ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი

1ძვირფასო მოქალაქენო!

 

საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა მცხოვრებო თანამემამულებო!

 

2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში ახალი პოლიტიკური ცხოვრება დაიწყო. ამ ახალ პერიოდს  თქვენ დაუდეთ სათავე. თქვენ მოგვანიჭეთ ნდობის მანდატი და ჩვენც ავიღეთ ვალდებულება ქვეყნის წინაშე.

 

საქართველო პარლამენტში მე ვხელმძღვანელობ  ხალხისათვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემურ  სფეროს - ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს. წინასაარჩევნო პროგრამის ყველაზე მოცულობითი ნაწილი სწორედ ამ მიმართულებას ეკუთვნოდა. ჩვენ ბევრ რამეს დავპირდით ხალხს და დღესაც ვცდილობთ, ჩვენს მიერ მიცემული ყველა პირობა შევასრულოთ. ამ ხნის მანძილზე მოვამზადეთ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა. ვიღებთ ისეთი კანონებს, რომელებიც ხელს შეუწყობს არსებული პირობების გაუმჯობესაბას.

ჯანმრთელობის დაცვა ისეთი სფეროა, სადაც დრო არ ითმენს, ავადმყოფს დროულად უნდა შველა. უმძიმესი მემკვიდრეობის მიუხედავად, ვცდილობთ დაჩქარებული ტემპით ვიმუშაოთ.

 

საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარდაჭერით ჩვენ ჩვენს დანაპირებს აუცილებლად შევასრულებთ.

ყოველთვის მჯეროდა საქმის და სიმართლის.

 

გპირდებით ამ პრინციპების ერთგული დავრჩები ბოლომდე!

 

დიმიტრი ხუნდაძე