ოქმი #13

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #13 

2011 წლის 17 ივნისი

   

სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა      (კომიტეტის თავმჯდომარე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, ზ. გულიკაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: რ. კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ა. ლოთუაშვილი - «სოფლის განვითარების პროექტის» აღმასრულებელი დირექტორი.

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი  ხელშეკრულება (¹1/140; 07.06.2011) - «საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციასშორის 2005 წლის 28 მაისს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (სოფლის განვითარების პროექტიცვლილების ხელშეკრულება» (¹07-1/287; 08.06.2011).

(მომხსენებელი: რუსუდან კემულარია – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე).

I.            მოისმინეს:

 

კემულარიას ინფორმაცია «საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის 2005 წლის 28 მაისს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (სოფლის განვითარების პროექტი) ცვლილების ხელშეკრულების» თაობაზე. მან აღნიშნა, რომ განვითარების საერთაშორისო ასოციაცია დათანხმდა შევიდეს საკრედიტო ხელშეკრულებაში შემდეგი ცვლილება:

1.  საკრედიტო ხელშეკრულების მე-4 დანართის დამატების ნაწილი II (V) შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

«(V) სესხის მაქსიმალური მოცულობა. სესხის მაქსიმალური მოცულობა ნებისმიერი ერთი მონაწილე კომერციული ბანკისთვის (PჩB) უნდა შეადგენდეს PჩB-ს კაპიტალის 25% და NBFI-ის კაპიტალის 70%, თუ ასოციაციის მიერ სხვაგვარად არ იქნება შეთანხმებული.

2.  საკრედიტო ხელშეკრულების ყველა დანარჩენი პირობა, რომელშიც არ განხორციელებულა ცვლილება ამ ცვლილების ხელშეკრულებაში, რჩება ძალაში.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ ხელშეკრულებას - «საქართველოსა და საერთაშორისო განვითარებისასოციაციას შორის 2005 წლის 28 მაისს ხელმოწერილი განვითარების საკრედიტო ხელშეკრულების (სოფლის განვითარების პროექტიცვლილების ხელშეკრულება» დამიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე რატიფიცირებისათვის.

                                   /ხელშეკრულება ოქმს თან ერთვის/.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი