ოქმი #12

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი #12

2012  წლის 25 მაისი

სხდომის თავმჯდომარე                  გია გოგუაძე   (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)       

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გოგუაძერ. მაისურაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, აბულაშვილიკაკალაშვილი.კემულარიაკუკულავალეკაშვილი. მადურაშვილი,  ფიფია, ი. შამილოვიჯანაშია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარელეჟავა - კომიტეტისთავმჯდომარის პირველი მოადგილე, გულიკაშვილიდიასამიძელალიაშვილისტურუაჯალაღონია.

აპარატის თანამშრომლებიახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი,  რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ი. ქველაძე, .ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები:  ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.  

 დღის წესრიგი:  

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/90; 10.05.2012): „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“    II მოსმენა(07–2/455; 10.05.2012).

(მომხსენებელი: ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე).
 

I.  მოისმინეს:

 ნ.მიქელაძის ინფორმაცია „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშემწყობი დამატებითი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის აუცილებლობა, არსებული კანონის სრულყოფა და თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობისათვის დამატებითი ხელშემწყობი პირობების შექმნა. კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, ინვესტორს წარმოეშობა უფლება  მიმართოს შესაბამის კომისიას მისივე საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე თავისუფალი ტურისტული ზონის შექმნის მიზნით, რისთვისაც კომისიას  უნდა წარუდგინოს შემოთავაზებული საინვესტიციო ანხისარანაკლებ 10%-ის ოდენობის საბანკო გარანტია. ამასთან, მასზე გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი საშეღავათო პირობები, ხოლო სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების გავრცელების საკითხზე იმსჯელებს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობის მიერ შექმნილი კომისია.  

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს – „თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მიზანშეწონილად ჩათვალა ისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორემოსმენით განსახილველად.

             

   

         სხდომის თავმჯდომარე:                                            გოგუაძე

          სხდომის მდივანი:                                                      ქიტიაშვილი