ოქმი N133

 

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების

კომიტეტის    სხდომის

ოქმი N133

                                                                   28 ივნისი 2012.

15:00 საათი. ოთახი N221

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: დავით თოდრაძე, თამაზ პეტრიაშვილი, კახაბერ სუხიშვილი, დილარ ხაბულიანი, გიორგი ხახნელიძე, ელენე ჯავახაძე.

სხდომაზე მოწვეულები: ზვიად კუკავა საქართველოს პარლამენტის წევრი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის აპარატის უფროსი თამარ დიხამინჯია, კომიტეტის აპარატის მუშაკები და მასმედიის წარმომადგენლები.

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 

  1. 1.,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

/მომხსენებელი: ზვიად კუკავა/

 

  1. 2.,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

 

/მომხსენებელი: ზვიად კუკავა/

 

სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრების მხრიდან შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი.

 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით:

,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

  

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხსენებელმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. ამასთანავე კანონპროექტში გათვალისწინებულია პირველი და მეორე მოსმენით განხილვის დროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა და მოსაზრება.    

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კანონპროექტის შემუშავება განაპირობა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის დახვეწის აუცილებლობამ; კერძოდ კანონში ჯერ კიდევ არსებულმა მოძველებულმა ნორმებმა, რომლებიც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებენ, ამასთანავე, კანონში საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციების გათვალისწინების აუცილებლობამ.

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1. საქართველოს პარლამენტის წევრების – ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა: კანონპროექტი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;

2. კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

       /კომიტეტის დასკვნა თან ერთვის/  

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით:

,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა /საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა III მოსმენა/;

 

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება.    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მესამე მოსმენისათვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად მოხსენებელმა აღნიშნა, რომ რედაქციული ხასიათის შენიშვნები კანონპროექტთან დაკავშირებით არ გამოთქმულა. ამასთანავე კანონპროექტში გათვალისწინებულია პირველი და მეორე მოსმენით განხილვის დროს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ყველა შენიშვნა და მოსაზრება.    

        როგორც მომხსენებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, კანონპროექტის მიზანია, დეკლარირების სისტემის სრულყოფა და საჯარო სექტორში გამჭვირვალეობის ხარისხის გაზრდა.

 

 

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

 

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.   საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძისა და ზვიად კუკავას საკანონმდებლო ინიციატივა – ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე III მოსმენით განხილვისათვის;

2.   კანონპროექტზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი.

           /კომიტეტის დასკვნა და კანონპროექტი თან ერთვის/  

 

 

 

              კომიტეტის თავმჯდომარე             

              

                

                                                                               ხათუნა გოგორიშვილი

 

 

             კომიტეტის აპარატის                          

                         უფროსი                                           თამარ დიხამინჯია

                    

 

 

 

 

 

 

 
modules