ოქმი #17

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #17

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 12 ივლისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიდიმიტრი ლორთქიფანიძე, ემზარ გელაშვილი, რამინ ბაირამოვიარმენ ბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანიისვახან შამილოვი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  ეკატერინე ხერხეულიძემარიკა ვერულაშვილინაულ ჯანაშია.

სხდომას ესწრებოდაანჯაფარიძეთორდიაკუკავა – პარლამენტის წევრებიხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები. 

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები I მოსმენა (მომხსენებელიხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი);

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" (მომხსენებელიპარლამენტის წევრი ლაშა თორდია);

3. საქართველოს პარლამენტის წევრების: კ. ანჯაფარიძისა, პ. კუბლაშვილისა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"

1. მოისმინეს:

მოისმინეს :კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია კანონის პროექტზე "სახალხო დამცველის შესახებ" ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ". კანონპროექტი ითვალისწინებს შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:

შემოდის რწმუნებით აღჭურვილი პირის ცნება და კანონში გაწერილია მისი უფლებამოსილება, სახალო დამცველის მსგავსად მასაც შეუძლია მიიღოს საჭირო ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საჯარო დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისგან.

გაიმიჯნა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია და კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაციისაგან: მოქმედი რედაქციის დანაშაულის გამოვლენის შემთხვევაში სახალხო დამცველი საგამოძიებო ორგანოებს გადასცემდა მასალებს, პროექტის თანახმად წინადადებით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს წინასწარი გამოძიების ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, თუ  საქმის განხილვისას მივა დასკვნამდე რომ სახეზეა დანაშაულის ნიშნები.

შემოდის "ამიცუს ცურიაე”-ს ცნება, რაც სახალხო დამცველს ანიჭებს უფლებას ცალკეულ შემთხვევაში გამოვიდეს სასამართლოში "ამიცუს ცურიაე”-ს (სასამართლოს მეგობრის) ფუნქციით.

კანონპროექტის თანახმად საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს მხოლო წელიწადში ერთხელ, მარტში, საგაზაფხულო სესიაზე.

     კანონპროექტის თანახმად ნებისმიერი სახის ზემოქმედება საქართველოს სახლხო დამცველზე დაუშვებელია და ისჯება კანონით. პროექტის თანახმად სახალხო დამცველის წინადადებების ან რეკომენდაციების გაუთვალისწინებობის შემთხვევაში სახელმწიფო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, საჯარო დაწესებულება და თანამდებობის პირები ვალდებული არიან წერილობით დაასაბუთონ ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი.

აზრი გამოთქვეს:

აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრებმა: გ, არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ე. გელაშვილმა. მათ მოიწონეს წარმოდგენილი ცვლილებები, ამასთანავე დ. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ მიზანშეწონილად მიჩნევს კანონის 21-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტის არსებული რედაქციით დატოვებას.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს.

2. მოისმინეს: გ. ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე.

კანონპროექტით შემოდის ე.წ. ავტორიზაციის პრინციპი. ავტტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის გნხორციელებისათვის აუცილებელია სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.

განსხვავებულეად ყალიბდება ილცენზირებისა და აკრედიტაციის ნაცვლად უმაღლესი საგანმანათლელო საქმიანობის განხორციელებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიგიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებისათვის სავალდებულო იქნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაცია, ხოლო აკრედიტაცია დაადგენს აკრედიტაციის სტანდარტბთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობას, რომლის მიზანია განათლების ხარისხის ასამაღლებლად სისტემატრი თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. აკრედიტაცია ნებაყოფლობითია და სწავლების ხარისხის მაღალ დონეს ადასტურებს. აკრედიტაციას უკავშირდება გრანტის გაცემა, ასევე, რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადებისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება.

იცვლება კოლეჯის განმარტება, რომელსაც ექნება აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორიელებლის უფლებამოსილება.

საქართველოს მთავრობა და სხვა სუბიექტები უფლებამოსილი იქნებიან დააფუძნონ არა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით.

ავტორიზაციის დებულებისა და აკრედიტაციის დებულების დამტკიცებაზე უფლებამოსილი იქნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კანონპროექტი ითვალისწინებს სტუდენტის მიერ სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების ან მისი გაუმჯობესების შესაძლებლობას, აგრეთვე, გაუმჯობესების შემთხვევაში მისი გამოთვლის წესს.

ასევე, ამ კანონპროექტიდან გამომდინაერ, ცვლილებები შედის რიგ სხვა კანონშიც.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტთა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის სხდომაზე.

3. მოისმინეს:

ზ. კუკავას ინფორმაცია "ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. კანოპროექტის მიზანია შესაბამის არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების პროცედურების შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან.

გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრები მხარს უწერენ წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე