ოქმი #2

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #2     

                                                                                                                                                                                                                              2010 წლის 16 თებერვალი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსებიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიეკატერინე ხერხეულიძე,  დიმიტრი ლორთქიფანიძეარმენბაინდურიანიისვახან შამილოვიემზარ გელაშვილინაულ ჯანაშია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენრამინ ბაირამოვიმარიკა ვერულაშვილიჰარუთიუნ ჰოვჰანესიანი

სხდომას ესწრებოდნენთორდიაწიკლაურიკვერნაძეკვაჭანტირაძე – პარლამენტის წევრებიკობა სუბელიანი – ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი.მარტიაშვილიკოლაპეიშვილიბასილიაპეტრიაშვილიგორგოძეკოკაიაგახარიაგულუაახალაშვილი – ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსთანამშრომლებითრანსპარენცყ Iნტერნატიონალნორვეგიის ლტოლვილთა საბჭომსოფლიო ბანკიგაეროს ლტოლვილთა კომისარიატიშვეიცარიის განვითარების ფონდიდანიისლტოლვილთა საბჭოUNDPმსოფლიო სურსათის პროგრამასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანის ანგარიშის მოსმენა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;

2. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”;

1. მოისმინეს:

კობა სუბელიანმა წარმოადგინა ინ ფორმაცია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ 2009 წელს განხორციელებული საქმიანობის თაობაზე. მან აღნიშნა, რომ იმ შედეგების მიღწევა, რასაც სამინისტრომ მიაღწია, შესაძლებელი გახდა პირველ რიგში დონორთა დახმარების წყალობით.

დღეისათვის 350 მილიონი ლარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. აშენდა 38 ახალი დასახლებული პუნქტი. დონორთა დახმარებით სახელმწიფოს მიერ აშენებულ სახლებში და ბინებად გადაკეთებულ კარკასებში 6 ათასამდე ოჯახი შეასახლეს, 2 ათასამდე ადამიანისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სახლები იქნა შეძენილი. დევნილების ნაწილმა ალტერნატივის სახით ფულადი კომპენსაცია მიიღო. ასეთია 1600-ზე მეტი ადამიანი. დაწყებულია დევნილთათვის საცხოვრებელი ფართის დაკანონების და რეაბილიტაციის პროცესი. ამჟამად აფხაზეთიდან დევნილ 10550-მდე ოჯახს დაუკანონდა ფართები.

2010 წელს ეს პროცესი გაგრძელდება და დასულდება კოლექტიურ ცენტრებში განსახლებული დევნილებისათVის ფართის დაკანონება და რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში დაიწყება კერძO სექტორში განსახლებულ დევნილთა საცხოვრებელი ფართით ან კომპენსაციით უზრუნველყოფის პროცესი. ამის შესახებ კონკრეტულ სამუშაო გეგმას კობა სუბელიანი კომიტეტს უახლოეს მომავალში წარუდგენს.

მიუხედავად დიდი მოცულობის სამუშაოების განხორციელებისა, ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა დარჩა გადაუჭრელი.

გიორგი არსენიშვილმა აღნიშნა, რომ კომიტეტისთვის დევნილთა საკითხი ერთ-ერთი პრიოირტეტულია. 2009 წლის განმავლობაში კომიტეტმა განიხილა დევნილთა 175 განცხადება. განმცხადებელთა უმრავლესობა საცხოვრებელი ფართის გამოტოფას, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემას, კომპაქტური საცხოვრებელის კეთილმოწყობას ითხოდა. გიორგი არსენიშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტრომ, რომ სამინისტრომ ამ საკითხთა უმრავლესობა უკვე გადაწყვიტა, მიმდინარეობს დანარჩენი საკითხების განხილვა.

კომიტეტის წევრებმა, ასევე სხდომაზე დამსწრე სხვა პარლამენტარებმა მადლობა გადაუხადეს იმ საერთაშორისო ორგანიაციებს, რომლებმაც განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინეს საქართველოს: ევროკავშირს, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს, ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭოს, დანიის ლტოლვილთა საბჭოს, შვედეთის განვითარების ფონდს, გაეროს განვითარების პროგრამას, ამერკის საერთაშორისო დახმარების პროგრამას, მსოფლიოს სურსათის პროგრამას.

2. მოისმინეს:

ლაშა თორდიას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებზე: "საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე” და "სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”;

კანონპროექტის თანახმად, იმ კატეგორიის მოსარგებლეს, რომლის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრე გარდაცვლილია და აარც მემკვიდრეები ჰყავს, მიენიჭევა უფლებამოსილება კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს ამ სადგომის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა.

 გადაწყვიტეს:

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა.

 

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules