ოქმი #18

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #18

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 15 ივლისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძედიმიტრი ლორთქიფანიძე, ემზარგელაშვილი, არმენ ბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი..

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენმარიკა ვერულაშვილირამინ ბაირამოვინაულ ჯანაშიაისვახან შამილოვი.

სხდომას ესწრებოდაანჯაფარიძე – პარლამენტის წევრიგოლეთიანი – სახალხო დამცველის ოფისის მართლმსაჯულების დეპატრამენტის უფროსი

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

 

 

დღის წესრიგი

    საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა, პ. კუბლაშვილისა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ წარმოდგენილი 
   კანონპროექტი "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"  
    (მეორე მოსმენა)

1. მოისმინეს:

კ.       კ.  ანჯაფარიძის ინფორმაცია კანონის პროექტზე "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და 
          დამატებების შეტანის შესახებ".

          მომხსენებელმა ისაუბრა იმ ცვლილებებეზე, რომლებიც კანონპროექტში შევიდა პირველი მოსმენის შემდეგ. აღინიშნა, 
         რომ იყო შენიშვნა, რომლის თანახმადაც ყადაღა არის ოფიციალური მოქმედება, რომელსაც თავისი დეტალურად 
          გაწერილი პროცედურები აქვს, ამიტომ მიზანშეოუწონლად იქნა მიჩნეული სახალხო დამცველისადმი წერილზე ყადაღის 
         დადების აკრძალვა. ასევე შეტანილ იქნა სხვა სახის ტექნიკური ცვლილებები.

          აზრი გამოთქვეს

კა            კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, ე. ხერხეულიძემ, დ. ლორთქიფანიძემ, 
           ე. გელაშვილმა.

დ.       ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ დასაზუსტებელია კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება 21-ე მუხლის "ე" პუნქტში, 
           რომელიც "Aმიცუს ჩურიეს" ინსტიტუტს ეხება.

           სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენელმა თ. გოლეთიანმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადებაში სახალხო 
          დამცველის ოფისი აქტიურად მონაწილეობდა, და რომ კანონი, მიღების შემთხვევაში, ხელს შეუწყობს ოფისის უფრო 
           გამართულად და ეფექტურად   საქმიანობას.

          კომიტეტის წევრებმა ასევე გამოთქვეს მოსაზრება საკანონმდებლო პაკეტის მომზადების თაობაზე.

გ       გადაწყვიტეს:

           კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს

ს          სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი

           სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules