დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/21 გადაწყვეტილებით

 


 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

 

 

 

I. ზოგადი დებულებანი

1. საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისთვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით, პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს.

2. საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი (შემდგომში კომიტეტი) თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

3. კომიტეტის საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

II. კომიტეტის უფლებამოსილებანი

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

) მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

) საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას აძლევს პარლამენტი და დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

) პარლამენტისა და კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის, საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადების მიზნით და სხვა მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით ქმნის სამუშაო ჯგუფებს;

) უფლებამოსილია კომიტეტის სხდომაზე მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა საქართველოს პარლამენტმა, მოისმინოს მათი პასუხები დასმულ შეკითხვებზე და განიხილოს მათი საქმიანობის ანგარიში;

) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წევრების მიერ ამომრჩევლებთან შეხვედრების თაობაზე კომიტეტებს მიერ რეაგირებებზე. ინფორმაციას აწვდის პარლამენტის ბიუროს;

) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს.

 

2. რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად, უშუალოდ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში:

) ამზადებს წინადადებებს რეგლამენტში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ;

) პარლამენტის აპარატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, პარლამენტის რეგლამენტით კანონპროექტის განხილვისთვის დადგენილი პროცედურების დარღვევის ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, პარლამენტის შესაბამისი ორგანოებისა და თანამდებობის პირებისგან გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას და დოკუმენტებს, რისი განხილვის შედეგებსაც სისტემატურად მოახსენებს პარლამენტს;

) კონტროლს უწევს საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის დადგენილებებითა და პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას;

) განსაზღვრავს პარლამენტის კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;

) შეისწავლის ფრაქციის რეგისტრაციისთვის საჭირო მასალებს და უახლოეს სხდომაზე შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

) უახლოეს პლენარულ სხდომაზე, პარლამენტს აცნობებს ფრაქციის გაუქმებისა და ფრაქციის შემადგენლობიდან წევრის გასვლის ფაქტს;

) ცნობად იღებს ფრაქციიდან წევრის გარიცხვის, აგრეთვე ფრაქციის თავმჯდომარისა და სხვა ხელმძღვანელი პირების არჩევის, გადაყენების, გადადგომის, ფრაქციის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შესწორებათა შეტანის შესახებ ინფორმაციას, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტს;

) იღებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე გაწეული დახმარების თაობაზე;

) განიხილავს არანაკლებ 30 000 ამომრჩევლის ინიციატივით კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარების თაობაზე განცხადებას და სხვა მასალებს; 5 დღის ვადაში განიხილავს აღნიშნული მასალების რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობას და საინიციატივო ჯგუფს გადასცემს სარეგისტრაციო მოწმობას, ან რეგისტრაციაზე ეუბნება მოტივირებულ უარს;

) ამოწმებს ამომრჩეველთა ხელმოწერების ნამდვილობას, რის შესახებაც დასკვნას წარუდგენს ბიუროს უახლოეს სხდომას;

) ამოწმებს პარლამენტის წევრთა ხელმოწერების ნამდვილობას და შესაბამის დასკვნას პლენარულ სხდომაზე წარუდგენს პარლამენტს;

) რეგლამენტით განსაზღვრულ შემთხვევებში ასრულებს დროებითი ხმის დამთვლელი კომისიის ფუნქციებს, ადგენს ფარული კენჭისყრის გამართვის ადგილსა და ბიულეტენის ფორმას;

) წარმართავს პარლამენტის სამანდატო საქმიანობას;

) პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა მიერ რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, ბიუროს წინაშე სვამს საკითხს სათანადო რეაგირებისთვის;

) შეისწავლის პარლამენტის წევრების მიერ საქართველოს კონსტიტუციის, კანონებისა და პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების მდგომარეობას და განხილვის შედეგებს მოახსენებს პარლამენტის ბიუროს;

) კომიტეტების სხდომებზე პარლამენტის წევრების დასწრების შესახებ ყოველთვიური მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ, უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე;

) ყოველი სესიის ბოლოს იღებს ინფორმაციას პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გამცდენ პარლამენტის წევრთა შესახებ და უზრუნველყოფს აღნიშნულის გამოქვეყნებას პარლამენტის ვებგვერდზე;

