| ოქმი #7 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #7 2011 წლის 8 აპრილი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, კ. კუკულავა, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი., ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, რ. კემულარია, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, ა. სტურუა.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ლ. ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ა. გიქოშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» - II მოსმენა. (მომხსენებელი: ლევან ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე). I. მოისმინეს:
ლ. ჭოლაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ჰოლოგრამების გამოყენების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ნეგატიურად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე, კერძოდ, ღვინის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ინფორმაციით, ჰოლოგრამების შემოღებამ განაპირობა არაჰოლოგრამიანი (მაგრამ ხარისხიანი) პროდუქციის რეალიზაციის შეფერხება, ვინაიდან მომხმარებლის მიერ უპირატესობა მიენიჭა მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას. შესაბამისად, პროექტის მიხედვით ამოღებულ იქნა «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რის საფუძველზეც გაუქმდა «სამტრესთან» შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე «სამტრესტის» მიერ სპეციალური ჰოლოგრამის (აღნიშვნით «მოწონებულია») დატანის სავალდებულოობა. გარდა ამისა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისას დაისვა საკითხი, ხომ არ იქნებოდა უკეთესი, შიდა ბაზრისთვის სარეალიზაციოდ გამზადებულ ღვინოებისთვის არ ყოფილიყო სავალდებულო სადეგუსტაციო კომისიის გავლა. ჩვენ ვიმსჯელეთ და ჩავთვალეთ, რომ ეს წინადადება მისაღებია და წარმოგიდგინეთ აღნიშნული ცვლილებაც. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა 332Mმუხლის მე-3 პუნქტი, რომლის საფუძველზე გაუქმდება შიდა ბაზარზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დეგუსტაციის სავალდებულოობა და დეგუსტაცია სავალდებულო იქნება მხოლოდ ექსპორტზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად.
აზრი გამოთქვეს:
1. თ. დიასამიძე: წარმოდგენილი პროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ ექსპორტიორებს პროდუქციის გატანისას პრობლემები ექმნებათ უცხოეთში. მომხმარებელის მიერ უპირატესობა ენიჭება მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას. მესმის, რომ ამასთან დაკავშირებით ცვლილება საჭიროა, მაგრამ შიდა მოხმარებისათვის ნაწარმოებ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებს რატომ ვეხებით? კანონში ვერ ვიპოვე მუხლი, სადაც წერია, რომ ჰოლოგრამის დატანა მხოლოდ საექსპორტო ღვინისთვის არის აუცილებელი. ის არის განკუთვნილი ყველა სახის ღვინისთვის, რომელიც მოიხმარება შიდა და გარე ბაზრებზე. ამიტომ, იქნებ გაკეთდეს ჩანაწერი, რომ პუნქტი, რომელსაც ვაუქმებთ, შეეხება საექსპორტოდ განკუთვნილი პროდუქციის ეტიკეტირების საკითხს (ეტიკეტირებაა ის, რაც დეგუსტაციის შემდეგ ბოთლზე დაიტანება) და მიეთითოს, რომ საექსპორტო ღვინის მიმართ არის მოხსნილი ეს მოთხოვნები. თქვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებით კი მთლიანად ვიღებთ პუნქტს, რომელიც ეხება ყველანაირი სახის ღვინოს. მეორე საკითხი: 2007 წლის ივნისში მივიღეთ კანონი და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებისადმი ჩვენი რეგულაციები იყო ერთ-ერთი მოწინავე და სამაგალითო აღმოსავლეთ ევროპაში. სპეციფიკური ზონებიდან ადგილწარმოშობის დასახელების ღვინომასალების გატანა და სხვა რეგიონში ჩამოსხმა დავუშვით. დღეს კი უკუსვლაზე წავედით. შემოდის ცვლილება შიდა ბაზარზე დეგუსტაციის სავალდებულოობის გაუქმების შესახებ. ქართველმა მომხმარებელმა კარგი ადგილწარმოშობის ღვინო რატომ არ უნდა დალიოს? ის ყველაზე ფასეულია ჩვენთანაც და უცხოეთშიც. რატომ ვაუქმებთ ღვინის დეგუსტაციის სავალდებულოობას? ვაუარესებთ რეგულაციებს, რომელიც ქართულ ღვინოს ჩვენ შევუქმენით. რისთვის შემოვიღეთ საერთოდ თავის დროზე? ამაზე თანხა, დრო და ენერგია დაიხარჯა, იმოქმედა 2 წელი და აღმოჩნდა რომ გააუარესა საქმე. 2. ლ. ჭოლაძე: პირველ ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება 31 მუხლის მე-5 პუნქტის საერთოდ ამოღებას, მოგახსენებთ. იცით, რომ ქართული ღვინის ძირითადი ნაწილი გადის ექსპორტზე. მომხმარებლის მიერ უპირატესობა მიენიჭა მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას. ამან კი შესაძლებელია, რეალური პრობლემები შეუქმნას ქართული ღვინოპროდუქციის რეალიზაციას, კერძოდ, არაადგილწარმოშობის დასახელების არაჰოლოგრამიანი ხარისხიანი ღვინოების რეალიზაციას. რაც შეეხება ექსპორტზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დეგუსტაციის სავალდებულოობას, ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ვთვლით, რომ ჩვენს მიერ წარმოდგენილი არც ერთი ცვლილება (მათ შორის 332 მუხლის მე-3 პუნქტი), არ გამოიწვევს ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ რაიმე ზიანს. ღვინის ხარისხს ეს არ შეეხება. 3. ა. გეგენავა: მოგახსენებთ, რომ თავისთავად ღვინის დეგუსტაციის სავალდებულოობა გამოსავალი არ არის. როდესაც მეღვინეს მიაქვს 3 ბოთლი დეგუსტაციისთვის და ჩამოსხმული აქვს 15000, რისკი იმისი, რომ მოგვატყუოს - ძალიან დიდია. გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა შემოწმების ის მექანიზმი, რომელიც ბოლო წლებში სახელმწიფომ შემოიღო. ეს ეხება შესყიდვებს, როდესაც მომხმარებელი ყიდულობს ღვინოს, მიაქვს ლაბორატორიაში, სადაც მოწმდება პროდუქცია და ამ შემოწმების შედეგების მიხედვით გაიცემა შესაბამისი დასკვნა კონკრეტულ მეწარმეზე.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «ვაზისა დაღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენითგანსახილველად. (აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).
სხდომის თავმჯდომარე: ა. გეგენავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






