ოქმი #11

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 ოქმი #11

2011 წლის 10 ივნისი

 

 სხდომაი თავმჯდომარე:          გია გოგუაძე       (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)

 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია. ი. შამილოვი, ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე,  პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, ე. ჯალაღონია.

 

აპარატის თანამშრომლებიი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ნ. ნოზაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ა. ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი, ხ. კაპანაძე – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის აპარატის წარმომადგენელი, დ. თორთლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს იურიდიული სამსახური, ა. გიქოშვილი - საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაშიარსებული მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სივრცითი მოწყობისადა ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (¹07-3/447; 27.05.2011).

(მომხსენებელი: ანდრო ალავიძე – საქართველოს პარლამენტის წევრი).

2.      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/120; 25.05.2011) - «ნიადაგის დაცვის შესახებ»საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» (¹07-2/318; 25.05.2011).

(მომხსენებელი: ალექსანდრე ცინცაძე – სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე).

I. მოისმინეს:

ალავიძის ინფორმაცია «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ პროექტების - «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და «ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» მიღების მიზეზია საქართველოს პრეზიდენტს მიენიჭოს უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს შეეძლება დაადგინოს «საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ» საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის ¹968 ბრძანებულებით დამტკიცებულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის განსხვავებული წესი და მის განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო, ასევე, ამავე ტერიტორიებზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო და ამასთან ერთად, განისაზღვროს მათზე საკუთრების უფლების აღიარების საფასურად მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი და შემთხვევები.

"სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებელობის საფუძვლების შესახებ"  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზია თვითმმართველობის ორგანოებისათვის მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტერიტორიების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების მიზნით  სარეაბილიტაციო არეალის განსაზღვრის უფლებამოსილების მინიჭება და მასში მდებარე უძრავი ქონების განვითარების ან/და რეაბილიტაციის განხორციელების პირობების განსაზღვრა.

"ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის მიზეზია სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებისათვის დადგინდეს შემოწმების აქტის შედგენის დამატებითი უფლებამოსილება, ასევე განისაზღვროს, დადგენილების აღსრულებისათვის მიქცევის ვადა და წესი. დაზუსტდეს სამართალდამრღვევისათვის ჩაბარების წესი. განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დაჯარიმების პროცედურა, ასევე გათვალისწინებულია უკვე დაკისრებული ჯარიმის გადახდისგან გათავისუფლების პირობები.

აზრი გამოთქვეს:

1.        კუკულავადღეს მუნიციპალიტეტები ადგენენ სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიულ ფასს. წარმოდგენილ ცვლილებაში ჩვენი ინტერესი რა არის, გაიყიდოს მიწის ნაკვეთები მაღალ ფასში?

2.       ალავიძეპროექტი ზოგადად ითვალისწინებს საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებას. ძირითადად 4 სარეკრეაციო ზონაზეა საუბარი (გუდაურის, ბაკურიანის, ბახმაროს და ურეკის სარეკრეაციო ტერიტორიები), მაგრამ ჯერ ძირითადი აქცენტი გუდაურზეა გაკეთებული. პრეზიდენტს შეეძლება დაადგინოს სარეკრეაციო ტერიტორიებზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესი და მის განსაზღვრაზე უფლებამოსილი ორგანო.

3.      . გოგუაძე: მომხსენებელთან მექნება თხოვნა, რომ წარმოდგენილი პროექტები მეორე მოსმენით განხილვისათვის დაიხვეწოს და დეტალურად გაიწეროს.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისანჯაფარიძისა და ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტებს: «სახელმწიფო ქონების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ფიზიკური და კერძო სამართლისიურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაშიარსებული მიწის ნაკვეთებზე  საკუთრების უფლების აღიარების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებისშეტანის თაობაზე», «სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე», «ტექნიკურისაფრთხის კონტროლის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველიმოსმენით განსახილველად.

II.                      მოისმინეს:

 

კაპანაძის ინფორმაცია «ნიადაგის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზეზია «ნიადაგის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, რომლის მიხედვითაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით უნდა დამტკიცდეს  "სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები".

           კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის  «ნიადაგის დაცვის შესახებ» საქართველოს კანონში და კანონის მე-12 მუხლის  მე-3 პუნქტით გათვალისწინებული "სამელიორაციო სისტემების ტექნიკური ექსპლუატაციის წესები"-ის შემუშავებისათვის  განსაზღვრული ვადა, კერძოდ 2011 წლის პირველი ივლისი შეიცვალა 2011 წლის პირველი ოქტომბრით. ვინაიდან, წარმოდგენილი ცვლილება ეხება მხოლოდ საქართველოს კანონით გათვალისწინებული (თარიღის) ვადის გადაწევას, ჩვენი თხოვნაა, კანონპროექტის განხილვა მოხდეს გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით).

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «ნიადაგის დაცვისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე გამარტივებული წესით (ერთიმოსმენითგანსახილველად.

(საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 176მუხლის თანახმად).

     სხდომის თავმჯდომარე:                        გოგუაძე

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules