| ოქმი #13 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #13 2012 წლის 5 ივნისი სხდომის თავმჯდომარე: გია გოგუაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი. ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რ. მაისურაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის წარმომადგენელი, ზ. კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი . დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/90; 10.05.2012): "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" – III მოსმენა (07–2/455; 10.05.2012). (მომხსენებელი: ნ. მიქელაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე). 2. საქართველოს პარლამენტის წევრების: მ. ცქიტიშვილისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი:"საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" (¹07–3/623; 23.05.2012). (მომხსენებელი: ზ. კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი). I. მოისმინეს: ხ.კაპანაძის ინფორმაცია "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნული პროექტი წარმოადგინა მესამე მოსმენით განსახილველად და განმარტა, რომ ცვლილების მიღების მიზეზია თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშემწყობი დამატებითი საკანონმდებლო რეგულირების შექმნის აუცილებლობა, არსებული კანონის სრულყოფა და თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარებისა და საინვესტიციო საქმიანობისათვის დამატებითი ხელშემწყობი პირობების შექმნა. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს – "თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანაპარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.
II. მოისმინეს: ზ. კუკავას ინფორმაცია "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". მან აღნიშნა, რომ პროექტის მომზადება განაპირობა საგადასახადო ორგანოთა საქმიანობის პროცესში გამოკვეთილი რიგი პრობლემური საკითხების მოგვარების აუცილებლობამ. ცვლილების მიზანია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში იმგვარი ცვლილების განხორციელება, რომელიც გადასახადის გადამხდელთა დაბეგვრისა და საგადასახადო ადმინისტრირების ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს. პროექტის თანახმად სსკ–ის 202 მუხლში განისაზღვრება, რომ ქონების გადასახადის მიზნებისათვის ოჯახის შემოსავლების დათვლისას (40 000 ლარი), მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისთვის შემოსავალში შეიტანება – დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო მიკრობიზნესის და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისთვის შემოსავლაში საერთოდ არ შეიტანება – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. სსკ–ის 206–ე მუხლის პირველი ნაწილის "ტ" ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰა–მდე სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა აღნიშნული შეღავათის მემკვიდრეებზე /კომლის წევრებზე/ გავრცელებას. ამასთან, სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრებაში შესაძლებელია ჰქონდეს კომლსაც. შესაბამისად, მიზანშეწონილად ჩაითვალა საგადასახადო შეღავათი შენარჩუნებულ იქნას იმ შემთხვევაშიც, როდესაც ხდება მიწის ნაკვეთის გასხვისება და იგი ჩუქებით/მემკვიდრეობით გადაეცემა კომლის წევრს ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრეს. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების: მ. ცქიტიშვილისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტისსხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.
სხდომის თავმჯდომარე: გ. გოგუაძე სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






