| ოქმი #24 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #24 2010 წლის 21 ოქტომბერი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, რამინბაირამოვი, არმენ ბაინდურიანი, ისვახან შამილოვი, ნაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, ემზარ გელაშვილი. სხდომას ესწრებოდა: გოჩა მამაცაშვილი - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილე სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები. დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ მოისმინეს: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პირველი მოადგილის გოჩა მამაცაშვილის ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს ავტოსატრანსპორტო საშუალების სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზებზე გადაყრის შემთხვევაში მძღოლის 200 ლარით დაჯარიმებას. აზრი გამოთქვეს: მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ნ. ჯანაშიამ. კომიტეტის წევრები დაინტერესდნენ იმით, თუ რა მექნიზმებით განახორციელებს გარემოს დაცვის ინსპექცია ადმინისტრირებას აღნიშნულ დარღვევებზე. ასევე მათ მოითხოვეს, რომ მეორე მოსმენისას კანონპროექტის ინიციატორებმა წარმოადგინონ სტატისტიკური მონაცემები, კანონში აქამდე არსებული 146-ე მუხლის თანახმად (რომელიც სამშენებლო, საყოფაცხოვრებო ნარჩენების სხვადასხვა ადგილებზე დაყრისათვის ადმინისტრაციულ სასჯელს ითვალისწინებს) მიმდინარე წლის განმავლობაში რამდენი სამართალდარღვევაა დაფიქსირებული და დაჯარიმებული. გადაწყვიტეს: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით ერთხმად დაუჭირა მხარი საკითხის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას. სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






