ოქმი #11

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #11

                                                                                                                                                                                                                               2010  ივნისი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძედიმიტრი ლორთქიფანიძერამინბაირამოვიარმენ ბაინდურიანინაულ ჯანაშიაისვახან შამილოვი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  ემზარ გელაშვილიმარიკა ვერულაშვილიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას ესწრებოდაპეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ” ანგარიში (მომხს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი);

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი "საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯტში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (მომხს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი);

3. სხვადასხვა

1. მოისმინეს:

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პაპუნა პეტრიაშვილის ინფორმაცია 2009 წკუ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ

აზრი გამოთქვეს:

მომხსენებელს კითხვები დაუსვეს და აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ე. ხერხეულიძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო მთავრობის ანგარიში.

2. მოსმინეს: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პროექტის თანახმად ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით 215 მილიონი ლარით იზრდება და ის თითქმის 7 მილიარდ ლარს შეადგენს. აქედან, 150 მილიონი ლარი უშუალოდ საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე მოდის, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი ძირითადად გრანტებზე.

ცვლილებების თანახმად, დაახლოებით 24 მილიონ 200 ათასი ლარი გამოყოფილია დევნილთა საცხოვრებელი პრობლემების მოგვარებისთვის. იგულისხმება როგორც ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ასევე არსებული შენობების რეაბილიტაცია. თანხების ნაწილი მიმართული იქნება კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში ბუნებრივი აირის, ელექტროენერგიის და სხვა ტიპის კომუნალური მომსახურების დაგროვილი დავალიანების საფასურის გადახდაზე. ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეფიონში სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციას.

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

3. მოისმინეს: კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი არსენიშვილის ინფორმაცია კომიტეტთან არსებული ბავშვთა უფლებების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ. მან აცნობა კომიტეტს, რომ საბჭოში სამუშაოდ მოწვეულია ექსპერტი თეა მაჩაიძე.

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე