ოქმი #14

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის  

ოქმი #14 

2011 წლის 21 ივნისი

 

  სხდომ თავმჯდომარე:          გია გოგუაძე     (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია. ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე,  პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი, დ. კაპანაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახური.

 

დღის წესრიგი:

 

1. საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე».

(მომხსენებელი: გიორგი ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).

I. მოისმინეს:

კაპანაძის ინფორმაცია «სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ამოღებული იქნა. აღნიშნული ცვლილების მომზადება განპირობებულია იმით, რომ მოხდეს სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდა არა საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტში, არამედ სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე, რითაც მოხდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეგისტრაციო მომსახურებასთან დაკავშირებული თანხების ერთ ანგარიშზე კონსოლიდაცია, რაც შესაბამისად გააადვილებს რეგისტრაციის მაძიებლებისთვის რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საქმიანობას.  

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «სარეგისტრაციომოსაკრებლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules