ოქმი #30

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #30

                                                                                                                                                                                                                             2011    წლის 8 დეკემბერი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძეარმენ ბაინდურიანიისვახან შამილოვინაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, რამინ ბაირამოვი, ემზარ გელაშვილი.

 

სხდომას ესწრებოდაზ. კუკავა - საქართველოს პარლამენტის წევრი, დ. ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ხ. კაპანაძე - მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე, პ. ზამბახიძე - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს წევრი

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი:

 

  • საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "პატიმრობის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე" (№07-3/363’ 11.11.10) (მეორე მოსმენა);
  • საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქარველოს კანონის პროექტი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/349; 04.11.10) (მეორე მოსმენა);
  • საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ: საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-3/382)
  • საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" (№07-3/381; 03.12.10)
  • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანმნდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-2/259; 03.12.10);
  •  საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" (№07-2/256; 03.12.10);
  • საქარველოს მთავრობის მიერ საკანონმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე";
  • საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავასა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულღა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-3/385)
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე", ‘საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატეის შეტანის თაობაზე" (№07-2/255)

 

1. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრის ანდრო ალავიძის ინფორმაცია  საქარველოს კანონის პროექტზე "პატიმრობის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე" (№07-3/363’ 11.11.10)

კანონპროექტი ითვალისწინებს ინოვაციური ხასიათის ღონისძიების განხორცილებას – თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს ვიდეო პაემანის სახით შესაძლებლობა მიეცემათ  საზოგადოებასთან დამატებითი კონტაქტი იქონიონ.

აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციას, დაეხმარება მას თავისუფლების აღკვეთის  პერიოდში სრულად არ იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან და თავი იგრძნოს მის სრულუფლებიან წევრად. კანონპროექტით, ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის  მსჯავრდებულებს.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ანდრო ალავიძის ინფორმაცია  საქარველოს კანონის პროექტზე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრუების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/349; 04.11.10);

კანონპროექტი გამომდინარეობს პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს: ზვიად კუკავას ინფორმაცია ორგანული კანონის პროეტქზე "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"

დღეს მოქმედი კანონის თანახმად საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლაზე სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის შეუსრულებლობისას ან სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისას. კანონპროექტის თანახმად ეს წესი არ ვრცელდება იმ პირთა მიმართ, ვინც კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებულია სამხედრო ვალდებულებისაგან 

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმნით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

4. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრის ზ. კუკავას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ" (№07-3/381; 03.12.10)

კანონპროექტის თანახმად თანამდებობაზე გამწესებული დროებითი მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, არ ისარგებლებს კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშნული მოხელის ანალოგიური პრივილეფიებით. ასევე ცვლილება შედის კანონში "დიპლომატიური სამსახურის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს 424-ე მუხლის ამოღებას.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

5. მოისმინეს:

დ. ლომიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანმნდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (№07-2/259; 03.12.10);

 

კანონპროექტის თანახმად საჯარო სამსახურში მიღების მსურველები, დამოუკიდებელი  საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატების მაძიებლები და საერთაშორისო რეგულარული  სამგზავრო გადაყვანის განმახორცილებელი პირები გათავისუფლდებიან შესაბამის დაწესებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის სავალდებულო წარდგენისგან. ასევე კანონპროექტის თანახმად "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში  შედის დამატება, რომლის მიხედვით, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება ექნება საჯარო მოსამსახურეს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ლ. თორდიამ, დ. ლორთქიფანიძემ. კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, რომ მხარს იჭერენ კანონპროექტის პრინციპებს, ამასთანავე მიზანშეწონილად მიიჩნევენ ჩამოყალიბებული იქნას ის აუცილებლი კრიტერიუმები, რომელთა არსებობაც უფლებას მისცემს დაწესებულების ხელმძღვანელს მოსთხოვოს საჯარო მოსამსახურეს ნარკოლოგიური თუ სამედიცინო შემოწმების გავლა.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას

6. მოისმინეს:

დ. ლომიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" (№07-2/256; 03.12.10);

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,  სპეციფიური ინფექციების სამკურნალოდ ზოგჯერ  საჭირო ხდება ქვეყანაში არარეგისტრირებული მედიკამენტების და ვაქცინების  შემოტანა. ამგვარი ინფექციების მკურნალობის და ვაქცინაციის  ხარჯებს სახელმწიფო ფარავს და, შესაბამისად, ბაზრის მხრიდან არ არსებობს აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციის მოთხოვნა. კანონპროექტის თანახმად ასეთი მედიკამენტების და ვაქცინების  შემოტანის  გადაწყვეტილებას ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

 

  • მოისმინეს:

 

ხ. კაპანაძის ინფორმაცია საქარველოს მთავრობის მიერ საკანონმებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე";

კანონპროექტი ითვალისწინებს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს, რომლებიც გამომდინარეობს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონიდან.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

8. მოისმინეს:

ზვიად  კუკავას კანონის პროექტზე "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულღა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-3/385)

კანონპროექტის თანახმად, პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რესპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას სასამართლო დაადგენს. კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით, კომპენსაციის ოდენობას და გაცემის წესს უნდა განსაზღვრავდეს სხვა კანონი, რომელიც დღეისათვის მიღებული არ არის. აქედან გამომდინარე,  აუცილებელი გახდა ალტერნატიული ქმედითი მექანიზმის შექმნა. კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საბჭოთა რეჟიმის მიერ განხორციელებული პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა  და მათი ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების დადგენას.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პირველი მოსმენი განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

  • მოისმინეს:

 

პ. ზამბახიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე", ‘საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატეის შეტანის თაობაზე" (№07-2/255)

ცვლილებების თანახმად, აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზატორი ვალდებულია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოთხოვოს პიროვნებას თუ სათამაშოდ შესული პირის ასაკის დადგენა გონივრულად შეუძლებელია.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვე და მომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრებმა: ლ. თორდიამ, ნ. ჯანაშიამ. კომიტეტის წევრები მიზანშეწონილად მიიჩნევენ მკაფიოდ ჩამოყალიბდეს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შეფასების კრიტერიუმები ტერიტორიული ზონების, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალისა და პირობების განსაზღვრისას.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სხდომის თავმჯდომარე: ლ. თორდია

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე