ოქმი #9

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის  

ოქმი #9

 

2011 წლის 3 მაისი

 

  სხდომ თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა   (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე,  პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ლ. ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი, ა. ლოთუაშვილი - სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის აღმასრულებელი  დირექტორი, მ. ქურდოვანიძე – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიული სამსახური, ზ. კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/87; 14.04.2011) - «დაცული ტერიტორიებისსისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» (¹07-2/301; 14.04.2011).

(მომხსენებელი: გოჩა მამაცაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე).

 

2.      საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისანჯაფარიძისა და კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოსკანონის პროექტი - «ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანისთაობაზე».

(მომხსენებელი: ზვიად კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი).

 

3.      ინფორმაცია:

. »მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების» პროგრამის მიმდინარეობის შესახებ»;

 

.  »სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის მიმდინარეობის შესახებ».

(მომხსენებელი: ალექსანდრე ლოთუაშვილი – სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის აღმასრულებელი  დირექტორი).

I.       მოისმინეს:

 

ქურდოვანიძის ინფორმაცია «დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონების და აღკვეთილობის ცალკეული უბნები მოიცავს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, კერძოდ სათიბებს და საძოვრებს, სადაც კანონმდებლობით დაშვებულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის ლიმიტირებული თიბვა და ძოვება. შესაბამისად, თავიდან რომ იქნას აცილებული მათ მიერ სტიქიურად საქონლის ძოვება, მიზანშეწონილია, გაფორმებული იქნას სარგებლობის ხელშეკრულებები, რომლებსაც უშუალოდ განახორციელებს დაცული ტერიტორიების სააგენტო, როგორც დაცული ტერიტორიის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება  დაცულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში გაცემის საკითხის რეგულირება. აგრეთვე, დაცულ ტერიტორიაზე ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (რაც გამოიხატება დაცული ტერიტორიების გარკვეულ ზონებში ვიზიტორთა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ტერიტორიების სარგებლობის უფლებით გაცემაში), კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინების დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ შემოსავლების მიღების შესაძლებლობას ფიზიკური და იურიდიული პირებისგან, რომლებიც  დაცული ტერიტორიების სახელს ან/და სიმბოლიკას გამოყენებენ თავიანთ საქმიანობაში, რაც საბოლოო ჯამში გაზრდის შემოსავლებს, რომლებიც მოხმარდება დაცული ტერიტორიების განვითარებას.

კანონპროექტის შესაბამისად, დაცულ ტერიტორიაზე უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას, საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და საჯარო აუქციონის ჩატარების შესახებ დებულებას დაამტკიცებს საქართველოს მთავრობა.

აზრი გამოთქვეს:

 

1.       გეგენავამაინტერესებს, დაცულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სარგებლობაში გადაცემა დღემდე რა ფორმით იყო დაშვებული? ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სავარგულებით სარგებლობის უფლება რა პირობებით იყო და რა ღირებულება ქონდა მას?

2.      ქურდოვანიძედღეს ეს ტერიტორიები გადაცემულია ადგილობრივ მოსახლეობაზე. არსებობს ძველი ხელშეკრულებები, თუმცა ამ პერიოდისთვის ამოწურულია მათი ვადები. პირობები არ იყო განსაზღვრული, ურთიერთობები არ იყო დარეგულირებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განისაზღვრება სავარგულების საწყისი ფასი და მათი გაცემის პირობებიც. პროექტის მიზანი სწორედ ამ ურთიერთობების (დაცულ ტერიტორიებზე არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სარგებლობა) რეგულირებაა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმაგამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითმხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს -  «დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე» დამიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(ამასთან კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:

1. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტში ჩამონათვალს «21, 22, 23»-ს დაემატოს «24» პუნქტი.

2. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტში, სადაც კანონის მე-12 მუხლს ემატება «22» პუნქტი, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ჩამონათვალში განმარტებას მოითხოვს ტერმინი «ველობი»).

 

II.    მოისმინეს:

 

კუკავას ინფორმაცია «ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ სა ქარ თველოში ტურიზმისა და მე წარ მეობის გან ვითა რების მიზნით, თავ ისუფალი ტურისტული ზონების შექ მნა ქობულეთ ისა და ანა კლიის გარ და, ასე ვე, იგეგ მე ბა სა ქარ­თველოს სხვა დას ხვა რეგ იონებში, თუმცა კონკ რეტული რეგ იონების ასახ ვა სა კ ან ონმდებლო აქტში მიზან შეუ წონელ ია და გა ნაპ ირობებს არ სებულ კანონში ხშირ სა კ ან ონმდებლო ცვლილე­ბებს. ამ დე ნად, უმჯობეს ია ტერ იტორიების გან სა ზღვ რა გან ხორციელ დეს კან ონქვემ დე ბა რე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, აუცილებელია არ სებული კანონის სრულყოფა და თავ­ისუფალი ტურისტული ზონის სა მარ თლებრივი რეგ ულირე ბა არ სებული ტურისტული ზონების გარ და სხვა და მა ტებით ტერ იტორიებ ზე, რომელ თა და კო ნკ რე ტე ბაც მოხდე ბა მთავრობის დად გენ ილებით. პროექტი ითვალ ისწინებს თავ ისუფალი ტურისტული ზონების გან ვითა რების რეგ ულირე ბას, კო ნკ რეტული ტერ იტორიების მითითების გა რე შე. ამას თან, გან იმარ ტე ბა თავ­ისუფალი ტურისტული ზონის ცნე ბა, ხოლო ინვესტორისთვის მიწის ნა კ ვეთის სა კუ თრე ბაში გა და ცემის გან მხილველი კომისიის შე მად გენ ლობა გან ისა ზღვ რე ბა სა ქარ თველოს მთავრობის მიერ. აღნიშნული კანონი, მიღების შემთხვევაში, ამოქმედდება 2011 წლის 1 ივნისიდან.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების კუბლაშვილისანჯაფარიძისა და კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).

III.       მოისმინეს:

ლოთუაშვილის ინფორმაციები - «მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამის» და «სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის» მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ეხებოდა სოფლის მეურნეობის პროექტების საკოორდინაციო ცენტრის მიერ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სამუშაოებს. მან აღნიშნა, რომ ეს მიმართული და მორგებული იყო 4 რეგიონზე, რომლებიცაა: ასპინძის, დუშეთის, შუახევის და ონის რაიონები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2008 წლამდე ეს არ იყო საკოორდინაციო ცენტრის კოორდინირების ქვეშ. მას შემდეგ, რაც 2008 წლის 8 აგვისტოდან გადმოეცა მიმართულება საკოორდინაციო ცენტრს, ჩვენს მიერ ჩატარებული იყო საკმაოდ დიდი აქტივობის და რაოდენობის ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ეს ეხებოდა მხოლოდ საშუალო და მცირე ზომის სამუშაოებს და მიმართული იყო სოფლის გზების, მცირე ზომის ხიდების, წყლის სისტემების და მცირე ზომის გაზიფიკაციის რეაბილიტაციას. ერთ-ერთი მათგანი არის ასპინძა-ჭობარეთის გზის რეაბილიტაცია. იგი წარმოადგენს უმოკლეს გზას ასპინძის რაიონის ახალციხის რაიონულ ცენტრთან დასაკავშირებლად. ასპინძის მოსახლეობას თავიანთი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი ძირითადად ახალციხის ბაზარზე გააქვს გასაყიდად, შესაბამისად, გაუადვილდათ ახალციხის რაიონულ ცენტრთან დაკავშირება. ასპინძა-ოთის გზის რეაბილიტაციის შემდეგ, მას იყენებს მოსახლეობა რაიონულ ცენტრთან, ასევე ტყის მასივებთან დასაკავშირებლად. დუშეთის რაიონში სოფ. სალაჯურებში ახალი ხიდის მშენებლობა  დასრულდა. 3-4 სოფლის მოსალეობა მოწყვეტილი იყო რაიონულ ცენტრებს. ახალმა ხიდმა საერთოდ მოხსნა ტრანსპორტირებისა და გადაადგილების პრობლემა. საკმაოდ დიდია ნუსხა იმ პროექტებისა, რომლებიც ჩვენს მიერ იქნა განხორციელებული. «მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების» პროგრამა მივიყვანეთ ბოლომდე, ის ივნისში მთავრდება. ერთადერთი მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა, არის მაღალმთიან აჭარაში წაბლანა-ღომას და ჩიხურის გზების რეაბილიტაცია. ამ მიმართულებაში დონორის მიერ გამოყოფილი რესურსი მთლიანად მიზნობრივად არის ამოწურული.  

   რაც შეეხება «სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის» პროექტს - რატიფიცირებულია და არის მომზადების სტადიაში. ზოგადად გეტყვით, რომ აქ იქნება 2 მიმართულება: ერთი არის მცირე და საშუალო ზომის ინფრასტრუქტურული პროექტების რეაბილიტაცია და მეორე: სალიზინგო მექანიზმის შემოტანა საქართველოში და ამისკენ თანხების მიმართვა. ძირითადად ეს იმუშავებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების და კომერციული ბანკების გავლით, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი გამოცდილება. რეალურად პროექტი ამუშავდება 2 თვის ვადაში.

აზრი გამოთქვეს:

 

1.       გეგენავათქვენს მიერ წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში არსებული ასათვისებელი თანხების მდგომარეობა როგორია? საუბარია 4 მლნ. აშშ დოლარზე, რომლის ათვისების პრობლემა იყო.

2.      ლოთუაშვილიასათვისებელი თანხის პრობლემა აღარ არის. გაგზავნილი იქნა წერილი მსოფლიო ბანკში 1 მლნ-ის გამოწვევის თაობაზე. მიკრო-საფინანსო ორგანიზაციები - «კრედო», «კრისტალი» აითვისებენ ნახევარ-ნახევარ მილიონს ამ კვირაში, დანარჩენმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა აწიეს თავიანთი წმინდა კაპიტალის ზღვარი.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - «მთიანი და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების პროგრამის» და «სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტის»მიმდინარეობის შესახებ.

     /სრული ინფორმაცია აღნიშნული პროექტების თაობაზე – ოქმს თან ერთვის/.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

    სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი