| ოქმი #3 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #3 2 2010 წლის 2 მარტი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ემზარ გელაშვილი, არმენ ბაინდურიანი, რამინ ბაირამოვი,ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. დიმიტრი ლორთქიფანიძე, ისვახან შამილოვი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, მარიკა ვერულაშვილი, ნაულ ჯანაშია. სხდომას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის წევრები: რუსუდან კერვალიშვილი, კახა ანჯაფარიძე; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემიხეილ მჟავანაძე.
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.
დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრის რ. კერვალიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "გენდერული თანასწორობის შესახებ" (მეორე მოსმენა); 2. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ”აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/234; 11.02.2010) 3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/124); 4. საქართველოს პარლამენტის წევრების პ.კუბლაშვილის, ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-3/235) 5. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდია, კ. ანჯაფარიძე, ზ.კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმნისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" (07-3/236); 1. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაცია მის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "გენდერული თანასწორობის შესახებ" (მეორე მოსმენა); კანონპროექტი ადგენს ქალისა და მამაკაცის კონსტიტუციით განსაზღვრული თანასწორობის უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს; განისაზღვრება მათი განხორციელების სამართლებრივი მექანიზმები და პირობები საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. კანონპროექტით იქმნება საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელიც მრავალმხრივი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი. გ. არსენიშვილმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში დიდი წვლილი შეიტანა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც კომიტეტის წევრები და აპარატის მუშაკებიც იყვნენ ჩართულები. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის კახა ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილისა და ლ. თორდიას მიერ საკნონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებზე: ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ”აივ ინფექცია/შიდსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ”ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-3/234; 11.02.2010)
წარმოდგენილი ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და მათი მიზანია კანონების შესაბამისობაში მოყვანა ახლად მიღებულ პატიმრობის კოდექსის დებულებებთან. გადაწყვიტეს: კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 3. მოისმინეს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის მიხეილ მახარაძის ინფორმაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” (07-2/124); კანონპროექტის თანახმად დონორთა შესაძლო არეალს მეუღლის გენეტიკური ნათესავები ემატებიან ქორწინების რეგისტრაციის დღიდან ერთი წლის შემდგომ. გადაწყვიტეს: გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისიწინებული მე-4 და მე-5 საკითხები გადაიდო მომხსენებელთა დაუსწრებლობის გამო. სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე |






