| ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის შესახებ |
|
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებების დაცვის და ეროვნულ უმცირესობათა კომიტეტი 1995 წელს შეიქმნა. 2004 წელს კომიტეტის საქმიანობის არეალი გაფართოვდა და მას სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროც დაემატა. კომიტეტის საქმიანობის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პავივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობას,უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილ ინტეგრაციას საზოგადოებაში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. კომიტეტის საქმიანობის სფერო საკითხთა ფართო სპექტრს მოიცავს. მათ შორის სიტყვის თავისუფლების, მსჯავრდებულთა და თავისუფლებაშეზღუდულ პირთა უფლებების დაცვის, ბავშვთა უფლებების, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), აღმსარებლობის თავისუფლების და რელიგიურ გაერთიანებათა, ეროვნულ და ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების, საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტებით გარანტირებული სხვა უფლებების დაცვის, პენიტენციალური სისტემის რეფორმის და სხვა საკითხები.
კომიტეტის სხდომები საპარლამენტო კომიტეტები მუდმივმოქმედი ორგანოებია და იქმნება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის სხდომები მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არა ნაკლებ თვეში ორჯერ და როგორც წესი, არასასესიო კვირის განმავლობაში. კომიტეტის სხდომები ღიაა და მასზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებს. გამონაკლისია ისეთი შემთხვევები, როდესაც განსახილველი საკითხის ხაისათიდან/ მნიშვნელობიდან გამომდინარე კომიტეტი, ხმათა უმრავლესობით, იღებს გადაწყვეტილებას დახურული სხდომის ჩატარების შესახებ. პარლამენტის წევრებს, რომლებიც აღნიშნული კომიტეტის წევრები არ არიან შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომიტეტის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით. ინფორმაცია კომიტეტის მუშაობის შესახებ საჯაროა. საჯაროობას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის პრეს სამსახური და კომიტეტის ვებ გვერდი ინტერნეტში. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, დანიშნული, დამტკიცებული თანამდებობის პირი, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის თანხმობით დანიშნული თანამდებობის პირი კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლის და შემოწმების განხორციელების შემდეგ იღებს დასკვნას, რომელიც შეიცავს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტის დასკვნა პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად და მასზე სათანადო გადაწყვეტილების მისაღებად ეგზავნება საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
კომიტეტის სტრუქტურა და შემადგენლობა:
კომიტეტი შედგება პარლამენტის 14 წევრისაგან, რომლებიც კომიტეტის შემადგენლობაში აირჩევიან პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. კომიტეტში წევრთა რაოდენობას და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. დღეისათვის კომიტეტში გაერთიანებულია ფრაქცია ” ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების” 10 წევრი, და თითო წევრი ფრაქციებიდან ”დემოკრატიული ფრონტი”, ” დამოუკიდებელი მაჟორიტარები” , ” მაჟორიტარები”, ” მემარჯვენე ოპოზიცია”. კომიტეტის საქმიანობას კოორდინაციას უწევს და ხელმძვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე, რომელსაც კომიტეტის წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. კომიტეტს ჰყავს კომიტეტის თავმჯდომარის ორი მოადგილე, რომლებსაც კომიტეტის უფლებამოსილების ვადით, ფარული კენჭისყრით ირჩევს კომიტეტი თავის წევრთაგან.
კომიტეტის უფლებამოსილება
თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი:
|






