ოქმი #3

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #3

2011 წლის 9 მარტი

 

სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა     (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, ა. სტურუა, ე. ჯალაღონია.

სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდა:, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ა. ცინცაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი, ი. მერებაშვილი – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის აპარატის უფროსი, ა. გიქოშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, ო. ბეჟანიძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატი, ა. ლოთუაშვილი - «სოფლის განვითარების პროექტის» აღმასრულებელი დირექტორი, ი. ლებანიძე – საქართველოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების განვითარებისა და მხარდაჭერის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, გ. ჭონიშვილი – მიკროსაფინანსო ასოციაცია «ფინაგრო», თ. თოდუა – საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი.

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/52; 25.02.2011) – «საპარტნიორო ფონდისშესახებ» (¹07-2/287; 25.02.11).

(მომხსენებელი: ვახტანგ ლეჟავა – საქართველოს მთავრობის კანცელარიის მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი).

 

2.      საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილისაქართველოს ორგანული კანონის პროექტი (¹1332; 25.02.2011) - «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანისშესახებ» (¹07-3/407; 25.02.11).

(მომხსენებელი: თეიმურაზ წურწუმია – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე).

 

3.      საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტები: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონშიდამატების შეტანის თაობაზე».

(მომხსენებელი: ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე).

4.      ინფორმაცია - «სოფლის განვითარების პროექტის» მიმდინარეობის შესახებ».

(მომხსენებელი: ა. ლუთუაშვილი - «სოფლის განვითარების პროექტის» აღმასრულებელი დირექტორი).

I.       მოისმინეს:

 

ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის – «საპარტნიორო ფონდის შესახებ». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია დაწყებული ეკონომიკური პროექტების დასრულება, ეკონომიკის გაჯანსაღება, სექტორში, სადაც კერძო ინვესტიციები ნაკლებია, ინფრასტრუქტურის შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა, სამუშაო ადგილების შექმნა, შეფერხებული პროექტების დასრულება და ეკონომიკის განვითარება. კანონპროექტის მიხედვით ფონდის მიერ პროექტის განხილვა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტის ღირებულება სოფლის მეურნეობის სფეროში იქნება მინიმუმ 5 მილიონი ლარი, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო სფეროში მინიმუმ 30 მილიონი ლარი. კერძო სექტორის მიერ პროექტში მონაწილეობის ერთ-ერთი მთავარი პრინციპია თანადაფინანსების პრინციპი. პირი, რომელსაც სურს, მიიღოს ფონდისგან დახმარება, მისი პროექტში მონაწილეობა არ უნდა იყოს ჯამში პროექტის საბოლოო ღირებულების 25%-ზე ნაკლები. პროექტი ასევე განსაზღვრავს ფონდის სტრუქტურას: ფონდის მმართველობითი ორგანოებია სამეთვალყურეო საბჭო და აღმასრულებელი ორგანო, ხოლო ფონდის საკონსულტაციო ორგანოს წარმოადგენს საინვესტიციო საბჭო.

      ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების სახელმძღვანელო პრინციპებია: ისეთი პროექტის დაფინანსება, რომლებიც არ შეუქმნიან კონკურენციას კერძო სექტორს; პროექტის დაფინანსება მხოლოდ კერძო სექტორის თანადაფინანსების შემთხვევაში და პროექტის დაფინანსება მხოლოდ კონკურენტული შერჩევის წესით. ფონდი მოიზიდავს და განკარგავს საკუთარ სახსრებს. მისი დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სესხი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების დივიდენდები; პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები და კერძო სექტორიდან თანადაფინანსებით მოზიდული თანხები.

აზრი გამოთქვეს:

1. კუკულავაჩვენ გვაქვს რამოდენიმე შენიშვნა: კანონპროექტის პირველი მუხლით ფონდის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა, ხოლო ცვლილებები შეაქვს სამეთვალყურეო საბჭოს. აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის «ნორმატიული აქტების შესახებ» საქართველოს კანონის დებულებებთან. 2. კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად ფონდის სახელმძღვანელო პრინციპია, ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც არ შეუქმნის კონკურენციას კერძო სექტორს. აღნიშნული მოითხოვს დაზუსტებას. 3. სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების მოზიდვის აქტუალობიდან გამომდინარე, ფონდში განსახილველი პროექტის ღირებულების მინიმუმი სასურველია შემცირდეს 1 მილიონამდე მაინც. 4. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით დგინდება, რომ ფონდის დაფინანსების წყარო არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ხოლო ამავე მუხლის პირველი პუნქტით დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხები, რაც «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით» განსაზღვრულია, როგორც  სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალი. 5. მე-4 მუხლის პირველ პუნქტში უნდა აღინიშნოს, რომ ფონდის წილის განსახელმწიფოებრიობა მოხდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 6. კანონპროექტის მე-6 მუხლით ფონდის მმართველობის ორგანო – სამეთვალყურეო საბჭო შედგება საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისაგან, ხოლო მე-9 მუხლით ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. მიზანშეწონილია  ფონდი ანგარიშვალდებული იყოს საქართველოს პარლამენტის ან პრეზიდენტის წინაშე. 7. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში საკონსულტაციო საბჭოს მაგივრად უნდა ეწეროს საინვესტიციო საბჭო.

2. თოდუაჩვენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი შეიცავს ბევრ ხარვეზს. თუმცა, დღეს ყურადღებას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებთ. პირველი: საპარტნიორო ფონდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა. კანონის თანახმად, ფონდი ყალიბდება სააქციო საზოგადოების სახით, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია. იმ პირობებში, როდესაც ფონდი განკარგავს ძალიან სერიოზულ საჯარო ფინანსებს, რომელთა მოცულობა საკმაოდ დიდია, მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იქნეს აღნიშნული საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე, რაც შეუძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფონდი დარჩება სააქციო საზოგადოების ფორმით, მით უმეტეს იმ დათქმით, რომ ის არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მეორე: ეს არის პროცედურის არარსებობა. კანონში წერია, რომ პროექტის დაფინანსება მოხდება მხოლოდ კონკურენტული შერჩევის წესით, თუმცა რაიმე დეტალური პროცედურა აღნიშნული შერჩევისთვის არ დგინდება. ვფიქრობთ, იკვეთება საჭიროება, რომ კანონის დონეზე დადგინდეს კონკრეტულად, თუ რა ვადით ადრე უნდა გაკეთდეს განაცხადი დაფინანსებასთან დაკავშირებით, პროექტების განხილვის წესი და სხვა. მიგვაჩნია, რომ ეს არის საკითხები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს გადახედვას, როგორც კანონპროექტის ავტორი და ინიციატორის – საქართველოს მთავრობის, ასევე, პარლამენტის წევრების მხრიდან.

3. ხუროშვილიროდესაც ვსაუბრობდით ფონდის მიერ პროექტის დაფინანსების პრინციპებზე, რომელიც არ შეუქმნის კონკურენციას კერძო სექტორს, იგულისხმებოდა, რომ ეს არ იქნება ხელოვნური მონოპოლია, სადაც სახელმწიფო დაინტერესებული იქნება რაიმე ტიპის არაკონკურირებადი გარემოს შექმნით. ამიტომ, დაზუსტება გაკეთდება, რომ ხელოვნური კონკურენცია არ იქნება. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის პროექტების დაფინანსებას, სადაც პროექტის ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ 5 მლნ. ლარი, აქ საუბარია იმაზე, რომ პროექტი, რომელშიც სახელმწიფო წილობრივ მონაწილეობას იღებს, უნდა იყოს მასშტაბური ხასიათის, მაგრამ აქვე წერია, რომ პროექტში კერძო სექტორის მონაწილეობის თანადაფინანსება არ უნდა იყოს 25%-ზე ნაკლები. თუ იქნება მცირე მასშტაბის პროექტი, მასში ფონდი მონაწილეობას არ მიიღებს. რაც შეეხება პრივატიზაციის შედეგად მიღებულ თანხებს, ამასთან მიმართებაში გავიმეორებ, რომ ფონდი არ ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, გარდა პრივატიზაციის შედეგად მიღებული თანხებისა, რადგან ეს თანხები ბრუნავს სწორედ საქართველოს ბიუჯეტის მეშვეობით.    

      პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებზე: ფონდის ძირითადი საქმიანობის პრინციპები, რომლებიც წარმოდგენილია კანონით, ვფიქრობთ, რომ საკმარისია და კანონის დონეზეა დარეგულირებული. თუმცა, აქ იქნება ბევრი სამუშაო პროცედურა, რომელიც უკავშირდება ცალკეული საკითხების მოწესრიგებას, რაც უნდა დარეგულირდეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ფორმის დებულებით. აქვე გეტყვით, რომ მთავრობის ნებისმიერი საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება გამჭვირვალე საქმიანობას. მთავრობა დაინტერესებულია, რომ  ნებისმიერი პროექტის და მისი განხორციელებისას მიღებული შედეგების შესახებ საზოგადოებას ქონდეს ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, შიში იმისა, რომ ფონდის საქმიანობა იქნება დახურული, არ მიმაჩნია მართებულად. გამონაკლისია მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც უკავშირდება მეწარმე სუბიექტების კერძო კომერციულ საქმიანობას. ეს ინფორმაცია არის დაცული საგადასახადო კანონმდებლობით. სხვა ფორმულირება თუ გექნებათ, ფონდის საქმიანობასა და გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მოგვაწოდეთ და მზად ვართ განვიხილოთ.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმაგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს – «საპარტნიორო ფონდის შესახებ» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი და კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).

II.    მოისმინეს:

 

მერებაშვილის ინფორმაცია საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელწოდების ცვლილება და მასთან დაკავშირებით რიგი საკანონმდებლო აქტების «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივისწესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს - «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ» საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისშეტანის შესახებ» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).

III.             მოისმინეს:

 

თორდიას ინფორმაცია «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა. აღნიშნული ცვლილებებით 2012 წლის 1 აპრილამდე სპეციალური წესით ხორციელდება გარკვეული კატეგორიის უძრავი ნივთების ლეგალიზაცია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა, რომელთაც ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება და გადაყვანილნი არიან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიაში) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი;

ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო ლეგალიზების საფასური შეადგენს ქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთის ერთ კვადრატულ მეტრზე 15 ლარს.

      პროექტის შესაბამისად, ლეგალიზაციის პროცესი დაიწყება და განხორციელდება ეტაპობრივად: ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალი მიწის ნაკვეთების ლეგალიზაცია განხორციელდება 2011 წლის 1 აპრილიდან. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაევალება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად 2013 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონში შესატანი ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრების მიღმა, საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის პროცესის მოწესრიგების მიზნით.

    

აზრი გამოთქვეს:

 

1.       გეგენავაწარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტის აპარატმა ტექნიკური ხასიათის შენიშვნები გადმოგცათ და იქნებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე გაითვალისწინოთ.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმაგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილისმიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატებისშეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტისსხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

/ამასთან კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:

1. კანონპროექტის პირველი მუხლის მესამე პუნქტით ლეგალიზების საფასური ჩაირიცხება შესაბამის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რაც უნდა აისახოს «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში». 

2. დასახვეწია მე-7 პუნქტი, სადაც ქონების ლეგალიზაცია ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგების შედეგად მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება გადასულია ახალ მესაკუთრეზე.

3. მე-10 პუნქტში უნდა მიეთითოს, რომ საუბარია ამონაწერზე საჯარო რეესტრიდან/.

(აღნიშნული კანონპროექტი და კომიტეტის დასკვნა ოქმს თან ერთვის).

IV. მოისმინეს:

a.      ლოთუაშვილის ინფორმაცია «სოფლის განვითარების პროექტის» მიმდინარეობის შესახებ». მან აღნიშნა, რომ პროექტის მიზანია საქართველოში კერძო/კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის განვითარება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება/გადამუშავება/რეალიზაციის მთლიანი სისტემის განვითარების ხელშეწყობის, ფერმერთა პროდუქციის კონკურენტუნარიანობის გაზრდის და სოფლად ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერების გზით. პროექტი სრულდება 2011 წლის 30 ივნისს, 2011 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით პროექტის ფარგლებში ათვისებულია 15,8 მლნ. აშშ დოლარი, ასათვისებელია დაახლოებით 7 507 506 აშშ დოლარი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 27 პროექტი საერთო ღირებულებით 5,7 მლნ. აშშ დოლარი. Qქვე-პროექტები დაფინანსებულია სხვადასხვა სფეროებში. პროექტის საკრედიტო ხაზის ფარგლებში დაფინანსდა ისეთი წარმატებული კომპანიები, როგორიცაა «ინდ. მეწარმე ელგუჯა ნოზაძე», «სავანეთი», «კოდა», «კუმისი» თბილღვინო», თელავის ღვინის მარანი» და სხვა.

კომპონენტის ფარგლებში აგრეთვე გათვალისწინებულია საკრედიტო ხაზი მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებისათვის, დღეისათვის პროექტში მონაწილეობს 5 მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია: «ლაზიკა კაპიტალი», «კრისტალი», «კრედო», «ფინკა» «ფინაგრო». Gგაცემული სესხების რაოდნობა შეადგენს 5 251 491 აშშ დოლარს, დაფინანსდა 6027 ბენეფიციარი, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია სოფლის მეურნეობასთან. კერძოდ:

ფრინველის გრიპის პროექტის ცხოველთა ჯანმრთელობის კომპონენტის მიზანია საქართველოში ფრინველის გრიპის და სხვა ზოონოზური დაავადებების გავრცელების საშიშროების მინიმუმამდე შემცირება, დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მზადყოფნის სისტემის გაძლიერება. პროექტი დაიწყო 2007 წელს და სრულდება 2011 წლის 30 ივნისს. გასული წლის განმავლობაში 2 710 000 ლარის ღირებულების ათვისება მოხდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურისთვის. აშენდა ნაგებობები სოფლის მეურნეობის ლაბორატორიისათვის თბილისში, ქუთაისში, ახალციხესა და გურჯაანში. კომპონენტის ფარგლებში გახარჯული თანხა შეადგენს დაახლოებით 1,3 მლნ. აშშ დოლარს.

საკოორდინაციო ცენტრის მესამე ძირითადი მიმართულებაა მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა, რომელსაც 2008 წლის აგვისტომდე ახორციელებდა სხვა იურიდიული პირი, შემდეგ საქართველოს მთავრობისა და IFAD გადაწყვეტილებით პროგრამის განხორციელების პრეროგატივა და შესაბამისად დარჩენილი აუთვისებელი თანხა (დაახლ. 5 მლნ. აშშ დოლარი) გადმოვიდა ცენტრში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურის პროექტები დუშეთის, ასპინძის, ონის, შუახევის რაიონებში, საერთო თანხით 4.7 მლნ. აშშ დოლარი, ასათვისებელია 1,1 მლნ. აშშ დოლარი, პროექტი სრულდება 2011 წლის სექტემბერში.  

აზრი გამოთქვეს:

1.          ლებანიძეთქვენ აღნიშნეთ, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ დარჩენილი თანხა 4 მლნ. აშშ დოლარი, იყოს ათვისებული. როგორც ჩემთვის ცნობილია, 3 თვე დარჩა  და თუ ამ დროში არ მოხდა ამ თანხის ათვისება (მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა და როგორც ვიცი, ბანკებმა, საერთოდ უარი თქვეს ამაზე), თანხა დაკარგული იქნება. ეს შეღავათიანი რესურსია ათწლიანი ვადით. თუ შეიძლება, როგორმე იქნებ დავაჩქაროთ პროცესი. ეხლა გაზაფხულია, და თქვენ იცით, სოფლის მეურნეობის დარგს როგორ ჭირდება ფინანსები.

2.          ლუთუაშვილი: მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მუშაობას ვაგრძელებთ ორი მიმართულებით. ერთი, ეს არის უშუალოდ დონორთან მოლაპარაკება. აქამდე იყო დასაშვები ზღვარი, რომ 50-% წმინდა კაპიტალი არ უნდა აღმატებულიყო 2 მლნ-ს, მაგრამ მიდის მოლაპარაკება იმაზე, რომ მოიხსნას 2 მილიონიანი ზღვარი და 50%-იანი ზღვარი აიწიოს 70%-მდე, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ გავცეთ თანხები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. რაც შეეხება ვადებს. თქვენ მართალი ხართ, დარჩა 4 თვე, და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ დიდი მოთხოვნაა ბენეფიციარების მხრიდან, ცოტა გართულდება 4 თვეში ამ თანხის მთლიანად გახარჯვა. ამიტომ ამ მიმართულებითაც გვაქვს მოლაპარაკება დონორთან, რომ იქნებ მოგვცეს საშუალება, წლის ბოლომდე გაგვიგრძელოს ეს პროცესი. მაშინ უკვე არ იქნება თანხების ათვისების პრობლემა.

3.          გეგენავაერთი საკითხი მაინტერესებს. სანამ ამ ცვლილებებს შევიტანთ, არსებული პირობებით დაფინანსება რატომ არის გაჩერებული? ის 2 მილიონიანი ზღვარიც რომ იყოს და 50%-იანიც, ასეთ შემთხვევაში თავისუფალი 4 მილიონის გადატანა მაინც დონორთან შესათანხმებელია? ამ საკითხებზე (ასათვისებელი თანხების მდგომარეობის შესახებ) იქნებ ინფორმაცია მოგვაწოდოთ, როგორ დამთავრდება ეს პროცესები.

 

4.         ლუთუაშვილიმოგახსენებთ, ფაქტიურად ეს ზღვარი, რომელიც აქამდე დაწესებული იყო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა უკვე აითვისეს, ანუ, ამ პირობებში თანხების გადატანის საშუალება არ არის და რა თქმა უნდა, ეს პროცესები დონორთან არის შესათანხმებელი

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - «სოფლის განვითარების პროექტის» მიმდინარეობის შესახებ».

/ინფორმაცია - «სოფლის განვითარების პროექტის» მიმდინარეობის შესახებ» -  ოქმს თან ერთვის/.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules