| ოქმი #22 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #22 2011 წლის 8 ნოემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გია გოგუაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, რ. ფიფია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ლომთაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.
დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: გია ხუროშვილი - საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი).
I. მოისმინეს:
გ. ხუროშვილის ინფორმაცია - «საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შეიცვალა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - «სამტრესტი»-ს სახელწოდება. ვინაიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - «სამტრესტი» წარმოადგენს სამინისტროს მმართველობის სფეროში შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის ძირითადი ამოცანა სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ყალბი ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, აგრეთვე, სასაქონლო და სავაჭრო ნიშნების გამოყენების აღკვეთის ღონისძიებათა და კომპეტენციის ფარგლებში, დარგთან დაკავშირებული სამარკეტინგო და სარეკლამო საქმიანობის ხელშეწყობა, მევენახეობა-მეღვინეობის დარგში საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოს უფრო მოხერხებულად ცნობადობის თვალსაზრისით სახელწოდება განესაზღვრა, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი - «ღვინის ეროვნული სააგენტო». შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით იცვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვაზისა და ღვინის დეპარტამენტი - «სამტრესტი»-ს სახელწოდება, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ხორციელდება იმ პუნქტების შეცვლა, სადაც მითითებულია «სამტრესტი»-ს სახელწოდება. გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოსზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: გ. გოგუაძე სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