) შეისწავლის პარლამენტის წევრის სტატუსთან პარლამენტის წევრის თანამდებობრივი და სამეწარმეო საქმიანობის შეუთავსებლობის საკითხებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე;

) პერიოდულად და საჭიროებისამებრ აანალიზებს სათანადო ორგანოებიდან წარმოდგენილ პარლამენტის წევრის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ ინფორმაციას, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში საკითხი შეაქვს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად;

) პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით, შეისწავლის პარლამენტის წევრის საბინაო პირობებით უზრუნველყოფის შესახებ განცხადების საფუძვლიანობას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

) შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხებს და შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტის პლენარულ სხდომას;

) შეისწავლის და განიხილავს საქართველოს მთავარი პროკურორის საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადების საფუძვლიანობას, რის შესახებაც წერილობით დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

III. კომიტეტის შემადგენლობა

 

1. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილისა (მათ შორის ერთი პირველი მოადგილის) და კომიტეტის წევრებისგან.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, მეორე მოადგილის კი - უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

3. კომიტეტის თავმჯდომარე და მისი მოადგილეები აირჩევიან პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. კომიტეტის თავმჯდომარე:

) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს, აგრეთვე კომიტეტის პირველ საორგანიზაციო და რიგგარეშე სხდომებს;

) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

) ხელს აწერს კომიტეტის დასკვნებს, რეკომენდაციებს და სხდომის ოქმებს;

) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს პირველი მოადგილის კანდიდატურას;

) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას, პარლამენტს წარუდგენს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;

) განსაზღვრავს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს საკუთარი ინიციატივით, ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით;

) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

 

5. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

) კომიტეტის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

 

6. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის დავალებით, ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას;

) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

7. კომიტეტის წევრს უფლება აქვს:

) თანაბარ საწყისებზე მონაწილეობდეს კომიტეტის მუშაობაში, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე;

) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია;

) ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან;

) განახორციელოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი.

8. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში.

9. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან, ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან, იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში, მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან, კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.

 

 

IV. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

1. კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან 3 დღის ვადაში. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

2. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში - მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, არანაკლებ თვეში 2 სხდომისა.

3. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის, ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

4. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით.

5. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

7. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის, ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

8. კომიტეტის სხდომაზე კომიტეტში შემუშავებული და შემოსული სხვა კანონპროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად.

9. კომიტეტის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა სხვა შედეგები.

10. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას.

11. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მიიღება ღია ან ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის უფლებამოსილების დადგენისთვის საჭირო ხმების ნახევარისა.

12. ღია კენჭისყრის დროს, ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

13. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევებში, კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას.

14. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და სხვა მოწვეული პირები.

15. ლობისტური საქმიანობის შესახებ დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული კანონპროექტის განხილვის დროს, კომიტეტის სხდომაზე დასწრების უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით პარლამენტში რეგისტრირებულ ლობისტს. კომიტეტში განსახილველ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ აგრეთვე საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

16. კომიტეტის სხდომას შეიძლება დაესწრონ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლებიც.

17. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. რიგგარეშე სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

18. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხვა კომიტეტთან შეთანხმებული გადაწყვეტილებით, შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით, კომიტეტი ცალკე კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას.

 

 

 

 

 

V. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

 

1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.

2. კომიტეტის აპარატი:

) მონაწილეობს      კანონპროექტების,        პარლამენტის        დადგენილებებისა    და      სხვა გადაწყვეტილებათა          პროექტების,         კომიტეტის  გადაწყვეტილებათა                      პროექტების   შემუშავებაში,      კანონპროექტებზე    დასკვნების,

შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

) კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას;

) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

) აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

) ასრულებს კანონმდებლობით, ამ დებულებით, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურა და საშტატო ერთეულთა რაოდენობა მტკიცდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები, აგრეთვე მიღებულ გადაწყვეტილებათა კონტროლის ჯგუფის სპეციალისტები.

5. კომიტეტის აპარატის უფროსსა და სპეციალისტებს, კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით, ”საჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                                                                                                            ირინე იმერლიშვილი