ოქმი #7

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #7

 

. თბილისი                                     9 მარტი 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, კ. ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, კ. კურდღელაშვილი, რ. მაისურაძე, დ. ოვაშვილი, . ჩახვაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

. მერებაშვილი, . ჯაფარიძე, მ. მეტრეველი   თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

გია ხუროშვილი _ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ნინო ენუქიძე _ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე.

 

დღის წესრიგი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზესაქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტდან გამომდინარე კანონპროექტები: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე”, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

/მეორე მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 1.მეორე

მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე”, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ;

 

წარმოდგენილი იქნა კანონპროექების მიმართ გამოთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინებით რედაქტირებული ტექსტები (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ენუქიძემ, მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი   გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                                                               გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                                                          რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 


დანართი 1

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის

ავტორი

კანონპროექტი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი,

 

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი,

 

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი,

 

ევროპასთან ინტეგრაციის   კომიტეტი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

 

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

თბილისის ეროვნული პარკის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიცვალოს გარემოს დაცვის სამინისტროთი

გათვალისწინებულია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი

 

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

კანონპროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

  1. 11.მე–19 მუხლის 1 და მე–6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

                6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობა.

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 


დანართი 2

პროექტი

საქართველოს კანონი

ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N27/07/2007) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედების საფუძველზე.”.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. დაცული ტერიტორიების ზონირება

ამ კანონით განსაზღვრული თითოეული დაცული ტერიტორიის (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელსაც ამტკიცებს გარემოს დაცვის მინისტრი.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                  მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, N003, 27.03.96, გვ. 27) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვას ახორციელებენ, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომშიდაცული ტერიტორიების სააგენტო).”.

2. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. საგანგებო შემთხვევაში (დაცული ეკოსისტემების კატასტროფული და შეუქცევადი რღვევა, ფართო აღდგენითი სამუშაოების აუცილებლობა) დაცული ტერიტორიების დროებით და სამუდამოდ გაუქმებას, ტერიტორიულ შემცირებას და დაცვითი კატეგორიის დაქვეითებას საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარდგინებით,   ახდენს საქართველოს პარლამენტი.”.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზაციას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის დაარსებისას და გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის დაარსების უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც არის დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვის აუცილებლობა) – დაარსებიდან 3 წლის ვადაში.”.

4. მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. მენეჯმენტის გეგმას ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი (ამავე წესით მტკიცდება განახლებული მენეჯმენტის გეგმაც).”.

5. მე-17 მუხლიამოღებული იქნას:

6. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”.

7. მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს:

) სახელმწიფო კონტროლი დაცული ტერიტორიების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვაზე, გარემოს დაცვისა და ბუნებათსარგებლობის კანონმდებლობის და საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნების შესრულებაზე;

) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ღონისძიებათა შემუშავება და მათი განხილვის ორგანიზება;

) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული ნორმატიული და მეთოდური დოკუმენტაციის შემუშავება, შეთანხმება და დამტკიცება;

) გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და სამეცნიერო კვლევის კოორდინირება;

) ფლორისა და ფაუნის ენდემური, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობების რიცხოვნობის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა და კოორდინირება;

) დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო თანამშრომლობის კოორდინირება;   

) დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარდგინებით ტერიტორიული ადმინისტრაციების შექმნა;

) დაცული ტერიტორიების სააგენტოს და ტერიტორიული ადმინისტრაციების დებულებების დამტკიცება.”

8. მე-18 მუხლის 4 პუნქტისდაქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) შეიმუშაოს და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგინოს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმები;

) შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები და დადგენილი წესით წარუდგინოს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს;”.

9. 181 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

“1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.

10. 181 მუხლის 2 პუნქტისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

) იყენებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებს და მათი მიზნობრივად გამოყენებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის (შემდგომშიმინისტრის) წინაშე;

11. მე-19 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. ამ კანონითა და თავისი დებულებით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დაცული ტერიტორიების სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრო გადასცემს შესაბამის ქონებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

12. მე-19 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ამ მუხლის მე-3 პუნქტისდაქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს თანხმობა.”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 03/12/2007) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სხვა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებულად მოქმედების საფუძველზე.”.

2. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 20. დაცული ტერიტორიების ზონირება

ამ კანონით დადგენილი დაცული ტერიტორიების (გარდა სახელმწიფო ნაკრძალისა) ზონირება ხორციელდება მენეჯმენტის გეგმებით, რომლებსაც ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „ იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე,03/12/2007) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. კანონის მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია და ამ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმით, რომელიც განსაზღვრავს მღვიმეების კომპლექსის დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციის და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამებს და რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.

2. კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მართვას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”.

3. ამოღებული იქნეს კანონის მე-9 მუხლი

4. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

მუხლი 10. კონტროლი და ზედამხედველობა იმერეთის მღვიმეების

         დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების

         სფეროში

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.”.

5. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 12. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები

         ნორმატიული აქტები

   საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცება.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი       მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N7, 1998 წელი, მუხ. 51) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 29- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად კოლხეთის ეროვნული პარკის, ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალისა და ქობულეთის აღკვეთილის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი ბრძანებითკოლხეთის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზედა ბრძანებითქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის და აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე.”.

2. 30- მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. კოლხეთის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლსა და ზედამხედველობას თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო, „გარემოს დაცვის შესახებდადაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.”.

3. 51- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კოლხეთის ეროვნული პარკის ამ კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიები დაცული ტერიტორიების ფუნქციონალური დანიშნულების გათვალისწინებით დროებით რეგულირდება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითკოლხეთის ეროვნული პარკის კანონით დადგენილი ტერიტორიის საზღვრების ფარგლებში მოქცეული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამგებლობაში არსებული ტერიტორიების დროებითი რეგულირების წესების დამტკიცების თაობაზე“, რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით წარადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N12, 21.05.2003, მუხ. 68) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 45- მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მართვასდაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო.

2. სხვა სახელმწიფო უწყებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები დაცული ტერიტორიების მართვაში მონაწილეობენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთანდაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან კოორდინირებული მოქმედებების საფუძველზე.”.

2. 49- მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“4. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფართობების, საზღვრებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის საფუძველზე, დაცული ტერიტორიების თითოეული კატეგორიის სამენეჯმენტო გეგმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი.”.

3. 50- მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც მოიცავს განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. დაცულ ტერიტორიებზე საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მას უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა.”

4. 58- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 58. ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენება და დაცვა თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

      

   თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმისა და რეკრეაციული რესურსების გამოყენებისა და დაცვის მიზნით დგინდება ვიზიტორთა დასაშვები ლიმიტი. ვიზიტორთა დასაშვებ ლიმიტს, დაცული ტერიტორიის ეკოლოგიური ტევადობისა და ინფრასტრუქტურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ადგენს საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირიდაცული ტერიტორიების სააგენტო.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                        მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

საქართველოს პარლამენტის ბიუროს

 

 

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 9 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტები: დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე”, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და  მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე