ოქმი # 3

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი # 3

 

. თბილისი                                            17 თებერვალი 2011 .

 

სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე,   გ. კანდელაკი, კ.კურდღელაშვილი, თ. ჩარკვიანი, დ. ოვაშვილი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, მ. მეტრეველი, . სირაძე, . შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, ი. გაბისონია, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი.

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს    კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”.

/მესამე მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 3.„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის თაობაზე.

/მომხ. გიორგი მელაძე/

 

1. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,“ „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს    კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”.

 

სხდომაზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალიწინებით რედაქტირებული კანონპროექტების ტექსტები (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

წურწუმიამ,   კანდელაკმა, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება      (დანართი 3).

 

2. პირველი

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება   „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი(დანართი 4) შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

თ. ჩარკვიანმა, გ. ჯაბუამ, გ. მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5 )

3.მოისმინეს:

კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის ინფორმაცია „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტზე. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ წურწუმიამ წარმოადგინა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი (დანართი 6) და დააყენა საკითხი აღნიშნული კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ხუროშვილმა, ბადაგაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

მიზანშეწონილად ჩაითვალოს „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონების პროექტის უმოკლეს ვადაში განხილვისა და გამარტივებული წესით მიღებისათვის ინიცირება.

 

კანონპროექტებზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომასა და კომიტეტების სხდომებზე, მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ წურწუმია.

 

ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კანონპროექტი წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომ საკანონმდებლო პროცედურების უმოკლეს ვადაში დასაწყებად.

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                               გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                               რამაზ ყანჩაველი

დანართი 1

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

და მისგან გამომდინარე კანპროექტების მესამე მოსმენით განხილვისას

გამოთქმული შენიშვნების  გათვალისწინების მდგომარეობის

ამსახველ ფურცელ

შენიშვნის ავტორი

კანონპროექტი/შენიშვნა

განხილვის შედეგი

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  1. 1.კანონის მე–5 მუხლის მე–5 პუნქტში სიტყვა „ადმინისტრაციის“ შეიცვალოს სიტყვით „სააგენტოების“;
  2. 2.პროექტის მე–6 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–7 მუხლის მე–4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ავტოსატრანსპორტო“ შეიცვალოს სიტყვით „სახმელეთო“;
  3. 3.კანონის მე–7 მუხლის მე–4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში, მე–8 მუხლის მე–5 პუნქტში და მე–10 მუხლის მე–3 პუნქტში სიტყვა „საავტომობილო“ შეიცვალოს სიტყვით „სახმელეთო“;
  4. 4.პროექტის მე–7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში სიტყვა „ხელმძღვანელების“ შეიცვალოს სიტყვით „დირექტორების“.
  5. 5.პროექტის იმავე პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „ბ“და „გ“ ქვეპუნქტებში სიტყვა „პირის“ შეიცვალის სიტყვით „პირების“.
  6. 6.პროექტის მე–2 მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვა „პუნქტისა“ შეიცვალოს სიტყვით „პუნქტებისა“;

ბ)მე–2 პუნქტში სიტყვა „პუნქტი“ შეიცვალოს სიტყვით „პუნქტები“;

გათვალისწინებულია

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში   ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

1. პროექტის მე–5 პუნქტით გათვალისწინებული 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში სიტყვა „ფასს“ შეიცვალის სიტყვით „საფასურს“, ხოლო სიტყვის „განსაზღვრავს“ შემდეგ დაემატოს სიტყვა „საქართველოს“.

გათვალისწინებულია

 

 

მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

1.პროექტის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული: მე-4 მუხლის მე-2 პუნქტში სიტყვა „ხელშეკრულების“ შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულებების“;

2. პროექტის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული: მე-8 მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „უფლებებს“ შეიცვალოს სიტყვით „მოთხოვნებს“, ხოლო მე–4 პუნქტში სიტყვა „ნებართვების“ შეიცვალოს სიტყვით „ნებართვებს“;

3. პროექტის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული მე–10   მუხლის პირველ პუნქტში სიტყვა „დიპლომებისა“ შეიცვალოს სიტყვით „დიპლომისა“;

4. პროექტის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული მე–18   მუხლის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვა „ავადმყოფობის“ შეიცვალოს სიტყვით „ავადმყოფის“;

5.პროექტის მე-14 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში ამოღებულ იქნას სიტყვა „პუნქტი“, ხოლო ამავე პუნქტით გათვალისწინებული 21–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

       „2.კაპიტანს, რომელიც მუშაობს სანაპირო ნაოსნობის გარეთ მცურავ 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემზე კაპიტნად მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“

  1. 6.პროექტის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული 24–ე   მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავახტო მექანიკოსს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემზე შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მეორე მექანიკოსის თანამდებობამდე, ხოლო იმავე გემზე მეორე მექანიკოსის თანამდებობის დასაკავებლად უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემის სავახტო მექანიკოსის დიპლომი.“

  1. 7.პროექტის მე-23 პუნქტით გათვალისწინებული: 37-ე მუხლის მე-3 პუნქტიდან ამოღებულ იქნას სიტყვა „საზღვაო“

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

გათვალისწინებულია

„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“

კანონპროექტის 34–ე პუნქტში სიტყვა „პუნქტის“ შეიცვალოს სიტყვით „ნაწილის“

გათვალისწინებულია

 

საკანონმდებლო   პაკეტში შემავალი კანონპროექტების ამოქმედების ვადების თაობაზე

1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ პროექტის მე–2 მუხლის შესაბამისად:

ა) პროექტის, გარდა პირველი მუხლის 1–6 პუნქტებისა და მე–7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ) პროექტის პირველი მუხლის 1–6 პუნქტები და მე–7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები, ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

 

გათვალისწინებულია

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში   ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს – 2011 წლის პირველი ნოემბერი.

გათვალისწინებულია

 

დანარჩენი კანონპროექტების, ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2011 წლის 15 აპრილი.

გათვალისწინებულია

 


დანართი 2

პროექტი

საქართველოს კანონი

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.პირველის მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სატრანსპორტო სისტემა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;

ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;

გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად, აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო ერთეული: საავტომობილო, სპეციალური, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო;

 

  1. 2.პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომელებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ ამ კანონით და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“.

 

3. პირველ მუხლს დაემატოს „კ“, „ლ“და „მ“ქვეპუნქტები შემდეგი რედაქციით:

„კ) საფასური სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;

ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესების შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების მიზნით სააგენტოზე საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან, სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან, მათ აღრიცხვა–რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო პროცესებში მონაწილე სუბიექტთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და/ან მინიჭება/აღიარებასთან, რომლის გაწევისათვის დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაუხადოს სააგენტოებს საფასური.

მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრთა გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების და სატრანსპორტო სისტემების ერთიანობა (საბაგირო, საბაგირო–რელსური, მონორელსური და სხვა), რომლის რეგულირებას ახორციელებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო.“.

 

4. მე-2 მუხლი ამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების პრინციპებისა და ტექნიკური რეგულირების განმახორციელებელი ორგანოების ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა.“.

 

5. მე–5 მუხლის მე–5 პუნქტში სიტყვა „ადმინისტრაციის“ შეიცვალოს სიტყვით „სააგენტოების“;

 

6. მე–3 თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

`თავი III

ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები

`მუხლი 7. სააგენტოების სტატუსი და ფუნქციები

1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საჯარო სამართლის იურიდიული პირები - სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომში – სააგენტო) რომელთა საქმინობაზე ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. კონკრეტული სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.

2. სააგენტო იქმნება ამ კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

3. სააგენტოს დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში საქმიანობის განხორციელება;

ბ) საავიაციო, სახმელეთო და საზღვაო დარგებში მასზე დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება;

გ) საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისას, მგზავრების გადაყვანისას და ტვირთების გადაზიდვისას, ასევე საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის გადაყვანისას და ტვირთის გადაზიდვისას უსაფრთხოების და უშიშროების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება სამინისტროს მიერ განსაზღვრული ნუსხის შესაბამისად. სახმელეთო ტრანსპორტის დარგში ტექნიკურ რეგლამენტებს ამტკიცებს სამინისტრო;

                დ) ტექნიკური რეგლამენტის შესრულების ზედამხედველობა;

ე) აეროპორტების (აეროდრომების), საჰაერო ხომალდებისა და საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია;

ვ) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების დამადასტურებელი მოწმობების გაცემა;

ზ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებართვების გაცემა მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

მუხლი 8. სააგენტოს დირექტორი

1. სააგენტოს დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

2. სააგენტოს დირექტორს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.

3. სააგენტოს დირექტორი მოქმედებს ამ კანონითა და სააგენტოს დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

4. სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სააგენტოს თანამშრომლები.

5. სააგენტოს დირექტორი, გარდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორისა, გამოსცემს ნორმატიულ აქტს – ბრძანებას ამ კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ხოლო სახმელეთო დარგის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

6. სააგენტოს დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სააგენტოს საშტატო განრიგს, ხოლო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეთანხმებით – თანამდებობრივ სარგოებს;

 

მუხლი 9. სააგენტოს ქონება და დაფინანსება

1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება.

                2. სააგენტოს დაფინანსების წყაროებია:

ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები;

ბ) სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასური (ფასი);

გ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი;

          დ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი;

                ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.

3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები, ვადები, საფასურის განაკვეთები, ასევე საფასურის გადახდის და გადახდილი საფასურის დაბრუნების წეს და პირობებგანისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნორმატიული აქტით.

4. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები ხმარდება სააგენტზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელებას.

                5. საფასური და   საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები ჩაირიცხება სააგენტოს ანგარიშზე.

 

მუხლი 91. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.

3. საქართველოს ეკონომიკისა მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“

 

მუხლი 92 .საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას

1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;

ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე სააგენტოს მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა.

) სხვა გადაწყვეტილებები სააგენტოს ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.

  1. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
  2. 3. სააგენტოს უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკურებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 

7. მე–10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. გარდამავალი დებულებანი

1. განხორციელდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და მის ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები 2011 წლის   15 აპრილიდან.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია მისი რეორგანიზაციის დასრულებამდე, (სააგენტოების დებულებების დამტკიცებამდე და სააგენტოს დირექტორების დანიშვნამდე) ფუნქციონირებას აგრძელებს ამ კანონის მიღებამდე მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში.

3. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები წარმოადგენენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიან სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფლებამონაცვლეებს შესაბამის დარგში. საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, აგრეთვე მათი გაუქმების უფლება ენიჭება საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს შესაბამის დარგებში, ხოლო სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის დარგში.

4. სააგენტოებმა ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყონ თავისი ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, არაუგვიანეს 2011 წლის 15 აპრილისა უზრუნველყოს:

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების დებულებების დამტკიცება და დირექტორების დანიშვნა;

ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი (მათ შორის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული) ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებზე.

გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესის და პირობების   დამტკიცება.

 

                მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა პირველი მუხლის 1–6 პუნქტებისა და მე–7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ კანონის პირველი მუხლის 1–6 პუნქტები და მე–7 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები, ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

  1. 1.24–ე მუხლის:

                ა) 29-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

29. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.

                ბ) 30–ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

         „30. საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა.

 

                2. 25-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“.

 

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.

4. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი:

„მუხლი 263. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის გაცემის წესი

1. საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერად ნებართვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერად ნებართვას (შემდგომში მრავალჯერადი ნებართვები) კონკურსის წესით გასცემს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. კონკურსში გამარჯვებული ნებართვის მაძიებელი მრავალჯერადი ნებართვების მისაღებად იხდის ნებართვის გაცემის საფასურს. მრავალჯერადი ნებართვების გაცემისას მოსაკრებელი არ გადაიხდევინება.

2. მრავალჯერადი ნებართვების გაცემის საფასურს განსაზღვრავს, ნებართვის გაცემისთვის კონკურსის ჩატარებისა და ნებართვის გაცემის საფასურის გადახდის წესებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

3. მრავალჯერადი ნებართვების გაცემის საფასური ჩაირიცხება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე.“.

 

5. 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ კანონის 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სანებართვო მოწმობის დუბლიკატის გაცემის საფასურს განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“.      

        

6. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილებით. ხოლო 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად გრძელდება (გარდა ამ კანონის 261, 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

6. ნებართვა, გარდა 263 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებისა, როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონით ან ამ კანონის 261 და 262 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა. ვადის განსაზღვრისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“.

 

7. 33-ე მუხლის მე-8 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.

9. ამ კანონის 262 და 263 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი ნოემბრიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების

შეტანის შესახებ”

 

მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე-8 მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 8

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) ახორციელებს საზღვაო დარგის ტექნიკურ რეგულირებას კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 9

სააგენტო:

ა) საქართველოს სახელით ახორციელებს დროშის სახელმწიფო და საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და გამოსცემს ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებს;

ბ) ქმნის მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების ერთიან სისტემას;

                გ) ხელმძღვანელობს საზღვაო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრს და ახორციელებს ზღვაზე ადამიანის სიცოცხლის გადარჩენისა და ზღვის დაბინძურების ლიკვიდაციის ორგანიზების სახელმწიფო ზედამხედველობას.

დ) ახორციელებს ამ კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლება-მოვალეობებს.

 

2. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

მუხლი 11

                                1. საზღვაო გზებისა და სანავიგაციო საშუალებების განლაგებისა და მოქმედების ზონაში წყლის სივრცისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა, აგრეთვე მშენებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალ უფლებამოსილ ორგანოსთან და სააგენტოსთან შეთანხმებით.

                              2. ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ მუხლით გათვალისწინებულ წესებს, ვალდებული არიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანოსა და სააგენტოს მოთხოვნით, მითითებულ ვადაში საკუთარი ხარჯებით აიღონ, გადაიტანონ ან გადააკეთონ შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ხელს უშლის ნაოსნობას ან/და სანავიგაციო საშუალებათა მოქმედებას.“.

 

3. 30-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება გემი, რომლის ტექნიკურ ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოება.

2. სააგენტო აწარმოებს საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს, ადგენს გემის რეგისტრაციის პირობებს, აგრეთვე სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და საზღვაო იპოთეკის აღრიცხვის წესებს. “  

 

4. 35-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 35

შიგა ნაოსნობის გემების ზღვაში გასვლის მოთხოვნებსა და ნაოსნობის საზღვრებს აწესებს საკლასიფიკაციო საზოგადოება სააგენტოსთან შეთანხმებით.“.

5. მე-40 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლების მოწმობას, გემის ბილეთს, გემის საკუთრების მოწმობას და რადიოსადგურის სერტიფიკატს გასცემს სააგენტო თავის მიერ სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით დადგენილი წესით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საკლასიფიკაციო საზოგადოების ნებართვით და სააგენტოსთან შეთანხმებით, ზოგიერთი კატეგორიის გემს შეიძლება არ ჰქონდეს განზომილებათა მოწმობა ან მოწმობა სატვირთო მარკის შესახებ.“.

 

6. 47-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. წოდებების მინიჭება ხდება სააგენტოში გამოცდების ჩაბარების შემდეგ, რაც დასტურდება სათანადო დიპლომითა და საკვალიფიკაციო მოწმობით.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს სახელმწიფო ალმით მცურავი სამგზავრო გემის კაპიტნის თანამდებობის დაკავება შეუძლია კაპიტნის წოდების მქონე პირს სპეციალური გამოცდების ჩაბარებისა და სააგენტოს სპეციალური კომისიის მიერ დამტკიცების შემდეგ.“.

 

7. 62-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო ზღვაოსნობის უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებისა და შრომის დაცვის მიზნით განსაზღვრავს ეკიპაჟის მინიმალურ დასაშვებ შემადგენლობას, რომლითაც შეიძლება გემის ზღვაში გასვლა.“.

 

8. 68-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1. ეკიპაჟის წევრთა რეპატრიაცია გემთმლობელის ხარჯზე ხდება შემდეგ შემთხვევებში:

                ა) სააგენტოს ინიციატივით გათავისუფლებისას;

                ბ) ავადმყოფობის ან ტრავმის შემთხვევაში;

                გ) გემის დაღუპვისას;

                დ) როდესაც გემთფლობელს არ შეუძლია შეასრულოს კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულებანი;

                ე) შვებულებაში გასვლისას;

                ვ) კონტრაქტის ვადის გასვლისას.“.

 

9. 69-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 69

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის განკარგულებები და მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის წესებით.“.

 

10. 70-ე მუხლის:

ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს ყველა საზღვაო ნავსადგური უნდა აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გემების მოძრაობის მართვის რადიოლოკაციური სისტემებით, რომელთა ოპერატორები უნდა აკმაყოფილებდნენ სააგენტოს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.“

ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. საქართველოს იმ საზღვაო ნავსადგურების ნუსხას, რომლებიც ღიაა უცხო ქვეყნების გემებისათვის, განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი და იგი ქვეყნდება „ზღვაოსანთა უწყებებში“. აღნიშნული ნუსხის გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“

 

11. 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. საზღვაო ნავსადგური უსასყიდლოდ უზრუნველყოფს საგადასახადო, სასაზღვრო-მიგრაციულ, სანიტარიულ, აგრეთვე სააგენტოს შესაბამის სამსახურებს სათანადო ფართობით და უქმნის მათ ნორმალური მუშაობის პირობებს.“.

 

12. 76-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 76

1. საზღვაო ნავსადგური ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ნავსადგურში მომსახურების დადგენილ ნორმებთან და წესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელია:

ა) ნავმისადგომებთან და რეიდზე გემების უსაფრთხო დგომაზე;

ბ) ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა გამართულობაზე;

გ) ნავსადგურის მფლობელობაში არსებულ კავშირგაბმულობისა და ელექტრორადიოსანავიგაციო საშუალებათა გამართულობაზე;

დ) ნავსადგურის საკუთრებაში არსებული სანავიგაციო ნიშნების გამართულობაზე;

ე) საპროექტო სიღრმეების შენარჩუნებაზე;

ვ) ნავსადგურის წესების დაცვაზე;

ზ) ნავსადგურის აკვატორიისა და ტერიტორიის ფარგლებში სისუფთავისა და გარემოს დაცვის მოთხოვნათა შესრულებაზე;

თ) გემიდან ნავთობშემცველი მასების მიღებაზე;

ი) გემიდან ფეკალური მასების, ნაგვის, ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის მავნე სხვა ნივთიერებების მიღებასა და უტილიზაციაზე;

კ) კატასტროფის შედეგად უბედურებაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის შესაბამისი პირველადი დახმარების აღმოჩენაზე;

ლ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სააგენტოსა და სახელმწიფო სამაშველო-საკოორდინაციო ცენტრის მითითებების შესრულებაზე ზღვაზე საძიებო-სამაშველო ოპერაციების და ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის დროს.

2. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებს ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტების შესაბამისად.“.

 

13. 77-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგური ფუნქციონირებს ნავსადგურის წესების შესაბამისად, რომლებსაც ამტკიცებს სააგენტო. საზღვაო ნავსადგური თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნავსადგურის წესების შემუშავებაში.“.

14. 78-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საზღვაო ნავსადგურში გემების სააგენტო, სტივიდორული, სურვეირული და სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურებები ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული მომსახურებების გამწევი კომპანიების შესახებ სარეგისტრაციო და საკონტაქტო ინფორმაცია მიეწოდება სააგენტოს.“.

 

15. მე-80 მუხლის:

ა) მე–2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                ბ) უზრუნველყოს სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოების ჩატარების გეგმის შესაბამისად სათანადო ღონისძიებების განხორციელება;

გ) უზრუნველყოს ნავსადგურის პასუხისმგებლობის ზონაში საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად სააგენტოს მიერ დამტკიცებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით ნავსადგურში ყველა რესურსის მობილიზება; “.

ბ) მე–3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საზღვაო ნავსადგური ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებისას ვალდებულია დაიცვას საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ამ კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ტექნიკური რეგლამენტების, ნავსადგურის წესებისა და სათანადო შემთხვევებისათვის სააგენტოს წერილობითი მოთხოვნები.“

 

                16. 83-ე მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურში მდგომი ყოველი გემის (გარდა სხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული გემისა, რომელიც გამოიყენება არაკომერციული მიზნებისათვის) კაპიტანი და ნავსადგურის ტერიტორიაზე მყოფი პირები ვალდებული არიან სააგენტოს დავალების შესაბამისად საზღვაო ნავსადგურს მოთხოვნისთანავე გადასცენ მათი კუთვნილი მცურავი ობიექტები ან სხვა ტექნიკური საშუალებანი საფრთხეში ჩავარდნილი ადამიანების ან გემის გადასარჩენად, აგრეთვე ზღვის დაბინძურების სალიკვიდაციოდ. “

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს და საზღვაო ნავსადგურის მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ნავსადგურში წესრიგის დასაცავად დადგენილი მოთხოვნების შესრულება სავალდებულოა ნავსადგურში მყოფი ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისა და გემის კაპიტნისათვის.“

 

17. 86 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 86

1. საზღვაო ნავსადგურში გემის შესვლის, გასვლის, დგომის, სატვირთო ოპერაციის, მათ შორის, სახიფათო ტვირთის შენახვისა და სატვირთო ოპერაციის განხორციელების, გემის საწვავით გამართვის, სალოცმანო გაცილების წესები და პირობები და სხვა საკითხები განისაზღვრება „ნავსადგურის წესებით“, რომელსაც ამტკიცებს სააგენტო.

2. სააგენტოს სამხედრო ნავსადგურის, გემთმშენებელი და სხვა საწარმოების, რომელთა აკვატორია ემიჯნება საზღვაო ნავსადგურის აკვატორიას, უფლებამოსილ რწმუნებულთან ერთად ადგენს ნავსადგურებში და მათ მისასვლელებთან მოძრაობის წესებს.“

18. 861 მუხლის:

ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს საგენტო თავისი სტრუქტურული ერთეულის – ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახურის მეშვეობით, რომელსაც ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსის მიერ დანიშნული ნავსადგურის კაპიტანი.

ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად სააგენტოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი;

ბ) საზღვაო ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) სააგენტოს მიერ დამტკიცებული ნავსადგურის წესების შესაბამისად;

გ) გემების მიერ (განურჩევლად დროშის სახელმწიფოსი და კუთვნილების ფორმისა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი;

         დ) თანხმობის მიცემა ზღვაში ჩაძირული ქონების ამოღების სამუშაოთა წარმოებაზე;

           ე) საფრთხეში მყოფი ადამიანებისა და გემის გადასარჩენად საძიებო-სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და საზღვაო ნავსადგურში ყველა რესურის გამოყენების კოორდინაცია;

           ვ) ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი.“

გ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 3. სააგენტოს თავისი ფუნქციების განხორციელებისას უფლება აქვს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად:

ა) დააკავოს გემი ან ტვირთი;

ბ) შეამოწმოს საზღვაო ნავსადგურში შემოსული გემის დოკუმენტები, მეზღვაურთა დიპლომები, აგრეთვე ეკიპაჟის წევრთა მოწმობები;

გ) საზღვაო ნავსადგურს მისცეს მითითებები ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

დ) მიიღოს სხვა შესაბამისი გადაწყვეტილებები ამ კოდექსით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მათგან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.“

 

19. 87-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზღვაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გემის სალოცმანო გაცილებას საქართველოს ნავსადგურის მისასვლელებთან და აკვატორიის ფარგლებში ახორციელებს მხოლოდ საზღვაო ლოცმანი (შემდგომში – ლოცმანი) სააგენტოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად.“.

20. 88-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88

ლოცმანად ინიშნება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სააგენტოს მიერ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგენილი წესით გაცემული ლოცმანის სერტიფიკატი.“.

21. 91– ე მუხლი ჩმოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 88

სააგენტოს უფლება აქვს შეზღუდოს გემის გასვლა ცუდ ამინდში (ცუდი ხედვისას, შტორმის, მიწისძვრისა და სხვა შემთხვევაში), აგრეთვე უსაფრთხო ნაოსნობისათვის არახელსაყრელი სხვა განსაკუთრებული პირობების დროს. „

 

22. 106 -ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო შესაბამის დაინტერესებულ სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებით ადგენს ჩაძირული ქონების ამოღების ვადას, მისი დაცვისა და სამუშაოების წარმოების გეგმას, რის შესახებაც აცნობებს მის მფლობელს. ამ სამუშაოების საზღვაო ნავსადგურის აკვატორიაში წარმოების შემთხვევაში აღნიშნული გეგმა უნდა შეთანხმდეს ასევე ნავსადგურთან, რომელიც უზრუნველყოფს მის შესრულებას ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“

 

23. 107 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   „ 2. თუ ჩაძირული ქონების მფლობელი უცნობია, სააგენტო „ზღვაოსანთა უწყებებში“ აქვეყნებს ცნობას ჩაძირული ქონებისა და მისი ამოღების ვადის შესახებ. თუ ჩაძირული გემის დროშის სახელმწიფო ცნობილია, სააგენტო ამის შესახებ ატყობინებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს.“

24.108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 108

   სააგენტოს საზღვაო ნავსადგურის შუამდგომლობის საფუძველზე ან მის გარეშე უფლება აქვს მფლობელს აუკრძალოს ჩაძირული ქონების ამოღება თავისი ან/და მის მიერ შერჩეული გემთამწე ორგანიზაციის კუთვნილი საშუალებებით, თუ სამუშაოთა წარმოება ან/და მისი ტექნოლოგია საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ნაოსნობას ან შეიძლება გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება. ამ შემთხვევაში ჩაძირული ქონების ამოღებას ახორციელებს ნავსადგური ჩაძირული ქონების მფლობელის ხარჯით.“

25. 109- ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 109

თუ ჩაძირული ქონება უშუალოდ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უშლის უსაფრთხო ნაოსნობას ან შესაძლებელია გამოიწვიოს გარემოს დაბინძურება, ან/და ჩაძირული ქონების მესაკუთრეს არ ამოაქვს თავისი ქონება დადგენილ ვადაში, სააგენტოს მითითების საფუძველზე საზღვაო ნავსადგური ვალდებულია დაუყოვნებლივ ამოიღოს ჩაძირული ქონება ქონების მფლობელის ხარჯით, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში – მიიღოს ზომები მის გასანადგურებლად ან სხვა მეთოდით მოსაცილებლად.

 

26.110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 110

ჩაძირული სამხედრო ქონების ამოღებას, მოცილებას ან განადგურებას ახდენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი ორგანო, სააგენტოსთან შეთანხმებით. .

 

27. 116-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 116

1. ტვირთის მიღება, შემოტანა ან გატანა შეიძლება აკრძალოს სააგენტომ მხოლოდ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. იგი ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს და სხვა დაინტერესებულ პირებს.

2. გადასაზიდად ტვირთის მიღების აკრძალვა, დროებით შეჩერება ან შეზღუდვა შეიძლება შემოღებულ იქნეს გარკვეული მიმართულებით კონკრეტული ნავსადგურიდან ან კონკრეტულ ნავსადგურამდე გადაზიდვისას. ამის შესახებ სააგენტო დაუყოვნებლივ აცნობებს ტვირთის გამგზავნსა და შესაბამის უწყებებს.

                3. სტიქიური მოვლენების, მარცხისა და ავარიის, ასევე კარანტინის გამოცხადების შემთხვევაში, როდესაც შეწყვეტილია მოძრაობა, ნავსადგურის კაპიტნის განკარგულებით შეიძლება დროებით შეჩერდეს ან/და შეიზღუდოს ტვირთის მიღება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს, რომელიც განსაზღვრავს ტვირთის მიღების დროებით შეჩერების ან/და შეზღუდვის ვადებს და აქვეყნებს „ზღვაოსანთა უწყებებში““.

 

28. 153-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში მიმღების მიერ ტვირთის მიღება-შენახვის წესები და ვადა, აგრეთვე მიმღების მიერ მოუკითხავი ტვირთის გაყიდვა ხდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.“

 

29. 169-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იმ შეღავათებისა და მომსახურების წესებს, რომელთა მიღების უფლება აქვს მგზავრს, ამტკიცებს სააგენტო.“.               

 

30.   206-ე მუხლის:

ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. იპოთეკის აღრიცხვის წესს ადგენს სააგენტო.“;

ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ვალდებულია ამონაწერი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრიდან მიაწოდოს დამგირავებელს, მოთხოვნისას კი – ასევე მოგირავნესა და სხვა დაინტერესებულ პირებს.“.

 

31. 305-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.

 

32. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მოწმობის გაცემის, შემოწმების და აღიარების პირობებსა და წესებს ადგენს სააგენტო.“.

 

33. 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 320

ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ სააგენტო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“.

 

34. 357-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ნავსადგურში – სააგენტოს ნოტარიალურად დამოწმებული წესით; “

 

                მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი 15 აპრილიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 36, 2000 წელი, მუხ.104) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. 1.პირველი მუხლის:

ა) „ა“და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო;

ბ)საზღვაო დიპლომი (შემდგომში - დიპლომი) - კომპეტენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაცემულია ან აღიარებულია სააგენტოს მიერ და უფლებას აძლევს მის მფლობელს დაიკავოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული თანამდებობა;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თეორიული მომზადების აღიარებული კურსი - შესაბამის საზღვაო სასწავლებელში, რომლის სასწავლო პროგრამა შეესაბამება როგორც საერთაშორისო სტანდარეტებს, ისე საქართველოს კანონმდებლობას და დამტკიცებულია სააგენტოს მიერ, სპეციალური საზღვაო განათლების შედეგად მიღებული თეორიული მომზადების დონე;“

 

  1. 2.მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ნაოსნობაში მუშაობის მსურველს მიებული საზღვაო განათლებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად გემზე პასუხისმგებლობის ყველა დონის თანამდებობის დაკავებისა და თანამდებობრივი გადაადგილება-მონაცვლეობის უფლებას აძლევს სააგენტოს მიერ გაცემული დიპლომი და მოწმობა, რომელთა გაცემისა და მიღების წესი და პირობები რეგულირდება ამ კანონით.“

 

  1. 3.მე-3 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „1.სააგენტო 2 წელიწადში ერთხელ ამოწმებს, რამდენად შეესაბამება საზღვაო სასწავლებლის და ცენტრის სპეციალური საზღვაო სასწავლო პროგრამები საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.“

ბ) მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „3. საზღვაო სასწავლებელი და ცენტრი უნდა იყოს აღიარებული სააგენტოს მიერ საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად.“

                4. სააგენტო ცნობს სხვა სახელმწიფოს საზღვაო ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დიპლომს, თუ ამ სახელმწიფოში მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომების სისტემა აღიარებულია საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ან არსებობს სახელმწიფოთაშორისო შეთანხმება.“

                5.სააგენტო ვალდებულია მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თაობაზე აცნობოს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და იმ სახელმწიფოთა ეროვნულ ადმინისტრაციებს, რომლებთანაც საქართველოს დადებული აქვს შეთანხმება.“.

 

  1. 4.მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტო ამოწმებს გემზე საქართველოს საზღვაო სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და საერთაშორისო საზღვაო ხელშეკრულებების არსებობას“.

 

  1. 5.მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეს ანიჭებს გემის სამეთაურო შემადგენლობის პირის წოდებას, თუ:

ა) იგი არის არანაკლებ 18 წლისა;

ბ) ჯანმრთელობის მდგომარეობით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისად;“

გ) მართვის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო უმაღლესი საზღვაო განათლება;

დ) ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დაკავებისას აქვს სათანადო საშუალო საზღვაო განათლება;

ე) აქვს შესაბამისი დიპლომი;

ვ) აქვს შესაბამისი მოწმობა;

ზ) აქვს გემზე მუშაობის შესაბამისი სტაჟი;

თ) თანამდებობრივი მოვალეობის მოთხოვნათა ფარგლებში ფლობს ინგლისურ ენას.“

 

                6. მე-8 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა)„1.მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას სააგენტოს უფლება აქვს გასცეს სათანადო დიპლომის არმქონე მეზღვაურის განსაზღვრული ვადით თანამდებობაზე დანიშვნის ნებართვა, თუ მისი კვალიფიკაცია აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს.“

ბ)„3.საშეღავათო ნებართვებს გემის კაპიტნისა და უფროსი მექანიკოსის თანამდებების დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ მეზღვაურის სიკვდილის, ავადმყოფობის ან/და დაშავების შემთხვევაში, აგრეთვე სხვა გაუთვალისწინებელი გარემოებების წარმოქმნისას, არა უმეტეს ერთი თვის ვადით.“

გ)„4. საშეღავათო ნებართვებს რადიოსპეციალისტისა და რადიოტელეფონისტის თანამდებობეის დასაკავებლად სააგენტო გასცემს მხოლოდ რადიოკავშირის რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.“

 

  1. 7.მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სააგენტო აწარმოებს დიპლომისა და მოწმობის მქონე მეზღაურთა რეგისტრაციას“.

  1. 8.მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სააგენტო ადგენს რიგითი შემადგენლობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს.“

 

  1. 9.მე-16 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“

 

  1. 10.მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რადიოკავშირის სფეროში პროფესიული გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

 

  1. 11.მე-18 მუხლის:

                ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით:

                „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

                ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით:

„2. კაპიტნის უფროს თანაშემწეს, რომელიც მუშაობს 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემის კაპიტნის უფროს თანაშემწედ მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“.

 

                12.მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

 

                13. მე-20 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „გ) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის აღიარებული კურსის ცოდნით და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

 

                14. 21-ე მუხლის:

ა) პირველი პუქტის „ბ“ ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ბ) აღნიშნული ტიპის გემზე მუშაობისათვის საჭირო პროფესიული ცოდნით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;“

                ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.კაპიტანს, რომელიც მუშაობს სანაპირო ნაოსნობის გარეთ მცურავ 500-ზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე და ასრულებს საერთაშორისო რეისებს, უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 500-დან 3000-მდე საერთო ტევადობის გემზე კაპიტნად მუშაობის შესაბამისი დიპლომი.“

 

                15. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

 

                16. 23-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „გ) ავადმყოფის მოვლის აღიარებული კურსის ცოდნითა და გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით.“

 

                17. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სავახტო მექანიკოსს 750 კვტ-ზე ნაკლები სიმზლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემზე შეუძლია დაიკავოს თანამდებობა მეორე მექანიკოსის თანამდებობამდე, ხოლო იმავე გემზე მეორე მექანიკოსის თანამდებობის დასაკავებლად უნდა ჰქონდეს სააგენტოს მიერ აღიარებული 750 კვტ და მეტი სიმძლავრის მთავარი ძალოვანი დანადგარის მქონე გემის სავახტო მექანიკოსის დიპლომი.“

                18. 28-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თეორიული ცოდნით, გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“

 

                19.29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) თეორიული ცოდნით და გემის მექანიზმების ექსპლუატაციისა და მომსახურების გამოცდილებით აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს, რაც დასტურდება სათანადო მოწმობით;“

 

                20. 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „1. რადიოკავშირზე პასუხისმგებელ ოპერატორს ან გემზე რადიოკავშირის განმახორციელებელ პირს, რომელსაც მოეთხოვება GMDშშ-ში მონაწილეობა, უნდა ჰქონდეს სათანადო დიპლომი ან სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი.

2. ოპერატორი უნდა იყოს არანაკლებ 18 წლისა და ჯანმრთელობით, განსაკუთრებით მხედველობის, სმენისა და მეტყველების მდგომარეობით, უნდა აკმაყოფილებდეს სააგენტოს მოთხოვნებს.

 

                21. 33-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის შესაბამისად გაცემული დიპლომი;“

 

                22. 34-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გემის რადიოელექტრონული მოწყობილობის პირველი კლასის ოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია რადიოკავშირზე, მის შეკეთებასა და მომსახურებაზე, ვალდებულია ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოღხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი.“

 

                23. 35-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „ა) ჰქონდეს სააგენტოს მიერ რადიოკავშირის რეგლამენტის და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად გაცემული დიპლომი;“

 

                24. 37-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

   მუხლი 37. მოწმობები

1. სააგენტოს მიერ აღიარებულია შემდეგი მოწმობები:

ა) სავალი ნავიგაციის ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მატროსი) მოწმობა;

ბ) სავალ სამანქანო ვახტზე მდგომი რიგითი შემადგენლობის პირის (I კლასის მოტორისტი) მოწმობა;

გ) მტუმბავი მემანქანის (დონკერმანის) მოწმობა;

დ) ავტომატიზებული რადიოლოკაციური სისტემისა და რადიო-ლოკაციური წვრთნის სპეციალისტის მოწმობა;

ე) გემზე ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალისტის მოწმობა;

ვ) გემზე სამაშველო კანჯოებისა და ტივების სპეციალისტის მოწმობა;

ზ) ავადმყოფის მოვლის კომპეტენტურობის მოწმობა;

თ) პირველი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა;

ი) პირველადი ელემენტარული სამედიცინო დახმარების აღმოჩენის კომპეტენტურობის მოწმობა;

კ) საშიში ტვირთების გადამზიდზე მუშაობის მოწმობა;

ლ) ნავთობმზიდზე მუშაობის მოწმობა;

მ) ქიმიურ ნივთიერებათმზიდზე მუშაობის მოწმობა;

ნ) ადრეული ნავთობით ტანკების რეცხვის სისტემასთან მუშაობის მოწმობა;

ო) ინერტული აირის სისტემასთან მუშაობის მოწმობა.

2. მოწმობების გაცემის წესს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრავს სააგენტო.

3. დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი მოწმობების გაერთიანება სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმით.“.

 

                25. 39-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „1. დიპლომის მისაღებად კანდიდატის ცოდნა მოწმდება გამოცდების ჩაბარებით და სააგენტოს მიერ აღიარებულინ შემოწმების გავლით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.“

                2. კანდიდატის ცოდნას ამოწმებს სააგენტოს მუდმივმოქმედი სახელმწიფო საზღვაო საკვალიფიკაციო კომისია, რომელსაც ნიშნავს სააგენტო.“

 

                26. მე-40 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. კანდიდატის ცოდნის შემოწმების შედეგებზე დგება ოქმი, რომლის ფორმას ამტკიცებს სააგენტო და რომელიც წარმოადგენს საფუძველს შესაბამისი დიპლომის მისაღებად და თანამდებობის დასაკავებლად.“

                ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               „4. თუ კანდიდატის ცოდნა განმეორებითი შემოწმებისას კვლავ არადამაკმაყოფილებელი იქნება, კომისია სააგენტოს წარუდგენს დასკვნას, რის საფუძველზედაც სააგენტო 1 წლის ვადით აჩერებს დიპლომის მოქმედებას.“

 

                28. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „დიპლომებისა და მოწმობების მისაღებად საჭირო საბუთების ნუსხას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს სააგენტო.“

 

                29. 43-ე მუხლის:

                ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „2. დიპლომის ან მოწმობის მოქმედების ვადის დროებით შეჩერებას „საზღვაო დისციპლინარული წესდების“ შესაბამისად ადგენს:

   ა) სააგენტო;

   ბ) გემის კაპიტანი;

   გ) ნავსადგურის კაპიტანი სააგენტოსტან შეთანხმებით.“

                ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                „4. სააგენტო ყველა სახის დისციპლინარული გადაცდომის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს საზღვაო კოდექსით, დებულებით „საზღვაო ინციდენტების მოკვლევის შესახებ“, „საზღვაო დისციპლინარული წესდებითა“ და ამ კანონით.“.

 

                30. 46-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სააგენტო სპეციალიზებულ საზღვაო სამედიცინო ცენტრთან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციათა გათვალისწინებით ქმნის სამედიცინო კომისიას.“

 

მუხლი 2. 1. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 15 აპრილიდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                   მიხეილ სააკაშვილი

 

დანართი 3

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტებ: „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს   კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

დანართი 4

პროექტი

 

საქართველოს კანონი

ელექტრონული კომუნიკციების შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (N 1514 - Iს) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”1. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში სახელწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადებათა გათვალსწინებით შეიმუშავებს საქართველოს მთავრობა და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                                         მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილები შეტანის თაობაზე”

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 17 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კნონში ცვლილები შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს კანონი

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

მუხლი 1. "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12.2007, მუხ402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–13 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

მუხლი 2. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005,მუხ 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–8 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში.

2. მე– 81    მუხლის მ–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

მუხლი 3. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 09.01.2006, მუხ12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. 1.67–ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.

 

მუხლი 4. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №43, 30.10.1997, გვ.11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 1.მე–7 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

               3. საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით.

 

მუხლი 5. "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 1998წ., მუხ40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–7 მუხლის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ)             საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში;

 

მუხლი 6. "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.1996, გვ.27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე–13 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო).

  1. მე–19 მუხლის 1 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

 

მუხლი 7. "თბილისის ეროვნული პარკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 01.12.2007, მუხ375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებში აღნიშნულ ტერიტორიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

მუხლი 8. "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12. 2005, მუხ404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე–6 მუხლის მე–4 პუნქტის დ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების წერილობითი მიწვევა.

  1. მე–7 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).

 

მუხლი 9. "გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. 1 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით.

     2. მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე დამატებით დადასტურებას.

 

მუხლი 10. "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N.14, 3.06.2003, მუხ90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 182 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 11. "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 1998წ., მუხ58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–5 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

 

მუხლი 12. "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N45, 21.12.2009, მუხ320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–11 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი.

 

მუხლი 13. "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–16 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. აკრედიტაციის განხორციელების მიზნით იქმნება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

 

  1. მე–17 მუხლი 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით.

 

 

  1. მე–19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 19. ცენტრის ანგარიში

"ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის"

  1. 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 23. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი

1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია.

2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.

3. ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების გადახდა ეკისრება ცენტრს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა.

5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.

     5. 30–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოში მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით.

 

მუხლი 14. "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N51, 31.12.2006, მუხ441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე–14 მუხლი მე–2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა;

 

მუხლი 15. "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9.05.1997, გვ.30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის

         დამტკიცებისა და ცვლილების წესი

"საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი

 

განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე."

 

მუხლი 16. "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 200წ., მუხ110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე–3 მუხლის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;

  1. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება

სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში დარღვევა;

ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები

 

მუხლი 17. "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N33, 10.11.2001, მუხ132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის

         საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი

"საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

 

მუხლი 18. "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 22–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით.

 

მუხლი 19. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 11.07.2007, მუხ244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. 25–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე

"ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში."

 

მუხლი 20. "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ"   საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

  1. მე–6 მუხლი ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას;

 

მუხლი 21. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე–3 მუხლი 1 პუნქტის ა.თ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად;

       2. მე–6 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

 

მუხლი 22. "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30(37), მუხ162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

  1. მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

"ამ კანონისა დაგაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირისაქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო".

2. მე–19 მუხლის 1–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.

3. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი.

 

მუხლი 23. "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28, 18.07.2007, მუხ275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე–11 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს.

 

მუხლი 24. "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–3 მუხლის კ) ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები;

2. მე–4 მუხლის 1 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი   განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას.

5. ამ მუხლით, ამ კანონის III თავით და 22-ე–30-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები.

3. 31–ე მუხლის მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური.

 

მუხლი 25. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 85–ე მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.

 

მუხლი 26. "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე–2 მუხლის 23 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს:

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ.

 

მუხლი 27. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–17 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო მშენებლობა და აღმართვა. ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით.

2. 46–ე მუხლის მე–4 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მხოლოდ სამინისტრო.

9. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობის ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ხელს მოაწერს სათანადო აქტს.

3. 74–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.

 

მუხლი 28. "ზოგადი განათლების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო, მაცნე N20, 04.05,2005, მუხ143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 25–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს.

 

მუხლი 29. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                             მიხეილ სააკაშვილი