ოქმი #6

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #6

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 16 აპრილი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიდიმიტრი ლორთქიფანიძეემზარ გელაშვილიარმენბაინდურიანიჰარუტიუნ ჰოვჰანესიანიისვახან შამილოვი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:  ეკატერინე ხერხეულიძემარიკა ვერულაშვილინაულ ჯანაშიარამინ ბაირამოვი,

სხდომას ესწრებოდაძაგნიძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილელომიძე – შრომისჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეგივიაშვილი– საგარეო საქმეთა სამინისტროს სართაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი გორდელაძე – პრეზიდენტის სამარლამენტო მდივანიწურწუმია – განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპატრამენტის უფროსიქათამაძე – საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელიეროვნული კომისიის წევრიფხაკაძე – მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი.

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები.

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენიი კანონის პროექტი "ამნისტიის შესახებ" (მესამე მოსმენა). (მომხსენებელი: პ. წურწუმია)

 

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ". (მომხსენებელი: დ. ძაგნიძე)

 

3. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება "საქართველოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს) შორის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" (ი. გივიაშვილი)

 

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" (მომხსენებელი: დ. ლომიძე)

5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტები (¹1/85; 01.04.2010): ”ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე” (მომხსენებელი: გორდელაძე)

 

6. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში (მომხსენებელი: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი: ვ. ფხაკაძე)

1. მოისმინეს:

მესამე მოსმენით განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპატრამენტის უფროსი პეტრე წურწუმიას ინფორმაცია კანონის პროექტზე "ამნისტიის შესახებ”. კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2003-2004 სასწავლო წლებამდე შეიძინეს და გამოიყენეს ყალბი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აზრი გამოთქვეს:

აღინიშნა კანონპროექტის ავტორების მიერ გათვალისიწნებული იქნა ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იყო კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. მოისმინეს:

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ".

 

კანონპროექტით გათვალისწინებულია იმ პირთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე და მათ მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არ აღსრულებულა. ვრცელდება როგორც ძირითადი სახდელის, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. კანონი, მიღების შემთხვევაში, გავრცელდება დაახლოებით 30000 ადამიანზე.

გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს:

საგარეო საქმეთა სამინისტროს სართაშორისო სამართლის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი გივიაშვილის ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებაზე "საქართველოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს) შორის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ"

აღინიშნა, რომ საქართველოში ეუთო-ს მისიის არარსებობის პირობებში, შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, ეუთოს უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობა გაგრძელდება, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული მხარისათვის.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს შეთანხმების რატიფიცირებას.

4. მოისმინეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის მოადგილე დავით ლომიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ".

კანონპროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირების სოციალური დაცვის უფლების ხელშეწყობა და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა. პენსიები საბანკო ანგარიშზე დაგროვდება და ბენეფიციარებს მათი განკარგვის უფლება 18 წლის ასაკიდან მიეცემათ. 

გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ კანონპროექტის ძIრითAდ პრინციპებს და მიზანშეწონილად მიჩნევენ მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5. მოისმინეს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდვნის ირაკლი გორდელაძის ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე (¹1/85; 01.04.2010): ”ეროვნული კინემატოგრაფიის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”, ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე”

აზრი გამოთქვეს: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ე. გელაშვილმა, ჰ. ჰოვჰანესიანმა.

დ. ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია ჩატარდეს საზოგადოებრივი აზრის კვლევა, რაც მისი თქმით, აუცილებელია ესოდენ მასშტაბური რეფორმის ჩატარების წინ.  ე. გელაშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სავალდებულო იყოს კინოთეატრებში ფილმების ჩვენება ქართულ ენაზე სუბტიტრირების ან დუბლირების პირობით; გ. არსენიშვილმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში საბავშვო ფილმები, მათ შორის, ანიმაციური ფილმები, უნდა იყოს დუბლირებული ქართულ ენაზე.

     ასევე აღინიშნა, რომ კანონპროექტის ამოქმედება გამოიწვევს დღეს ბაზარზე მოქმედ სუბიექტთათვის პირობების დამძიმებას და, დარღვევის შემთხვევაში, მნიშველოვანი სანქციების დაკისრებას. ამიტომ, აუცილებელია კანონის ასამოქმედებლად გონივრული ვადის დაწესება.

     გადაწყვიტეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით გნხილვას პარლამეტის პლენარულ სხდომაზე.

6. მოისმინეს და ცნობად  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ანგარიში 2009 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ. 

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules