|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკისK
კომიტეტის სხდომის
ოქმი #5
ქ. თბილისი 25 თებერვალი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ
|
კომიტეტის წევრები:
|
|
თ. წურწუმია ,რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, ზ. კიკალეიშვილი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;
|
|
|
აპარატის მუშაკები:
|
მ. ჯაფარიძე, თ. ჯაფარიძე;
|
|
მოწვეულები:
|
ზვიად კუკავა _ პარლამენტის წევრი
|
დღის წესრიგი
- 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
/მესამე მოსმენა/
/მომხ. ზვიად კუკავა/
- 2.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
/მომხ. გიორგი მელაძე/
- 1.მესამე
მოსმენით განიხილეს:
|
მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზ. კუკავასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების თაობაზე. აღინიშნა, რომ კანონპროექტების განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
კიკალეიშვილმა, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).
|
|
2. განიხილეს:
|
კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის ინფორმაცია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე.
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ წურწუმიამ წარმოადგინა კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი დანართი №2) და დააყენა საკითხი აღნიშნული კანონპროექტის გამარტივებული წესით განხილვის შესახებ.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
დ. ოვაშვილმა კ. ბადაგაძემ, გ. მელაძემ.
|
|
გადაწყვიტეს:
|
1. მიზანშეწონილად ჩაითვალოს «ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს ორგანული კანონის პროექტის გამარტივებული წესით განხილვისათვის ინიცირება.
2. კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომასა და კომიტეტების სხდომებზე, მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ წურწუმია.
3. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კანონპროექტი წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას საკანონმდებლო პროცედურების უმოკლეს ვადაში დასაწყებად.
|
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“
და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 25 თებერვლის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განსახილველად.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
საქართველოს ორგანული კანონი
"ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ"
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N2, 09.01.2006, მუხ12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
- 1.67–ე მუხლის 14 და 15 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
14. ამ მუხლის 12 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წესების შემუშავებამდე ამ კანონის 47-ე მუხლით განსაზღვრული, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა და ქონება (ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, ქუჩები, ხეივნები, სკვერები და ა.შ.) საჯარო რეესტრში თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად დარეგისტრირდეს მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად განკარგვის მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უფლებამოსილია თვითმმართველ ერთეულს მისცეს ამ მუხლის 14 პუნქტით განსაზღვრული ქონების სამინისტროს თანხმობის გარეშე განკარგვის უფლება.
მუხლი 29. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თბილისი,
2011 წლის მარტი.
|