ოქმი #4

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #4

                                                                                                                                                                                                                               2010 წლის 19 მარტი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძეემზარ გელაშვილიარმენბაინდურიანირამინ ბაირამოვინაულ ჯანაშიაჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:,  მარიკა ვერულაშვილიდიმიტრი ლორთქიფანიძეისვახან შამილოვი.

სხდომას ესწრებოდარუსუდან კერვალიშვილიზვიად კუკავაპეტრე წურწუმია – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროგიორგი მაკასარაშვილიგიორგი გორაძე –სასჯელაღსრულებისპრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო.

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს პარლამენტის წევრის რ. კერვალიშვილის მიერ საკანნმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "გენდერული თანასწორობის შესახებ" (მესამე მოსმენით);

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ამნისტიის შესახებ";

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე";

4. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (07-5/441; 07-3/235)

5. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (07-3/236);

6. მიმდინარე საკითხები

1. მოისმინეს:

საქართველოს პარლამენტის წევრის რ. კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "გენდერული თანასწორობის შესახებ";

კანონპროექტი ადგენს ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს; განისაზღვრება მათი განხორციელების სამართლებრივი მექანიზმები და პირობები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კანონპროექტით იქმნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც მრავალმხრივი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. 

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2. მოისმინეს:

პ. წურწუმიას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე: "ამნისტიის შესახებ"

 

კანონპროექტი ითვალისწინებს იმ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისგან გათავისუფლებას, რომლებმაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე, 362-ე და 363-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არაუგვიანეს 2003-2004 სასწავლო წლის ყალბი სრული ზოგადი განათლების  დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის დამზადებასთან, შეძენასთან, გასაღების მიზნით შენახვასთან, გასაღებასთან ან გამოყენებასთან და ა.შ.

იმ ყალბი ატესტატის გამოყენებას, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება, უკავშირდება ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.      

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გიორგი არსენიშვილმა, ემზარ გელაშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ამნისტია ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. მიზანშეწონილი იქნება ამ მუხლში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ კანონის მოქმედება გავრცელდება კანონპროექტით გათვალისიწენებული მუხლით მსჯავრდებულ პირებზე, რომელთაც ჯერ არ მოუხდიათ სასჯელი; ასევე, კანონპროექტით უნდა გაიწეროს შესაბამისი ორგანოების მიერ გასატარებელი სათანადო პროცედურები.

გადაწყვიტეს:

       შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს:

მოისმინეს გ. გორაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე";

კანონპროექტი ასწორებს პრობაციონერის მიერ რეჟიმის დარღვევისათვის დაკისრებული ჯარიმის გადახდის წესში არსებულ ხარვეზს. დღეს მოქმედი კანონმდებლობით ერთ დარღვევაზე ორი ადმინისტრაციული აქტი დგება. ასევე ხდება მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გამგზავრების თაობაზე განცხადების განხილვის პროცედურის სრულყოფაც.

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს კომიტეტის წევრებმა: გიორგი არსენიშვილმა, ეკატერინე ხერხეულიძემ, ემზარ გელაშვილმა. აღინიშნა, რომ კანონპროექტის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად მსჯავრადბულის პირადი საქმისთვის საიდუმლო სტატუსის მოხსნის გამო მიზანშეწონილი იქნება კანონქვემდებარე აქტით განისაზღვროს იმ პირთა წრე, რომელთაც მიენიჭებათ ამ საქმესთან ხელმისაწვდომობის უფლება

გადაწყვიტეს:

გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

4. მოისმინეს ზ. კუკავას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე  "საქართველოს დედაქალაქის თბილისის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-5/441; 07-3/235)

კანონპროექტის თანახმად, ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილების ფარგლებში მოექცა: მთავრობის რეგლამენტის შემუშავება; მთავრობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირებისათვის ფინანსური სახსრების გადაცემა; მის კოპეტენციაში შემავალი ცალკეული საკითხების შესასწავლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად კომისიების, საბჭოების და სხვა საკონსულტაციო ორგანოების შექმნა; დედაქალაქის შიდა სარგებლობის გზების შეკეთების, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის ორგანიზება; მოსახლეობის ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება; საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების მოძრაობის მარშრუტის დადგენა და დამტკიცება; საქარველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე შემომავალი ავტობუსებისათვის მოძრაობის მარშრუტის დადგენა და დამტკიცება.

აზრი გამოთქვესმომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, ე. გელაშვილმა. კომიტეტის წევრებმა უცილებლად მიიჩნიეს 231-ე მუხლის "პ” და "ჟ” პუნქტებში მოხსენიებული ავტობუსების M2  და Mკატეგორიების განმმარტავი სამართლებრივი ნორმის მითითებას.

გადაწყვიტეს:

შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტის პრინციპებს და მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

5. მოისმინეს: ზ. კუკავას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიას, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (07-3/236);

კანონპროექტით დგინდება ჯარიმის ოდენობა სამგზავრო ავტობუსების მიერ მოძრაობის მარშრუტის დარღვევისათივს. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში შიდა სამგზავრო რეგულარული გადაყვანისას დედაქალაქის ტერიტორიაზე დამტკიცებული მოძრაობის მარშრუტის დარღვევისთვის შემომავალი ავტობუსებისთვის ჯარიმა 100 ლარის ოდენობით დგინდება.

აზრი გამოთქვეს:

კომიტეტის წევრებმა მიზანშეოწინილად მიიჩნიეს 1351-ე მუხლში მოხსენიებული ავტობუსების M2  და Mკატეგორიების განმმარტავი სამართლებრივი ნორმის მითითებას.

გადაწყვიტეს:      შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მათი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის თავმჯდომარე:
გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: 
დ. დემეტრაძე