|
საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #28
2010 წლის 24 ნოემბერი
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ეკატერინე ხერხეულიძე.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, არმენ ბაინდურიანი, ემზარ გელაშვილი. ისვახან შამილოვი, ნაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, რამინ ბაირამოვი,
სხდომას ესწრებოდა: ვახტანგ ჯორბენაძე - თავდაცვის სამინისტროს სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი.
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.
დღის წესრიგი:
საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. გელაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პრეოქტი "სამხედრო პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/377)
მოისმინეს:
ვახტანგ ჯორბენაძის ინფორმაცია კანონის პრეოქტზე "სამხედრო პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/377)
კანონპროექტის თანახმად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდებები შემოდის: უმცროსი სპეციალური წოდება მიენჭებათ რიგითებს, უმცროს სერჟანტს, სერჟანტს, უფროს სერჟანტს და ზემდეგს. საშუალო სპეციალური წოდება – უმცროს ლეიტენანტს, ლეიტენანტს, უფროს ლეიტენანტს და კაპიტანს, ხოლო უფროსი სპეციალური წოდება კი მაიორს, ვიცე-პოლკოვნიკს და პოლკოვნიკს.
შესაბამისი უწყებების მსგავსად თავდაცვის სამინისტროზე გავრცელდება სპეციალური წოდების საკითხებზე მოქმედი წესები.
"სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ” კანონში ცვლილებებით ხდება თავდაცვის სამინისტროში სამხედრო მოსამსახურისა და სამართალდამცავი ფუნქციების მქონე პირთა კარიერული სისტემის გამიჯვნა.
თავდაცვის სამინისტროში სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარი, ხოლო დაჭრის ან დასახიჩრების შემთხვევაში 7 000 ლარი მიეცემათ.
გადაწყვიტეს:
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პრველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე
ს სხდომის თავმჯდომარე: ე. ხერხეულიძე
სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე
|