ოქმი #14

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #14

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 28 ივნისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიდიმიტრი ლორთქიფანიძე ემზარ გელაშვილი, რამინ ბაირამოვი,ნაულ ჯანაშიაარმენ ბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანიისვახან შამილოვი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  ეკატერინე ხერხეულიძემარიკა ვერულაშვილი,

სხდომას ესწრებოდახუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანიიბირკაძე – ფინანსთა სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი.

  

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები. 

 

დღის წესრიგი

1.         საქართველოს კანონის პრეოქტი საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

2.        საქართველოს საგადასახადო კოდექსის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები

1. მოისმინეს:

ს. ბირკაძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე.

მომხსენებლის გნცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მისი მირებით ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და პარამეტრები უცვლელი რჩება. მთავრობის სტრუქტურულმა ცვლილებებმა სამინისტროების ასიგირების ცვლილებები განაპირობა.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ პრექტს.

2. მოისმინეს: გ. ხუროშვილის ინფორმაცია საგადასახადო კოდექსის პროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე.

კანონპროექტის ამოსავალი პრინციპია საგადასახადო სისტემის მიმართ სანდოობის ამაღლება და გონივრული ადმინისტრირება. გარდა ამისა, იგი ითვალისწინებს სტაბილური და თანმიმდევრული საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, ბიზნესის ლეგალიზაციას, ბუნდოვნების აღმოფხვრას, მიკრო და მცირე ბიზნესებს შორის განსხვავებული რეჟიმის შემოღებას.

პროექტის დიდი ნაწილი გადასახადადის გადამხდელის უფლებებს, მათ გაძლიერებასა და დაცვას ეხება.  შემოდის ბიზნეს-ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ბიზნესმენთა კანონიერ ინტერესებს დაიცავს.  შეიქმნება ასევე უმაღლესი აუდიტის საბჭო, სადაც მთავარი პრინციპი იქნება "პატიოსნება” ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დავის დროს, უშუალოდ სამართალდარღვევის შინაარსი განიხილება და თუ დადასტურდება, რომ ბიზნესმენის მუშაობა გადასახადის დაფარვისკენ არაა მიმართული, მას სანქციეიბ არ დაეკისრება. ამ ნაბიჯით კი კომპანიების გაკოტრების ალბათობა შემცირდება.

აზრი გამოთქვეს:

კომიტეტის წევრებმა მთლიანობაში მოიწონეს კანონპრეოქტი, მაგრამ გამოთქვეს შემდეგი შენიშვნები: მოქმედი კოდექსის შესაბამისად დაგეგმილი იყო საშემოსავლო გადასახადის ეტაპობრივად შემცირება და 2013 წელს 15%-მდე დაყვანა. თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად ვადებმა გადაიწია და 15%-იანი გადასახადის დაწესება 2014 წლიდან დადგინდა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია დარჩეს ძველი ვადები. კანონპროექტის მიხედვით დღგ-თი იბეგრება კერძო უმაღლესი სასწავლებლები, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები, მუსიკალური და სპორტული სკოლები. ამან შედეგად შეიძლება მიგვიყვანოს სწავლის საფასურის გაზრდამდე, და შესაბამისად, სრულყოფილი განათლების მიღების ხელმისაწვდომობის შემცირებამდე. მიზანშეწონილად მიგვაჩნია სასწავლებლების მიმართ დადგინდეს გარკვეული საგადასახადო შეღავათები. ახალი კოდექსით შემოდის საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, გამოავლენს დარღვევებს და ხელს შეუწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი სიახლეა, თუმცა, საგადასახადო ომბუდსმენის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით უმჯობესი იქნებოდა მისი დაქვემდებარება პარლამენტისადმი.

გადაწყვიტეს:

ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითად პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მათი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე