სიახლე

Новая страница 1

 

კანონპროექტისათვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/44, 17.01.13). კანონპროექტის მიზანია აზარტული თამაშების შეზღუდავი, ყოვლისმომცველი და არამართებული რეკლამირების შეზღუდვა. 

 

კანონპროექტისთვის  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტისთვის  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმიების გაუმჯობესება, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

 

კანონპროექტისთვის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-5/134). კანონპროექტი მიზნად ისახავს აბრაზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას. აღნიშნული არ გამორიცხავს იმასაც, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს

 

კანონპროექტისათვის  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (2/51, 21.03.2013)კანონპროექტი ეხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნისა და კადრების როტაციის წესებს.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/4811.03.13)კანონპროექტი აზუსტებს რეგულაციებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ.  

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/4811.03.13). კანონპროექტი არეგულირებს შრომის ხელშეკრულ;ების შეწყვეტის საფუძვლებს, განსაზღვრავს გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობებს. 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13)კანონპროექტი ითვალისწინებს სიახლეს - მასობრივ დათხოვნას - და აწესებს  ახალ რეგულაციებს ამ მიმართულებით. 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13)კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება რეგულაციას გამოსაცდელი ვადის შესახებ.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13). კანონპროექტის მიხედვით შრომის კოდექსში რიგ საკითხებთან ერთად იცვლება რეგულაციები დასაქმების კონტრაქტის შესახებ და ემატება შრომის ხელშეკრულების არსებული პირობების ჩამონათვალი. 

 

კანონპროექტისთვის  "საქართველოს თავდაცვის შესახებ"  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმიების გაუმჯობესება, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

 

კანონპროექტებისთვის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (07-2/294). აღნიშნული კანონპროექტები ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ კოლეგიალური ორგანოს _ რეგენტთა საბჭოს შექმნის აუცილებლობას სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით. 

 

კანონპროექტისათვის  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/17 26.11.12). კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება მუხლი 54’ კომიტეტებთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ. ახალი მუხლის ამოქმედება დაეხმარება კომიტეტებს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, კვლევით, საკონსულტაციო-საექსპერტო და სხვ. საკითხებთან  დაკავშირებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფაში

კანონპროექტისათვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/44, 17.01.13). კანონპროექტის მიზანია აზარტული თამაშების შეზღუდავი, ყოვლისმომცველი და არამართებული რეკლამირების შეზღუდვა

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/21, 29.11.2012)

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/40, 28.12.2012)

 

კანონპროექტებისთვის: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/27, 04.12.2012). კანონპროექტის თანახმად, შესაბამისობაში მოდის ნარკოტიკების სიაში შეტანილი ნივთიერებები გაეროს კონვენციებთან; ყალიბდება ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ სასჯელზე ახლებური მიდგომა

კანონპროექტისათვის „საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (42. 04.03.13). კანონპროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება, კერძოდ, მხარეებს უფლება ეძლევათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქმე განხილული იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/7 29.11.2012). კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს

კანონპროექტისთვის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47,18.01.2013). კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს, რომელთა ჩაცმულობა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით განისაზღვრება როგორც საპროტოკოლო-საქმიანი, საშუალება ეძლევათ სხდომათა დარბაზში გამოცხადდნენ ეროვნულ ტანსაცმელში. რეგლამენტში აღნიშნული ცვლილება  მიმართულია ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის და პოპულარიზაციისკენ

კანონპროექტისთვის:  „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ კანონში“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში“, „ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/58, 20.02.13). კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების, აგრეთვე შესამაბისი თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივის საქართველოს მთავრობისათვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა 

 

კანონპროექტისთვის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-5/134) კანონპროექტი მიზნად ისახავს აბრაზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას. აღნიშნული არ გამორიცხავს იმასაც, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს 

 

კანონპროექტისთვის:  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/68;06.03.13) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების არადისკრიმინაციულ, თანაბარ პირობებში ჩაყენება და იმ საპარლამენტო პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლებსაც არ გააჩნიათ ამდაგვარი დაფინანსება

 

კანონპროექტისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/31,30.01.13). კანონპროექტი მიზნად ისახავს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების აუცილებლობას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას. 

 

კანონპროექტისთვის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/23,03.01.13)კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესების უზრუნველყოფას და ამ მიზნით, შესაბამისად ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების შექმნის აუცილებლობას. 

 

კანონპროექტისათვის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-5/26, 03.12.12). კანონპროექტის მიზანია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა. იცვლება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. /18.01.13

 

კანონპროექტისათვის "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/22, 03.01.13).კანონპროექტის მიღების მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება. /17.01.2013 

 

საქართველოს ორგანულ კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/7 29.11.2012). კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესს.

კანონპროექტისთვის: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.(07-2/7 29.11.2012) კანონპროექტის მიღების მიზანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისათვის ეფექტური რეგულაციების შემოღება (სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება).

 

კანონპროექტისთვის „ბურალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ (N 07-3/32; 12.12.2012) კანონპროექტის მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროსტანდარტებთან დაახლოება.

კანონპროექტისთვის: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/3;05.11.2012) კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის დღეის მდგომარეობით არსებული განაკვეთის შენარჩუნება და საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით და მოსარგებლე პირთა კატეგორიის განსაზღვრით, შეღავათი გახდება სოციალურად მიზანმიმართული, ამასთან აღნიშნული შეღავათით სარგებლობის საშუალება ექნება დაქირავებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 2/3-.

 

კანონპროექტისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(N 07-3/13; 20.10.2011). კანონპროექტის მიღების მიზანია საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით მუდმივად მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ.

 

კანონპროექტისთვის:” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით.  

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისთვის: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/23;29.11.12) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეროვნული ბანკის საქვეუწყებო სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაზღვევის ზედამხედველობის განყოფილების რეორგანიზაცია დამოუკიდებელ სახელმწიფო მარეგულირებლად. სახელმწიფო დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს სადაზრვევო სექტორის დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და გამჭვირვალობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდას. განახორციელოს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეების ინტერესების დაცვა და მეთოდოლოგიურ-საკონსულტაციო საქმიანობის სრულყოფა სადაზღვევო სფეროში.

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/12)კანონპროექტის მიღების მიზეზია განსაზღვროს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმების არ არსებობა.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14 22.11.12).კანონპროექტის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლა შესაძლებელია მხოლოდ საპატიო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რაც შეუძლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებული ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და მისცეს არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. 

კანონპროექტისთვის: ”სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.12)კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა გახდება მთავრობის უშუალო დაქვემდებაარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება“.

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/3;05.11.2012) კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის დღეის მდგომარეობით არსებული განაკვეთის შენარჩუნება და საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით და მოსარგებლე პირთა კატეგორიის განსაზღვრით, შეღავათი გახდება სოციალურად მიზანმიმართული, ამასთან აღნიშნული შეღავათით სარგებლობის საშუალება ექნება დაქირავებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 2/3-.

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ (07-3/4, 06.11.2012) კანონპროექტის მიღების მიზანია სამხედრო ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება და ამ კონტროლის კონკრეტული მექანიზმების ამუშავება, ასევე ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. ეს კანონი ასევე წარმოადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერ ნაწილს, თავდაცვის სფეროში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით.

 

კანონპროექტისთვის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/2, 01.11.2012) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ახალი ვადების დაწესების შესახებ

 

კანონპროექტისთვის: ‘’ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში’’ „ ცვლილებების შეტანის შესახებ“(07-3/1; 24.10.2012) „პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ეფექტურობისა და საპარლამენტო უმცირესობის როლის გაზრდა. კონკრეტულად საკითხი შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საგამოძიებო კომისიის ეფექტურ მუშაობას.“

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№ 07–3/588; 11.04.2012); კანონპროექტის მიხედვით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 126’ მუხლი, რომელიც განსაზღვრავს და აყალიბებს ოჯახში ძალადობას, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას. მართალია, აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა სხვადასხვა დანაშაულების სახით გვხვდება სს კოდექსის ცალკეულ მუხლებში, მაგრამ კანონპროექტის ავტორის აზრით, მისი ერთ მუხლად სისტემატიზება ხელს შეუწყობს გამოვლენილ დანაშაულზე ადექვატურ რეაგირებას. / ივნისი, 2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/601; 04.05.2012); კანონპროექტის მიზანია 21 წელს გადაცილებული პირების მიერ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარების აკრძალვა. / ივნისი, 2012

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07–3/639; 08.06.12); კანონპროექტის თანახმად, მუშავდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, მოქმედ კანონმდებლობაში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ხელოვნური ჩასახვის თანამედროვე ტექნოლოგიების მარეგულირებელი ნორმები. / ივნისი, 2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№ 07–3/639; 08.06.2012); კანონპროექტის მიზანია საქართველოში ხელოვნური ჩასახვის ტექნოლოგიების გამოყენებისას თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული და აპრობირებული სამართლებრივი მექანიზმების დანერგვა, რაც მნიშვნელოვნად გააუჯობესებს მომსახურების ხარსიხს და ორიენტირებული იქნება პაციენტის უფლებების დაცვაზე. / ივნისი, 2012

 

 

 

 

კანონპროექტისთვის „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ (№07-2/480) კანონპროექტის მიღების მიზანია მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, მისი საკანონმდებლო საფუძვლის  შექმნა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ექსკლუზიური უფლებამოსილების განსაზღვრა მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში   /ივნისი, 2012

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის შესახებ“ (N 07-2/483; 08.06.2012) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების, პალატის ფუნქციებისა და ამოცანების გაზრდის აუცილებლობა, რომლებიც აღიარებული და აპრობირებულია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების პრაქტიკაში   /ივნისი, 2012

 

კანონპროექტისთვის "საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (N 07-3/623; 23.05.2012) კანონპროექტის თანახმად ქონების გადასახადის მიზნებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში შეიტანება – დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო მიკრო ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში საერთოდ არ შეიტანება – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი   /ივნისი, 2012
 

 

  კანონპროექტებისთვის: "საქართველოს კანონი ბურალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" (N 07-2/475; 25.05.2012) კანონპროექტის მიზანია განსაზღვროს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აგრეთვე კანონპროექტით ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში თვითრეგულირების შემოღება და ამ სფეროებში კონკრეტული გარემოს დანერგვა.  /ივნისი, 2012
 

 

კანონპროექტებისთვის: "საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (N 07-3/623; 23.05.2012)კანონპროექტის თანახმად ქონების გადასახადის მიზნებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში შეიტანება – დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო მიკრო ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში საერთოდ არ შეიტანება – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.  /ივნისი, 2012

 

 

 

 

 

 
modules