ოქმი #25

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #25

                                                                                                                                                                                                                             2010    წლის 27 ოქტომბერი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე,  რამინ ბაირამოვი, ემზარ გელაშვილინაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, მარიკა ვერულაშვილიარმენ ბაინდურიანი,ისვახან შამილოვი.

სხდომას ესწრებოდაგიორგი თორთლაძე - პარლამენტის წევრი

სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი:

საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი თორთლაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "თავისუფლების ქარტია"

მოისმინეს: 

საქართველოს პარლამენტის წევრის გიორგი თორთლაძის ინფორმაცია კანონის პროექტზე "თავისუფლების ქარტია".

"თავისუფლების ქარტია” ითვალისწინებს  ყოფილი სსრკ-ის სპეცსამსახურების თანამშრომლებისთვის, კომუნისტური პარტიისა  და კომკავშირის მაღალჩინოსნებისთვის  თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას, სტრატეგიული შენობა-ნაგებობების დაცვას, ე.წ. პირობითი საზღვრის განსაკუთრებულ მონიტორინგს, საქართველოში შემოსული ტვირთებისა და დიდი რაოდენობით ფინანსური გადარიცხვების მონიტორინგს და საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის კანონით აკრძალვას.

კანონპროექტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და ჯაშუშობის კატეგორიის დანაშაულის პრევენციისთვის ითვალისწინებს სახელმწიფო კომისიის შექმნას, რომლის შემადგენლობაშიც პარლამენტის ფრაქციებიდან თითო წარმომადგენელი შევა.

პროექტში გაერთიანებულია  გიორგი თორთლაძის მიერ პარლამენტში ადრე ინიცირებული ორი კანონპროექტი: "ლუსტრაციის შესახებ კანონი" და "პატრიოტის აქტი", რომელთაც  დაემატა  კიდევ ერთი მისივე ინიციატივა საქართველოში საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის კანონით აკრძალვის თაობაზე.  

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშრებით აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს კითხვები დაუსვეს: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ლ. ვეფხვაძემ, ჯ. ბაღათურიამ, გ. ჩივიაშვილმა.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულები დაეკისრება, რაც პროექტში არ არის გათვალისწინებული. ამ მიზეზის გამო კანონმა შეიძლება რამდენიმე წელი ვერ იმუშაოს. ასევე აღინიშნა, რომ გარკვეულ დაზუსტებას საჭიროებს საბჭოთა ბოლშევიკური სიმბოლიკის აკრძალვის საკითხიც.

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს შემდეგი შენიშვნები: განსაკუთრებუილ ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მაქსიმალურად იქნას დაცული ადამიანის უფლებები: უნდა დაცულილ იქნას ბალანსი უსაფრთხოებასა და საბანკო საიდუმლოებას შორის. კანონპროექტი აყალიბებს დეფინიცებს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების შესახებ, რომელიც მეტად არასრულყოფილია და შეუძლია მომავალში პრობლემები გამოიშვიოს.

კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფოში სერიოზული უწყების შექმნას, რომელსაც აკისრებს დიდ და მასშტაბურ მოვალებას, ამავე დროს თავად კანონპროექტი არ განასზღვრავს ამ ორგანოს შექმნის და ფუნქციონირების წესს, მისი საქმიანობის ხარჯები არ არის ასახული ფინანსურ გაანგარიშებაში, ასევე არაა განსაზღვრული ამ უწყების ანგარიშვალდებულება.

კანონპროექტის მოთხოვნამ, რომ ყოველი კანდიდატი ასარჩევ თუ დასანიშნ თანამდებობაზე ექვემდებარება მკაცრ შემოწმებას კომისიის მიერ, გამოიწვევს საარჩევნო ვადების გაუმართლებელ გაჭიანურებას, რესურსების ფლანგვას და ზედმეტ ადმინისტრაციულ ხარჯებს.

გადაწყვიტეს:

გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი საკითხის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას, ამავე დროს ხაზგასმით აღინიშნა,  რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა კანონპროექტის სრულყოფისა და მასში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით.

ს       სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი

          სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე