| ოქმი #11 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #11 2012 წლის 15 მაისი სხდომის თავმჯდომარეობდა: პაატა ლეჟავა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი. ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. გოგუაძე, რ. მაისურაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ს. სვანიძე, ი. ქველაძე, ნ. ნოზაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე. დღის წესრიგი: 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/90; 10.05.2012): "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07–2/455; 10.05.2012). (მომხსენებელი: ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე). 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები (¹1/89; 10.05.2012): "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07–2/454; 10.05.2012). (მომხსენებელი: ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე). I. მოისმინეს: ნ.მიქელაძის ინფორმაცია "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშემწყობი დამატებითი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის აუცილებლობა, არსებული კანონის სრულყოფა და თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობისათვის დამატებითი ხელშემწყობი პირობების შექმნა. კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ინვესტორს წარმოეშობა უფლება მიმართოს შესაბამის კომისიას მისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით, რისთვისაც კომისიას უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული საინვესტიციო თანხის არანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია. ამასთან, მასზე გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საშეღავათო პირობები, ხოლო სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გავრცელების საკითხზე იმსჯელებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია. ამავე კანონპროექტის თანახმად, ინვესტორის მიერ საკუთარ მიწის ნაკვეთზე შექმნილ ტურისტული ზონაში, კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამის მიწის ნაკვეთზე უქმდება თავისუფალი ტურისტული ზონის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საშეღავათო პირობები.” აზრი გამოთქვეს: 1. პ. ლეჟავა: მე მაქვს ერთი შეკითხვა: წარმოდგენილი კანონით გათვალისწინებული საშეღავათო პირობები მხოლოდ ახლად დაწყებულ მშენებლობაზე ვრცელდება, თუ შეიძლება დაწყებული იყოს მშენებლობა და ანალოგიური უფლებით ისარგებლოს ინვესტორმა? გავრცელდება თუ არა მასზე ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საშეღავათო პირობები? 2. ნ. მიქელაძე: ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საშეღავათო პირობები გავრცელდება მასზეც. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს – "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანაპარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. II. მოისმინეს: ნ.მიქელაძის ინფორმაცია – "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომავალი კანონპროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზეზია სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შექმნა, რომელიც განახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებულ ფუქნციათა ნაწილს, ასევე ქონების სააგენტოს დაფუძნებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული ფუნქციების განაწილებისა და მასთან დაკავშირებული პროცედურების ახლებურად რეგულაცია. გამომდინარე კანონპროექტების მიღების მიზეზია "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, კანონთა დებულებების "სახელმწიფო ქონების შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ”, "საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: პ. ლეჟავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






