ოქმი #1

საქართველოს პარლამენტის

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის

კომიტეტის სხდომის

ოქმი #1

                                                                                                                                                                                                                               2010    თებერვალი

სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსებიშვილისხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრებიდიმიტრი ლორთქიფანიძეარმენ ბაინდურიანირამინბაირამოვიისვახან შამილოვინაულ ჯანაშია.

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენეკატერინე ხერხეულიძე,  მარიკა ვერულაშვილიემზარ გელაშვილი.

სხდომას ესწრებოდაკახა ანჯაფარიძეჩიორა თაქთაქიშვილიგიორგი გოგუაძე – პარლამენტის წევრებიმურთაზ ზოდელავა – მთავარი პროკურორიგიორგი ხუროაშვილი –მთავრობის საპარლამენტო მდივანიგიმცეიშვილიჯორბენაძე – თავდაცვის სამინისტრო.

 

სხდომას ესწრებოდნენაპარატის მუშაკები

 

დღის წესრიგი

1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტები ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, ”პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” (07-2/128; 11.12.2009);

2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/133; 23.12.2009);

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი ”საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილელებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/135; 30.12.2009);

4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტები ”სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-2/134; 23.12.2009);

5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი ”ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” (07-2/136; 08.01; 2010);

6. საქართველოს პარლამენტის წევრის გ. გოგუაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პარლამენტის დადგენილების პროექტი "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციასა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ”  (07-3/220; 21.12.2009);

7. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსში დამატების შეტანის თაობაზე” (07-3/225; 05. 01. 2010);

8. საქართველოს პარლამენტის წევრების ა. მინაშვილისა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (07-3/157; 05. 01. 2010)

1. მოისმინეს:

მურთაზ ზოდელავას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე: ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ”საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე”, ”პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”;

კანონპროექტით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკი იზრდება 12-დან 14 წლამდე. შესაბამისად ცვლილებები შედის საქართველოს კანონში "პატიმრობის შესახებ”. ამავე დროს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით პროკურორს ენიჭება უფლებამოსილება დაიწყოს ან არ დაიწყოს დევნა, როდესაც 18 წელს მიუღწეველმა პირმა ჩაიდინა მძიმე ან ნაკლებად მძიმე დანაშაული

 

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და კითხვები დასვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ.

გიორგი არსენიშვილმა აღნიშნა, კანონპროექტების მომზადება განპირობებულია მთელი რიგი შენიშვნებისა და რეკომენდაციებით, მათ შორის გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის 48-ე სესიაზე განხილულ საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიშის საფუძველზე შემუშავებული შესაბამისი რეკომენდაციებით.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტების პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მათი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მოისმინეს:

მურთაზ ზოდელავას ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში დამატების შეტანის თაობაზე”;

კანონპროექტის თანახმად იცვლება სასჯელის შეკრების პრინციპი. მოსამართლე ვალდებული აღარ იქნება შეკრიბოს სასჯელები სრული მოცულობით. კერძოდ, თუ დანაშაულთა ერთობლიობის დროს თითოეული დანაშაულისათვის ძირითადი სასჯელი ინიშნება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით მას ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება ყველაზე მძიმე ერთი ძირითადი სასჯელის გარდა, დანარჩენი ძირითადი სასჯელი (სასჯელები) დანიშნოს ვადის ნახევრიდან სრულ მოცულობამდე ვადით და ისე მოახდინოს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას მათი შეკრება.     

აზრი გამოთქვეს:

კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტს გააჩნია შემდეგი შენიშვნა: მიზანშეწონილია, კანონპროექტში შეტანილ იქნას ჩანაწერი თანაბარი სასჯელის შეფარდების შემთხვევაში საბოლოო სასჯელის დანიშვნის პრინციპის თაობაზე.

გადაწყვიტეს:

      შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. მოისმინეს:

გ. ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ”საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილელებებისა და დამატების შეტანის თაობაზე” (07-2/135; 30.12.2009);

კანონპროექტის თანახმად ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 149-ე მუხლი. ასევე, ცვლილება შედის 239-ე მუხლის მე-14 ნაწილში, რომლის თანახმადაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ ექნებათ ადიმნისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის დარღვევის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილება. პროექტის თანახმად, ოქმის შედგენის უფლებამოსილება ენიჭებათ სამელი წლით მიმწოდებელ კომპანიებს.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

4. მოისმინეს გიმცეიშვილი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებზე ”სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს თავდაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, "საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” (07-2/134; 23.12.2009);

