| ოქმი #27 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #27 2011 წლის 22 დეკემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გია გოგუაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. გოგუაძე - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: არჩილ გეგენავა - კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი,ა. სტურუა, ე. ჯალაღონია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ზ. კუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრი.
დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: ზვიად კუკავა - საქართველოს პარლამენტის წევრი).
I. მოისმინეს:
ზ. კუკავას ინფორმაცია - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე". მან აღნიშნა, რომ კანონის მომზადება განპირობებულია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებით სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოს ფუნქციების ინსტიტუციონალიზაციის საჭიროებით. მისი მიზანია სამედიცინო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და კომპეტენციების მკაფიო განსაზღვრა. ახალი – "სამედიცინო მედიაციის სამსახური" განიხილება, როგორც დავების განმხილველი ორგანო, რომლის ფუნქციაა პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის, სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის, პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის წარმოშობილი დავების განხილვა. ცვლილებები შედის საქართველოს კანონებში: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ", "სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ", "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ". წარმოდგენილი პროექტით ცვლილება შეეხება ასევე, "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონს, რომლის მიზანია, კანონიდან ამოღებულ იქნეს სიტყვები: "საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო".
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილსაქართველოს კანონის პროექტს - "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტისსხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: გ. გოგუაძე სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






