ოქმი #4

 

 

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #4

2011 წლის 11 მარტი

 

  

სხდომის თავმჯდომარე:          გია გოგუაძე      (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია,

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:, არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, თ. დიასამიძე, ნ. ლალიაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტები: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონშიდამატების შეტანის თაობაზე» - II მოსმენა.

(მომხსენებელი: ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე).

I.       მოისმინეს:

 

თორდიას ინფორმაცია «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა. აღნიშნული ცვლილებებით 2012 წლის 1 აპრილამდე სპეციალური წესით ხორციელდება გარკვეული კატეგორიის უძრავი ნივთების ლეგალიზაცია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა, რომელთაც ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;

ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო ლეგალიზების საფასური შეადგენს ქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე 15 ლარს.

      პროექტის შესაბამისად, ლეგალიზაციის პროცესი დაიწყება და განხორციელდება ეტაპობრივად: ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთების ლეგალიზაცია განხორციელდება 2011 წლის 1 აპრილიდან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრების მიღმა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის პროცესის მოწესრიგების მიზნით.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრისშესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენითგანსახილველად.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი