| ოქმი #20 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #20 2010 წლის 10 სექტემბერი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, მარიკა ვერულაშვილი, რამინბაირამოვი, ემზარ გელაშვილი, არმენ ბაინდურიანი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, ნაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი, ისვახან შამილოვი. სხდომას ესწრებოდა: კ. ანჯაფარიძე – პარლამენტის წევრი, ი. ქავთარაძე – პარლამენტის წევრი, ნ. მიქელიძე – ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”; 2. საქართველოს პარლამენტის წევრის დ. ლორთქიფანიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანი თაობაზე) 3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმება "აშშ და საქართველოს შორის დახმარების შესახებ ხელშეკრულება (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერსიათვის”) 4. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. მინაშვილის, ი. ქავთარაძისა და გ. კანდელაკის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და გამომდინარე კანონპროექტები; (07-5/744; ¹07-3/317) 5. პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-5/760’ 07-3/315) მომხსენებელი კ. ანჯაფარიძე);; 6. პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (¹7-5/745, ¹07-3/314) 1. მოისმინეს: მოისმინეს: ნ. მიქელაძის ინფორმაცია "აშშ და საქართველოს შორის დახმარების შესახებ შეთანხმების თაობაზე (ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერსიათვის”) ხელშეკრულების ფარგლებში აშშ საქართველოს გამოუყოფს 73,9 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს, რომელიც მოხმარდება დევნილთა ასცხოვრეებლი და ეკონომიუკრი პირობების გამჯობესებას და ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას. გ გადაწყვიტეს: კ კომიტეტი მხარს უჭერს შეთანხმების რატიფიცირებას. 2. მოისმინეს ი. ქავთარაძის ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე; (07-5/744; ¹07-3/317) კანონპროექტით მარტივდება საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეთა მმსახურება, ხდება მათთვის მომსახურების გაწევის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა. ამავე კანონპროექტის მიხედვით, სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტის გამცემ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. გ გადაწყვიტეს: კ კომიტეტი მხარს უჭერს შეთანხმების რატიფიცირებას. 3. მოისმინეს კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტზე "კანონი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთის ზედა და ქვედა ზღვარის შემცირებას ისეთ დანაშაულებზე, როგორიცაა: ქურდობა, ძარცვა, მუქარა, თაღლითობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, მომხმარებლის მოტყუება და ა.შ. არ ვრცელდება ძალადობრივ დანაშაულზე. კანონპროექტი ლიბერალიზაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. აზრი გამოთქვეს: მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთვქეს გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ე. გელაშვილმა. მათ მხარი დაუჭირეს კანონპროექტით გაცხადებულ მიზანს - ლიბერალიზაციის პრინციპს. ამავე დროს კომიტეტი მიიჩნევს მიზანშეწონილად, მსჯელობის გაგრძელებას მუხლის დებულების თაობაზე, რომლის თანახმადაც კანონის მოქმედება არ გავრცელდება სისხლის სამართლის იმ საქმეებზე, რომელზედაც პროცესის მწარმოებელმა ორგანომ, კანონის ძალაში შესვლამდე გამოიტანა შემაჯამებელი გადაწყვეტილება გადაწყვიტეს: გმოთქმული შენიშვნის გათვალისიწნებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 4. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია ორგანული კანონების პროექტებზე: "საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონში ცვილლების შეტანის თაობაზე”. კანონპროექტები განპირობებულია საქართველოს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, რომლის მიხედვითაც ახლად გამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის საკითხს იხილავს სააპელაციო სასამართლო განსჯადობის მიხედვით. ასევე, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ იცნობს წინასწარ გამოძიებას. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კაონპროექტების პირველი მოსმენიტ განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 5. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები "ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (¹7-5/745, ¹07-3/314) კანონპროექტების მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიღებით. ხდება წარმოდგენილი კანონების დახვეწა და მათი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უწერს წარმოდგენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 6. მოისმინეს: დ. ლორთქიფანიძის ინფორმაცია მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პროექტზე :საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებისა და დამატების შეტანი თაობაზე” კანონპროექტით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან შექმნილ სამუშაო ჯგუფის წევრებს ეძლევათ უფლება სპეციალური ნებართვის გარეშე და პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების გარეშე შევიდნენ სასჯელაღშრულების დაწესებულებაში. ასევე კაონპროექტით რეგულირდება ჯგუფის შექმნის, უფლება-მოვალეობებისა და უფლებამოსილების ვადების საკითხი. აზრი გამოთქვეს: გ. არსენიშვილმა, ე. გელაშვილმა, კ. ანჯაფარიძემ გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული საკითხის განხილვის გაგრძელებას არსებული სამუშაო ჯგუფის პრაქტიკისა და გამოცდილების ფონზე, იმ მიზანშეწონილობის დასადგენად, თუ რამდენადაა ქმედითი აუცილებლობა, მოხდეს არსებული სამუშაო ჯგუფის ამ ფორმატით რეგლამენტირება. ს სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






