| ოქმი 1 |
|
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის
ოქმი 1
ქ. თბილისი 3 თებერვალი, 2011 წელი
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
დღის წესრიგი
/პირველი მოსმენა/ /მომხ. გია ხუროშვილი/
2.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ /მომხ. თამარ ჭელიძე /
3.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ /მომხ. თამარ ჭელიძე/
/მომხ. თამარ ჭელიძე/
/მომხ. ვახტანგ ლეჟავა/
/მომხ. ნათია მიქელაძე /
7.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 20 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ /მომხ. ნათია მიქელაძე /
/მომხ. ნათია მიქელაძე /
/მომხ. ანდრო ალავიძე/
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
პროექტი საქართველოს კანონი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
„ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონით და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.
2. პირველ მუხლს დაემატოს „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით: „კ) საფასური (ფასი) – სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა; ლ) მომსახურება – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნორმატიული აქტით, ტრანსპორტის სფეროში განსაზღვრული მომსახურების სახეები, რომლის გაწევისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოებს საფასური.“.
3. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების პრინციპებისა და ტექნიკური რეგულირების განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.“.
4. მე–3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “თავი III ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები “მუხლი 7. სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები 1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომში – სააგენტო) რომელთა საქმინობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. კონკრეტული სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში. 2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება; ბ) საავიაციო, ავტოსატრანსპორტო და საზღვაო დარგებში მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება; გ) საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტექნიკურ რეგლამენტებს ამტკიცებს სამინისტრო; დ) ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა; ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია; ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა; ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
მუხლი 8. სააგენტოს დირექტორი 1. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით. 3. სააგენტოს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. 4. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები. 5. სააგენტოს დირექტორი, გარდა საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ხოლო საავტომობილო დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 6. სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;
მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური (ფასი); გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 3. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურები და მათი განაკვეთები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით. 4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტოს მიზნების განხორციელებას და ფუნქციების შესრულებას. 5. საფასური და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.
მუხლი 91. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია. 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა. 3. საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“
მუხლი 92 .საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა. ვ) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
5. მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი 1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები 2011 წლის პირველი მარტიდან. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე, (სააგენტოების დებულებების დამტკიცებამდე და სააგენტოს დირექტორების დანიშვნამდე) ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეებს შესაბამის დარგში. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში, ხოლო სამინისტროს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში. 4. სააგენტოებმა ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, არაუგვიანეს 2011 წლის პირველი მარტისა უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების დებულებების დამტკიცება და ხელმძღვანელების დანიშვნა; ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა საავტომობილო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებზე.
მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 1–4 პუნქტისა და მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის 1–4 პუნქტი და მე–5 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები, ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 36, 2000 წელი, მუხ.104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) „ა“და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; ბ)საზღვაო დიპლომი (შემდგომში - დიპლომი) - კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა;“ ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) თეორიული მომზადების აღიარებული კურსი - შესაბამის საზღვაო სასწავლებელში, რომლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარეტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და დამტკიცებულია სააგენტოს მიერ, სპეციალური საზღვაო განათლების შედეგად მიღებული თეორიული მომზადების დონე;“
„3. ნაოსნობაში მუშაობის მსურველს მიებული საზღვაო განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული დიპლომი და მოწმობა, რომელთა გაცემისა და მიღების წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.“
„1.სააგენტო 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, რამდენად შეესაბამება საზღვაო სასწავლებლის და ცენტრის სპეციალური საზღვაო სასწავლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.“ ბ) მე-3 - მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვაო სასწავლებელი და ცენტრი უნდა იყოს აღიარებული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.“ 4. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დიპლომს, თუ ამ სახელმწიფოში მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ არ არსებობს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება.“ 5.სააგენტო ვალდებულია მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აცნობოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და იმ სახელმწიფოთა ეროვნულ ადმინისტრაციებს, რომლებთანაც საქართველოს დადებული აქვს შეთანხმება.“.
„2. სააგენტო ამოწმებს გემზე საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო კონვენციის არსებობას“.
„1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ: ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა; ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;“ გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო უმაღლესი საზღვაო განათლება; დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო საშუალო საზღვაო განათლება; ე) აქვს შესაბამისი დიპლომი; ვ) აქვს შესაბამისი მოწმობა; ზ) აქვს გემზე მუშაობის შესაბამისი სტაჟი; თ) თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში ფლობს ინგლისურ ენას.“
6. მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა)„1.მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას სააგენტოს უფლება აქვს გასცეს სათანადო დიპლომის არმქონე მეზღვაურის განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე დანიშვნის ნებართვა, თუ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს სააგენტოს უფლებებს.“ ბ)„3.საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.“ გ)„4. საშეღავათო ნებართვების რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობეის დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“
„1. სააგენტო აწარმოებს დიპლომებისა და მოწმობის მქონე მეზღაურთა რეგისტრაციას“.
„4. სააგენტო ადგენს რიგითი შემადგენლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.“
„ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“
„ბ) რადიოკავშირის სფეროში პროფესიული გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“
ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფობის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „2. კაპიტნის უფროს თანაშემწეს, რომელიც მუშაობს 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“.
12.მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“
13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აღიარებული კურსის ცოდნით და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“
14. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტი პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით: „2.კაპიტანს, რომელიც მუშაობის სანაპირო ნაოსნობის გარეთ მცურავ 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემზე კაპიტნის მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“
15. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“
16. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“
17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სავახტო მექანიკოსს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმზლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემზე შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მეორე მექანიკოსის თანამდებობაზე, ხოლო იმავე გემზე მეორე მექანიკოსის თანამდებობის დასაკავებლად ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემის სავახტო მექანიკოსის დიპლომი.“
18. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თეორიული ცოდნით, გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“
19.29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) თეორიული ცოდნით და გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“
20. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. რადიოკავშირზე პასუხისმგებელ ოპერატორს ან გემზე რადიოკავშირის განმახორციელებელ პირს, რომელსაც მოეთხოვება GMDშშ-ში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეს სათანადო დიპლომი ან სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი. 2. ოპერატორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა და ჯანმრთელობით, განსაკუთრებით მხედველობის, სმენისა და მეტყველების მდგომარეობით, უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს.
21. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი;“
22. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი კლასის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია რადიოკავშირზე, მის შეკეთებასა და მომსახურებაზე, ვალდებულია ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოღხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი.“
23. 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი;“
24. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 37. მოწმობები 1. სააგენტოს მიერ აღიარებულია შემდეგი მოწმობები: ა) სავალი ნავიგაციის ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მატროსი) მოწმობა; ბ) სავალ სამანქანო ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მოტორისტი) მოწმობა; გ) მტუმბავი მემანქანის (დონკერმანის) მოწმობა; დ) ავტომატიზებული რადიოლოკაციური სისტემისა და რადიო-ლოკაციური წვრთნის სპეციალისტის მოწმობა; ე) გემზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის მოწმობა; ვ) გემზე სამაშველო კანჯოებისა და ტივების სპეციალისტის მოწმობა; ზ) ავადმყოფის მოვლის კომპეტენტურობის მოწმობა; თ) პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა; ი) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა; კ) საშიში ტვირთების გადამზიდზე მუშაობის მოწმობა; ლ) ნავთობმზიდზე მუშაობის მოწმობა; მ) ქიმიურ ნივთიერებათმზიდზე მუშაობის მოწმობა; ნ) ადრეული ნავთობით ტანკების რეცხვის სისტემასთან მუშაობის მოწმობა; ო) ინერტული აირის სისტემასთან მუშაობის მოწმობა. 2. მოწმობების გაცემის წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სააგენტო. 3. დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მოწმობების გაერთიანება საზღვაო სააგენტოს მიერ მიღებული ფორმით.“.
25. 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიპლომის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით და სააგენტოს მიერ აღიარებულინ შემოწმების გავლით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“ 2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტო.“
26. მე-40 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კანდიდატის ცოდნის შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტო და რომელიც წარმოადგენს საფუძველს შესაბამისი დიპლომის მისაღებად და თანამდებობის დასაკავებლად.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. თუ კანდიდატის ცოდნა განმეორებითი შემოწმებისას კვლავ არადამაკმაყოფილებელი იქნება, კომისია სააგენტოს წარუდგენს დასკვნას, რის საფუძველზედაც სააგენტო 1 წლის ვადით აჩერებს დიპლომის მოქმედებას.“
27. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დიპლომებისა და მოწმობების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.“
28. 43-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დიპლომის ან მოწმობის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ადგენს: ა) სააგენტო; ბ) გემის კაპიტანი; გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსტან შეთანხმებით.“ ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, დებულებით „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“, „საზღვაო დისციპლინარული წესდებითა“ და ამ კანონით.“.
29. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ სააგენტო სპეციალიზებულ საზღვაო სამედიცინო ცენტრთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციათა გათვალისწინებით ქმნის სამედიცინო კომისიას.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
მუხლი 1392. ტრანსპორტის შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ტრანსპორტის სფეროში ლიცენზიის ან/და ნებართვის მფლობელის მიერ შესაბამის სფეროში ნორმატიული აქტით (გარდა შსს – ს ნორმატიული აქტებისა) დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარამდე.“
2. 239–ე მუხლის: ა) 28 – ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 28. ამ კოდექსის 1271 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს საამისოდ უფლებამოსილი პირი.“ ბ) 47–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „47. ამ კოდექსის 1392 და 1393 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ ტრანსპორტის სფეროში არსებული სატრანსპორტო სააგენტოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს, ხოლო 1394 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება – შესაბამისი დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების უფლებამოსილ თანამდებობის პირებს.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹9, 26.04.2002, მუხ. 43) მე-7 მუხლის მე-10 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები ახორციელებენ შემდეგი სახის რეგისტრაციას: ა) საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო – საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის რეგისტრაცია (ყოველწლიური მოსაკრებელი) – 80 აშშ დოლარის ეკვივალენტურ თანხას ლარში დამატებული:
ბ) სამოქალაქო ავიაციის სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდის რეგისტრაცია: ბ.ა) ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-მდე ასაფრენი მასით) და ვერტმფრენის რეგისტრაცია – 500 ლარი; ბ.ბ) მსუბუქი საჰაერო ხომალდის (750 კგ-დან 5700 კგ-ის ჩათვლით ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1000 ლარი; ბ.გ) მძიმე საჰაერო ხომალდის (5700 კგ-ზე მეტი ასაფრენი მასით) რეგისტრაცია – 1500 ლარი; ბ.დ) ამ ქვეპუნქტის „ბ.ა“–„ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჰაერო ხომალდის (ვერტმფრენის) რეგისტრაციის შემდეგ, მასზე ყოველწლიურად საჰაერო ხომალდის საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის საფასური – 500 ლარი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „29. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.“ ბ) 30–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „30. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.
2. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.
3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი: „მუხლი 263. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი
1. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვას (შემდგომში მრავალჯერადი ნებართვები) კონკურსის წესით გასცემს საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტო. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მრავალჯერადი ნებართვების მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის ფასს. მრავალჯერადი ნებართვების გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება. 2. მრავალჯერადი ნებართვების გაცემის ფასს განსაზღვრავს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის ფასის გადახდის წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 3. მრავალჯერადი ნებართვების გაცემის ფასი ჩაირიცხება საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს ბიუჯეტში.“.
5. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის ფასს განსაზღვრავს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“.
6. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ხოლო 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს. 6. ნებართვა, გარდა 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“.
7. 33-ე მუხლის მე-8 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
8. ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ნოემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, NN27-30, მუხ. 575) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. პირველი მუხლის: ა) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „17. ნებართვა – საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტოს ან თვითმმართველი ქალაქის უფლებამოსილი ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე პირისათვის მინიჭებული უფლება, გარკვეული ვადით განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული საქმიანობა კანონით დადგენილი პირობების დაცვით.“; ბ) 22-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) – „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი სააგენტო.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ავტოსატრანსპორტო საქმიანობის და ამ დარგში მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა დაცვის სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. საავტომობილო ტრანსპორტის დარგში სააგენტოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.“.
3. 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა;“
4. 52 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს სააგენტო ნებართვის მაძიებლის მიმართვიდან 2 სამუშაო დღის ვადაში, რის შემდეგაც მონაცემები შეიტანება უწყებრივ სანებართვო რეესტრში. ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე სააგენტოს მიერ ნებართვის გაცემა რეგულირდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. 53 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ამ კანონის 51 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის დამატებით საჭიროა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბუთები.“.
6. 56 მუხლის: ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. 51 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ნებართვა გაიცემა საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი ვადით.“ ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის 51 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმიანობაზე ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ნებართვა, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საქმიანობაზე, საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი ვადით, ერთჯერადად გაიცემა ერთჯერადი ან მრავალჯერადი ნებართვა.
7. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთის გადაზიდვას საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში არეგულირებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე. იგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეუფერხებლად განხორციელებისათვის.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22(29), 1999 წელი, მუხ. 104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები (რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება), ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი, აგრეთვე სხვადასხვა კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტესტირების პერიოდულობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.“ ბ) მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. გზისთვის ვარგისობაზე ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადებასა და ტესტირების ცენტრისათვის გადაცემას უზრუნველყოფს საავტომობილო ტრანსპორტის სააგენტო ტესტირების ცენტრის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. მოთხოვნაში უნდა მიეთითოს ფირნიშების რაოდენობა და უნდა დაერთოს აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. “
„ა) ხაზზე გაუშვან ტექნიკურად გაუმართავი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომლის ექსპლუატაცია აკრძალულია, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გადაკეთებულია დადგენილი წესების დარღვევით, ან არ არის დადგენილი წესით რეგისტრირებული, ანდა რომელსაც არ გაუვლია გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება; “
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
“საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 69) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-8 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის რეგულირებას კანონით მინიჭებულ ფარგლებში ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო)“.
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზება საჰაერო სივრცით სარგებლობის ორგანიზებას, ფრენისა და საჰაერო სივრცეში სხვაგვარი საქმიანობის კოორდინირებას უზრუნველყოფს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
3. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები 1. საჰაერო ტრასები და ადგილობრივი საჰაერო ხაზები ექვემდებარება რეგისტრირებას სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. 2. ინფორმაციას საჰაერო ტრასითა და ადგილობრივი საჰაერო ხაზით სარგებლობის შეზღუდვის შესახებ სააგენტო აწვდის საქართველოსა და უცხო სახელმწიფოების იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, რისთვისაც გამოიყენება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გავრცელების არხების სისტემა.“.
4. მე-14 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურას აყალიბებს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. ეს სტრუქტურა მტკიცდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თითოეული წინადადება საქართველოს საჰაერო სივრცის არსებულ სტრუქტურაში ცვლილების ან დამატების შეტანის შესახებ უნდა შეთანხმდეს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან, აგრეთვე იმ სამხედრო უწყებებთან, რომელთა ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს იგი, და უნდა წარედგინოს სააგენტოს.“.
5. მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 15. შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცის გამოყენების რეგულირება საქართველოს ტერიტორიული წყლების ფარგლებს გარეთ შავი ზღვის აკვატორიის ღია საჰაერო სივრცეში ხომალდების ფრენის მომსახურების წესს, საჰაერო ტრასების, საჰაერო მოძრაობის მართვის არეებს და საზღვრებს ადგენს სააგენტო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოსა და მის მოსაზღვრე სახელმწიფოებს შორის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მოთხოვნების საფუძველზე დადებული შეთანხმებების შესაბამისად.“.
6. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია საქართველოს საჰაერო სივრცით სარგებლობის ჰაერსანაოსნო ინფორმაცია ხელმისაწვდომია ყველა მომხმარებლისათვის და ქვეყნდება სათანადო კრებულში. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის შედგენასა და გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“.
7. 22-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების რეგისტრირების, აღრიცხვისა და სახელმწიფო რეესტრიდან ამოღების წესებს ადგენს სააგენტო და მათ საფუძველზე ახორციელებს ხომალდების რეესტრის აღრიცხვას.“;
8. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო უფლებამოსილია დამატებით შეიმუშაოს და გამოსცეს იმ საბუთების ნუსხა და ფორმა, რომლებიც აუცილებლად უნდა ინახებოდეს საჰაერო ხომალდზე ფრენის დანიშნულებისა და მიზნების შესაბამისად. 3. სააგენტოს უფლება აქვს, არა უმეტეს 1000 კილოგრამი მასის კონსტრუქციის საჰაერო ხომალდისათვის სანორმატივო მოთხოვნების შემუშავებისას, ზემოთ აღნიშნული ნუსხიდან დაუშვას გამონაკლისი.“.
9. 27-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს სამოქალაქო ხომალდებზე ეროვნულობის ამოსაცნობი ან სხვა ნიშნების აღნიშვნის წესს ადგენს სააგენტო.“.
10. 29-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტო – სამოქალაქო ავიაციის პერსონალისათვის;“.
11. 30-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სააგენტო;“.
12. 39-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომების (აეროპორტების) სერტიფიცირების წესს შეიმუშავებს და გამოსცემს სააგენტო.“.
13. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებს რეგისტრაციაში ატარებს სააგენტო, ხოლო სახელმწიფო აეროდრომებს – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.“.
14. 44-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჰაერო ტრასებზე, ადგილობრივ საჰაერო ხაზებსა და სამოქალაქო ავიაციის აეროდრომებზე სხვადასხვა სახეობის ავიაციის საჰაერო ხომალდების ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით.“. 15. 46-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ძირითადი საბუთი, რომელიც განსაზღვრავს ფრენის მიზანს, ამოცანასა და მარშრუტს, არის უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერილი საფრენოსნო დავალება. ამ საბუთის ფორმა და მისი შევსების წესი დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
16. 48-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დასახლებულ ადგილებზე სადემონსტრაციო ფრენის ნებართვას გასცემს სააგენტო ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით.“.
17. 52-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა ან საქართველოს საჰაერო სივრცეში საჰაერო ტრასებზე ფრენა ხორციელდება სააგენტოს მიერ დადგენილი იმ ჰაერსანაოსნო წესების დაცვით, რომლებიც ქვეყნდება ჰაერსანაოსნო ინფორმაციის საერთაშორისო კრებულებში.“.
18. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 54. საერთაშორისო ფრენის შესრულება და მომსახურების გაწევა საჰაერო ხომალდებს, საავიაციო პერსონალსა და აეროპორტებს უფლება აქვთ შეასრულონ საერთაშორისო ფრენა და გასწიონ მომსახურება სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვის ( სერტიფიკატის, მოწმობის) საფუძველზე.“.
19. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის დაფრენის შეთხვევაში აღნიშნულ საბუთებს ამოწმებს სააგენტო.“.
20. 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციისა და მისი დანართების, აგრეთვე სამოქალაქო ავიაციის დარგში სერტიფიცირების წესებს ადგენს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
21. 57-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო უფლებამოსილია შეამოწმოს და სახელმწიფოებრივი ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნათა გათვალისწინებით შეაჩეროს, შეცვალოს ან გააუქმოს გაცემული სერტიფიკატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
22. 58-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) იურიდიული ან ფიზიკური პირი სერტიფიკატის მისაღებად არასწორ ინფორმაციას აწვდის სააგენტოს.“.
23. 59-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა ან საავიაციო სამუშაოები ხორციელდება შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემული არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ან საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვის საფუძველზე.“ ბ) მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სააგენტო გასცემს: ა) არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვას; ბ) საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვას. 4. სააგენტო ნებართვას გასცემს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. “
24. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 66. სატრანსპორტო საბუთები მგზავრების გადაყვანის, ბარგის, ტვირთისა და საფოსტო გზავნილების გადაზიდვის ხელშეკრულება დასტურდება შესაბამისად: ბილეთით, საბარგო, სატვირთო ან საფოსტო ზედნადებით. ამ საბუთების ფორმისა და შინაარსის ძირითად მოთხოვნებს ადგენს სააგენტო საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებული ნიმუშებისა და სტანდარტების საფუძველზე.“.
25. 71-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 71. სახიფათო ტვირთების გადაზიდვა ფეთქებადი ნივთიერებების, იარაღის, ტყვია-წამლის, მომწამლავი, სწრაფაალებადი, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნივთიერებებისა და საგნების ნუსხას და მათი გადაზიდვის წესს განსაზღვრავს სააგენტო „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად. სააგენტო აღნიშნული კონვენციის მე-18 დანართის („სახიფათო ტვირთის უსაფრთხო საჰაერო გადაზიდვა“) საფუძველზე აგრეთვე ათავისუფლებს სახიფათო ტვირთებს სამოქალაქო საჰაერო ხომალდით გადაზიდვის აკრძალვისაგან.“.
26. 72-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საავიაციო სამუშაოთა სავალდებულო მოთხოვნებს განსაზღვრავს სააგენტო დამკვეთის ინტერესებისა და ფრენის უსაფრთხოების გათვალისწინებით. 5. გამონაკლის შემთხვევაში (საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში სათანადო ტვირთამწეობის ან სპეციალური მოწყობილობის მქონე საჰაერო ხომალდის არარსებობა და ა.შ.) საავიაციო სამუშაოთა შესასრულებლად დაიშვებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნების სახელმწიფო საჰაერო ხომალდები. ასეთი სამუშაოების შესასრულებლად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სააგენტო გასცემს შესაბამის ნებართვას.“.
27. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. კომერციული აქტის შედგენის წესი განისაზღვრება სააგენტოს მიერ დადგენილი გადაყვანა-გადაზიდვის წესის შესაბამისად.“.
28. 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის ფარგლებსა და სავალდებულო სახეობებს განსაზღვრავს სააგენტო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.
29. 94-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 94. სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობა სამოქალაქო საჰაერო ექსპლუატანტის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მოვალეობის დაზღვევის წესების შესრულების სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.“.
30. 97-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მართლსაწინააღმდეგო ქმედებისას სამოქალაქო ავიაციის უშიშროებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ სააგენტო და ავიასაწარმოების საავიაციო უშიშროების სამსახურები.“.
31. 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სააგენტოსთან არსებულ საძებნ-სამაშველო საკოორდინაციო ცენტრს, რომელიც ახორციელებს საძებნ-სამაშველო რაზმების მუშაობის ორგანიზებასა და კოორდინირებას იმ საჰაერო სივრცეში, რომელშიც საჰაერო მოძრაობისათვის პასუხისმგებლობა საქართველოს ეკისრება;“.
32. 110-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სპეციალური კომისია, რომლის უფლებამოსილება განსაზღვრულია საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესებით, რომელთაც ამტკიცებს სააგენტო. 2. საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მიზეზების სამსახურებრივ მოკვლევას ახორციელებს სააგენტოს სპეციალური კომისია.“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამოქალაქო ავიაციაში მომხდარი ისეთი საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის უფლება, რომლებიც რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესებს ეხება, სააგენტოს გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება გადაეცეს ფრენის უსაფრთხოების სახელმწიფოთაშორის საავიაციო კომიტეტს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N36, 2000 წელი, მუხ. 103) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საძიებო-სამაშველო კოორდინატორი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, (შემდგომში - სააგენტო) რომელიც საძიებო-სამაშველო რაიონში ხელმძღვანელობს ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციას, საძიებო და სამაშველო სამუშაოებს; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი (შემდგომში –სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი) – საძიებო-სამაშველო რაიონში ავარიის შედეგად დაღვრილი ნავთობითა და მავნე ნივთიერებებით ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციისა და საძიებო-სამაშველო ოპერაციების განხორციელების ორგანიზებისა და კოორდინაციისათვის პასუხისმგებელი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს სტრუქტურული ერთეული “. გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ადგილზე მოქმედების კოორდინატორი – სააგენტოს შესაბამისი სამსახური, საძიებო-სამაშველო ერთეულის კაპიტანი, საზღვაო გემის ან საფრენი აპარატის კაპიტანი, რომელიც კოორდინაციას უწევს საძიებო-სამაშველო ოპერაციებს;“.
2. მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი. “
3. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტოს შესაბამისი სამსახური არის ადგილზე მოქმედების კოორდინატორი, თუ საძიებო-სამაშველო ოპერაცია ხორციელდება ნავსადგურში ან ნავსადგურიდან 12 საზღვაო მილის რადიუსში (პასუხისმგებლობის ზონა). “.
