| ოქმი #5 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #5 2010 წლის 1 აპრილი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ეკატერინე ხერხეულიძე, დიმიტრი ლორთქიფანიძე, ემზარგელაშვილი, არმენ ბაინდურიანი, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. ისვახან შამილოვი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: მარიკა ვერულაშვილი, ნაულ ჯანაშია. რამინ ბაირამოვი, სხდომას ესწრებოდა: კ. ანჯაფარიძე, ლ. თორდია, გ. ჩახნაშვილი
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "ამნისტიის შესახებ” (07-2/130); 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პრეოქტი "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” (07-3/248); 3. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” (07-3/240); 4. მიმდინარე საკითხები 1. მოისმინეს: მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილის ინფორმაცია კანონის პროექტზე "ამნისტიის შესახებ”. კანონპროექტის თანახმად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებმაც 2003-2004 სასწავლო წლებამდე შეიძინეს და გამოიყენეს ყალბი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აზრი გამოთქვეს: კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს კომიტეტის წევრებმა გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ. გიორგი არსენიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის ავტორების მიერ გათვალისიწნებული იქნა ყველა ის შენიშვნა, რომელიც გამოთქმული იყო კომიტეტის მიერ პირველი მოსმენის დროს. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2. მოისმინეს: მომხსენებელმა აღნიშნა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მიზნად ისახავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 3. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრ ლაშა თორდიას ინფორმაცია კანონპროექტზე "სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ”. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მომზადება გამოიწვია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპეტრების რეკომენდაციამ, რომლის თანახმადაც სფეროს მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც სხვადასხვა ნორმატიულ აქტშია გაბნეული, ჩარჩო კანონში უნდა იყოს მოქცეული. გადაწყვიტეს: კომიტეტი ეთანხმება კანონპროექტის ძირითად პრინციპებს და მხარს უჭერს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 4. მიმდინარე საკითხები კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ აპრილის ბოლომდე კომიტეტი აპრილის ბოლომდე გაეცნობა და განიხილავს "2009 წლის მეორე ნახევარში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის საანგარიშო მოხსენებას. მოხსენების პლენარულ სხდომაზე განხილვის ვადას კი პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






