ოქმი #4

                                              დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისK კომიტეტის სხდომის
                                                                                               ოქმი #4
                                                                                                                       ქ. თბილისი 25 თებერვალი 2011 წ.
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: თ. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, ზ. კიკალეიშვილი, კ.კურდღელაშვილი, რ. მაისურაძე, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა; აპარატის მუშაკები: ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, მ. მეტრეველი, გ. სირაძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, ვ. ქარუმიძე, ი. გაბისონია, თ. ჯაფარიძე; მოწვეულები: ზვიად კუკავა _ პარლამენტის წევრი, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, რუსუდან კემულარია _ ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ნინო ენუქიძე _ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, სერგო ბირკაძე–ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თათული თოდუა _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ /მეორე მოსმენა/ /მომხ. გია ხუროშვილი/ 2. საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. /მეორე მოსმენა/ /მომხ. ზვიად კუკავა/ 3. საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ /მეორე მოსმენა/ /მომხ. ზვიად კუკავა / 4. საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ /პირველი მოსმენა/ /მომხ. თეიმურაზ წურწუმია/ 5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. /პირველი მოსმენა/ /მომხ. გია ხუროშვილი/ 6. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულება (ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)“. /მომხ. სერგო ბირკაძე/ 1. მეორე მოსმენით განიხილეს: მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: ბადაგაძემ, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1 ). 2. მეორე მოსმენით განიხილეს: მოხსენება „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა, ამდენად მის ტექსტში რაიმე სახის ცვლილება არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: ხუროშვილმა, მელაძემ; გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება ( დანართი 2 ) 3. მეორე მოსმენით განიხილეს: მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ. მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 3) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტები (დანართი 4). აზრი გამოთქვეს: თოდუამ, ჩახვაძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5). 4. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. მომხსენებელმა წარმოადგინა გამოთქმული შენიშვნების (დანართი 6) გათვალისწინებით რედაქტირებული კანონპროექტი (დანართი 7). აზრი გამოთქვეს: ხუროშვილმა, ენუქიძემ, მელაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 8) 5. პირველი მოსმენით განიხილეს: მოხსენება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტების (დანართი 9) შესახებ. აზრი გამოთქვეს: ჩახვაძემ, ენუქიძემ, წურწუმიამ, მელაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 10) 6. მოისმინეს: მოხსენება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულება (ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება. ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით 2010 წლის 28 დეკემბერს საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის გაფორმდა ფინანსური ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად სესხის ფინანსური პირობებია: სესხის ოდენობა: 20 მლნ ევრო. ხანგრძლივობა: 17 წელი. შეღავათიანი პერიოდი: 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი: ცვლადი საპროცენტო განაკვეთი (6month Euribin + 0.75%). ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადი: 100,000 ევრო. ვალდებულების გადასახადი: აუთვისებელი სესხის თანხის 0.1%. ხელშეკრულების შესაბამისად სესხის მიმღებია საქართველო, წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს სახით. ფინანსური ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხის გადასესხება მოხდება შპს “ენგურჰესზე” იდენტური ფინანსური პირობებით, რა პირობებითაც მოხდა აღნიშნული თანხის აღება საქართველოს მიერ. პროექტის დასრულება დაგეგმილია 2013 წლის ბოლოსთვის. პროექტი განხორციელდება შპს “ენგურჰესის” მიერ. პროექტით გათვალისწინებულია: ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის დასრულება, რაც მოიცავს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ორი დარჩენილი აგრეგატის (I და ¹V) რეაბილიტაციას; ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის რეაბილიტაცია, რომელიც მდებარეობს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის დინების მიმართულებით; უსაფრთხოების აუცილებელი ზომების განხროციელება გალის წყალსაცავზე და ვარდნილის არხზე. EIB-ის გარდა პროექტი ფინანსდება: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) (20 მილიონი ევროს ოდენობით სესხი) მიერ. შესაბამის ხელშეკრულებას საქართველოს და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელი მოეწერა 2010 წლის 29 ივნისს (შესწორებული და განახლებულ სასესხო ხელშკრულება) და რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 6 ივლისის ¹3387-რს დადგენილებით; და ევროკავშირის (NIF) (5 მილიონი ევროს ოდენობით გრანტი) მიერ. შესაბამის ხელშეკრულებას (დაფინანსების ხელშეკრულება) ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის, წარმოდგენილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხელი მოეწერა 2011 წლის 24 იანვარს. აზრი გამოთქვეს: ენუქიძემ, კიკალეიშვილმა, მელაძემ. გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 12). სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი დანართი 1 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნა კანონპროექტზე „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე” დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შეტანის თაობაზე” და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 2 დ ა ს კ ვ ნ ა კანონპროექტზე „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავას და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 3 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი შენიშვნის ავტორი შენიშვნის შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა 1. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონის ტექსტში ნაცვლად არსებულისა უნდა მიეთითოს „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“. გათვალისწინებულია ასახულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებში 2. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონით გათვალისწინებული უნდა იქნას შეცდომით გადახდილი საფასურის დაბრუნების შესაძლებლობა და დაბრუნების მექანიზმი დარეგულირდეს სააგენტოს თავმჯდომარის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. გათვალისწინებულია ასახულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში და მე-7 პუნქტში. 3. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი გამარტივებული შესყიდვის განსხვავებული მონეტარული ზღვარი უნდა გავრცელდეს თავდაცვასთან, უშიშროებასა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებულ შესყიდვებზე, ისევე როგორც კანონის მოქმედ რედაქციაშია მითითებული და ამ შეზღუდვის ამოღება მიზანშეუწონელია. გათვალისწინებულია ასახულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში. და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტში. 4. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის ცნების შემოღებასთან დაკავშირებით კანონის მე–3 მუხლის პირველი პუნქტის დ1 ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტები – იდენტური, ასევე არაიდენტური, მაგრამ მსგავსი კომპონენტების, ტექნიკური მაჩვენებლების (მახასიათებლების) ან/და ფუნქციების მქონე შესყიდვის ობიექტები, შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნება დგინდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;“ გათვალისწინებულია 5. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონის მე–9 მუხლის 31 პუნქტში ასევე უნდა მიეთითოს, რომ შესყიდვის ხელოვნურ დაყოფად არ ჩაითვლება შემთხვევა, თუ შესყიდვის ცალ–ცალკე პროცედურებით განხორციელება გამოწვეულია გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით ან/და გამართლებულია სახსრების რაციონალური ხარჯვის კუთხით; აღნიშნული გათვალისწინებით, კანონის მე–9 მუხლის მე–3 პუნქტში გამონაკლისის სახით მითითება უნდა გაკეთდეს მე–9 მუხლის 31 პუნქტზე. გათვალისწინებულია 6. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კანონის 101 მუხლის მე–3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) ხორციელდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წლოვანების ან/და პირობების მქონე გარანტიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ან/და საცხებ–საპოხი მასალის სახელმწიფო შესყიდვა.“; გათვალისწინებულია გათვალისწინებულია ასახულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში. 7. საქართველოს მთავრობა კანონის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტის ან საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით შესაძლებელი უნდა იყოს ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში დადგინდეს 200 000 ლარის ან მეტი ღირებულების მქონე შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით შესყიდვის განხორციელება გათვალისწინებულია ასახულ იქნა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პირველი მუხლის მე–5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში. დანართი 4 პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 39, 2010 წლის 19 ივლისი, მუხლი 233) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის მე–3 პუნქტის „ა.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „„ა.კ) „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს1“ ქვეპუნქტი: „ს1) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის და თავდაცვის სამინისტროს სისტემის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 20 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“; 2. მე–2 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა.ი“ და „ა.კ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები: 1. მე–3 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) მომსახურება – შესყიდვის ნებისმიერი ობიექტი, საქონლისა და სამუშაოს გარდა. მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის, ელექტრონული ტენდერის ან კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან და სატენდერო წინადადების ფასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით;“; ბ) „რ“–„ს“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) გამარტივებული ელექტრონული ტენდერი – 200 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვის საშუალება, რომელიც მოიცავს გამარტივებული ელექტრონული ტენდერისათვის ამ კანონითა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით გათვალისწინებულ პროცედურებს. სატენდერო კომისია გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ განცხადებას და სატენდერო დოკუმენტაციას განათავსებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულებამდე არა უგვიანეს 3 დღისა. გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში სატენდერო წინდადებების მიღების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2 დღე; ს) გამარტივებული შესყიდვა – შესყიდვის საშუალება, რომელიც გამოიყენება ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ან 5 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების (საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის, აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის და თავდაცვის სამინისტროს სისტემის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ 50 000 ლარამდე ღირებულების შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების) სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში;“; გ) „შ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ჩ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ჩ) სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფა – შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ერთი საბიუჯეტო წლის განმავლობაში შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტის ერთი დაფინანსების წყაროდან შესყიდვის ხელოვნურად შემცირებული რაოდენობით ან/და მოცულობით განხორციელება ან სხვა რაიმე ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს ამ კანონით და მის შესაბამისად მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მონეტარული ზღვრებისა და სხვა მოთხოვნებისათვის თავის არიდებას.“. 2. მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, შემსყიდველის წერილობითი მომართვის საფუძველზე, ან საკუთარი გადაწყვეტილებით, ინდივიდუალური–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით მოახდინოს შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირება ან/და კლასიფიკატორში ინტეგრირება; ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ნ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ნ) შესყიდვის ხელოვნური დაყოფის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება.“. 3. მე–9 მუხლის: ა) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს 11 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „11. შემსყიდველ ორგანიზაციათა შეთანხმებით შესაძლებელია სახელმწიფო შესყიდვის ერთობლივად განხორციელება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით.“; ბ) მე–3 პუნქტის შემდეგ დაემატოს 31 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „31. შესყიდვის ხელოვნურ დაყოფა გულისხმობს შესყიდვის ერთგვაროვანი ობიექტების შესყიდვის რაოდენობის ან მოცულობის შემცირებას ან/და დაყოფას, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის წინასწარ ცნობილია, რომ იმავე საბიუჯეტო წლის განმავლობაში აუცილებელი გახდება იგივე ან მისი ერთგვაროვანი შესყიდვის ობიექტის დამატებით შესყიდვა და დამატებითი შესყიდვისთვის სახსრები წინასწარ არის გათვალისწინებული იმავე წლის სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში. შესყიდვის ხელოვნურ დაყოფად არ განიხილება შემთხვევა, თუ შესყიდვის დაყოფა გამოწვეულია ობიექტური პირობებით, რომლებიც წინასწარ ვერ იქნებოდა გათვალისწინებული/ცნობილი შემსყიდველი ორგანიზაციისთვის.“. 4. 24–ე მუხლის: ა) 81 პუნქტის შემდეგ დაემატოს 82 პუნქტი შემდეგი რედაქციით: „82. შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავებამდე, სააგენტო უფლებამოსილია ინდივიდუალური–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დამატებით დაარეგულიროს შესყიდვის ხელოვნურად დაყოფასთან დაკავშირებული საკითხები.“; ბ) მე–10 პუნქტის „ბ–დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 2011 წლის 1 აპრილამდე – გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცება; გ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცება; დ) 2011 წლის 1 აპრილამდე – კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების პირობებისა და წესის დამტკიცება;“; გ) მე–10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ე“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით: „ე) 2012 წლის 1 დეკემბრამდე – შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის შემუშავება.“; დ) მე–11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. 2011 წლის 1 აპრილამდე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ერთობლივად უზრუნველყონ ამ კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის (ბრძანების) დამტკიცება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 5 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 24 თებერვლის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 6 საქართველოს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ" გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი შენიშვნის ავტორი შენიშვნის მოკლე შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, საქართველოს მთავრობა კანონპროექტებიდან ამოღებულ იქნას მუხლი 4. "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" გათვალისწინებულია კანონპროექტიდან აღნიშნული მუხლების ამოღება განპირობებულია იმით, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ ითვალისწინებს იგივე კანონების სათანადო მუხლებში ფუნქციონალური ცვლილებების განხორციელებას, სადაც აისახება კომიტეტის მიერ ინიცირებული ცვლილებებიც. კანონპროექტებიდან ამოღებულ იქნას მუხლი 6. "დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებიდან ამოღებულ იქნას მუხლი 8. "გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებიდან ამოღებულ იქნას მუხლი 23. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე გათვალისწინებულია დღევანდელი მდგომარეობით მოქმედი კანონი შეიცავს ე.წ. „მკვდარ“ ნორმებს. ამასთან, საქართველოს მთავრობის მიერ უახლოესს პერიოდში იგეგმება შესაბამისი ახალი კანონპროექტის ინიცირება, რომლითაც წარმოდგენილი იქნება წყლის რესურსების რეგულირების საკითხები და, აქედან გამომდინარე, აღნიშნულ კანონში რედაქციული სახის ცვლილებების განხორციელება აღარ არის მიზანშეწონილი. დანართი 7 საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ მუხლი 1. "საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12.2007, მუხ402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–13 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აკადემიას დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით, გადაწყვეტილებას მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით იღებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მუხლი 2. "ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N15, 19.04.2005,მუხ 101) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–8 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სახელმწიფოს მიერ თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემული ქონება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრული პროცედურების დასრულებიდან 60 დღის განმავლობაში. 2. მე– 81 მუხლის მ–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 651 მუხლის 62 და 63 პუნქტებით განსაზღვრული ქონების ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად რეგისტრაციისა და საკუთრების უფლების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო აცნობებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. მუხლი 3. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 09.01.2006, მუხ12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 67–ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება. მუხლი 4. "ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 1998წ., მუხ40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–7 მუხლის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – ბირთვული და რადიაციული ობიექტების მშენებლობის სფეროში; მუხლი 5. "თბილისის ეროვნული პარკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 01.12.2007, მუხ375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–6 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. ამ მუხლის მე-4 და 41 პუნქტებში აღნიშნულ ტერიტორიებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განკარგავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მუხლი 6. "გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.36) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 1 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობებში გამოყენებულ გამზომ საშუალებებზე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი საქართველოს ფინანსთა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან შეთანხმებით განსაზღვრავს, თუ რომელი საქმიანობა წარმოადგენს გლეხურ, ფერმერულ, ოჯახურ და კუსტარულ საქმიანობას და შესაბამისად არ რეგულირდება ამ კანონით. 2. მე–10 მუხლის მე–5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უფლებამოსილია აღიაროს სხვა ქვეყნების მიერ დამტკიცებული ტიპისა და კონკრეტული გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება. აღიარებული გაზომვის საშუალების ტიპის და გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება არ საჭიროებს რაიმე დამატებით დადასტურებას. მუხლი 7. "იარაღის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N.14, 3.06.2003, მუხ90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 182 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8. "საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 1998წ., მუხ58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–5 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურას და დაგროვების ოდენობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით შეიმუშავებს დეპარტამენტი და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. მუხლი 9. "ოფიციალური სტატისტიკის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N45, 21.12.2009, მუხ320) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–11 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. საბჭოს 3 წევრიდან 1 უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, 1 – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი, ხოლო 1 – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. მუხლი 10. "პროდუქციის და მომსახურების სერტიფიკაციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №22-23, 17.10.1996, გვ.25) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–16 მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. აკრედიტაციის განხორციელების მიზნით იქმნება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო – აკრედიტაციის ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ცენტრის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. ცენტრის დებულებას, სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. 2. მე–17 მუხლი 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ცენტრს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის წარდგინებით. 3. მე–19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 19. ცენტრის ანგარიში "ცენტრი თავისი საქმიანობის შესახებ ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისათვის" 4. 23–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 23. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი 1. ცენტრის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს ამისთვის საჭირო მასალები და ინფორმაცია. 2. ცენტრი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება. 3. ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. აუდიტორის მომსახურებისათვის გადასახდელი თანხების გადახდა ეკისრება ცენტრს. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს ცენტრის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა. 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს ცენტრის გენერალური დირექტორის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი. 5. 30–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საქართველოში მისაღები ტექნიკური რეგლამენტების ნუსხას შეიმუშავებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით. მუხლი 11. "ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N51, 31.12.2006, მუხ441) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–14 მუხლი მე–2 პუნქტის ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს, ეროვნული საინფორმაციო ფონდის დოკუმენტებისა; მუხლი 12. "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №17-18, 9.05.1997, გვ.30) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცებისა და ცვლილების წესი "საარსებო მინიმუმის გაანგარიშების მეთოდიკის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა ხდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატის), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფინანსთა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წინადადებების საფუძველზე." მუხლი 13. "სამშენებლო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N39, 200წ., მუხ110) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–3 მუხლის მ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; 2. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება სამშენებლო საქმიანობის შეწყვეტა ან შეჩერება ხდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის და სამშენებლო საქმიანობის მონაწილეთა მიერ და მისი საფუძველი შეიძლება იყოს: ა) სამშენებლო ნორმების, წესების, სტანდარტებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების უხეში დარღვევა; ბ) ფორსმაჟორული სიტუაციები მუხლი 14. "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N33, 10.11.2001, მუხ132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი "საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. მუხლი 15. "სახანძრო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 22–ე მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 3. ხანძრებისა და მათი შედეგების აღრიცხვის წესს ადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა დაინტერესებულ ორგანოებთან შეთანხმებით. მუხლი 16. "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 11.07.2007, მუხ244) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25–ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 25. ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოება სამუშაო ადგილზე "ტექნოლოგიური პროცესების უსაფრთხოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და ფარგლებში." მუხლი 17. "შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №19-20, 30.05.1998, გვ.19) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–6 მუხლი ვ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედ კომისიასთან შეთანხმებულ საექსპორტო და საიმპორტო კონტროლს დაქვემდებარებული ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ნუსხას; მუხლი 18. "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N22, 18.05.2005, მუხ. 151.) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–3 მუხლი 1 პუნქტის ა.თ) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა.თ) იმ საწარმოს სახსრებით, რომლის აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული საწარმო თავისი საქმიანობის სპეციფიკასთან დაკავშირებული საქონლის ან მომსახურების შესყიდვისას ხელმძღვანელობს საქართველოს მთავრობის მიერ ამ საქონლის ან მომსახურების შესყიდვისათვის დადგენილი სპეციალური წესით, რომლის მოქმედების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 2 წელს. საქართველოს მთავრობის მიერ დასადგენ სპეციალურ წესს შეიმუშავებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო შესაბამისი საწარმოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინადადებათა საფუძველზე. საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალური წესის დაუდგენლობის შემთხვევაში შესყიდვა უნდა განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად; 2. მე–6 მუხლის 1 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით სააგენტოსთან იქმნება სამეთვალყურეო საბჭო 7 წევრის შემადგენლობით (სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ჩათვლით), რომელთაც 4 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს მთავრობა. სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამეთვალყურეო საბჭო კომპლექტდება მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირებისაგან (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლებისაგან. სამეთვალყურეო საბჭო ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე. მუხლი 19. "სტანდარტიზაციის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30(37), მუხ162) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 13. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო "ამ კანონისა და „გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიური საქმიანობის ორგანიზებისა და განხორციელების მიზნით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კანონითა და დებულებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო". 2. მე–19 მუხლის 1–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სააგენტოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგებას ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. 3. სამინისტრო უფლებამოსილია შეამოწმოს სააგენტოს საფინანსო - ეკონომიკური საქმიანობა და მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერება, მიზანშეწონილობა და ეფექტიანობა. 4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი უფლებამოსილია შეაჩეროს ან/და გააუქმოს სააგენტოს ხელმძღვანელის არამართლზომიერი სამართლებრივი აქტი. მუხლი 20. "თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28, 18.07.2007, მუხ275) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–11 მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებულ საქონელზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უშუალოდ ან წარმომადგენლის მეშვეობით გასცემს საქონლის საქართველოში წარმოშობის დამადასტურებელ შესაბამისი ფორმის სერტიფიკატს. მუხლი 21. "ტექნიკური საფრთხის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N20, 19.04.2010, მუხ112) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–3 მუხლის კ) ქვეპუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: კ) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები; 2. მე–4 მუხლის 1 და მე–5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა და ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ობიექტების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას. 5. ამ მუხლით, ამ კანონის III თავით და 22-ე–30-ე მუხლებით გათვალისწინებულ ფუნქციებს და უფლებამოსილებებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დელეგირებულ უფლებამოსილებებს სხვა ობიექტების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ახორციელებენ ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილი ორგანოები. 3. 31–ე მუხლის მე–12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 12. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დასრულებამდე განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი სამსახური. მუხლი 22. "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 10.01.2005, მუხ4) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 85–ე მუხლის 1 და მე–2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა, ასევე ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. მუხლი 23. "სახელმწიფო ვალის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ.9) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე–2 მუხლის 23 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 23. საქართველოს მთავრობისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილ წინადადებას უნდა ერთვოდეს: ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დასკვნები ხელშეკრულების დადების მიზანშეწონილობის შესახებ. მუხლი 24. "წყლის შესახებ" საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–17 მუხლის მე–9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 9. აკრძალულია საქართველოს კონტინენტური შელფის ბუნებრივი რესურსების შესწავლასთან, მოპოვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო ნაგებობებისა და მოწყობილობების ზღვაში უნებართვო მშენებლობა და აღმართვა. ამ საქმიანობის ნებართვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემენ სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. 46–ე მუხლის მე–4 და მე–9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. ამ კანონის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან შეწყვეტის გადაწყვეტილებას იღებენ სამინისტრო და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სამინისტრო ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია სამინისტროსთან შეთანხმებით, ხოლო „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მხოლოდ სამინისტრო. 9. წყალამღები სისტემის ან ამ დანიშნულების ნაგებობის ლიკვიდაცია ან კონსერვაცია დასრულებულად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია ხელს მოაწერს სათანადო აქტს. 3. 74–ე მუხლის მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საქართველოში წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, ასევე თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამგებლობაში მყოფი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. მუხლი 25. "ზოგადი განათლების შესახებ" (საქართველოს საკანონმდებლო, მაცნე N20, 04.05,2005, მუხ143) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 25–ე მუხლის მე–2 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ბ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივებს და მათი შესაბამისი სტანდარტული და გაზრდილი ვაუჩერების ოდენობებს. მუხლი 26. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 8 დ ა ს კ ვ ნ ა „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 24 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და რიგი შესწორებებით მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამარტივებული წესით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 9 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი შენიშვნის ავტორი კანონპროექტი შენიშვნის მოკლე შინაარსი გათვალისწინების მდგომარეობა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი “საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტის 1 მუხლში სიტყვა ადმინისტრაცია შეიცვალოს სიტყვებით „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. “საქართველოს საზღვაო კოდექსის 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 320 ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.”. გათვალისწინებულია „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ კანონპროექტის 1 მუხლის 3 პუნქტში დაკონკრეტდეს სიტყვები დაინტერესებული უწყება. გათვალისწინებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი: 11. მე–19 მუხლის 1 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა. გათვალისწინებულია დანართი10 პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹3, 13.02.2004, მუხ.7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საქართველოს სამინისტროებია: ა) განათლებისა და მეცნიერების; ბ) გარემოს დაცვის; გ) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; დ) ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების; ე) თავდაცვის; ვ) იუსტიციის; ზ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის; თ) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; ი) საგარეო საქმეთა; კ) შინაგან საქმეთა; ლ) სოფლის მეურნეობის; მ) ფინანსთა; ნ) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის. ო) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა პ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის. ჟ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა. მუხლი 2. 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცეს: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცებას. ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში. 3. რეორგანიზებული იქნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი “სატყეო სააგენტო” და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “ნავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტო” და მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგენტო”. 4. საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგენტო” ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “სატყეო სააგენტოს”, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს” უფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში. 5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება: ა. ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის თევზჭერასთან და ნადირობასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ. ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცებას. 6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება: ა) პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხებისა; ბ) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში. 8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს” გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება: ა) მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; ბ) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (სახელმწიფო ტყის ფონდში ფართობის ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა) დაკავშირებულ საკითხებს. 9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში. 10. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: “ბუნებრივი რესურსების სააგენტო” და “სატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა”. 11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “დაცული ტერიტორიების სააგენტო”. 12. სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტოს” ფუნქციები, რომელიც უკავშირდება გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან და სივრცულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს”, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. 13. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” და ,,საგამოძიებო დეპარტამენტი”. 14. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: ,,გარემოს დაცვის ინსპექცია” და ,,საგამოძებო დეპარტამენტი ლიკვიდირებული იქნას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში. 15. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზურნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების: ,,გარემოს დაცვის ინსპექციისა” და ,,საგამოძიებო დეპარტამენტიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება. 16. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაითვალოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების: ,,გარემოს დაცვის ინსპექციისა” და ,,საგამოძიებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მათი ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ. 17. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული იმ ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა, რომლებიც გადაეცა ამავე მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს. 18. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს სსიპ “გარემოს ეროვნული სააგენტო. 19. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვის” მათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 20. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება “ნავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს”, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ,,გარემოს დაცვის ინსპექციის” და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ვიდრე მათი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს. 21. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. მუხლი 3. ეს კანონის ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს ცვლილებები: 1. 591-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულირების ობიექტის მიერ საქმიანობის ადგილის მიხედვით საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებისთვის – გარემოს დაცვის ინსპექციისთვის გარემოს დაცვის სფეროში საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების დადგენილი წესების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.”. 2. 841 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 841. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოების მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება ობიექტის ექსპლუატაციის შეჩერების, აგრეთვე პროდუქციის (ნედლეულის) წარმოება-რეალიზაციის შეჩერების ან აკრძალვის მიზნით გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ დადებული ბეჭდის (ლუქის) განზრახ დაზიანება, – გამოიწვევს დაჯარიმებას ათას ხუთასიდან სამი ათას ხუთას ლარამდე.”. 3. 962 მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 962. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” მიერ დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ნავთობისა და გაზის სექტორში 1. ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” ნორმატიული აქტებით დადგენილ, ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა, –გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე. 4. ამოღებულ იქნას 963 მუხლი 5. 1461 მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარდა) სალონიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გზაზე დაყრის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის უფლებამოსილმა პირმა ადგილზე არ შეადგინა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ან მძღოლს არ შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი დაფიქსირებულია ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე, მაშინ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა დაეკისრება ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს, რომელსაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება გაეგზავნება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით.” 6. 222-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 222. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოები 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ორგანოებს აქვთ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებისა), 89-ე–893, 103-ე-1031, 1461, 151-ე, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება აქვთ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ თანამდებობის პირებს. 3. ამ კოდექსის 1461 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას, თუ ეს სამართალდარღვევა არ საჭიროებს ადმინისტრაციულ გამოკვლევას, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის ის თანამშრომელი, რომელიც უფლებამოსილია შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადგილზე განიხილავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს.” . 7. 2293-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 2293. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტო” ნავთობისა და გაზის სექტორში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” განიხილავს „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის პროცესში ჩადენილ იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 47-ე, 56-ე 57-ე 572, 962, 963 და 1735 მუხლებით.”. 8. 239-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ამ კოდექსის 47-ე–491, 51-ე–512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე–603, 611–792, 82-ე–86-ე, 89-ე–893, 103-ე-1031, 104-ე, 1461, 151-ე, 1582, 1735, 1778 და 1779 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ორგანოები.”. 9. 239-ე მუხლის მე-29 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “29. ამ კოდექსის 912 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილი ორგანო, ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო ორგანო კანონით უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის საფუძველზე.”. 10. 239-ე მუხლის 36-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “36. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების და ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების საქმიანობის სფეროში ჩადენილ, ამ კოდექსის 47-ე, 56-ე, 57-ე 572, 962, 963 და 1735 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს” საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირი.”. 11. 239-ე მუხლის 41-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “41. ამ კოდექსის 582 მუხლით, 86-ე მუხლის მე-4–მე-5 ნაწილებით, აგრეთვე ამ კოდექსის 86-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-4, მე-5 და მე-7–მე-9 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სასაზღვრო ზოლსა და ზონაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოების მიერ გამოვლენის შემთხვევაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებს ადგენენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები (საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ორგანოებთან ერთად)”. 12. 239-ე მუხლის 56-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “56. ამ კოდექსის 1282 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმს ადგენენ შინაგან საქმეთა ორგანოები ან/და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოები.”. 13. 243-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ტყით სარგებლობის ან ნადირობის, თევზჭერის და თევზის მარაგის დაცვის წესების დარღვევისას და ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების შესახებ კანონმდებლობის სხვა დარღვევისას ოქმის შედგენის მიზნით, თუ დარღვევის ადგილზე დამრღვევის ვინაობის დადგენა შეუძლებელია, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ორგანოების უფლებამოსილ პირებს, აგრეთვე პოლიციის მუშაკებს შეუძლიათ ამ სამართალდარღვევათა ჩამდენი პირი (პირები) მიიყვანონ პოლიციაში..” 14. 246-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ვ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის თანამდებობის პირებს – გარემოს დაცვის სფეროში ჩადენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემთხვევაში” 15. 248-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ნივთების გასინჯვა შეიძლება აწარმოონ შინაგან საქმეთა, გასამხედროებული დაცვის, სამოქალაქო ავიაციის ორგანოების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის, საგადასახადო ორგანოების, სასაზღვრო პოლიციის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტროს საამისოდ უფლებამოსილმა თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს საკანონმდებლო აქტებით უშუალოდ გათვალისწინებულ შემთხვევებში – აგრეთვე საამისოდ უფლებამოსილმა სხვა ორგანოების თანამდებობის პირებმა.”. 16. 262-ე მუხლის 21 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “21. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი ორგანოების მიერ ამ კოდექსის 48-ე, 49-ე, 491, 51-ე, 512, 514, 515, 52-ე, 53-ე, 531, 532, 54-ე, 541, 551, 554, 56-ე, 57-ე, 571, 58-ე, 581, 59-ე–603, 611–792, 82-ე–85-ე, 854, 86-ე მუხლებით (გარდა 86-ე მუხლის მე-5 და მე-6 ნაწილებისა), 89-ე–893, 1582 და 1735 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები განიხილება თოთხმეტი დღის ვადაში.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30(37), 1999 წელი, მუხ. 158) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმები განისაზღვრება 5 წელიწადში ერთხელ, დებულებით „გარემოს მდგომარეობის ხარისხობრივი ნორმების შესახებ“, რომელსაც, იმავე კანონის შესაბამისად, შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით”. 2. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობები, სახეობები და ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის N96/62/Eჩ დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიზნით ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზღვრულად დასაშვები ნორმების მნიშვნელობების, სახეობებისა და ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე“. 3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი წარმოადგენს ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობაზე დაკვირვებით მიღებული ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და პროგნოზირების ერთობლიობას. ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგი არის გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების (მონიტორინგის) სისტემის ნაწილი, რომლის ორგანიზების საერთო კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო. ატმოსფერული ჰაერის ფონურ მონიტორინგს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგრამების მოთხოვნათა ფარგლებში ახორციელებს გარემოს დაცვის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის “გარემოს ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.”. 4. მე-20 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეებს და დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებებით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეების მიხედვით განსაკუთრებით დაბინძურებული, მაღალი დაბინძურების, დაბინძურებული და დაბინძურების არმქონე კატეგორიის რეგიონებისათვის ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსების სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ და „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების ინდექსის გამოთვლის წესის დამტკიცების შესახებ“. 5. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნას: 6. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად დადგენილი ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესები, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანებით „ევროგაერთიანების საბჭოს „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასებისა და მართვის შესახებ“ 1996 წლის 27 სექტემბრის N96/62/Eჩ დირექტივის შესაბამისად საქართველოში ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების დონეზე დაკვირვების პუნქტების/სადგურების მინიმალური სტანდარტული რაოდენობის, განლაგებისა და ფუნქციონირების წესების, აგრეთვე დაბინძურების დონის გაზომვის სტანდარტული მეთოდების ჩამონათვალის დამტკიცების თაობაზე.“. 7. 25-ე მუხლი მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი ყველა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებისათვის წესდება ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალი და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ინსტრუქციით „ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებების სახეობათა ჩამონათვალისა და ამ საშუალებებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. 3. საქართველოში რეგისტრირებული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდულ შემოწმებას გადიან ცენტრალიზებული წესით. პერიოდული შემოწმების ჩატარების წესი განისაზღვრება ინსტრუქციით „სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) პერიოდული შემოწმების წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი . 4. საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებები, როგორც საქართველოში რეგისტრირებული, ისე სატრანზიტო, ექვემდებარება კონტროლს სატრანსპორტო საშუალებებიდან გამონაფრქვევში (გამონაბოლქვში) მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე. ავტოსატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობაზე კონტროლის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან (სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით) გაფრქვევის (გამონაბოლქვის) კონტროლის წესის შესახებ“, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 8. 25-ე მუხლი მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “7. ევროკავშირის კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების გათვალისწინებით, ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვები ნორმები განისაზღვრება ევროპის ეკონომიკური გაერთიანების საბჭოს 1970 წლის 20 მარტის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N70/220/EEჩ, 1972 წლის 2 აგვისტოს „სატრანსპორტო საშუალებებში გამოყენებისათვის გამიზნული დიზელის ძრავებიდან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N72/306/EEჩ, 1987 წლის 3 დეკემბრის „დიზელის ძრავებიდან აიროვან დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევების წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N88/77/EEჩ დირექტივებითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1996 წლის 20 დეკემბრის „მოტორიზებულ სატრანსპორტო საშუალებათა და მათი მისაბმელების გზისათვის ვარგისიანობის შემოწმების სფეროში წევრი ქვეყნების კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შესახებ“ N96/96/Eჩ დირექტივით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამ მოთხოვნების საფუძველზე განსაზღვრული ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებით “ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დამაბინძურებელი სხვადასხვა სახეობის სატრანსპორტო და სხვა მოძრავ-მექანიკური საშუალებებიდან გაფრქვევის (გამონაბოლქვის) ევროკავშირის კანონმდებლობით გათვალისწინებული ზღვრულად დასაშვები ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების შესახებ.“. 9. 26-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების, აფეთქების სამუშაოების განხორციელების, ნაყარების განლაგებისა და ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისას, აფეთქების სამუშაოების განხორციელებისას, ნაყარების განლაგებისას და ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. 3. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციის დროს დაცული უნდა იქნეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები. ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ნაგავსაყრელების ექსპლუატაციისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი,”. 10. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდი დგინდება დებულებით „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების გაანგარიშების მეთოდის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 11. 291-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “5. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესი განისაზღვრება დებულებით „ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 12. 292 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 292. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვა და იდენტიფიკაცია . ამ თავით დადგენილი ნორმების შესრულების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოებენ თავიანთ რეგიონებში განთავსებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების აღრიცხვასა და იდენტიფიკაციას დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების იდენტიფიკაცია დაბინძურების მსხვილ და საშუალო სტაციონარულ ობიექტებად ხორციელდება ამ კანონის 291 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შესაბამისად.”. 2. აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალს ყოველწლიურად ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აღრიცხული და იდენტიფიცირებული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტების ჩამონათვალის დადგენის შემდეგ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობის სუბიექტებს წერილობით ატყობინებენ მათ დაქვემდებარებაში არსებული დაბინძურების სტაციონარული ობიექტებისათვის ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 3 თვის ვადაში შესათანხმებლად წარმოდგენის აუცილებლობის თაობაზე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულ ვადაში საქმიანობის სუბიექტი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს მათი კომპეტენციის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის მიხედვით წარუდგენს განცხადებასა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტს და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკურ ანგარიშს. ამ დოკუმენტების შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მათი წარდგენიდან 2 კვირის ვადაში საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოტივირებული წერილობითი უარით უპასუხონ საქმიანობის სუბიექტს.”. 13. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ან/და დროებით შეთანხმებული გაფრქვევის ნორმების პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში უნდა შეუთანხმდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, აგრეთვე მათი კომპეტენციის ფარგლებში – აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამის სამსახურებს დაბინძურების ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობის მიხედვით. ამ შეთანხმებული დოკუმენტების გარეშე აკრძალულია დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევა.”. 14. 35-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “5. გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტების და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესი განისაზღვრება დებულებით „გაფრქვევათა ტერიტორიული კვოტებისა და შემცირების ტერიტორიული კოეფიციენტების გამოთვლისა და დამტკიცების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 15. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. 16. 38-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგისა და ანგარიშგების წარმოების წესი და დოკუმენტაციის ფორმა განისაზღვრება ინსტრუქციით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების წესის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 17. 38-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ყოველწლიურად შეითანხმონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამსახურები ასევე ვალდებულნი არიან საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით და დადგენილ ვადებში წარუდგინონ საქმიანობის სუბიექტის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლები.”. 18. მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.”. 19. 41-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. 20. 42-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდი, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალი და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკა განისაზღვრება დებულებით „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდის, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის დამდგენი სპეციალური გამზომ-საკონტროლო აპარატურის სტანდარტული ჩამონათვალისა და დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ტექნოლოგიური პროცესების მიხედვით ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის საანგარიშო მეთოდიკის შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი”. 21. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 48. ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები 1. კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება დაწესდეს ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნები, რომლებიც განისაზღვრება დებულებით „კურორტებში, კურორტების სანიტარიული დაცვის ზონებში და დაცულ ტერიტორიებზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების შესახებ“, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის შედეგების მიხედვით საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის გასაუმჯობესებელ ღონისძიებათა რეკომენდაციის საფუძველზე შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება მათდამი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ტერიტორიის ნაწილზე ატმოსფერული ჰაერის დაცვის განსაკუთრებული მოთხოვნების გავრცელებისა და დაწესების შესახებ. ამგვარი გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისად აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ნორმატიული აქტით, რომელიც უნდა მოიცავდეს ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელ ნივთიერებათა გაფრქვევის წყაროების ჩამონათვალს, რომლებიდან გაფრქვევაც იზღუდება ან იკრძალება.”. 22. 49-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემცირების მიზნით და ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმები. ამ მოთხოვნების საფუძველზე დადგენილ ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ბრძანებით „ევროკავშირის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის ნორმების საქართველოს ტერიტორიაზე სამოქმედოდ შემოღების თაობაზე.”. 23. 50-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 50. საქმიანობის განხორციელებისას ატმოსფერული ჰაერის დაცვის მოთხოვნები: “1. დაბინძურების სტაციონარული წყაროების აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის წესების შესახებ“, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”. 2. ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს ავარიის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „ავარიის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ავარიული გაფრქვევის შემთხვევაში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“, რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 3. არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების დროს საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია იმოქმედოს არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესაბამისად. არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესები განისაზღვრება ინსტრუქციით „არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის წესების შესახებ“,რომელსაც ერთობლივი ბრძანებით ამტკიცებენ საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.”. 24. 53-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად კლიმატის ცვლილების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. 3. კლიმატის ცვლილებაზე დაკვირვებას, ანალიზს, პროგნოზირებასა და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ატარებს სააგენტო.”. 25. 54-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის 16 სექტემბრის ოქმით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად ოზონდამშლელ ნივთიერებათა მოხმარებიდან ეტაპობრივად ამოღების ეროვნული პროგრამისა და მოქმედებათა გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. 26. 55-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციით საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად გასატარებელ ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. მუხლი 2. კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30.05.1998, გვ. 37) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ჟ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჟ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგენტო”, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “დაცული ტერიტორიების სააგენტო”, საჯარო სამართლის იურიდიული პირი “გარემოს ეროვნული სააგნეტო” როგორც მოსარჩელე ან მოპასუხე–სარჩელებზე გარემოს გაჭუჭყიანებისა და გარემოს დაცვის კანონმდებლობის სხვა დარღვევების შედეგად სახელმწიფოსათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად ბიუჯეტში თანხების გადახდევინების შესახებ;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 1998 წელი, მუხ. 40) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო– რადიოაქტიური ზემოქმედებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ეკოლოგიური უსაფრთხოების, ბირთვული და რადიაციული საქმიანობის სახელმწიფო მართვის, გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის, საგანგებო ბირთვულ და რადიაციულ სიტუაციებში პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვისა და კონტროლის, საგანგებო მოქმედებათა გეგმების დამტკიცების სფეროში; 2. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შენაარსის “ა1” ქვეპუნქტი: “ა1) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო _ გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგის სფეროში;” 3. მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) საქართველოს შინაგან საქმეთა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები – ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის სფეროში, ხოლო ბირთვული ავარიის შემთხვევაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან შეთანხმებით, – დეზაქტივაციისა და კანონით გათვალისწინებულ სხვა სფეროში;” 4. მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 2. სამინისტროს სისტემაში ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მართვის ორგანიზების უშუალო კოორდინაციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახური (შემდგომში –სამსახური) 5. 11-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “9. სალიცენზიო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით. 6. 111 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “7. სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.” 7. 25-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო.” 8. 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ბირთვული და რადიაციული ობიექტების ფიზიკური დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პრეზიდენტს ყოველწლიურად წარედგინება მოხსენება, რომელსაც ერთობლივად ამზადებენ საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს თავდაცვის და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები. 9. 39-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 8. ფიზიკური დაცვის სამსახური საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამუშავებს ფიზიკურ დაცვასთან დაკავშირებულ ექსტრემალურ სიტუაციებში მოქმედებათა გეგმებს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N27/07/2007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.”. 2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ზონირება ამ კანონით განსაზღვრული თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გარემოს დაცვის სამინისტოსთან შეთანხმებით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N41, 30.12.2004, მუხ. 213) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-6 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: “ვ) გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის – წინასწარ, ნადირობის დაწყებამდე, უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით. 2. მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. ამ კანონით განსაზღვრული მოსაკრებლების გადახდის ადმინისტრირება ევალებათ საგადასახადო ორგანოებს, გარდა ლიცენზიის ან/და ნებართვის გაცემამდე წინასწარ გადასახდელი მოსაკრებლისა, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგნეტო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის 291-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 291. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსის გაცემის წესი. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გაიცემა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.”. 2. კანონის 36-ე მუხლის 11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “11. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო სამინისტროს თანხმობით სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით გასცემს არა უმეტეს 10 წლის ვადით, ხოლო არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის უფლებით – არა უმეტეს 49 წლის ვადით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო)””. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და სამუდამოდ გაუქმებას, ტერიტორიულ შემცირებას და დაცვითი კატეგორიის დაქვეითებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, ახდენს საქართველოს პარლამენტი.”. 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) – დაარსებიდან 3 წლის ვადაში.”. 4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. მენეჯმენტის გეგმას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით (ამავე წესით მტკიცდება განახლებული მენეჯმენტის გეგმაც).”. 5. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. დაცული ტერიტორიების კადასტრსა და მისი წარმოების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.”. 6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძვენების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონრტოლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.”. 7. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს: ა) სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე; ბ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება; გ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება; დ) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება; ე) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა; ვ) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.”. 8. მე-18 მუხლის 4 პუნქტის “ე” და “ვ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) შეიმუშაოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების რესურსების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები; ვ) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს;”. 9. 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: “1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.”. 10. 181 მუხლის 2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით: “ბ) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) წინაშე; მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03/12/2007) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებულად მოქმედების საფუძველზე.”. 2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 20. დაცული ტერიტორიების ზონირება ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება ხორციელდება მენეჯმენტის გეგმებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. “ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკონონმდებლო მაცნე 26/12/2007) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების სფეროში უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).”. 2. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით იქმნება შესაბამისი საექსპერტო კომისია.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N33, 31 ივლისი, 1997, გვ.20) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა) დააკისროს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ენერგეტიკის დარგში, მათ შორის, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის დარგებში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, მათი განხორციელების უზრუნველყოფა, ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის შექმნა და მიღება;”. 2. მე-2 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადამცემი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს. გადამცემი ქსელი მოიცავს 110 კილოვოლტზე მაღალი ძაბვის გადამცემ საშუალებებს, მათ შორის, ქვესადგურებს და ელექტროგადამცემ ხაზებს, აგრეთვე იმ 35- და 110-კილოვოლტიან გადამცემ ქსელებს და შესაბამის ქვესადგურებს, რომლებიც საგანგებოდ აღინიშნება გადაცემის ლიცენზიაში და გამოიყენება ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის; სხვა 35- და 110-კილოვოლტიანი ქსელები გამანაწილებელი საშუალებების ნაწილია. ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზების სიას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;”. 3. მე-2 მუხლის “ჩ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ჩ). „სამინისტრო“ - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №51, 31.12.2006, მუხ. 441) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – გელოგიური ფონდისა (გარდა ამ პუნქტის “თ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტებისა) და გარემოს ეროვნული სააგენტოს – ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების ეროვნული ფონდის დოკუმენტებისა;”. 2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის “თ” ქვეპუნქტი: “თ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს – გეოლოგიური ფონდის ის ნაწილი რომელიც შეიცავს წიაღისეულთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის პირველი მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N14, 3.06.2003, მუხ. 97) მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-4 მუხლის “ტ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;” 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 1. გარემოს დაცვის სფეროში სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო კონტროლი; დ) გარემოს მონიტორინგის (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების ერთიანის სისტემის ორგანიზება); ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციები. 3. ამოღებული იქნას კანონის მე-19 მუხლი. 4. ამოღებულ იქნას 57-ე მუხლის პირველი პუნქტი 5. 57-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებას უზრუნველყოფს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში – საგამოძიებო დეპარტამენტი), რომელიც ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.”. 6. 571 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საგამოძიებო დეპარტამენტში იმ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, რომლის ფუნქციაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, განისაზღვრება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით. 2. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 20/05/2010) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის (შემდგომში – ინსპექცია) სამართლებრივ სტატუსს, ძირითად ამოცანებს, უფლებამოსილებებს, ვალდებულებებს, მისი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს და საქმიანობის განხორციელების ძირითად პრინციპებს, აგრეთვე ინსპექციის თანამშრომლის სამართლებრივ სტატუსსა და სოციალური დაცვის გარანტიებს, ინსპექციის კონტროლისადმი დაქვემდებარებული რეგულირების ობიექტების უფლებებსა და მოვალეობებს.”. 2. კანონის მე-3 მუხლის “კ” და “ლ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “კ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; ლ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.”. 3. ამოღებულ იქნეს 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N47, 26.12.2007, მუხ. 404) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა) გარემოზე ზემოქმედების ნებართვა (შემდგომში – ნებართვა) – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, განუსაზღვრელი ვადით მინიჭებული უფლება, რომელიც გაიცემა საქმიანობის განმახორციელებელზე და საქმიანობის დაწყების სამართლებრივი საფუძველია;” 2. კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამინისტროში წარდგენილ დოკუმენტაციაზე სამინისტრო გასცემს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც მტკიცდება გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ასეთ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოში მშენებლობის ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი განცხადება ასევე უნდა აკმაყოფილებდეს ამ კანონის მე-6 და მე-7 მუხლებით, აგრეთვე მე-8 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.”. 3. მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დ) გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე უზრუნველყოს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლების წერილობითი მიწვევა.”. 4. კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმება, რომელიც დეტალურად უნდა ასახავდეს გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს. ოქმს ხელს აწერენ საქმიანობის განმახორციელებელი (ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი) და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები (გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვაზე მათი დასწრების შემთხვევაში).”. 5. მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების შესრულებას აკონტროლებს საქართველოს ენეტგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია (შემდგომში – გარემოს დაცვის ინსპექცია).”. 6. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4. ამ კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ნებართვის გაცემისას ნებართვის პირობებში ასახული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნების შესრულებას ნებართვის გამცემი აკონტროლებს გარემოს დაცვის ინსპექციასთან ერთად.”. 7. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. 2011 წლის 1 სექტემბრმადე გამოცემულ იქნეს მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების შეცვლის საკითხის განმხილველი კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “კ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს;”. 2. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემის, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის იარაღი და საბრძოლო მასალა ინახება ამ დაწესებულებათა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის, საბანკო დაწესებულებებისა და სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფების საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი დგინდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,03/12/2007) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 7. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელიც განსაზღვრავს მღვიმეების კომპლექსის დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციის და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამებს და რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.”. 2. კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს საქართველოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.”. 3. ამოღებული იქნეს კანონის მე-9 და მე-10 მუხლები. 4. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცება.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 20/05/2010). მუხლი 2. ამ კანონის საფუძველზე გამოცემული აქტები ინარჩუნებენ ძალას ვიდრე შესაბამისი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 29-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ბრძანებით „კოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ და ბრძანებით „ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე.”. 2. 30-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, „გარემოს დაცვის შესახებ“ და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”. 3. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით დროებით რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით ”კოლხეთის ეროვნული პარკის კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N15-16, 30.04.1998, გვ. 5) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. სანიტარიული დაცვის ზონების პროექტს ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით და იგი დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს პრეზიდენტს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N43, 2000 წელი, მუხ. 122) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებება: 1. პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ქ. თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების მიწის კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგენტო”.” 2. 21მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ქ. თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან”. 3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისადმი სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს ქ. თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე - საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექცია.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994–1995, ¹¹23–26, მუხ. 504) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის რეგულირების სფეროში ბაზელის კონვენციის მე-2 მუხლითა და ევროგაერთიანების საბჭოს 1993 წლის N 259/93 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13(20), 1999 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის “ა.გ” და “ა.დ “ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა.გ) ბუნებრივი რესურსების სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო, რომელიც ამ კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის რეგულირებას;” ა.დ) ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზია (სარგებლობის ლიცენზია) – “ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ სახელმწიფოს სახელით გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართობზე ინვესტორის მიერ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების ან მოპოვების საქმიანობის უფლებას;”. 