|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი |
|
თქვენ იმყოფებით საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ვებგვერდზე

საპარლამენტო კომიტეტების საქმიანობის დარგობრივი სპეციფიკისაგან განსხვავებით, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი:
- უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დაცვას;
- განიხილავს კანონპროექტის მომზადებისა და განხილვის ვადის დარღვევის საკითხებს;
- კონტროლს უწევს საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას დადგენილ ვადაში;
- გამოავლენს პარლამენტის წევრთა თანამდებობრივი შეუთავსებლობის შემთხვევებს და შესაბამისად რეაგირებს მათზე;
- შეისწავლის და განიხილავს: პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობისა და ვადამდე შეწყვეტის საკითხებს;
- განსაზღვრავს კომიტეტებში, საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებსა და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში პარლამენტის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს;
- პერიოდულად და საჭიროებისამებრ აანალიზებს პარლამენტის წევრის ქონებრივ ან/და საფინანსო მდგომარეობის დეკლარაციის შესახებ ინფორმაციას;
- ამოწმებს პარლამენტის წევრთა მიერ კომიტეტის სხდომების გაცდენის მონაცემებს და შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას.
კომიტეტის საქმიანობის სპეციფიკით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ვებგვერდზე კომიტეტი მზადაა თანამშრომლობისათვის
|