ოქმი #13

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #13

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 24 ივნისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძეემზარ გელაშვილი, რამინ ბაირამოვი,არმენ ბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანიისვახან შამილოვი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  დიმიტრი ლორთქიფანიძე, მარიკა ვერულაშვილინაულ ჯანაშია,

სხდომას ესწრებოდათორდიაანჯაფარიძეკუკავა – საქართველოს პარლამენტის წევრებიმიქელიძე – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო მდივანი.

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე – I მოსმენა (მომხსენებელიგიორგი ხუროშვილი);

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "საქართველოს საგადასახადო კოდექსიში დამატების შეტანის თაობაზე" – I მოსმენა (მომხსენებელი:ნათია მიქელაძე);

3. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ - I მოსმენა (მომხსენებელილაშა თორდია);

4. საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე - I მოსმენა (მომხსენებელილაშა თორდია);

5. საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ - I მოსმენა (მომხსენებელილაშა თორდია);

6. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე - I მოსმენა (მომხსენებელილაშა თორდია);

7. მიმდინარე საკითხები.

1. მოისმინეს:

გ. ხუროშვილის ინფორმაცია კანონის პროექტზე "სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ”.

კანონის დღეს მოქმედი რედაქციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში მითითებული ძალოვანი სამინისტროების ჩამონათვალში არ არის შეტანილი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული სახმარების საკითხთა სამინისტრო. კანონპროექტით ხდება არსებული ხარვეზის გასწორება და 32-ე მუხლის მე-5 პუნქტში საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დამატება.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტს.

2. მოისმინეს: ნ. მიქელიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "საქართველოს საგადასახადო კოდექსიში დამატების შეტანის თაობაზე".

კანონის პროექტი ითვალისწინებს ტელემაუწყებლის ლიცენზიის მფლობელებისათვის საგადასახადო ამნისტიას. კანონის ძალაში შესვლის დღისათვის ტელევიზიებს სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება ჩამოეწრებათ, რაც დაახლოებით 36 მილიონ ლარს შეადგენს.

აზრი გამოთქვეს: მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, ე. ხერხეულიძემ.

გადაწყვიტეს: კომოტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტს.

3. მოისმინეს: ლ. თორდიას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

კანონპროექტის თანახმად ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის დატაცების შემთხვევაში ამ ქმედების ჩამდენ ფიზიკურ პირებს ჯარიმის ოდენობა დღეს მოქმედ სანქციასთან შედარებით ორჯერ შეუმცირდებათ.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტს.

4. მოისმინეს: ლ. თორდიას ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე - I მოსმენა;

მომხსენებელმა განმარტა, რომ წარმოდგენილი კანონპრეოქტი ატარებს ტექნიკურ ხასიათს და მისი მიზანია "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონთან. კანონის 168-ე მუხლში შემოდის ბრალდებულის, განსასჯელის სასარგებლოდ გირაოს შემტანი პირის ცნება.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

5. მოისმინეს კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს კანონის პროექტზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ.

კანოპროექტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფელბათა ევროპული სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკაბშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. იმავდროულად კანონს ენიჭება უკუძალა და ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც უარი ეთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპპული სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების საფუძველზე, აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებაზე თუ ზემოაღნიშნული პირები სასამართლოს, აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მიმართავენ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში. 

აზრი გამოთქვეს: კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, ე. ხერხეულიძემ, ე. გელაშვილმა.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროეტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

6. მოისინეს: ლ. თორდიას ინფორმაცია საქართველოს კანონპროექტზე საქართველოს მოქალაქეობის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტების თაობაზე.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილ კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას.

7. მოისმინეს:  გიორგი არსენიშვილის ინფორმაცია კომიტეტთან არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებების მდგომარეობის შემსწავლელი ჯგუფის წევრების როტაციის თაობაზე. კომიტეტმა დადებითად შეაფასა ჯგუფის წევრების ე. ხერხეულიძისა და დ. ლორთქიფანიძის საქმიანობა.

ასევე, კომიტეტის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს გააცნო თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის პროფესორ ზაფერ უსკულის წერილი კომიტეტისადმი, რომელიც ეხებოდა მაისის დასასრულს ისრაელის აკვატორიასთან მომხდარ ინციდენტს, რომელსაც მსხვერპლი მოყვა.

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე