ოქმი #15

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #15

                                                                                                                                                                                                                              2010 წლის 30 ივნისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ეკატერინე ხერხეულიძესხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიდიმიტრი ლორთქიფანიძე, ემზარ გელაშვილი,ნაულ ჯანაშიაარმენ ბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანიისვახან შამილოვი.

          სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  გიორგი არსენიშვილი
          მარიკა ვერულაშვილირამინ ბაირამოვი.

სხდომას ესწრებოდაანჯაფარიძეთორდიაკუკავა 

             სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები. 

 

დღის წესრიგი

 

  • საქართველოს პარლამენტის წევრების ს. ქუთათელაძის, ლ. თორდიასა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტიები (¹07-3/299; 24.06.2010);
  • საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, ჩ. თაქთაქიშვილისა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ” (¹07-3/291; 18.06.2010);
  • საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკაონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-3/292; 18.06.2010)

 

1. მოისმინეს:

ზ. კუკავას ინფორმაცია კანონის პროექტზე "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე.

კანონპროექტი ითვალისიწნებს სამხედრო სარეზერვო სამსახურის არსებული სისტემის რეფორმირებას.  კანონპროექტის მიზანია იმ სამართლებრივი ჩარჩოების დადგენა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს: ეფექტური სარეზერვო სისტემის შექმნა, სათანადოდ მომზადებული და გაწრთვნილი სარეზერვო ქვედანაყოფების ფორმირება, შესაბამისი გარემოებების წარმოქნმისას რეზერვისტების ოპერატიული გაწვევა. ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს, რომ კანონპროექტის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას დაქვემდებარებულ პირებს შეეძლებათ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტებთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს კომიტეტის წევრებმა: ე. ხერხეულიძემ, დ .ლორთქიფანიძემ, ე. გელაშვილმა.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, სარეზერვო სამსახურის პერიოდში სამხედრო სარეზერვო მოსამსახურეს სამუშაო ადგილზე ხელფასი შეუნარჩუნდება. მაგრამ კანონპროექტი არ ითვალისწინებს თვითდასაქმებულის ანაზღაურების საკითხს. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნას გადაწყვეტილი.

გადაწყვიტეს:

გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანონპროექტს.

მოისმინეს: ლ. თორდიას ინფორმაცია კანონპროექტზე: "საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში დამატების შეტანის შესახებ”.

კანონპროექტი ითვალისწინებს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების, საერთაშორისო სასამართლოებისა და უცხო ქვეყნების სასამართლოების ქვემდებარე საქმეებში ერთ-ერთ მხარედ საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობის გამო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობასა და საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების გავრცელების შეზღუდვის ასახვას საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში, რაც გულისხმობს ამავე კოდექსის III თავის (ინფორმაციის თავისუფლება) გავრცელების გამორიცხვას საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზემოხსენებულ საქმიანობაზე. პროექტის მიხედვით, კოდექსის III თავის მოქმედება არ ვრცელდება აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იმ საქმიანობაზე, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო საარბიტრაჟო, უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო სასამართლოებში მათ მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მიმდინარე სამართალწარმოებასა და საქმეთა განხილვაში საქართველოს სახელმწიფოს მონაწილეობასთან.


აზრი
 გამოთქვეს: მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: ე. ხერხეულიძემ, დ. ლორთქიფანიძემ

დ. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტით დადგენილი შეზღუდვა არ უნდა ვრცელდებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე.

ლ. თორდიამ აღნიშნა, რომ კანონპროქეტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. ასევე აღინიშნა, რომ მხარეებისთვის საჯარო ინფორმაცია ხელმისაწვდომი დარჩება.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა უმრავლესობისთ მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 

  • მოისმინეს

 

კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკაონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-3/292; 18.06.2010).

      წამოდგენილი კანონპორექტის თანახმად, არასრულწლოვანის განრიდების ან მედიაციის პროცესში ჩაბმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პროკურორის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. ცვლილებების შესაბამისად იქმნება დამატებითი სტიმული არასრულწლოვანის მიერ მასთან დადებული ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულებისა. თუ ხელშეკრულება არაჯეროვნად იქნა შესრულებული არასრულწლოვანის მიერ, პროკურორს ეძლება უფლებამოსილება, დასაბუთებული დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივის დევნა.

 

აზრი გამოთქვეს: დ. ლორთქიფანიძემ, ე. გელაშვილმა, ე. ხერხეულიძემ.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭერეს წარმოდგენლი კანონის პროექტის პრინციპებს. ამავე დროს მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ კოდექსში განიმარტოს განრიდების და მედიაციის ცნებები. ასევე, სათანადო ცვლილებები უნდა განხორციელდეს ახლად მიღებულ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, რომელიც ძალაში შედის ა.წ. 1 ოქტომბრიდან.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules