| ოქმი #54 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე კომიტეტის წევრები: გიორგი გოდაბრელიძე; გურამ მისაბიშვილი; მაგდალინა ანიკაშვილი; ავთანდილ ლეკაშვილი; ზაალ გამცემლიძე; სერგო ქიტიაშვილი; მთავრობის საპარლამენტო მდივანი გიორგი ხუროშვილი დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრის ვ. ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” განხილვა. მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი ვახტანგ ბალავაძე 2 საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” განხილვა. მომხსენებელი: მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახური) უფროსი – პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა მომხსენებელს, საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ვახტანგ ბალავაძეს. ვახტანგ ბალავაძე - მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს წარმოუდგინა, მისი როგორც პარლამენტის წევრის, საკნონმდებლო ინიციატივა სქართველოს კანონის პროექტების: "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ”, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” განხილვა. "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის განხილვისას ავტორმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში შემდგომი იმპლემენტაცია. კანონპროექტის მიღების მიზანია: · "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ” საქართველოს კნონში მომცემული "ბენეფიციარი მესაკუთრის" დეფინიციის შესაბამისობაში მოყვანა ევროკავშირის მესამე დირექტივით გათვალისიწნებულ მოთხოვნებთან; · კანონპრეოქტი ითვალისიწინებს ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის მე-6 რეკომენდაციის იმპლემენტაციის მიზნით პოლიტიკურად აქტიურ პირთა ტერმინისა და ამ უკანასკნელთა მიმართ მონიტორინგის გამნახორციელებელი პირების ვალდებულებების რეგლამენტაციას; · კანონპროექტის ერთ-ერთი მიზანია მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული ბაზით სარგებლობის უფლების სამართლებრივი რეგულირება. "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის შმუშავება განპირობებულია საქართველოს მიერ ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფისა და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების საჭიროებით. კანონპროექტის მიღების მიზანი კი საბანკო სფეროში სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის უზრუნველყოფა სატაბილურობისა და განვითარების მისაღწევად, კანონმდებლობით გათვალისიწნებული მექანიზმების ეფექტურობის უზრუნველყოფაა. აგრეთვე, ფინანსური ქმედებების სპეციალური ჯგუფისა და ევროსაბჭოს ფულის გათეთრების საწინააღმდეგო რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა. "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზანია ფასიანი ქაღალდების ბაზრის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის უზრუნველყოფა ფასიანი ქაღალდების ბაზრის სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად, კანონმდებლობის დარღვევისათვის ეფექტური და ქმედითი სანქციების დაწესების უზრუნველყოფა. "დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზანია სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის უზრუნველყოფა სადაზღვევო ბაზრის ფინანსური სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად. "არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის და უზრუნველყოფის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზანია არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის უზრუნველყოფა, სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად, კანონმდებლობით გათვალისწინებული მექანიზმების ეფექტურობის უზრუნველყოფა. მიიღეს გადაწყვიტილება (ერთხმად): კომიტეტს არასახელმწიფო საპენსიო უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო რეგულირების ეფექტურობის სტაბილურობისა და განვითარების მისაღწევად მიზანშეწონილად მიაჩნია შემოთავაზებული ცვლილებებისა და FAთF-ისა და MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულების განხორციელება. კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითად პრინციპებს და მომზადებულად მიიჩნევს მათ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. პირველი საკითხის განხილვის შემდეგ სიტყვა მოხსენებისათვის გადაეცა მთავრობის საპარლამენტო მდივანს ბატონ გიორგი ხუროშვილს. მან სხდომაზე განსახილველად გამოიტანა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ”. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონის მიღების მიზანია: 1) ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა მომეტებული ტექნიკური საფრთხისგან, ასევე, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციის წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის გზით; 2) რისკის შეფასებასა და ანალიზზე დამყარებული ინსპექტირების სისტემის დანერგვა; 3) მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ტექნიკური ინსპექტირების სისტემის ჩამოყალიბება და საინსპექციო ორგანოების საქმიანობისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა; 4) სამშენებლო-ტექნიკური ინსპექციისა და საინსპექციო ორგანოების უფლებამოსილებათა გამიჯვნა მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტების ექსპლუატაციისა და კონტროლის სფეროში; 5) სამშენებლო-ტექნიკური რეგლამენტებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; კანონი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიქტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, აშენება, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება, განადგურება მოიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და მოწამვლის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრებისადმი. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები: 1. კანონპროექტში უნდა აისახოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს მოსალოდნელი/პოტენციური ტექნიკური საფრთხისაგან დაცვის შესაძლებლობა და შესაბამისად უზრუნველყოფა. 2. კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის საკითხების კანონის ფარგლებში მოქცევას, ვინაიდან კანონპროექტი ეხება ძირითადად მომეტებული საფრთხის შემცველ ობიექტებს და საწარმოო პროცესებს. 3. მართებულად მიგვაჩნია ტერმინი "საინსპექციო ორგანო” შეიცვალოს ტერმინით "ინსპექციის ორგანო”, ან "ინსპექტირების ორგანო”, გამომდინარე მისი ფუნქციონალური უფლებამოსილებიდან. 4. წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლს დაემატოს: "ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების” და "სხვა საფრთხის შესაძლებლობას” და მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "ეს კანონი არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, აშენება, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება, განადგურება მოიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიის, ხმაურის, ვიბრაციის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების, მოწამლვისა და სხვა საფრთხის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრებისადმი.” 5. კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტში "რღვევა/ნგრევა/აფეთქება/ემისია”-ს შემდგომ დაემატოს სიტყვები "ან სხვა შემთხვევა” და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "რღვევა/ნგრევა/აფეთქება/ემისია ან სხვა შემთხვევა.” 6. აღნიშნული კანონპროექტის მე-4 მუხლი მიუთითებს, რომ ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სპეციალური კანონმდებლობით რეგულირებულ შემდეგ სფეროებზე და ერთ-ერთი არის ”გ” ქვეპუნქტი. ხოლო მე-20 მუხლი, ამ საქმიანობაზე აწესებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და ჯარიმებს, რაც არის ურთიერთგამომრიცხავი. 7. კანონპროექტის მე-14 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს "ლ” ქვეპუნქტი: "ლ) დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობისთვისთვის უსაფრთხო გარემო.” 8. კანონპროექტის მე-15 მუხლში მკაფიოდ იქნას განსაზღვრული, თუ ვინ ადგენს შრომის უსაფრთხოების ნორმებს დარგების მიხედვით. მიიღეს გადაწყვეტილება (ერთხმად): შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულს სხდომაზე. ოთარ თოიძე სხდომის თავმჯდომარე მაია ესებუა სხდომის მდივანი |