2. პირველი მუხლის “ა.მ” და “ა.ნ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა.მ) სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო;” ა.ნ) მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი;”. 3. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “ო” და “პ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ო) ლაბორატორია – საქართველოს ტერიტორიაზე ან მის ფარგლებს გარეთ მოქმედი დაწესებულება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია განახორციელოს ნედლეულის ან ნავთობგაზპროდუქტების გამოცდა (საქმიანობის ლიცენზიის მფლობელის ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ შექმნილი ლაბორატორიის ჩათვლით); “პ) ნავთობის გადამუშავების, ბუნებრივი გაზის დამუშავების, ნავთობის ტრანსპორტირების ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზია (საქმიანობის ლიცენზია) – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის უფლებას, განახორციელოს ნავთობის გადამუშავება, ბუნებრივი გაზის დამუშავება, ნავთობის ტრანსპორტირება ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება;”. 4. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის “რ” და “ს” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “რ) საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი – პირი, რომელზედაც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ გაცემულია საქმიანობის/სარგებლობის ლიცენზია; “ს) განმცხადებელი – პირი, რომელიც ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარუდგენს განაცხადს ლიცენზიის მიღების მიზნით;”. 5. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ნავთობისა და გაზის სფეროს მართვას სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტო.” 6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის დამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ბუნებრივი რესურსების სააგენტო – (შემდგომში – სააგენტო). 7. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.”. 8. ამოღებულ იქნეს მე-8 მუხლის მე-9 პუნქტი. 9. 82 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 82. სააგენტოს ბიუჯეტი სააგენტოს დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები.”. 10. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. თუ ტენდერის ან აუქციონის გამოსაცხადებლად შერჩეულ ფართობზე დაფიქსირებულია სხვა წიაღისეულის საბადოების არსებობაც, სააგენტო საბოლოო გადაწყვეტილებას ტენდერის გამოცხადების შესახებ საჭიროების შემთხვევაში იღებს – სხვა დაინტერესებულ სახელმწიფო უწყებასთან შეთანხმებით.”. 11. 24-ე მუხლის “ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ლ) სააგენტოსათვის ფართობზე ჩატარებული სამუშაოების შედეგებთან ერთად გეოლოგიური და გეოფიზიკური ინფორმაციის წარდგენა, ფართობზე სხვა წიაღისეულის აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტოსათვის წერილობითი ინფორმაციის გადაცემა 30 დღის განმავლობაში.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 92) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 12. ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობა ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვს: ა) შეამოწმოს ნიადაგების ნაყოფიერების მდგომარეობა, ნაყოფიერების ამაღლების საშუალებათა შემოტანის წესების დაცვა, მათი გამოყენების რეგლამენტები და აგროწესები, ასევე ნიადაგებზე აგროტექნიკური, აგროქიმიური, აგროსატყეო, ირიგაციული, ფიტოსანიტარიული, სანიტარიულ-ჰიგიენური ღონისძიებების განხორციელების ვითარება და საქართველოს ნორმატიული აქტების სხვა მოთხოვნათა დაცვა; ბ) შეამოწმოს ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების ამაღლების ღონისძიებათა გატარების მდგომარეობა და ეფექტიანობა; გ) შეამოწმოს ნიადაგების რადიონუკლიდებით, მძიმე მეტალებითა და ტოქსიკური ელემენტებით, ენტომოლოგიური, ჰელმინთოლოგიური, ბაქტერიული და ვირუსული დაბინძურება და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ეფექტიანობა; დ) მიწათმოქმედებისაგან მოითხოვოს აგროქიმიური, აგროსატყეო, მელიორაციული, მცენარეთა დაცვის და სხვა ღონისძიებების შეზღუდვა ან შეწყვეტა, თუ ისინი ზიანს აყენებს გარემოს ან სხვის გამგებლობაში არსებულ მიწებს.”. 2. მე-13 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. დაკვირვება ხორციელდება ნიადაგების ნაყოფიერების შემდეგ კომპონენტებზე: ნიადაგების ქიმიურ მელიორაციაზე, რეკულტივაციაზე, ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის კომპლექსურ ღონისძიებებზე, ნიადაგებში საკვებ ელემენტთა შემცველობაზე, ნიადაგების დაბინძურებაზე, ხარისხობრივ მაჩვენებლებზე, გვალვების, ეროზიისა და სხვა ექსტრემალური მოვლენების გავლენებზე. დაკვირვებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, თავდაცვის, ფინანსთა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული ორგანოებისა და გამომძიებლების (მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებისას) გამართულ საქმიანობას და საკუთრივ მათი მუშაკების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, ტარდება ამ კანონის საფუძველზე, შესაბამისი უწყების ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული წესით.”. 2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “თ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო ქვედანაყოფებსა და გამომძიებლებს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N6, 1998 წელი, მუხ. 45) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ლ) აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოები – საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) აკრძალული და მკაცრად შეზღუდული პესტიციდების მიმოქცევა, რომელთაც სარეგისტრაციო გამოცდების შედეგად ადამიანთა ჯანმრთელობასა და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების მაღალი შესაძლებლობა დაუდგინდათ, ხორციელდება სპეციალური ნებართვის საფუძველზე, ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო მოთხოვნათა დაცვით, წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პრინციპის შესაბამისად, რაზედაც პასუხისმგებელია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად.”. 3. მე-4 მუხლის 2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სოფლის მეურნეობაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ლიკვიდაციის მიზნით, ალტერნატიული საშუალებებისა და მეთოდების უქონლობისას, საშიში მავნებლების, დაავადებებისა და ინფექციების გადამტანი ორგანიზმების წინააღმდეგ აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების დაყოვნების საშიშროებისას, მკაცრად შეზღუდული პესტიციდების შემოტანაზე ნებართვას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გასცემს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.”. 4. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების უსაფრთხო მოხმარების პროცესებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში აწესრიგებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”. 5. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ეფექტიან გამოყენებასა და უსაფრთხო მოხმარებაზე სახელმწიფო კონტროლს და ზედამხედველობას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”. 6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს სპეციალურ დებულებებსა და წესებს საქართველოში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის შესახებ, რომელთაც ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.”. 7. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს არგუმენტირებული დასკვნის საფუძველზე აუქმებს რეგისტრაციას და სახელმწიფო კატალოგიდან იღებს იმ პესტიციდებს, რომელთაც გამოავლინეს ადამიანისა და გარემოსათვის არახელსაყრელი თვისებები (საშიშროება);”. 8. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 13. ბიოლოგიურ პესტიციდებთან დაკავშირებული საქმიანობის ლიცენზირება ბიოლოგიური პესტიციდების წარმოებაზე ლიცენზიას გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო.”. 9. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. პესტიციდების დამამზადებელი უვარგისი ან აკრძალული პესტიციდებისა და მათი ტარის განადგურების მეთოდებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს FAO-ს მითითებების შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.”. 10. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. გამოსაყენებლად უვარგისი პესტიციდებისა და მათი ტარის გაუვნებელყოფასა და განთავსებაზე კონტროლს ახორციელებენ: საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 53) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. არ შეიძლება სახელმწიფო საიდუმლოებას მიეკუთვნოს საქართველოს ნორმატიული აქტები, მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, გარდა საქართველოს თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა, ფინანსთა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის აქტებისა, რომლებიც აწესრიგებს მათ შიდა საქმიანობას თავდაცვის, უშიშროებისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის თვალსაზრისით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ Mმუხლი 1 „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე–2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: თ) რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; 2. 31-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი; 3. 32 -ე მუხლისAპირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ა) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – განცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი; 4. 33-ე მუხლის ,,გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნით, მათ საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება; M მუხლი 2. Eეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე– 15 დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი "საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. "საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994 წ., N 21-22, მუხ.483) 92-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 92. საკონსულო ოლქის ფარგლებში საშიშ დაავადებათა ან სასოფლო-სამეურნეო მცენარეების სავნებელთა გაჩენისას, აგრეთვე პირუტყვისა და ფრინველის მასობრივი დაავადების ან ადამიანისა და ცხოველებისათვის საერთო დაავადებათა გავრცელების შემთხვევაში, კონსული დაუყოვნებლივ ატყობინებს ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და სხვა სათანადო ორგანოებს.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N18, 28.06.2001, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ბ) სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი – საქართველოს კანონმდებლობით მოწესრიგებული სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოთა საქმიანობა, რომლის მიზანია მეწარმის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობისა და მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების შემოწმება, აგრეთვე მეწარმის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, მის საქმიანობაში სამართალდარღვევების გამოვლენა ან შესაბამისი სანქციის დადება. ამ კანონის მიზნებისათვის კონტროლს არ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიის, ნებართვის, სერტიფიკატის გაცემა ან ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, სავაჭრო ქსელში სერტიფიკატის მოთხოვნა და შესაბამისი აქტის შედგენა, გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესრულებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის შემოწმების მიზნით განხორციელებული საქმიანობა, აგრეთვე ნავთობისა და გაზის რესურსებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებითა და ლიცენზიებით გათვალისწინებული საქმიანობა;”. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ე1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ გარემოს დაცვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.”. 3. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “ზ1” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ზ1) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყეო დაწესებულება “ტექნიკური და სამშენებლო ინსპექციის” კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობაზე.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 19.06.2007, მუხ. 205) მე-9 მუხლის “ი” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ი) ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროების შესაბამის სამსახურებთან კანონიერი საქმიანობის განხორციელებაში;”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N43, 30.10.1997, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 4. მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლაზე უფლებამოსილი ორგანო მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო).”. 2. მე-5 და მე–6 მუხლები ამოღებულ იქნას. 3. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3.საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოსაყოფი მიწების სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ საჭიროებას აფასებს საქართველოს მთავრობა.”. 4 მე- 9 მუხლი ამოღებულ იქნას. 5. მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის შემთხვევაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ხარისხის გაუარესებით გამოწვეული ზიანი გაანგარიშდება ამ კანონის N1 დანართში მოცემული თანხების შესაბამისად საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით დამტკიცებული მეთოდიკის მიხედვით.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. “საქართველოს ტყის კოდექსში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში – ბუნებრივი რესურსების სააგენტო), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე – ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“. 2. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.” 3. მე-18 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ამტკიცებს საქართველოს მთავრობა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. 2. საქართველოს მთავრობას სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დამტკიცების შესახებ წინადადებას წარუდგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.” 4. 33-ე მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას სახელმწიფო ტყის ფონდში ანიჭებს სამინისტრო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე იქ სადაც დაშვებულია სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. 5. 39-ე მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდება „ტყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.”. 6. მე-53 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეები „ტყითსარგებლობის წესის“ შესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე: ა) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით; ბ) ხე-ტყის დამზადების ბილეთით; გ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.”. 7. 108-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის სახელმწიფო კონტროლი ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, სსიპ “ბუნებრივი რესურსების სააგენტო” და სსიპ “დაცული ტერიტორიების სააგენტო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39, 19.07.2010, მუხ. 235) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ტყის ფონდის მართვის შესახებ” 2. კანონის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 1. კანონის მიზანი ამ კანონის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირება, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი “ბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომში სააგენტო).”. 3. კანონის მე-3 მუხლის “ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ლ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი – დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც პირს უფლება აქვს, მოიპოვოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრული სახეობისა და რაოდენობის ცხოველთა სამყაროს ობიექტი გარკვეულ ტერიტორიაზე, დადგენილ დროში, დაწესებული საშუალების გამოყენებით.”. 4. ამოღებულ იქნეს კანონის მე-4 მუხლი. 5. კანონის მე-5 და მე-6 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 5. სააგენტოს ძირითადი მიზნები და ამოცანები სატყეო ფონდის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებში: 1. სატყეო ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი მიზნებია: ა) ტყის მოვლა და აღდგენა; ბ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების კომპონენტების მდგრადი გამოყენება. 2. სატყეო ფონდის მართვისას სააგენტოს ძირითადი ამოცანებია: ა) ტყის ფონდის საზღვრების დადგენა-დაზუსტებისათვის ხელის შეწყობა; ბ) ტყის ფონდის მართვა; გ) ტყითსარგებლობის რეგულირება; დ) ტყის მოვლისა და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება; ე) ტყის ფონდის ტერიტორიის კონტროლი. მუხლი 6. სააგენტოს უფლებამოსილებები სატყეო ფონდის მართვისას სააგენტოს უფლებამოსილებებია: ა) ტყის ფონდის მონიტორინგი და მონიტორინგის შედეგად მიღებულ მონაცემთა ბაზის შექმნა; ბ) ტყის მოვლა – აღდგენა და ამ მიზნით მოვლითი ჭრების განხორციელება; გ) ტყის ფონდის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების დროს საგანგებო ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობა; დ) ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ხოლო ხანძრის საფრთხის შემთხვევაში – მის სალიკვიდაციოდ შესაბამისი ზომების მიღება და საფრთხის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება სათანადო ორგანოებისთვის; ე) ხე-ტყის დამზადების ბილეთის გაცემა; ვ) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთის გაცემა; ზ) სალიცენზიო ობიექტის მომზადება; თ) ტყის ფონდის სარგებლობის უფლებით გაცემა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის შედგენა, ტყის დაცვა უკანონო ჭრებისაგან; კ) ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტის გაცემა; ლ) სააგენტოს დებულებისა და სააგენტოს მიზნების შესაბამისად სხვა მომსახურების გაწევა. მ) საშეშე ხე-ტყის დამზადება; ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების საშეშე მერქნით უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მიზნით და ოდენობით.”. 6. მე-7 და მე-8 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 7. სააგენტოს უფროსი სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პრემირ-მინისტრი. მუხლი 8. სააგენტოს სტრუქტურა სააგენტოს დებულებას და სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი.”. 7. ამოღებულ იქნეს კანონის მე-9 მუხლი. 8. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 11. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესუსრსების სამინისტრო შემდგომში (სამინისტრო).”. 9. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. სააგენტოს თანამშრომელს არანორმირებული სამუშაო რეჟიმის პირობებში მუშაობისას დაუწესდება სამსახურში გამოცხადების სხვა რეჟიმი, რომლის წესსა და პირობებს განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი.”. 10. 23-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ 1998–2003 წლებში წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების (შრომის ანაზღაურების, სხვა საქონლისა და მომსახურების, სოციალური უზრუნველყოფის) ნაწილში ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, N198(2898), 5.08.1998) 33-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “საქართველოს საზღვაო კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. “საქართველოს საზღვაო კოდექსის” (პარლამენტის უწყებანი, N25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 320-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 320 ბირთვულ გემს საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში შესვლა შეუძლია მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის ნებართვით. საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და ნავსადგურებში ბირთვული გემის კონტროლს ახორციელებენ ადმინისტრაცია და საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 2(9), 1999 წელი, მუხ. 13) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები 1. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ე) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.”. 2. 35-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. ლიცენზიას საქართველოსა და უცხო ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გასცემს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 5. უცხო ქვეყნის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებსაც საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დართო ნება საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აწარმოონ ცოცხალი რესურსების რეწვა, ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.”. 3. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 58. მიწის მასის ზღვაში ჩაყრა და ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში მიწის მასის ზღვაში ჩაყრა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს და დაინტერესებული უწყებების თანხმობით ხოლო ფსკერული დანალექის ზღვიდან ამოღება საქართველოს საზღვაო სივრცეში შეიძლება განხორციელდეს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანხმობით კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალურად განსაზღვრულ რაიონებში.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, N19-20, 30.05.1998, გვ. 19) მე-8 მუხლის 111 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “111. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ადგენს იმ სახელმწიფოთა ნუსხას, რომლებშიც მოსალოდნელია ბირთვული მასალის ტრანზიტით გადაადგილება და ტრანზიტის ნებართვის გაცემამდე აწვდის მათ შესაბამის ინფორმაციას.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ მუხლი 1. “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 34. გამოძიების ორგანოები 1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ზ) საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.“. 2. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 52. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სპეციალური წოდებები 1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ განსაზღვრული მოსამსახურეებისათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ინსპექტორი, III კლასის ინსპექტორი, II კლასის ინსპექტორი, I კლასის ინსპექტორი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – ინსპექტორი, წამყვანი ინსპექტორი, მთავარი ინსპექტორი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გარემოს დაცვის სახელმწიფო ინსპექტორი, გარემოს დაცვის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი. 2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასრულებენ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ფუნქციებს, წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი. 3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემის შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებას წინ ემატება სამსახურის სახელწოდება.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 03.12.2007, მუხ. 375) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თბილისის ეროვნული პარკის მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.”. 2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით 2011 წლის 31 დეკემბრამდე გამოცემულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.”. 2. 49-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების თითოეული კატეგორიის სამენეჯმენტო გეგმებს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.”. 3. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.” 4. 58-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტორიის ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 2000 წელი, მუხ. 114) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: 1. მე-2 მუხლის “რ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით “რ) სამინისტრო – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;” 2. მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონების საზღვრებს შეიმუშავებს და შესაბამის დაინტერესებულ უწყებებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან შეთანხმებით ამტკიცებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი.“. 4. კანონის IV თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “თავი IV ნაპირდაცვის ღონისძიებანი.”. 5. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამინისტრო ამ კანონით რეგულირებული ურთიერთობების სფეროში: ა) ადგენს სანაპიროს საინჟინრო დაცვის ზონის გენერალურ სქემებს, ნაპირდაცვის ჰიდროტექნიკური ნაგებობების პროექტებს; ბ) ახორციელებს ნაპირდაცვისა და ნაპირაღდგენის სამშენებლო საქმიანობების ორგანიზებას; გ) ახორციელებს მონიტორინგს სანაპიროების საინჟინრო დაცვის ზონებში. 6. კანონის მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2011 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დანართი 11 დარგობრივი ეკონომიკსა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის დ ა ს კ ვ ნ ა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 25 თებერვლის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,”გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ”, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე”, “ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „გეოლოგიური საქმიანობის ლიცენზიის გაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებ” საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე”, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სამხედრო პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს ტყის კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, „შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “თბილისის ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, “თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” და „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”. კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტი, რიგი შესწორებებით, მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე დანართი 12 დ ა ს კ ვ ნ ა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებაზე ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 25 თებერვლის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული ფინანსური ხელშეკრულება (ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის. გიორგი მელაძე კომიტეტის თავმჯდომარე