ოქმი #2

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი  #2

2011 წლის 25 თებერვალი

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:            გია გოგუაძე    (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თ. დიასამიძე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:, არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, ი. შამილოვი, 

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, თ. წურწუმია – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ლ. თოთლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ო. ბეჟანიძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატი.

 

დღის წესრიგი:

 

 

1.       საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს კანონის პროექტი (¹1148; 21.01.2011) - «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ» (¹07-3/401; 21.02.11).

(მომხსენებელი: თეიმურაზ წურწუმია – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).

 

2.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: (¹1/46; 18.02.2011: «საქართველოს მთავრობისსტრუქტურისუფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ბირთვული დარადიაციული უსაფრთხოების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ» საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», «გარემოს დაცვის შესახებ» საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე», «გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «გარემოზე ზემოქმედების ნებართვისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «იარაღის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «იმერეთის მღვიმეებისდაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ» საქართველოსკანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე», «კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანისთაობაზე», «კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ქალაქ თბილისისსაზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ» საქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ნავთობისა და გაზის შესახებ « საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, «ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე», «პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საქართველოს საკონსულოდაწესებულებათა შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისშეტანის თაობაზე», «სამხედრო პოლიციის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისარასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ» საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ», «საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «შეიარაღებისსამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე», «საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ», «სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «თბილისის ეროვნული პარკის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «თუშეთის,ბაწარა-ბაბანეურისლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», «საქართველოს ზღვისწყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე», «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ» (¹07-2/284; 18.02.11).

(მომხსენებელი: გია ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).

I.       მოისმინეს:

 

წურწუმიას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტის -  «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდების ცვლილება და ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო აქტების «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-14 მუხლთან შესაბამისობაში მოყვანა.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმაგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისკომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტშიცვლილებების შეტანის შესახებ» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).

II.    მოისმინეს:

 

ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების მიზეზია უფრო სრულყოფილი და მოქნილი გახდეს ბუნებრივი რესურსების მართვასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება და გადაწყვეტა. შესაბამისად, განხორციელდეს გარკვეული  ცვლილებები საქართველოს  მთავრობის სტრუქტურაში, რომლის საფუძველზეც ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული საკითხები იქნება ერთი უწყების ქვემდებარეობის ქვეშ. აღნიშნულის საფუძველზე მომზადებული იქნა კანონპროექტი, რის შემდეგაც საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინისტროს  ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც ეხება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს (რეგულირება, ზედამხედველობა, კონტროლი მონიტორინგი, აღიცხვა, სალიცენზიო/სანებართო მოწმობების გაცემა და სხვა). შესაბამისად, სამინისტროების სახელწოდება ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით - "საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო” და "საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო”. აღნიშნული კანონპრექტის თანახმად რეორგანიზებული უნდა იქნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სატყეო სააგენტო” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება "ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო”. მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი "ბუნებრივი რესურსების სააგენტო”, რომელიც მმართველობის სფეროში გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს. ასევე, ამ უკანასკნელს მმართველობის სფეროში გადაეცემა სსიპ "სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა”.

სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს” ფუნქცია, რომელიც უკავშირდება  გეოლოგიურ საშიშროებასა და გეოლოგიური გარემოს მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ხოლო ამავე სააგენტოს ფუნქცია, რომელიც უკავშირდება ნაპირდაცვის საკითხებს, გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს.

      საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, მის გაზრდასთან ან შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტროს  მმართველობის სფეროში გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "დაცული ტერიტორიების სააგენტო”.

წარმოდგენილი პროექტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  მმართველობის სფეროში გადაეცემა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები - "გარემოს დაცვის ინსპექცია” და "საგამომძიებლო დეპარტამენტი, რომელთა ლიკვიდაციაც გათვალისწინებულია 2 თვეში. სხვა სამთავრობო დაწესებულებებს, მათი კომპეტენციებიდან გამომდინარე, გადაეცემათ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რიგი ფუნქციები, რომელთა ასახვაც განხორციელდა თანმდევ კანონპროექტებში. 

დღეს მოქმედი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროდან პესტიციდებსა და აგროქიმიკატებთან დაკავშირებული საკითხები გადაეცემა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარდა იმ ნარჩენების რეგულაციისა, რომელიც წმინდა გარემოს დაცვის ფუნქციას წარმოადგენს. იგივე ეხება ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების საკითხებსაც.

წარმოდგენილი პაკეტის კანონპროექტების  მიღების მიზანია ასახული იქნეს ის ცვლილებები, რომელიც გათვალისწინებულია «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონით და შესაბამისად განხორციელდეს საკნონმდებლო ბაზის ჰარმონიზაცია.        

 

აზრი გამოთქვეს:

 

გოგუაძე: ჩვენ გვაქვს შენიშვნები წარმოდგენილი პროექტების ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით: კერძოდ, «პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ» საქართველოს კანონში  ცვლილებების შეტანის თაობაზე»,  «ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და სხვ. ანუ იმ ფუნქციების თაობაზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცემა.

ხუროშვილი: მე ველოდები თქვენი კომიტეტის გადაწყვეტილებას, რადგან ის მნიშვნელოვანი იქნება კანონპროექტების შემდგომი დახვეწის კუთხით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და მოვისმინოთ ის წინადადებები, რომლებსაც წარმოადგენთ. მიმდინარეობს საკმაოდ შინაარსობრივი განხილვა აღნიშნული პროექტების თაობაზე. მეორე მოსმენის დროს დეტალურად მოგახსენებთ თქვენი და სხვა კომიტეტების შენიშვნებისა და მოსაზრებების გათვალისწინების მდგომარეობას.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმაგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოს მთავრობის სტრუქტურისუფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე», მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტები და კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules