ოქმი #27

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #27

                                                                                                                                      2010  წლის 10 ნოემბერი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე,  ემზარგელაშვილირამინ ბაირამოვინაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  მარიკა ვერულაშვილი.არმენ ბაინდურიანი, ისვახან შამილოვი,

სხდომას ესწრებოდალ. თორდია - საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პირველი მოადგილე, პ. პეტრიაშვილი - ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე.

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი:

 

1.      საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2013 წლებისათვის" და თანმდევი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/236; 05.11.10).

2.      საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე";

3.      საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და სხვა კანონპროექტები (№07-3/343; 28.10.10);

4.      საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/346; 29.10.10);

5.      საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" და "საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შეასხებ" (№07-3/344; 28.10.10);

6.      საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ნ. წიკლაურის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახბ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და სხვა კანონპროექტები ()№07-3/345; 29.10.10

1.       მოისმინეს: პ პეტრიაშვილის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ", "ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2013 წლებისათვის" და თანმდევი კანონპროექტი "საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (№07-2/236; 05.11.10).

 

 

მომხსენებლის განმარტებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლები 6357.7 მლნ ლარით განისაზღვრა

მომავალი წლის ბიუჯეტი მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფას ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროებზე, რაც პეტრიაშვილის თქმით, საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტებს.

 

2.       მოისმინეს: პ. პეტრიაშვილის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე";

 

2010 წლის წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 87.7მლნ ლარით იზრდება, ბიუჯეტის ზრდა დონორი ორგანიზაციების ფინანსურმა მხარდაჭერამ გამოიწვია. დაზუსტდა საშემოსავლო ნაწილი,  რის შედეგადაც  2010 წლის ბიუჯეტის შემოსავლები ჯამში 7 მლრდ. ლარს გადააჭარბებს. შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საბიუჯეტო სახსრები  11 მლნ. ლარით გაიზრდება, მათ შორის 8.5 მლნ ლარით იზრდება სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისთვის  მიმართული სახსრები, ხოლო 2.1 მლნ ლარი დაემატება მოსახლეობის სპეციალური მედიკამენტებით უზრუნველყოფის ღონისძიებებს. 12.3 მლნ. ლარით იზრდება ასევე  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს.

3. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ლაშა თორდიას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტებზე: "საქართველოს საგადასახადო კოხდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" და სხვა კანონპროექტები (№07-3/343; 28.10.10);

 

კანონპროექტით ცვლილება შედის საგადსახადო კოდექსის 242-ე მუხლში, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოს შეუძლია მოითხოვოს მოვალის ყადაღადადებული ქონების პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემა. საკითხს განიხილავს სასამართლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. საკითხის დასმა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ტოლია ან აღემატება ქონების საბაზრო ღირებულებას.

აუქციონის წესით ქონების რეალიზაციას აღასრულებს აღშრულების ეროვნული ბიურო (ნაცვლად ეროვნული ბიუროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოსა). ასევე, მუხლის მე-5 ნაწილში შედის ცვლილება, რომლის თანახმადაც ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლით პირველ რიგში დაიფარება ასევე აღსრულების ხარჯი.

გადწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარიდ აუჭირეს კანონპროექტის პირველი მოსნემით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

4. მოისმინეს: ლ. თორდიას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე: "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (№07-3/346; 29.10.10);

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონის პრoექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

5.       მოისმინეს: ლაშა თორდიას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენიილ საქართველოს კანონის პროექტებზე: "საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ" და "საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შეასხებ" (№07-3/344; 28.10.10);

 

კანონპროექტის თანახმად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების პირველადი რეალიზაციის შედეგად მიღებული ღირებულება გათავისუფლდება საშემოსავლო და ქონების გადასახადისაგან.

 

 

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილი პრეოქტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

6მოისმინეს: ლაშა თორდიას ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახბ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და სხვა კანონპროექტები ()№07-3/345; 29.10.10)

 

კანონპროექტის თანახმად 14 წელს მიღწეული პირი უფლებამოსილი იქნება თვითონ მიმართოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის, პირადობის მოწმობისა და პასპორტის გაცემის მოთხოვნით. საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვაზე აყვანის უფლებამოსილება ენიჭება სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ პასპორტის მისაღებად მიმართონ ელექტრონული ფორმით. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი იდენტიფიცირება და პირადობის დადასტრება შესაძლებელი იქნება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

ს       სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი

          სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules