| ოქმი #29 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #29 2010 წლის 3 დეკემბერი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ხერხეულიძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, ემზარ გელაშვილი, არმენ ბაინდურიანი,ისვახან შამილოვი, ნაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, რამინ ბაირამოვი, ლაშა თორდია
სხდომას ესწრებოდა: ა. ალავიძე, კ. ანჯაფარიძე - საქართველოს პარლამენტის წევრები, ი. ქურდაზე, პ. წურწუმია - განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლ. გოცირიძე - რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, გ. ხუროშვილი - მთავრობის საპარლამენტო მდივანი
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები. დღის წესრიგი:
1. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ანდრო ალავიძის ინფორმაცია საქარველოს კანონის პროექტზე "პატიმრობის კოდექსში " (№07-3/349; 04.11.10); "პატიმრობის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე" (№07-3/363’ 11.11.10) კანონპროექტი ითვალისწინებს ინოვაციური ხასიათის ღონისძიების განხორცილებას – თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს ვიდეო პაემანის სახით შესაძლებლობა მიეცემათ საზოგადოებასთან დამატებითი კონტაქტი იქონიონ. აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის საზოგადოებაში ინტეგრაციას, დაეხმარება მას თავისუფლების აღკვეთის პერიოდში სრულად არ იყოს იზოლირებული საზოგადოებისგან და თავი იგრძნოს მის სრულუფლებიან წევრად. კანონპროექტით, ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება არ მიეცემათ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს. აზრი გამოთქვეს: კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა კომიტეტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. მისი აზრით, იმ პირთა ჩამონათვალში, ვისაც აღნიშნული შეზღუდვა შეეხება გარკვეული შესწორება და დაზუსტება უნდა შევიდეს, რათა არ დაირღვეს სამართლიანობის პრინციპი მსჯავრდებულთა მიმართ. კომიტეტმა და კანონპროექტის ინიციატორებმა გაიზიარეს დიმიტრი ლორთქიფანიძის მოსაზრება და შეთახმდნენ, რომ მეორე მოსმენისთვის მოხდება საკითხის დაზუსტება. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ანდრო ალავიძის ინფორმაცია საქარველოს კანონის პროექტზე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრუების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/349; 04.11.10); კანონპროექტი გამომდინარეობს პატიმრობის შესახებ კოდექსში შესატანი ცვლილებებიდან. გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 3. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/354; 01.22.10)
კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას 4. მოისმინეს: ანდრო ალავიძის ინფორმაციასაქართველოს კანონის პრეოქტზე "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს პარლამენტის დადგენმილების პროექტზე "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნმვიდან ამოღებული ნარკოტკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქარჸთველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობნაზე" (№07-3/359; 05.11.10); კანონში ცვლილებების შეტანა გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში ხშირია ფსიქოტროპული ნივთიერების "თიანეპტინის" შემცველი მედიკამენტების არასამედიცინო მიზნით მოხმარება, რამაც მასიური ხასიათი მიიღო. პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს სეფსისს, სხეულის კიდურების და სხვა ადგილების დანეკროზებას, განგრენას და სხვა მძიმე შედეგებს. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, რომ "თიანეპტინი" და მისი შემცველი ყველა პრეპარატი შეტანილ იქნას "საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიების" მე–4 სიაში. ამ ცვლილებით, თიანეპტინი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გახდება კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება. ასევე განიხილეს აღნიშნული კანონპროექტის თანამდევი საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე". პროექტის თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალს ემატება "თიანეპტინი" და ისაზღვრება მისი მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი პროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 5. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებზე: "საქართველოს ადმინისტრაციულ მართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ", "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართვეოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანი შესახებ" (№07-3/370; 15.11.10); კანონპროექტის მიხედვით, თბილისის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო უფლებამოსილი ხდება ნებისმიერ პირს, რომელიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მწვავე ნარგავებს დააზიანებს, თვითნებურად გაჩეხავს ან გადაიტანს, ან მიწის ნაკვეთს უნებართვოდ დაიკავებს, ჯარიმა დააკისროს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილს მიაჩნია, მიზანშეწონილი იქნება, თუ ანალოგიური უფლებამოსილება ყველა ადგილობრივ თვითმმართველობას და მუნიციპალიტეტს მიენიჭება. მისი შენიშვნები კომიტეტის დასკვნაში აისახება. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას 6. მოისმინეს: ირინე ქურდაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტზე "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (№07-2/244; 19.11.10) გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტს პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტი ინკლუზიური განათლების დანერგვის ხელშეწყობას ითვალისწინებს. წარმოდგენილი ცლილებები საშუალებას მისცემს ინკლუზიური განათლების – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოწავლეებს ისწავლონ თანატოლებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული პირების საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად ჩამოყალიბებას. ცვლილებების საფუძველზე ხორციელდება მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის ინდივიდუალური სასაწავლო გეგმით ჩანაცვლება, რომელიც შედგენილია ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით და უზრუნველყოფს თითოეული მოსწავლისთვის საჭიროებისამებრ განათლების მიღებას. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2011–2012 სასწავლო წლიდან ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მიდგომებისა და დანერგვის ხელშეწყობას. კერძოდ, ახალი საგნობრივი ჯგუფების დამატებას, საათობრივი დატვირთვის აუცილებელი ოდენობის განსაზღვრას და სხვა. 8. მოისმინეს: ირინე ქურდაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-2/242; 19.11.10); გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
კანონპროექტის თანახმად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება წყალმომარაგების საფასურის დარიცხვის წესი მაღალმთიან რეგიონებში სეზონურად განსაზღვროს. ზამთრის ყინვიანი კლიმატის ზემოქმედების პირობებში, ქსელში წყლის გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, მოსახლეობას წყალი მუდმივად მოშვებული აქვს, რის გამოც მათ მაღალი საფასურის გადახდა უწევთ, სწორედ აღნიშნულის დარეგულირებას ითვალისწინებს "ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ". გადაწყვიტეს: კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პირველი მოსმენი განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
გია ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პრეოქტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ" (№07-2/249; 25.11.10)
თამბაქოს ნაწარმთან დაკავშირებული საკანონდებლო რეგულაციები ერთ კანონში მოიყრის თავს და სამის ნაცვლად ერთი - "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის სახით ჩამოყალიბდება. აზრი გამოთქვეს: კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და მომხსნებელს კითხვები დაუსვეს ე. ხერხეულიძემ, დ. ლორთქიფანიძემ. კომიტეტის წევრების აზრით, კანონპროექტზე მუშაობა კვლავაც უნდა გაგრძელდეს, რათა იგი სრულად იყოს შესაბამისობაში მოყვანილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციასთან. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის თავმჯდომარე: ე. ხერხეულიძე სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