კანონპროექტით გათვალისიწნებულია საქართველოს სამხედრო-წოდებრივი სისტემის, სამხედრო სამსახურის გავლის ვადებისა და სერჟანტთა საკარიერო და ლეიტენანტის შემადგენლობის სისტემის მისადაგება ნატო-ს წევრ ქვეყნებში არსებულთან. კანონპროექტი ითვალისწინებს: ზოგი სამხედრო წოდების გაუქმებას; ზოგი სამხედრო წოდების ტერმინოლოგიურ შეცვლას; რიგითთა, კაპრალთა და სერჟანტთა შემადგებლობისთვის, აგრეთვე ლეტიენანტებისთვის მორიგი სამხედრო წოდებისთვის ნამსახურობის ვადების შეცვლას.

ცვლილებებით წესრიგდება აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყოფილ სტუდენტების წოდების მნიჭების საკითხები, რომლებიც სასწავლებელში გადიოდნენ სამხედრო კათედრის კურსს.

შესაბამისი ცვლილებები შედის სხვა კანონპროექტებშიც.

აზრი გამოთქვესმომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ. აღინიშნა, რომ მიზანშეწონილია "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტით უფრო ნათლად გაიწეროს სამხედრო მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის დაზღვევის საკითხები.

გადაწყვიტეს:

შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს.

5. მოისმინეს: გ. ხუროშვილის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე ”ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ” (07-2/136; 08.01; 2010);


კანონპროექტით რეგულირდება მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტების ან/და მათთან დაკავშირებული პროცესები, რომელთა წარმოება, აშენება, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება, განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და მოწამვლის შესაძლებლობას და წარმოადგენს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, გარემოსა და საკუთრებისთვის.

აზრი გამოთქვეს:

კომიტეტის წევრებმა გამოთქვეს შენიშნა: კანონპროექტის 33-ე მუხლით უნდა დაკონკრეტდეს პასუხისმგებლობის სუბიექტი, განსაკუთრებით იმ შემთხვევისთვის როცა ნორმა ეხება იმ შენობა ნაგებობებს, რომლებიც მოქცეულია სპეციალური დაცვის ზონაში.

გადაწყვიტეს:    შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მათი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

6. მოისმინეს:

გიორგი გოგუაძის ინფორმაცია მის მიერვე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ პარლამენტის დადგენილების პროექტზე "ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციასა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციის ბიოუსაფრთხოების კარტახენას ოქმის მოთხოვნათა რეალიზაციის შესახებ”  (07-3/220; 21.12.2009);

დადგენილების თანახმად უნდა მომზადდეს 1 თვის ვადაში კანონი "გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისა და გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენების შესახებ”

უნდა მოიცავდეს შემდეგ ასპექტს: უნდა ითვაილსწინებდეს პროდუქციის მარკირებას, შემოწმებისა და სხვა უსაფრთხობის მკაცრი ზომების საკანონმდებლო რეგულირებას. ამას გარდა პარლამენტში უნდა გაგრძელდეს დისკუსია იმის შესახებ, რომ საქართველოს ტერიტორია გამოცხადდეს გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თავისუფალ ზონად.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი დადგენილების პროექტს.

 

7. მოისმინეს: კ. ანჯაფარიძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კდოექსში დამატების შეტანის თაობაზე” (07-3/225; 05. 01. 2010);

კანოპროექტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ არსებობს ადამიანის უფელბათა ევროპული სასამართლოს განჩინება/გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკაბშირებით და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს. იმავდროულად კანონს ენიჭება უკუძალა და ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომელთაც უარი ეთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპპული სასამართლოს განჩინების/გადაწყვეტილების საფუძველზე, აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებაზე თუ ზემოაღნიშნული პირები სასამართლოს, აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, მიმართავენ ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში.


გადაწყვიტეს
:

კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას

8. მოისმინეს: ჩ. თაქთაქიშვილის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ა. მინაშვილისა და ჩ. თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” (07-3/157; 05. 01. 2010)

ცვლილებები შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილებისა და ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის პირობებში გამონაკლისი შემთხვევების დაზუსტებას გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახეობის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინებით. ასევე დაზუსტებულია საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული შეზღუდვების ფორმულირება. გათვალისწინებულია საერთაშორისო სამართლის როლი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ვალდებულებისა და შესაბამისი პასუხისმგებლობის განსაზღვრის პროცესში.

გადაწყვიტეს:

კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პრინციპებს და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სხდომის თავმჯდომარე:

გ. არსენიშვილი

სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე

 
modules