საინფორმაციო ფურცლები კანონპროექტებისთვის

 კანონპროექტისთვის: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/123, 10.07.13);კანონპროექტისთვის: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/123, 10.07.13); 

კანონპროექტის მიზანია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონი“ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან.

 

კანონპროექტთა პაკეტისათვის ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონში“ცვლილების შეტანის თაობაზე“, სისხლის სამართლის კოდექსში“ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/116 20.06.2013). კანონპროექტის მიხედვით ახლებურად ყალიბდება სსკ 137-ე მუხლი, კერძოდ, „გაუპატიურება, ესე იგი სქესობრივი კავშირი ან სხვაგვარი სქესობრივი კონტაქტი სხეულის ნებისმიერი ნაწილით ან რაიმე საგნით ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.“ ამჟამად მოქმედი რედაქციით კი გაუპატიურება არის „სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.“ 

 

კანონპროექტისათვის „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/137, 25.07.13).

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/65, 23.05.13).  კანონპროექტის მიღების მიზანია ცალკეული ნარჩენების იმპორტის დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ: შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა, რომელიც ასევე მოიცავს წიდას ტიტანისა და ვანადიუმის ორჟანგის მისაღებად; მძიმე ნაცარი და საცეცხლე წიდა წარმოქმნილი თბო (ნახშირზე მომუშავე) ელექტროსადგურებიდან, აგრეთვე აქროლადი ნაცარი, წარმოქმნილი თბო (ნახშირზე მომუშავე) ელექტროსადგურებიდან. 

 

 კანონპროექტისთვის: საქართველოს ორგანულ კანონშისაქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ  (07-3/128, 11.07.13). კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს „ საქართველოს საარჩევნო კოდექსში „ ადმინისტრაციული რესურსების რეგულირება თანასწორი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

 

კანონპროექტისთვის:  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/131;18.07.13); კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პარტიებზე გასანაწილებელი თანხების ხელმისაწვდომობა, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის კანონმდებლობით დადგენილი 4%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევის გზით. 

 

კანონპროექტისთვის  „საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N 07-5/2705; 19.07.2013)კანონპროექტის მიზანია ბრალდებულის დაცვის უფლების გაძლიერება, ასევე ის, რომ სისხლის სამართლის საქმეებზეგამოძიების ხარისხის დახვეწის პარალელურად, მოხერხდეს სახელმწიფოს მხრიდან დანაშაულთან ბრძოლის ვალდებულების ეფექტურად შესრულება.

 

კანონპროექტისთვის: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (07-2/77;25.06.13); კანონპროექტის მიზანია, თამბაქოს მოხმარების შემცირების მიზნით, სიგარეტებზე აქციზის არსებული განაკვეთის გაზრდა (ფილტრიანი სიგარეტის 20 ღერზე გადასახადი 0,6 ლარი იცვლება 0,75-ით, ხოლო უფილტროზე - 0,15 ლარი იზრდება 0.2-მდე).

 

ანონპროექტისათვის  ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე(   07-3/116 20.06.2013) კანონპროექტის მიზანია, 2011 წლის 12 აპრილს ევროსაბჭოს მიერ მიღებული კონვენციისქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბძოლასა და პრევენციის თაობაზე“ “Council of Europe Convention on preventing and combating violence against women and domestic violence” პრინციპებისა და ნორმების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვა

 

კანონპროექტისთვის „ჯანმრთელობის საყოველთაო სოციალური დაზღვევის შესახებ“ (07-3/102) კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს საქართველოს მთლიანი მოსახლეობისთვის  უნივერსალური სოციალური სამედიცინო დაზღვვის პაკეტის მიწოდება.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/104. 13.06.13). კანონპროექტის თანახმად, ამნისტიის აქტით სასჯელისაგან გათავისუფლებული პირი ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება მხოლოდ ამნისტიის აქტით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, განსხვავებით ამჟამად მოქმედ რედაქციისა, სადაც  მითითებულია, რომ სასჯელმოხდილს ამნისტიის აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

 

კანონპროექტისათვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“  (07-2/69, 31.05.13).  კანონპროექტის მიზანია ქართულ აკადემიურ სივრცეში სათავე დაუდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოწყობის ისეთ სისტემას, რომლის პირობებში შესაძლებლი იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და მისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ფინანსური ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპების რეალურად განხორციელება. 

 

კანონპროექტებისათვის „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოების დაწესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე  (07-1/60  3.06.13) კანონპროექტების მიზანია საქართველოს სახელმწიფო ჯილდოთი - ეროვნული გმირის ორდენით დაჯილდოებული პირების და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გაუმჯობესება.

 

კანონპროექტისათვისსაქართველოსსისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/109 13.06.13). კანონპროექტის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169- მუხლის მე-8 ნაწილიდან ამოღებული იქნეს სიტყვებიწინასასამართლო სხდომის დაწყებამდე“. აღნიშნული ცვლილების მიხედვით ბრალდებულად ყოფნის 9 თვიანი პერიოდი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემული პირის მიმართ განაჩენის დადგომამდე იმოქმედებს.

 

  კანონპროექტისთვის: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/97, 06.06.13). კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სტუდენტებისათვის, სწავლის პარალელურად, საჯარო სამსახურში სტაჟირების გავლისა და შემდგომი დასაქმების საკანონმდებლო დონეზე არსებული მცირედი რეგულაციები, რაც სტუდენტებისათვის წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას.

 

   კანონპროექტისთვის კანონპროექტისთვის „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/89)კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს ოჯახური წარმოების სუბიექტის მიერ საკუთარი პროდუქციის მიმწოდებლამდე მიტანის ღირებულების ცვალებადობის რეგულირება, ბაზარზე ხორცის მიწოდების გამარტივება. ცვლილებები შედის საოჯახო-კუთვნილი ცხოველის დაკვლისა და ამ პროცესის ზედამხედველობის წესში.

 

   კანონპროექტისთვის:  „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/65, 23.05.13)კანონპროექტის მიღების მიზანია ცალკეული ნარჩენების იმპორტის დაშვება საქართველოს ტერიტორიაზე. კერძოდ: შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა, რომელიც ასევე მოიცავს წიდას ტიტანისა და ვანადიუმის ორჟანგის მისაღებად; მძიმე ნაცარი და საცეცხლე წიდა წარმოქმნილი თბო (ნახშირზე მომუშავე) ელექტროსადგურებიდან, აგრეთვე აქროლადი ნაცარი, წარმოქმნილი თბო (ნახშირზე მომუშავე) ელექტროსადგურებიდან..

 

   კანონპროექტისთვის „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/90)კანონპროექტი მიზანს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების და დაცვის მიზნით. სახელმწიფოს მკაფიო სტრატეგიის შემუშავებამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დროებით ეზღუდებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების უფლება. 

 

 კანონპროექტისთვის:  „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ (07-3/91;30.05.13). კანონპროექტის მიღების მთავარ მიზანს წარმოადგენს საინვესტიციო ფონდების შექმნასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულირების გაუმჯობესება. საინვესტიციო ფონდების სახეების განსაზღვრა, მათი უფლებების და ვალდებულებების ჩამოყალიბება.

 

  კანონპროექტისათვის „საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№ 07–5/234; 11.06.2013)ბიომეტრიული რეგისტრაციის გამოყენებით ამომრჩეველთა ახალი სიის შექმნა; ამომრჩეველთა ერთია სიის დაზუსტების ფორმირების წესი. 

 

 კანონპროექტისთვის „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“, საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/84) კანონპროექტი მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნას  და ამით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განვითარებასა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე ხელშეწყობას. 

 

კანონპროექტისათვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/44, 17.01.13). კანონპროექტის მიზანია აზარტული თამაშების შეზღუდავი, ყოვლისმომცველი და არამართებული რეკლამირების შეზღუდვა. 

 

კანონპროექტისთვის  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტისთვის  „საქართველოს თავდაცვის შესახებ“  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმიების გაუმჯობესება, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

 

კანონპროექტისთვის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-5/134). კანონპროექტი მიზნად ისახავს აბრაზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას. აღნიშნული არ გამორიცხავს იმასაც, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს

 

კანონპროექტისათვის  „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (2/51, 21.03.2013)კანონპროექტი ეხება დიპლომატიური სამსახურის რეზერვის, დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელის დანიშვნისა და კადრების როტაციის წესებს.

 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/4811.03.13)კანონპროექტი აზუსტებს რეგულაციებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესახებ.  

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/4811.03.13). კანონპროექტი არეგულირებს შრომის ხელშეკრულ;ების შეწყვეტის საფუძვლებს, განსაზღვრავს გარემოებებს, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, მხარეთა სხვა უფლება-მოვალეობებს.  

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13)კანონპროექტი ითვალისწინებს სიახლეს - მასობრივ დათხოვნას - და აწესებს  ახალ რეგულაციებს ამ მიმართულებით. 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13)კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება რეგულაციას გამოსაცდელი ვადის შესახებ.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/48 11.03.13). კანონპროექტის მიხედვით შრომის კოდექსში რიგ საკითხებთან ერთად იცვლება რეგულაციები დასაქმების კონტრაქტის შესახებ და ემატება შრომის ხელშეკრულების არსებული პირობების ჩამონათვალი.  

 

კანონპროექტისთვის  "საქართველოს თავდაცვის შესახებ"  (07-2/49, 21.03.2013) საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოს პარლამენტის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროზე სამოქალაქო კონტროლის განხორციელების მექანიზმიების გაუმჯობესება, ასევე სამინისტროს მიერ განხორციელებული/განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და სამოქალაქო საზოგადოების უკეთ ინფორმირება.

 

კანონპროექტებისთვის "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (07-2/294). აღნიშნული კანონპროექტები ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის მიერ კოლეგიალური ორგანოს _ რეგენტთა საბჭოს შექმნის აუცილებლობას სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობაზე ზედამხედველობის მიზნით. 

 

კანონპროექტისათვის  „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/17 26.11.12). კანონპროექტის მიხედვით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება მუხლი 54’ კომიტეტებთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების ფუნქციონირების აღდგენის შესახებ. ახალი მუხლის ამოქმედება დაეხმარება კომიტეტებს სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, კვლევით, საკონსულტაციო-საექსპერტო და სხვ. საკითხებთან  დაკავშირებულ კანონშემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფაში

კანონპროექტისათვის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/44, 17.01.13). კანონპროექტის მიზანია აზარტული თამაშების შეზღუდავი, ყოვლისმომცველი და არამართებული რეკლამირების შეზღუდვა

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/21, 29.11.2012)

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი (N07-3/40, 28.12.2012)

 

კანონპროექტებისთვის: „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/27, 04.12.2012). კანონპროექტის თანახმად, შესაბამისობაში მოდის ნარკოტიკების სიაში შეტანილი ნივთიერებები გაეროს კონვენციებთან; ყალიბდება ნარკოტიკის მომხმარებლის მიმართ სასჯელზე ახლებური მიდგომა

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (42. 04.03.13). კანონპროექტის მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტება, კერძოდ, მხარეებს უფლება ეძლევათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე საქმე განხილული იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს კანონში “საერთო სასამართლოების შესახებ” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/7 29.11.2012). კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესს

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (#07-3/47,18.01.2013). კანონპროექტის თანახმად, პარლამენტის წევრებს, რომელთა ჩაცმულობა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით განისაზღვრება როგორც საპროტოკოლო-საქმიანი, საშუალება ეძლევათ სხდომათა დარბაზში გამოცხადდნენ ეროვნულ ტანსაცმელში. რეგლამენტში აღნიშნული ცვლილება  მიმართულია ეროვნული და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენის და პოპულარიზაციისკენ

 

კანონპროექტისთვის:  „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში“, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ კანონში“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ კანონში“, „ნდობის ჯგუფის შესახებ კანონში“, „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/58, 20.02.13). კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების, მათ შორის, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილების, აგრეთვე შესამაბისი თანამდებობის პირთა თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების პრეროგატივის საქართველოს მთავრობისათვის ან საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გადაცემა

 

კანონპროექტისთვის „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-5/134) კანონპროექტი მიზნად ისახავს აბრაზე დატანილი წარწერების ქართულ ენაზე შესრულებას. აღნიშნული არ გამორიცხავს იმასაც, რომ აბრაზე დატანილი წარწერა ქართულ ენასთან ერთად სხვა უცხო ენაზეც შესრულდეს 

 

კანონპროექტისთვის:  „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/68;06.03.13) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების არადისკრიმინაციულ, თანაბარ პირობებში ჩაყენება და იმ საპარლამენტო პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების უზრუნველყოფა, რომლებსაც არ გააჩნიათ ამდაგვარი დაფინანსება 

 

კანონპროექტისთვის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/31,30.01.13). კანონპროექტი მიზნად ისახავს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების აუცილებლობას; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისათვის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების წესისა და პირობების დამტკიცების უფლებამოსილების მინიჭებას. 

 

კანონპროექტისთვის „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/23,03.01.13)კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის და აკრედიტაციის პროცესების უზრუნველყოფას და ამ მიზნით, შესაბამისად ავტორიზაციის და აკრედიტაციის საბჭოების შექმნის აუცილებლობას.  

 

კანონპროექტისათვის „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-5/26, 03.12.12). კანონპროექტის მიზანია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა. იცვლება მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. /18.01.13

 

კანონპროექტისათვის "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/22, 03.01.13).კანონპროექტის მიღების მიზანია ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ინსტიტუტის გაძლიერება. 17.01.2013

 

საქართველოს ორგანულ კანონში "საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-2/7 29.11.2012). კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლების წესს.

 

კანონპროექტისთვის: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.(07-2/7 29.11.2012) კანონპროექტის მიღების მიზანია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მოსამართლეთა კორპუსის ფორმირებისათვის ეფექტური რეგულაციების შემოღება (სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქება).

 

კანონპროექტისთვის „ბურალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ (N 07-3/32; 12.12.2012) კანონპროექტის მიზანია „ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის ევროსტანდარტებთან დაახლოება.

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/3;05.11.2012) კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს საშემოსავლო გადასახადის დღეის მდგომარეობით არსებული განაკვეთის შენარჩუნება და საშემოსავლო გადასახადით დაუბეგრავი მინიმუმის შემოღება. დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებით და მოსარგებლე პირთა კატეგორიის განსაზღვრით, შეღავათი გახდება სოციალურად მიზანმიმართული, ამასთან აღნიშნული შეღავათით სარგებლობის საშუალება ექნება დაქირავებულთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 2/3-.

 

კანონპროექტისთვის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“(N 07-3/13; 20.10.2011). კანონპროექტის მიღების მიზანია საზოგადოებას საზოგადოებრივი მაუწყებლობის მეშვეობით მუდმივად მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შესახებ.

 

კანონპროექტისთვის:” საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/8, 15.11.2012) კანონპროექტის თანახმად ზუსტდება გადაუდებელი აუცილებლობა და ეკოლოგიური კატასტროფის, სტიქიური უბედურების, ეპიდემიისა და ეპიზოოტიის საფრთხეებს ემატა ასევე მიმდინარე ან მოსალოდნელი საომარი ან საგანგებო მდგომარეობა. კანონპროექტითვე განისაზღვრება საკუთრების ობიექტის საფასური წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე (დღეს მოქმედი ნორმის თანახმად საკუთრების ობიექტის შეფასება ხდება საბაზრო ფასის მიხედვით

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტისთვის: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/23;29.11.12) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს ეროვნული ბანკის საქვეუწყებო სტრუქტურული ქვედანაყოფის, დაზღვევის ზედამხედველობის განყოფილების რეორგანიზაცია დამოუკიდებელ სახელმწიფო მარეგულირებლად. სახელმწიფო დამოუკიდებელმა მარეგულირებელმა უნდა უზრუნველყოს სადაზრვევო სექტორის დამოუკიდებლობა, სტაბილურობა და გამჭვირვალობა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდას. განახორციელოს სადაზღვევო ბაზრის მონაწილეების ინტერესების დაცვა და მეთოდოლოგიურ-საკონსულტაციო საქმიანობის სრულყოფა სადაზღვევო სფეროში.

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარრვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/12)კანონპროექტის მიღების მიზეზია განსაზღვროს სექსუალური ხასიათის პროდუქციის რეალიზაციასთან დაკავშირებული ნორმების არ არსებობა.

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი” ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (07-3/14 22.11.12).კანონპროექტის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით მოშლა შესაძლებელია მხოლოდ საპატიო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, რაც შეუძლებელს ხდის შრომითი ურთიერთობის გაგრძელებას. ასეთ შემთხვევაში დამსაქმებული ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების საფუძველზე და მისცეს არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება.

 

კანონპროექტისთვის: ”სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/5, 08.11.12)კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ნაცვლად პრეზიდენტის უშუალო დაქვემდებარებისა გახდება მთავრობის უშუალო დაქვემდებაარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებული დაწესებულება“.

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/3;05.11.2012) კანონპროექტისმიზანსწარმოადგენსსაშემოსავლოგადასახადისდღეისმდგომარეობითარსებულიგანაკვეთისშენარჩუნებადასაშემოსავლოგადასახადითდაუბეგრავიმინიმუმისშემოღება. დაუბეგრავიმინიმუმისშემოღებითდამოსარგებლეპირთაკატეგორიისგანსაზღვრით, შეღავათიგახდებასოციალურადმიზანმიმართული, ამასთანაღნიშნულიშეღავათითსარგებლობისსაშუალებაექნებადაქირავებულთასაერთორაოდენობისდაახლოებით 2/3-.

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს პარლამენტის სამხედრო რწმუნებულის შესახებ“ (07-3/4, 06.11.2012) კანონპროექტის მიღების მიზანია სამხედრო ძალებზე სამოქალაქო დემოკრატიული კონტროლის გაძლიერება და ამ კონტროლის კონკრეტული მექანიზმების ამუშავება, ასევე ჯარში ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესება და დემოკრატიული პრინციპების უზრუნველყოფა. ეს კანონი ასევე წარმოადგენს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მხარდამჭერ ნაწილს, თავდაცვის სფეროში დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრების კუთხით.

 

კანონპროექტისთვის საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ (07-3/2, 01.11.2012) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების ახალი ვადების დაწესების შესახებ

 

კანონპროექტისთვის: ‘’ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში’’ „ ცვლილებების შეტანის შესახებ“(07-3/1; 24.10.2012) „პროექტის შემუშავების მიზანს წარმოადგენს ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის ეფექტურობისა და საპარლამენტო უმცირესობის როლის გაზრდა. კონკრეტულად საკითხი შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიისა და საგამოძიებო კომისიის ეფექტურ მუშაობას.“

 

კანონპროექტისთვის „მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ (№07-2/480) კანონპროექტის მიღების მიზანია მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება, მისი საკანონმდებლო საფუძვლის  შექმნა; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს“ ექსკლუზიური უფლებამოსილების განსაზღვრა მეთევზე-მეზღვაურთა მომზადებისა და სერტიფიცირების სფეროში   /ივნისი, 2012 

კანონპროექტისთვის „საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის შესახებ“ (N 07-2/483; 08.06.2012) კანონპროექტის მიღების მიზეზია საქართველოს სავაჭრო–სამრეწველო პალატის საქმიანობაში თანამედროვე მიდგომების, პალატის ფუნქციებისა და ამოცანების გაზრდის აუცილებლობა, რომლებიც აღიარებული და აპრობირებულია მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნების პრაქტიკაში   /ივნისი, 2012

 

კანონპროექტისთვის "საქართველოსკანონისპროექტისაქართველოსსაგადასახადოკოდექსშიცვლილებებისშეტანისთაობაზე" (N 07-3/623; 23.05.2012) კანონპროექტის თანახმად ქონების გადასახადის მიზნებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში შეიტანება დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო მიკრო ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში საერთოდ არ შეიტანება ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი   /ივნისი, 2012

 

კანონპროექტებისთვის: "საქართველოს კანონი ბურალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ" (N 07-2/475; 25.05.2012) კანონპროექტის მიზანია განსაზღვროს ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. აგრეთვე კანონპროექტით ხორციელდება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროებში თვითრეგულირების შემოღება და ამ სფეროებში კონკრეტული გარემოს დანერგვა.  /ივნისი, 2012

 

კანონპროექტებისთვის: "საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (N 07-3/623; 23.05.2012)კანონპროექტის თანახმად ქონების გადასახადის მიზნებისათვის მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში შეიტანება – დასაბეგრი შემოსავლის მხოლოდ 25%, ხოლო მიკრო ბიზნესისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირისათვის შემოსავალში საერთოდ არ შეიტანება – ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი.  /ივნისი, 2012

 

კანონპროექტებისთვის: „სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ (№07-3/607; 04.05.2012); კანონპროექტის თანახმად, განისაზღვრება სამოქალაქო რეესტრის მწარმოებელი ორგანო _ სამოქალაქო სერვისების განვითარების სააგენტო / მაისი, 2012

 

კანონპროექტისთვის"საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში" ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/617, 11.05.2012) პარლამენტის რეგლამენტის პროექტის  მიზანია საუკეთესო საპარლამენტო ტრადიციების საქართველოს პარლამენტში დანერგვა, კერძოდ – თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისა და პარლამენტში ხანგრძლივი და ეფექტური მუშაობისათვის სპეციალური საპარლამენტო ჯილდოს შემოღება/ მაისი, 2012

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე“ (N 07–3/602; 04.05.2012); კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ორგანულ კანონში მოქალაქეობის არმქონე პირებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიური ცვლილების განხორციელებას, რაც განპირობებულია მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ 1954 წლის კონვენციასთან საქართველოს მიერთებით. / მაისი, 2012

 

კანონპროექტებისთვის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში (პატიმრობის კოდექსი) ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№ 07-3/610; 04.05.2012); კანონპროექტის მიღების მიზანია ქალ მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი რესოციალიზაციისთვის დამატებითი მექანიზმების შემოღება./ მაისი, 2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ (N07–3/585; 10.04.2012). კანონის თანახმად, სახალხო დამცველის მოთხოვნის შემთხვევაში პროკურორს დაევალება დაიწყოს წინასწარი გამოძიება./ მაისი, 2012

 

საარჩევნო ასაკი საზღვარგარეთის ქვეყნებში / მაისი, 2012

 

კანონპროექტებისთვის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№1/77; №07-2/448; 26.04.2012);კანონპროექტების მიღების მიზანია განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავების საფუძვლების გაფართოება და სისხლის სამართლის კოდექსის მუხლის შესაბამისობაში მოყვანა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან / მაისი, 2012

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N 07–2/435; 06.04.2012); კანონპროექტი ითვალისწინებს ზოგიერთი კატეგორიის სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმის ოდენობის გაზრდას, რაც ხელს შეუწყობს უსაფრთხო საგზაო მოძრაობას / მაისი, 2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/432; 23.03.2012); კანონპროექტი ითვალისწინებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული  გარკვეული კატეგორიის პნემვატური იარაღების რეგისტრაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში. პნევმატური იარაღების პარამეტრებს დაამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.  / აპრილი, 2012

 

კანონპროექტისთვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დამატების შეტანის შესახებ (№ 07 – 3/581, 27.03.2012); ელექტრონული და ბეჭვდითი მედია საშუალებების მიერ ბრალდებულის პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო ან/და ვიდეო გამოსახულების გამოქვეყნება–გაშუქების რეგულირების საკითხები. / აპრილი, 2012

 

კანონპროექტისთვის: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (07-3/578 23.03.12); კანონპროექტის მიზანია სამართლიანი და თანაბარი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფია.   /არტ ,  2012

 

კანონპროექტისთვის: „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/578 23.03.12); წარმოდგენილი კანონპროექტით ახლებურად ყალიბდება ამომრჩევლის მოსყიდვის მუხლი.  /არტ ,  2012

კანონპროექტისათვის „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“, (07-2/426; 09.03.2012); კანონპროექტით განისაზღვრება მარეგულირებელი ორგანო და მისი ძირითადი ფუნქციები ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხებში /არტ ,  2012

 

კანონპროექტისთვის ოპერატიულ-სამძებროსაქმიანობისშესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/571; 09.03.12); კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებებით განისაზღვრება ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადის გაგრძელების პროცედურა. კერძოდ, ოპერატიულ–სამძებრო ღონისძიების ჩატარების ვადა შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე ოპერატიულ–სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით, პროკურორის თანხმობით. /არტ ,  2012

 

კანონპროექტისთვის “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით ხდება ყველა შემსყიდველი ორგანიზაციისთვის მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადის დადგენა. აგრეთვე, შემსყიდველ ორგანიზაციას ეძლევა უფლებამოსილილება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე, ობიექტური მიზეზებით,  ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შესყიდვის პროცედურა.   /არტ ,  2012

 

ანონპროექტისათვის  „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“  საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07–3/365; 20.02.2012); კანონპროექტის თანახმად, კანონში ცვლილება შედის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა უკეთ დაცვისთვის,რეაბილიტაციისთვის.  /არტ ,  2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ზოგიერთსაკანონმდებლოაქტში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (#07-3/565; 24.02.2012;) კანონპროექტის მიხედვით შესაძლებელი ხდება ნოტარიუსებმა სხვა ნოტარიუსებთან, ადვოკატებთან, კერძო აღმასრულებლებთან და/ან აუდიტორებთან ერთად შექმნან ამხანაგობა ან სამეწარმეო იურიდიული პირი. სანოტარო საქმეებთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით ნოტარიუსს ექნება გადამწყვეტი ხმის უფლება.   /არტ ,  2012

 

კანონპროექტისთვის  „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/569); კანონპროექტის მიღების მიზანია ევროპის კომისიის რასიზმისა და შეუწყნარებლობის რეკომენდაციის თანახმად, სისხლის სამართლის კანონმდებლობა ითვალისწინებდეს რასისტული შეუწყნარებლობის მოტივს, როგორც დანაშაულის ზოგად დამამძიმებელ გარემოებას.  /არტ ,  2012

 

კანონპროექტისათვის „სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის შესახებ (№ 07–3/551; 07.02.2012); კანონპროექტის მიხედვით იკრძალება სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისება უცხოელზე, უცხოეთში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მათი თანამონაწილეობით საქართველოში დარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე /თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისთვის: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების  შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე(07-3/560); კანონპროექტის მიზანია ზუსტად იქნეს დადგენილი ყველა სუბიექტის, ვისაც ეს ორგანული კანონი ეხება, უფლება-მოვალეობანი.  /თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისთვის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“.მიზანი: ფსიქოტროპული ნივთიერებების გადაადგილებასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივება. მოიხსნება რიგი შეზღუდვები მათ  გადაადგილებასთან დაკავშირებით და ამით შესაძლებელი გახდება ფსიქოტროპული ნივთიერებების რეექსპორტი, გადამუშავება, ტრანზიტი, დროებით შემოტანა, თავისუფალ ზონასა და საწყობში მოთავსება წინასწარი ნებართვის გარეშე.  /თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ“  (07-3/557; 10.02.2012); კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლისათვის, ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისათვის ან ნარკოტიკული საშუალების გამსაღებლისათვის ჩამორთმეული უფლებების ვადაზე ადრე აღდგენა შესაძლებელი იქნება პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით. /თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის "საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (07-2/410; 10.02.2012)/თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№ 07–3/553; 10.02.2012). თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-3/549) თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ (07-3/550; 03.02.12) თებერვალი ,  2012

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-3/548) თებერვალი,  2012

 

 

კანონპროექტისათვის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/399; 2.02.2012) თებერვალი ,  2012

 

 კანონპროექტისათვის „საქართველოს საერთაშორისო ხელსშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№ 07–2/397; 29.12.2011) /თებერვალი ,  2012