დონეზე აღჭურვა. დეპუტატებს აღნიშნული შეთანხმების შესწორების მიმართ შენიშვნები არ გამოუთქვამთ და კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს მის განხილვას საქართველოსპარლამენტის პლენარულ სხდომაზე. საკითხის ამოწურვის შემდეგ სხდომის თავმჯდომარემ სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ გიორგი გოგუაძეს. მან პარლამენტს წარუდგინა მისივე ინიცატივა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციისა” და "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის” მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ” (07-3/220; 21.12.2009). გ.გოგუაძე: დადგენილების მიღება განპირობებულია "ბიოლოგიური მრავალფეროვნების საერთაშორისო კონვენციასთან” და "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმთან” მიერთებით წარმოშობილი ვალდებულებებით, მის მოთხოვნათა პრაქტიკული რეალიზაციის, საქართველოს კანონმდებლობის კონვენციისა და კარტახენას ოქმის დებულებებთან შესაბამისობაში მოყვანასთან. ტერმინი "ბიომრავალფეროვნება” მოიცავს იმ გენეტიკურ ფონდს, სახეობებისა და ეკოსისტემების მრავალფეროვნებას, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს პლანეტაზე. ბიომრავალფეროვნების დაცვის კონვენცია მიღებულია გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ. ხელმოწერილია 1992 წელს, ძალაში შევიდა 1993 წლის დეკემბერში. კონვენცია ხელშემკვრელ მხარეებს ავალდებულებს შეიმუშაოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და თანაბარზომიერი გამოყენების ეროვნული სტრატეგია, გეგმები და პროგრამები, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოსათვის, რადგან ის ხასიათდება შესაშური ბიომრავალფეროვნებით, უნიკალური კლიმატური პირობებით, გააჩნია ენდემური და რელიქტური როგორც კულტურული, ისე ველური ფლორა და ფაუნა, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის ფასეულობას. კონვენციის საერთაშორისო მონაცემებით, საქართველო იმ 25 რეგიონის რიცხვშია, რომლებიც უნიკალური მრავალფეროვნების გამო საჭიროებს დაცვასა და გაფრთხილებას. "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის” პრაქტიკული ხორცშესხმის მიზნით, 2000 წლის 29 იანვარს მიიღეს "ბიომრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმი”. აღნიშნული ოქმი ჯერჯერობით ერთადერთი დოკუმენტია, რომელიც არეგულირებს განსხვავებულ მიდგომას და უაღრესი სიფრთხილით უდგება ნებისმიერი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის (გმო-ს) ტრანსასაზღვრო გადაადგილებას. გნმ-ს შეუძლია არახელსაყრელი ზეგავლენა მოახდინოს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე. 2004 წელს ევროკავშირმა გამოაცხადა დე ფაქტო მორატორიუმი გენმოდიფიცირებულ სოფლის მეურნეობაზე. სამწუხაროდ, თუ გმო კულტურები ერთხელ შეიჭრება ქვეყნის ტერიტორიაზე, ის დამტვერვის შედეგად გადადის სხვა კულტურაზე. გმო აიკრძალა პოლონეთში, ავსტრიაში, ევროკავშირის ხუთმა ქვეყანამ კი შემოიღო სხვადასხვა აკრძალვა. აქედან გამომდინარე საქართველომ უნდა მიიღოს გმო_ საგან დაცვის საკანონმდებლო ბაზა. კანონი უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის მარკირების, შემოწმებისა და სხვა უსაფრთხოების მკაცრი ზომების საკანონმდებლო რეგულირებას. კერძოდ, გათვალისწინებუ.ლი უნდა იქნეს ევროკომისიის 2004 წლის 14 იანვრის დადგენილება, რომლის საფუძველზე შემუშავებულია გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისათვის უნიკალური იდენტურობის დამდგენი, იგივე კოდების მინიჭების სისტემა. დადგენილების თანახმად, ოპერატორი, რომელსაც გმო-ს შემცველი ან მისგან შემდგარი პროდუქტი გამოაქცს ბაზარზე, ვალდებულია პროდუქტზე აუცილებლად დაიტანოს თითოეულ გმო-სათვის უნიკალური (ერთადერთი) იდენტურობის კოდი. უნდა ვიზრუნოთ არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის დაცვაზე. ევროპის ბაზარზე საქართველოს შეუძლია შევიდეს მხოლოდ ნატურალური პროდუქტით. ნატურალური პროდუქტის წარმოება ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას. აზრი გამოთქვეს: ო. თოიძემ, მ. ანიკაშვილიმა, გ. გოდაბრელიძემ. ჯ.ბაღათურიამ. ო. თოიძე: ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ არსებობს რისკები და შესაბამისად მომხმარებელს უნდა მივცეთ უფლება თვითონ გადაწყვიტოს როგორ პროდუქტს შეიძენს. მ. ანიკაშვილი: მთავრობა სულ ამბობს დაგვიმტკიცეთ, რომ პროდუქტი არის მავნე, ჩვენ კიდევ ვამბობთ, რომ მთავრობამ დაგვიმტკიცოს, რომ არ არის მავნე. არის ინფორმაცია, რომ გნმ-ო პროდუქტი გავლენას ახდენს გენეტიკაზე. ფრაქცია ქრისტიან-დემოკრატების სახელით განცხადება გააკეათა გიორგი თარგამაძემ. მან აღნიშნა, რომ ფრაქცია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დააყენებს ალტერნატიულ პროექტს, სადაც მთლიანად აკრძალული იქნება გენმოდიფიცირებული პროდუქციის წარმოება და იმპორტი. ეს გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობა არ ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე ეკონომიკური სიდუხჭირის გამო. ის ყიდულობს იაფ და უხარისხო პროდუქტს, რომელიც მის ოჯახს და მთელ ქვეყანას ბევრად უფრო ძვირი უჯდება. გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნას დღესვე, რადგან მთავრობა გადაწყვეტილებას ვერ იღებს და წინ ვერ მიდის. გ. გოგუაძე: მთავარია პრობლემა მოგვარდეს. პოლიტიკურ კომპრომისზე არ წავსულვართ. ამ საკითხის მოგვარება უნდა მოხდეს ეტაპობრივად. პირველივე ნაბიჯზე არ მინდა პრობლემა შეექმნას ამ საკითხს. გ. გოდაბრელიძე: კარგად არის გასათვლელი რას მისცემს ქვეყანას ამ პროდუქტის მთლიანი აკრძალვა. რა თქმა უნდა კომიტეტი მომხრეა მომხმარებელმა თვითონ გადაწყვიტოს. როგორ პროდუქტს შეიძენს. პირველ ეტაპზე შეიძლება ასეთი პროდუქტი აიკრძალოს სკოლამდელ დაწესებულებებში. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება. თუ იქნება სწორი პროპაგანდა ეს ხელს გაუხსნის ქართული პროდუქციის წარმოებას.,რადგან გენმოდიფიცირებული პროდუქტი ნატურალურ პროდუქტთან შედარებით ყველგან იაფია. ჯ.ბაღათურია: პროექტი არის რაციონალური, ოპტიმალური და სწორად გააზრებული. მოსახლეობის ჯანდაცვასთან ერთად მნიშვნელოვანია შიდა ბაზრის დაცვა. პარლამენტს არ უნდა შეეშინდეს მისი, ვინც ამ ბიზნესს ლობირებს. ამ ფაქტს ექნება, როგორც ეკონომიკური -ისე სოციალური შედეგი. იმპორტიორი იძულებული იქნება ფასები დაწიოს. ეს ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის წარმოებას. კომიტეტმა საკითხის განხილვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება: "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის” მოთხოვნათა განხორციელების მიზნით, შემუშავებული იქნას გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოწმებისა და იდენტიფიკაციის, გენმოდიფიცირების იდენტურობის კოდის დატანების ვალდებულების შესრულების კონტროლის მექანიზმი. აღნიშნული პროდუქტის რეალიზება უნდა მოხდეს მისი მარკირების შემდეგ, რითაც მომხმარებელი თავადვე გააკეთებს არჩევანს გენმოდიფიცირებულსა და ნატურალურ პროდუქტს შორის. გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან საქართველოს ტერიტორიის თავისუფალ ზონად გამოცხადების შესახებ შემდგომი განხილვებისას, გათვალისწინებული უნდა იქნას დარგის ექსპერტებისა და დაინტერესებული სამთავრობო უწყებების პოზიცია. კომიტეტი მხარს დაუჭერს წარმოდგენილი პარლამენტის დადგენილების პროექტს და მომზადებულად მიიჩნევს მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის. შემდგომ კომიტეტს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2009 წლის მუშაობის ანგარიში წარუდგინა რეგულირების სააგენტოს უფროსმა გია თვალავაძემ. გ.თვალავაძე: 2009 წლის განმავლობაში სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ შემოწმდა 156 სამედიცინო დაწესებულება. სულ საანგარიშო პერიოდში სააგენტომ მეწარმის შემოწმების შესახებ შუამდგომლობით I ინსტანციის სასამართლოს მიმართა 108 შემთხვევაში. მოსამართლის ბრძანების საფუძველზე განხორციელდა 104 სამედიცინო დაწესებულების და 1 ფარმაცევტული წარმოების შემოწმება. (მათ შორის 2 შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 2008 წელს, 1 შუამდგომლობა გასაჩივრდა მეწარმის მიერ). მოსამართლის ბრძანება არ საჭიროებდა საკითხის შესწავლა 52 სამედიცინო დაწესებულებაში. საანგარიშო პერიოდში სალიცენზიო პირობების დაცვის მდგომარეობა შემოწმდა 487 სამედიცინო დაწესებულებაში. სალიცენზიო პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლისას გამოვლენილი დარღვევების, მიცემულ გონივრულ ვადებში გამოსწორების მიზნით გადამოწმდა 19 სამედიცინო დაწესებულება. სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის საკითხები შემოწმდა 238 სამედიცინო დაწესებულებაში. შემოწმების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. 2009 წლის მონაცემებით, გადამოწმდა 1609 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, გადამოწმებაზე არ გამოცხადდა -316. გადამოწმების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 739, არ დაუდგინდა-286, სტატუსი შეეცვალა 110 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. საანგარიშო პერიოდში შედგენილ იქნა და სასამართლო კოლეგიას გაეგზავნა სულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 121 ოქმი, აქედან: უკანონო საექიმო საქმიანობაზე_5 ოქმი, უკანონო ფარმაცევტულ საქმიანობაზე_12, სამედიცო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების წესის დარღვევაზე_2, სალიცენზიო პირობების დარღვევაზე_72, "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონის დარღვევის ფაქტზე _16. 2009 წლის მონაცემებით დაჯარიმდა 86 სამართალდამრღვევი, არ დაჯარიმდა _22. სააგენტომ სასამართლოდან ინფორმაცია ვერ მოიპოვა 13 შემთხვევაში. საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა 147 ექიმის (82 სამედიცინო დაწესებულება) პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი. 2009 წელს საბჭომ განიხილა 35 შემთხვევა. აქედან სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერდა 14 ექიმს, წერილობითი გაფრთხილება მიეცა 16 ექიმს, პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა 7 ექიმს. საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია 1 ექიმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის, სტატუსის დადგენის მიზნით, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზაში მონაწილეობა. საანგარიშო პერიოდში 134 სამედიცინო დაწესებულებაზე გაიცა ლიცენზია საქმიანობის 278 სახეობაში: წინასწარი ლიცენზია გაიცა 1 სამედიცინო დაწესებულებაზე 36 სახეობაში. გაიცა I ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვა 1 მაზიებელზე. გაიცა II ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვა 188 მაძიებელზე. გაიცა სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვა 95 მაძიებელზე. ლიცენზიის გაცემაზე უარი ეთქვა 32 სამედიცინო დაწესებულებას 62 სახეობაში. უარი ეთქვა II ჯგუფის აფთიაქის მოწყობის ნებართვაზე 16 მაძიებელს. უარი ეთქვა სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვაზე 10 მაძიებელს. ავტორიზებული სააფთიაქო პუნქტის მოწყობის ნებართვა გაიცა 12 მაძიებელზე, უარი ეთქვა 1 მაძიებელს. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ექიმთა სასერტიფიკაციო გამოცდები. ( საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები): საგაზაფხულო სესიაზე დაშვებულ იქნა 1096 მაძიებელი. გამოცდაზე არ გამოცხადდა 25 მაძიებელი, გამოცხადდა 630, რომელთაგანაც დადებითი შეფასება მიიღო 491, უარყოფითი -139. 2009 წელს ექიმთა სასერტიფიკაციო გამოცდების, საშემოდგომო და საგაზაფხულო სესიებზე დაშვებულ იქნა 1751 მაძიებელი. გამოცდაზე არ გამოცხადდა 76 მაძიებელი, გამოცხადდა 1675 მაძიებელი. აქედან დადებითი შეფასება მიიღო 1346( 80.4%), უარყოფითი 329( 19.6%) მაძიებელმა. ასევე, საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკავლიფიკაციო გამოცდები. განაცხადი შემოიტანა 2103 მაძიებელმა. გამოცდაზე გამოცხადდა 2037 (975), არ გამოცხადდა 66 მაძიებელი (3%), რომელთაგანც დადებითი შეფასება მიირო 990 (49%) მაძიებელმა. საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მიერ გაცემულია სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერის 40 660 ფორმა. სააგენტოში წარმოდგენილია 2009 წ. შევსებული 35 700 ფორმა. კომიტეტმა ცნობად მიიღო რეგულირების სააგენტოს ანგარიში და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ანგარიშის სათანადო ანალიზი მნიშვნელოვანად წაადგება ჯანდაცვის სისტემის შემდგომ განვითარებას. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ი. ბიწაძე. |