4. მე-12 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო თანამშრომლობს უცხო ქვეყნების ზღვაზე სამაშველო სამსახურებთან და ზღვაზე სამაშველო საერთაშორისო ორგანიზაციებთან.“
5. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ვალდებული არიან დანიშნონ ბუქსირის, სამხედრო გემისა და საჰაერო ხომალდის მუდმივი მორიგეობა, რომლებიც 30 წუთში მზად იქნებიან საძიებო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. საძიებო-სამაშველო ოპერაციების გეგმების დროულად კორექტირების მიზნით მათი მორიგეობის განრიგის შესახებ ინფორმაცია ყოველწლიურად გადაეცემა სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
“სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹18, 28.06.2001,მუხ.58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოების მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავიაციო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამხედრო სწავლებისა და მანევრების დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლება აქვს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან შეთანხმებით, არადისკრიმინაციული ფორმითა და შინაარსით დროებით შეაჩეროს ნაოსნობა საქართველოს ტერიტორიული ზღვისა და შიდა საზღვაო წყლების გარკვეულ რაიონებში.“.
2. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზრვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების მიზნით შეიმუშავებენ მოძრაობის დაყოფის სისტემებს, საზღვაო დერეფნებს, ფარვატერებსა და რეკომენდებულ გზებს, ტერიტორიულ ზღვაში ნაოსნობის წესებს, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი ბრძანებულებით და რომლებიც ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. მათი შესრულება სავალდებულოა უცხო ქვეყნის ყველა გემისათვის. საჭიროების შემთხვევაში ზემოაღნიშნული ბრძანებულებით დამტკიცებული ნორმატივებიდან გადახრა შეიძლება მხოლოდ დროებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე.“.
3. 56–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საზღვაო ნავსადგურში განლაგებული ნავთობტერმინალის მესაკუთრე/მმართველი ვალდებულია უზრუნველყოს ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციისათვის შესაბამისი აღჭურვილობის ტერმინალზე განთავსება, ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაცია და ასეთი ინციდენტის დროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან თანამშრომლობა. “.
4. 59–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 59. ზღვაში გასვლის აკრძალვა იმ გემისათვის, რომელიც ქმნის ზღვის გარემოს დაბინძურების საფრთხეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფლება აქვს აკრძალოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურში ან რეიდზე მყოფი გემის ზღვაში გასვლა, თუ მისი ტექნიკური მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს ზღვის გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შემცირების შესახებ საქართველოს მიერ მიღებული ნორმებისა და სტანდარტების დაცვას.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, N198(2898), 5.08.1998) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
„5. საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე საჰაერო ხომალდის გადაფრენა საჰაერო დერეფნის გაუვლელად დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით. ნებართვის გაცემისა და გადაფრენის პირობებს განსაზღვრავს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“. 2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილისაგან განსხვავებული წესით დაიშვება მხოლოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ნებართვით, რომლის გაცემის პირობებსა და წესს ადგენს „სახელმწიფო საზღვრის რეჟიმისა და დაცვის წესი“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-8 მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 9 სააგენტო: ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს; ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას; გ) ხელმძღვანელობს სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას. დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.”
2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11 1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოსთან, ხოლო ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ნავსადგურის კაპიტანთან შეთანხმებით. 2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სააგენტოს მოთხოვნით ვალდებული არიან მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.“.
3. 30-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება. 2. სააგენტო აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს. “
4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 35 შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება სააგენტოსთან შეთანხმებით.“.
5. მე-40 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით. “; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და სააგენტოსთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.“.
6. 47-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წოდებების მინიჭება ხდება სააგენტოში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების ჩაბარებისა და სააგენტოს სპეციალური კოლეგიის მიერ დამტკიცების შემდეგ.“.
7. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სააგენტო ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ შემადგენლობას, რომლითაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.“.
8. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეკიპაჟის წევრთა რეპატრიაცია გემთმლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ შემთხვევებში: ა) ადმინისტრაციის ინიციატივით გათავისუფლებისას; ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში; გ) გემის დაღუპვისას; დ) როდესაც გემთფლობელს არ შეუძლია შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი; ე) შვებულებაში გასვლისას; ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას.“.
9. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 69 საერთაშორისო კონვენციებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით.“.
10. 70-ე მუხლის: ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური უნდა აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით, რომელთა ოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ სააგენტოს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“ ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. აღნიშნული ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო .“
11. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს სახელმწიფო საბაჟო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.“.
12. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 76 1. საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში მომსახურების დადგენილ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია: ა) ნავმისადგომებთან და რეიდზე გემების უსაფრთხო დგომაზე; ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულობაზე; გ) ნავსადგურის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობაზე; დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობაზე; ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე; ვ) ნავსადგურის წესების დაცვაზე; ზ) ნავსადგურის აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებაზე; თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებაზე; ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებასა და უტილიზაციაზე; კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენაზე; ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და სახელმწიფო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს. 2. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.
13. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. საზღვაო ნავსადგური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.“.
14. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიების შესახებ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს.“.
15. მე-80 მუხლის: ა) მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება; გ) უზრუნველყოს ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურში ყველა რესურსის მობილიზება; “. ბ) მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.“
16. 83-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ნავსადგურში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის) კაპიტანი და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან სააგენტოს დავალების შესაბამისად საზღვაო ნავსადგურს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ. “
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს და საზღვაო ნავსადგურის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნავსადგურში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.“
17. 86 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86 1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.
2. სააგენტოს სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს.“
18. 861 მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი. ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია: ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად; გ) გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე; ე) საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურის გამოყენების კოორდინაცია; ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი.“ გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 3. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: ა) დააკავოს გემი ან ტვირთი; ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები; გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“
19. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საზღვაო ლოცმანი (შემდგომში – ლოცმანი) სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.
20. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 88 ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.“.
21. 91– ე მუხლი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 88 სააგენტოს უფლება აქვს შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს. „
22. 106 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რის შესახებაც აცნობებს მის მფლობელს. ამ სამუშაოების საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შესრულებას ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“
23. 107 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ 2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო „ზღვაოსანთა უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამოღების ვადის შესახებ. თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, ადმინისტრაცია ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“
24.108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 108 სააგენტოს საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე უფლება აქვს მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“
25. 109- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 109 თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შესაძლებელია გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ ვადაში, სააგენტოს მითითების საფუძველზე საზღვაო ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით მოსაცილებლად.
26.110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 110 ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, მოცილებას ან განადგურებას ახდენენ საქართველოს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ძალები სააგენტოსთან შეთანხმებით.“.
27. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 116 1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს. 2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამის შესახებ სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს. 3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში““.
28. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“
29. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს სააგენტო.“.
30. 206-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო ვალდებულია ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.
31. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.
32. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.
33. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 320 ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.
34. 357-ე მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საქართველოს ნავსადგურში – სააგენტოს ნოტარიალურად დამოწმებული წესით; “
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 2 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
ამასთან, კომიტეტი ითხოვს კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვას.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ევროკავშირს შორის ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 18 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობას შორის საჰაერო მომსახურების შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და პოლონეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი N31 1997 წელი) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. კოდექსის 254–ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 ნაწილი: „41. გირავნობის უფლება შესაძლებელია გავრცელდეს როგორც ცალკეულ ნივთზე ან მის ნაწილზე, ნივთთა ერთობლიობაზე ან მათ ნაწილზე ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ასევე მთელ მოძრავ ქონებაზე.“
,,2. გირავნობის უფლება ვრცელდება გირავნობის საგნიდან მიღებულ ნაყოფზე, თუ ნაყოფის მიღება ხდება 281-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის შემდეგ, ან თუ ეს გათვალისწინებული კანონით ან მხარეთა შეთანხმებით.”
,,გ) გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა. თუ გირავნობის საგანს წარმოადგენს მთელი მოძრავი ქონება, გირავნობის საგნის აღწერა არ მოითხოვება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარეები თანხმდებიან საწინააღმდეგოზე.“
„მუხლი 264. სუროგაცია 1. თუ დაგირავებულია მოთხოვნა, ხოლო მოვალე ვალდებულებას ასრულებს გირავნობის ვადის გასვლამდე, მაშინ შესრულება იკავებს მოთხოვნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. გირავნობის საგნის დაკარგვასთან, დაზიანებასთან, განადგურებასთან ან გაუფასურებასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი სახის ანაზღაურება, მათ შორის, სადაზღვევო ანაზღაურება, იკავებს გირავნობის საგნის ადგილს, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.“
„მუხლი 265. გირავნობის საგნის გადამუშავებისა და მოძრავ ნივთთან შერწყმის სამართლებრივი შედეგები
3.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში გირავნობიდან გამომდინარე მოთხოვნათა რიგითობა განისაზღვრება გადამუშავებამდე ან შერწყმამდე არსებულ გირავნობის უფლებათა წარმოშობის მომენტის შესაბამისად.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი საქართველოს კანონი
„ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები 1998 წელი №1745) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
„41. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი ვალდებულია დასადებ გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ შეტყობისთანავე, წერილობით აცნობოს ანგარიშვალდებული საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს, ხოლო თუ ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად გარიგებას ამტკიცებს საერთო კრება, – განუცხადოს მასაც.”
„6. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები ან რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს სამეთვალყურეო საბჭომ ან საერთო კრებამ, ხოლო თუ გარიგების ღირებულება აღემატება ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 50%-ს, – მხოლოდ საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.“
3. კანონის 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი : “61. გარიგება, რომელშიც მონაწილეობენ ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრული დაინტერესებული პირები და რომლის ღირებულება შეადგენს ანგარიშვალდებული საწარმოს აქტივების ღირებულების 10%-ს ან მეტს ანდა წესდებით გათვალისწინებულ უფრო მცირე ოდენობას, უნდა დაამტკიცოს საერთო კრებამ, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.”
4. კანონის 161 მუხლის 8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პირი, რომელმაც იცოდა ან უნდა სცოდნოდა და არ განაცხადა გარიგებაში თავისი დაინტერესების შესახებ ან/და გამოიყენა ხმის უფლება ამ მუხლით დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, ვალდებულია აანაზღაუროს საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნოს გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“
5. კანონის 161 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 პუნქტი: „81. ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრებმა, რომლებმაც იცოდნენ ან უნდო სცოდნოდათ და არ განაცხადეს გარიგებაში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ან/და მხარი დაუჭირეს ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნათა დარღვევით გარიგების დადებას, რამაც საზოგადოებისათვის ზიანი გამოიწვია, დაინტერესებულ პირთან ერთად სოლიდარულად უნდა აანაზღაურონ საზოგადოებისთვის ამ გარიგების შედეგად მიყენებული ზიანი და დააბრუნონ გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებელი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ დამტკიცდება, რომ ინტერესთა კონფლიქტის მიზეზით გარიგების შედეგად საზოგადოებას მიადგა ზიანი და დაინტერესების არარსებობისას გარიგება უკეთესი პირობებით დაიდებოდა.“
6. კანონის 161 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. გარიგების ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევით დადების შემთხვევაში, მისი დადებიდან 18 თვის განმავლობაში, ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველი ორგანოს წევრს ან/და ანგარიშვალდრებული საწარმოს 5%-ის ან მეტის მფლობელ აქციონერს ან აქციონერთა ჯგუფს თუ ის სააქციო საზოგადოებაა, ხოლო სხვა სამართლებრივი ფორმის ანგარიშვალდებულ საწარმოში – თითოეულ პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ასეთი გარიგების გათილობა ან/და ამავე მუხლის მე-8 და მე–81 პუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ ზიანის ანაზღაურება და ასეთი გარიგების დადებით მიღებული პირადი სარგებლის დაბრუნება, ასეთის არსებობის შემთხვევაში.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 7
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 8 პროექტი საქართველოს კანონი
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹47, 28.12.2009, მუხ. 361) შეტანილ იქნას შემდეგი დამატებები:
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 261 მუხლი:
“მუხლი 261. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილება 1. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებებს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს კომისია, რომლის შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 2. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კომისიის მიერ განსაზღვრული სახელმწიფოსათვის გადმოსარიცხი დივიდენდები, ამ კოდექსის დანართის ცხრილის 9.1 გრაფის შესაბამისად მთლიანად მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული კომისიას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგებიდან საწარმოსათვის დატოვებული თანხების გახარჯვის მიზნობრიობის თაობაზე.”.
2. 52-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “10. დამატებითი საბიუჯეტო შემოსულობების მიღების მიზნით სახელმწიფო ხაზინა უფლებამოსილია მის განკარგულებაში არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები გამოიყენოს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესის მიხედვით.”.
3. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1141 მუხლი: “მუხლი 1141. სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებასა და გამოყენებასთან დაკავშირებული ღონისძიებები საქართველოს მთავრობამ 2011 წლის 15 მარტამდე უზრუნველყოს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიმღები კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის მიღება.”.
მუხლი 2. 1. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს: ა) “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედ საწარმოებში წმინდა მოგების განაწილებისას სახელმწიფო ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოს კუთვნილი დივიდენდების ბიუჯეტში ამოღებისა და განაწილების მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 13 ივნისის ¹262 ბრძანებულება; ბ) “სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილებისა და გამოყენების შესახებ წინადადებების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 14-15 სექტემბრის ¹589, ¹1-1/91 ერთობლივი ბრძანება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე შექმნილი კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია გადაეცემა ამ კანონის შესაბამისად შექმნილ კომისიას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 9
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
კანონპროექტზე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 10
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 20 დეკემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 11
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ შეთანხმებაზე „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და შეთანხმების ოქმზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2010 წლის 24 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და არაბთა გაერთიანებული საემიროების მთავრობას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ და შეთანხმების ოქმი და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 12
პროექტი საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ
მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები,N№12, 1984 წელი, მუხ. 421) ეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:
1. 38-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი: „11. ამ კოდექსის 141-ე, 142-ე, 1441 და 1443–1445 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს ოთხ თვეს.“.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონის (ქალაქის) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონის (ქალაქის) სასამართლო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 421 და 422 მუხლებით, 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 44-ე–443, 445, 447–4410, 45-ე–491, 501–554, 56-ე, 57-ე–69-ე, 71-ე–78-ე, 791–821, 84-ე–86-ე, 88-ე–893, 912, 94-ე, 95-ე, 97-ე–1002, 1031–1051 და 1054 მუხლებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281, 1282, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე–151-ე, 152-ე, 1522–1531, 1533–1543, 1551–156-ე, 1571–1581, 159-ე–1599, 163-ე, 164-ე, 1644, 1651–1653, 166-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1711, 1724, 1725, 1734, 1736, 1737, 1739, 17310, 17311, 17312, 1741, 1745, 1748–17414, 1751, 1752, 1778, 1779, 17711, 178-ე, 1791–183-ე, 187-ე–1872, 189-ე, 191-ე (გარდა 191-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილებისა), 192-ე, 195-ე, 1962–1966 და 1971 მუხლებით.“.
მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 13
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დასკვნა
კანონპროექტზე „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 3 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|






