ოქმი #53

საქართველოს პარლამენტისჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

 

კომიტეტის  სხდომის ოქმი #53

                                                         12 იანვარი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა                         ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

ესწრებოდნენ:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები :        მ. ანიკაშვილი,

                                                  გ. გოდაბრელიძე,

                                                  გ. მისაბიშვილი,

                                                  კ. კურღელაშვილი,

                                                  ა. ლეკაშვილი,

                                                  ჯ. ბაღათურია.

                                                  კ.  გეწაძე.

 

დღის წესრიგი

      1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/2; 08.01.2010) "შემოსავლების სამსახურის შესახებ,” "საქართველოს საგადასახადო კოდექსში  ცვლილებების შეტანის შესახებ,” "საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ,” "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”( 07.-2/137;08.01.2010)

მომხსენებლები- საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნათია მიქელაძე და ირაკლი სირაძე

    კომიტეტის სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ ბატონმა ოთარ თოიძემ. მან სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა  ნათია მიქელაძეს.

    ნათია მიქელაძე: "შემოსავლების სამსახურის შესახებ” ახალი პროექტის  თანახმად უქმდება «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონი, რომლის შესაბამისადაც შექმნილი იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება შემოსავლების სამსახური და მის ბაზაზე ყალიბდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - შემოსავლების სამსახური. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მისი საქმიანობის ეფექტურ წარმართვას. ახალი პროექტის შემუშავებამ განაპირობა სხვა პროექტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა. ამ მიზნით შემუშავდა ქვემოთ ჩამოთვლილი კანონპროექტები:

  "საქართველოს საგადასახადო კოდექსში  ცვლილებების შეტანის შესახებ,” "საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ,” "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ”.  

  რაც შეეხება ჯანდაცვისა და  სოციალურ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციის სფეროს, "შემოსავლების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის მე-11 მუხლით განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის სოციალური დაცვა.

"1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში დაღუპულის მეუღლეს, შვილებსა და შრომისუუნარო მშობლებს პროპორციულად მიეცემა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. თუ ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება მხოლოდ მშობლებს აქვთ, მათ დახმარება ყველა შემთხვევაში მიეცემა.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით თანამშრომლის დასახიჩრების ან შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში მოსამსახურეს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება არა უმეტეს 7 000 ლარისა.” 

  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით  დეპუტატების მიერ გამოითქვა შენიშვნები. კერძოდ, კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის "შემოსავლების სამსახურის შესახებ” კანონპროექტის მე-11 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 " 1.  სამსახურებრივი მოვალეობის, ამ კანონის მე-5 მუხლით მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილებების შესრულებასთან დაკავშირებით თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) მიეცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება  15 000 ლარის ოდენობით.

   2.  სამსახურებრივი მოვალეობის, ამ კანონის მე-5 მუხლით მინიჭებული სპეციალური უფლებამოსილებების შესრულებასთან დაკავშირებით თანამშრომლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის გამო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში, მოსამსახურეს სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის შესაბამისად მიეცემა ერთჯერადი დახმარება 7 000 ლარის ოდენობით.

    ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ხარისხი და შესაბამისი ანაზღაურების ოდენობები დგინდება შრომის, ჯანმთელობის და სოციალური  დაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით.”

    ასევე, კანონპროექტის  მე-13 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი.

 " 10. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის  ხარისხი და შესაბამისი ანაზღაურების ოდენობები განისაზღვროს  შრომის, ჯანმთელობის და სოციალური  დაცვისა და ფინანსთა მინისტრების ერთობლივი ბრძანებით 2010 წლის 1 აპრილამდე.”

   კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით მხარი დაეჭიროს კანონპროექტების I მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი. ი. ბიწაძ

 
modules