ოქმი #8

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #8

 

. თბილისი                                 10 მარტი, 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

 

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

. მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, რ.მაისურაძე,გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, თ. შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, . ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

გია ხუროშვილი _ მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის წევრი, დიმიტრი ძაგნიძე – იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გვენეტაძე – მონაცემთა გაცვლის სააგენტოს თავჯდომარე, გიორგი ჯოხაძე – მონაცემთა გაცვლის სააგენტო, იურისტი, ნატა გოდერძიშვილი – მონაცემთა გაცვლის სააგენტო, იურისტი, არჩილ ადამია – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, იურიდიული   დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ფუტკარაძე – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, ნინო ენუქიძე – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, პაპუნა პეტრიაშვილი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

 

დღის წესრიგი

 

 

  1. 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მისგან გამომდინარე კანონპროექტები

/მესამე მოსმენა/

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

/მეორე მოსმენა/

/მომხ. ლაშა თორდია/

 

  1. 3.საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგებილი კანონპროექტი „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/მომხ. პაპუნა პეტრიაშვილი/

 

  1. 4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“

/მომხ. დიმიტრი ძაგნიძე/

 

  1. 5.საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.

/მომხ. გია ხუროშვილი/

 

 

 

 

1.  მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტების შესახებ.

 

სხდომაზე წარმოდგენილი იყო კანონპროექტების მიმართ გამთქმული შენიშვნების (დანართი 1) გათვალისწინების რედაქტირებული   ტექსტები (დანართი 2).

 

აზრი გამოთქვეს:

გ. ხუროშვილმა, გ.მელაძემ;

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

2. მეორე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა, ამდენად კანონპროექტების ტექსტებში ცვლილებები არ განხორციელებულა.

 

აზრი გამოთქვეს:

გ. ჩახვაძემ,    გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).

 

3. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა და სათანადო ცვლილებების შეტანა 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციული კლასიფიკაციასა და ბიუჯეტის გადასახდელებში.

 

კერძოდ, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახდელების ნაწილში ცვლილებები ხორციელდება შემდეგი მიმართულებებით:

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გატარებული ცვლილებებიდან გამომდინარე:

განხორციელდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სტრუქტურული რეორგანიზაცია და ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია გადავიდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროში, შესაბამისად ჩამოყალიბდა საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროები. ასევე, რიგი ცვლილებები შევიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების ფუნქციებში.

 

ცვლილებები შევიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროების მომუშავეთა რიცხოვნობაში, კერძოდ:

          _ ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების ფუნქციის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აპარატის მომუშავეთა რიცხვნობა შემცირდა 9 ერთეულით;

          _ სსიპ _ გარემოს ეროვნული სააგენტოს რიგი ფუნქციების (ნაპირსამაგრი ღონისძიებები) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით 24 ერთეულით გაიზარდა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მომუშავეთა რიცხოვნობა;

          _ საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ზემოთაღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მომუშავეთა რიცხოვნობა გაიზარდა 1 075 ერთეულით, ხოლო საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მომუშავეთა რიცხოვნობა შემცირდა 1 231 ერთეულით.

გარდა აღნიშნულისა, კანონს ემატება მუხლი, რომელიც საქართველოს პარლამენტს უფლებას აძლევს, პარლამენტის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონით მისთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში დააფინანსოს დაკრძალვასთან და სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება.

 

აზრი გამოთქვეს:

 

ჯაბუამ, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

 

4. მოისმინეს:

მოხსენება „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის ( დანართი 6) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს: საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას; მათი შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძრითადი პრინციპების მოწესრიგებას; საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღების, გადაცემისა და თავსებადობის ხელშეწყობას ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით. კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების წარმოების სფეროში.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

5. მოისმინეს:

მოხსენება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.

საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 8) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, წესრიგის დამყარების და საწარმოს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების მიზნით, კანონპროექტის მიხედვით, პოლიგრაფიული საწარმო მიერ, რომელიც ფლობს შესაძლებლობას პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი სავალდებულო ხდება, მოიპოვოს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებასთან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ჯაბუამ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9)

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                              გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


დანართი1

 

`საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”

და მისგან გამომდინარე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი

შენიშვნის

ავტორი

კანონპროექტი

შენიშვნის მოკლე შინაარსი

გათვალისწინების

მდგომარეობა

საქრთველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტი

 

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

კანონპროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება შესაბამისად სსიპბუნებრივი რესურსების სააგენტოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალონ სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოსუფლებამონაცვლედ.

გათვალისწინებულია

ინიციატორი შენიშვნას

დაეთანხმა სხდომის პროცესში

საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა თორდია

,,საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მიზანშეწონილია წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე დარეგულირდეს ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის საკითხები.

გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა თორდია

საქართველოს ტყის კოდექსში

ცვლილებების შეტანის შესახებ”

მიზნაშეწონილია ამოღებულ იქნეს მე-18 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, რადგან ტყის საზღვრის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა

გათვალისწინებულია

საქართველოს პარლამენტის წევრი

ლაშა თორდია

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

1. რადგან ტყის საზღვრის დადგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა, მიზანშეწონილია შეტანილი იქნეს ასევე ცვლილებები კანონის პირველი მუხლის   მე-2 პუნქტში   და ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„2. . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.“

 

2. მიზანშეწონილია ამოღებული იქნეს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი.

 

 

3. მიზანშეწონილია შეტანილი იქნეს ასევე ცვლილებები კანონის პირველი მუხლის   მე-4 პუნქტში   და ჩამოყალიბდეს შემდეგ რედაქციით:

„“4. . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირიბუნებრივი რესურსების სააგენტო”.“

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

გათვალისწინებულია

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი

გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

1. კანონპროექტის მე-2 პუნქტში მოცემულია „გარემოს დაცვითი პოლიტიკის სფეროში სამინისტროს კომპეტენციების ჩამონათვალი, თუმცა მოცემული კომპეტენციების ჩამონათვალი არ უკავშირდება მხოლოდ გარემოს დაცვითი პოლიტიკის სფეროს, შესაბამისად მიზანშეწონილია კანონპროექტის მე-2 პუნქტში მოცემული კომპეტენციები დასათაურდეს შემდეგნაირად - „გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:“

 

2. კანონპროექტის მე-2 პუნქტით შემოთავაზებული მე-13 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი მიზანშეწონილია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით - „კომპეტენციის ფარგლებში საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადების კოორდინაცია (MTEF);“, რადგან აღნიშნული დოკუმენტი არ წარმოადგენს მხოლოდ გარემოსდაცვით დოკუმენტს და სამინისტროებმა კოორდინაცია უნდა გაუწიონ აღნიშნული დოკუმენტის მომზადებას თავიანთ სფეროებს მიკუთვნებული საკითხების ფარგლებში.

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 

 

 

 

 

 

 

გათვალისწინებულია

 

 

 


დანართი 2

პროექტი

საქართველოს კანონი

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ¹3, 13.02.2004, მუხ.7) მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. საქართველოს სამინისტროებია:

) განათლებისა და მეცნიერების;

) გარემოს დაცვის;

) ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების;

) ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების;

) თავდაცვის;

) იუსტიციის;

) კულტურისა და ძეგლთა დაცვის;

) ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა;

) საგარეო საქმეთა;

) შინაგან საქმეთა;

) სოფლის მეურნეობის;

) ფინანსთა;

) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის.

) სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა

) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის.

) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა.

 

მუხლი 2.

1. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გადაეცეს:

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს   უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებული პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამისი საკანონმდებლო აქტების შემუშავებას და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცებას.

) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს   უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.  

3. რეორგანიზებული იქნას საჯარო სამართლის იურიდიული პირისატყეო სააგენტოდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებანავთობისა და გაზის ეროვნული სააგენტოდა მათ ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირიბუნებრივი რესურსების სააგენტო”.

4. საჯარო სამართლის იურიდიული პირიბუნებრივი რესურსების სააგენტოჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირისსატყეო სააგენტოს”, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებანავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოსუფლებამონაცვლედ და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

5. საჯარო სამართლის იურიდიულ პირსბუნებრივი რესურსების სააგენტოსგადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება:

. ბუნებრივი რესურსების მართვასთან და სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის თევზჭერასთან და ნადირობასთან დაკავშირებულ საკითხებს;

. ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტებისა და მარაგების დამტკიცებას, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით.

6. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება:

) პესტიციდებთან და აგროქიმიკატებთან დაკავშირებულ საკითხებს, გარდა ნარჩენებთან დაკავშირებული საკითხებს და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) ნიადაგების კონსერვაციასა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესებასთან დაკავშირებულ საკითხებს და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – “საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსგადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი, რომელიც უკავშირდება:

) მიწის მიზნობრიობის შეცვლასთან დაკავშირებულ საკითხებს და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

) სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენასთან, სახელმწიფო ტყის ფონდის გაზრდასთან ან შემცირებასთან (სახელმწიფო ტყის ფონდში ფართობის ჩარიცხვა და ფონდიდან ამორიცხვა) დაკავშირებულ საკითხებს და განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

9. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირისაჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ჩაითვალოს სამინისტროს უფლებამონაცვლედ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ საკითხებში.

10. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიული პირები: “ბუნებრივი რესურსების სააგენტოდასატყეო საბაზისო-სანერგე მეურნეობა”.

11. სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოსფუნქციები, რომელიც უკავშირდება   გეოლოგიურ გარემოში სასარგებლო წიაღისეულის მართვასთან და სივრცულ ინფორმაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირსბუნებრივი რესურსების სააგენტოს”, ხოლო ნაპირდაცვის საკითხებთან დაკავშირებული ფუნქცია გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. შესაბამისად სსიპბუნებრივი რესურსების სააგენტოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ამ პუნატით განსაზღვრულ საკითხებში ჩაითვალონ სსიპგარემოს ეროვნული სააგენტოსუფლებამონაცვლედ.

 

12. საქართველოს ენერგეტიკის და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: ,,გარემოს დაცვის ინსპექციადა ,,საგამოძიებო დეპარტამენტი”.

13. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები: ,,გარემოს დაცვის ინსპექციადა ,,საგამოძებო დეპარტამენტი ლიკვიდირებული იქნას ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში.

14. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უზურნველყოს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების: ,,გარემოს დაცვის ინსპექციისადა ,,საგამოძიებო დეპარტამენტიის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება.

15. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო და საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაითვალონ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების: ,,გარემოს დაცვის ინსპექციისადა ,,საგამოძიებო დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მათი ლიკვიდაციის დასრულების შემდეგ.      

16. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო ჩაითვალოს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს უფლებამონაცვლედ, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული იმ ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა, რომლებიც გადაეცა ამავე მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებებს.

17. საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში გადაეცეს საჯარო სამართლის იურდიული პირიგარემოს ეროვნული სააგენტო და საჯარო სამართლის იურიდიული პირიდაცული ტერიტორიების სააგენტო”.

18. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსათვის და საჯარო სამართლის იურიდიული პირისბუნებრივი რესურსების სააგენტოსათვისმათი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

19. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებანავთობისა და გაზის ეროვნულ სააგენტოს”, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების ,,გარემოს დაცვის ინსპექციისდა სხვა შესაბამისი უწყებების მიერ გამოცემული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, ვიდრე მათი უფლებამონაცვლე უწყებები არ გამოსცემენ ახალ აქტებს.

20. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უზრუნველყოს აუცილებელი საკანონმდებლო აქტების პროექტების მომზადება და კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

მუხლი 3. ეს კანონის ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                   მიხეილ სააკაშვილი                                                      

 

პროექტი

საქართველოს კანონი

,,საჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1 „საჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე–2 მუხლის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) რეგისტრაციანივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით;

2. 31- მუხლის პირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

3. 32 - მუხლისAპირველი პუნქტის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) უძრავ ნივთზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, ასევე მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაციაგანცხადების შეტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

4. 33- მუხლის ,,ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის და საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, აგრეთვე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და შეწყვეტის, სახელმწიფოს და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოთხოვნით, ტყის ფონდის საზღვრის ცვლილებების, მათ საკუთრებაში არსებული მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის რეგისტრაცია, საბანკო გარანტიის წარმოშობის და მასში ცვლილების რეგისტრაცია, როდესაც პრინციპალი არის სახელმწიფო, თვითმმართველი ერთეული ან საქართველოს ეროვნული ბანკი, ასევე მათ საკუთრებაში არსებულ ნივთზე (უფლებაზე) ამონაწერის და საკადასტრო გეგმის მომზადება და სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის მონაწილეობით დადებულ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დადასტურება;

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე– 15 დღეს

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1.საქართველოს ტყის კოდექსში” (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N28(35), 1999 წელი, მუხ. 148) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ტყის ფონდთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფოს სახელით მონაწილეობენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომშისამინისტრო), სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიბუნებრივი რესურსების სააგენტო (შემდგომშიბუნებრივი რესურსების სააგენტო), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომშიდაცული ტერიტორიების სააგენტო), ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზეავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი ორგანოები.“.

2. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. სახელმწიფო ტყის ფონდს, ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის, სახელმწიფო ტყის ფონდის დაცული ტერიტორიების, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე არსებული ტყის ფონდის გარდა, მართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტო.”

3. მე-18 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ამოღებულ იქნეს.

4. 33- მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის უფლებას სახელმწიფო ტყის ფონდში ანიჭებს სამინისტრო, ხოლო დაცულ ტერიტორიებზე იქ სადაც დაშვებულია სპეციალური მიზნით ტყითსარგებლობა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დაინტერესებულ პირებთან შეთანხმებით, საქართველოს კანონმდებლობისა და ამ კოდექსის 31- მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

5. 39- მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე დაცვის განსაკუთრებული რეჟიმის დადგენისა და ამ რეჟიმში ღონისძიებების განხორციელების წესი დგინდებატყითსარგებლობის წესით“, რომელსაც დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.”.

6. მე-53 მუხლის მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“3. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მართვისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ამ კოდექსის 51- მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ტყითსარგებლობის სახეებიტყითსარგებლობის წესისშესაბამისად შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე:

) ტყითსარგებლობის ხელშეკრულებით;

) ხე-ტყის დამზადების ბილეთით;

) ტყის რესურსით სარგებლობის ბილეთით.”.

 

7. 108- მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 108. საქართველოს ტყისა და ტყის კანონმდებლობის დაცვის           სახელმწიფო კონტროლი

ტყეების მდგომარეობის, სახელმწიფო ტყის ფონდის მოვლის, დაცვის, აღდგენისა და გაშენების, აგრეთვე ტყითსარგებლობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაგარემოს დაცვის ინსპექცია, სსიპბუნებრივი რესურსების სააგენტოდა სსიპდაცული ტერიტორიების სააგენტო.”.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებსაქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N43, 2000 წელი, მუხ. 122) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილებება:

1.     პირველი მუხლის 2 - 4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2.     . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდით სარგებლობა დაიშვება მიჩენის მიზნით, ასევე სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭებისას, ხოლო . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდიდან ფართობების ამორიცხვა დაიშვება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3.     ამოღებულ იქნას.

4.     “4. . თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის ფონდისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭება და მისი სპეციალური ტყითსარგებლობისათვის გაცემა დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისათვის (გარდა წიაღის მოპოვებისა), რის შესახებაც გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირიბუნებრივი რესურსების სააგენტო”.

2. 21მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს . თბილისის მერის მიმართვის საფუძველზე, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროსთან”.

3. მე-5 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ამ მუხლით განსაზღვრული ჯგუფებისადმი სხვა ხე-მცენარეების, ბუჩქებისა და ხვიარა მცენარეების მიკუთვნებას ახორციელებს და ამტკიცებს . თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური, ხოლო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე -   საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება გარემოს დაცვის ინსპექცია.”.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                     მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს კანონში

ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, 1-2 (33-34/7), 22 იანვარი, 1997, გვ. 24) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლისქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

) „სამინისტრო“ – საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო;”

2. მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 13. გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში

გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება:

       ) გარემოს დაცვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;

) გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვა;

) საქართველოს ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი მოთხოვნების, რაციონალური ბუნებათსარგებლობის და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნების უზრუნველყოფა;

) ჰიდრომეტეოროლოგიისა და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის მართვის სახელმწიფო პოლიტილის განხორციელება;

) გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის განხორციელება;

) მიწის, წყლის, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი;

) ზღვის დაბინძურების მონიტორინგი;

) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის სანებართვო პირობებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობების მონიტორინგი;

) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეროლოგიური, გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;

) გარემოში ბუნებრივი რადიაციული ფონის მონიტორინგი;

) დაცული ტერიტორიების მართვა;

) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ფლორისა და ფაუნის სახეობების მონიტორინგი;

) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;

) გარემოს მონიტორინგი (გარემოს მდგომარეობაზე დაკვირვების ერთიანის სისტემის ორგანიზება);

) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ფლობა და განახლება;

) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწავდომობის უზრუნველყოფა;

) გარემოსდაცვითი განათლების და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;

) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების შედგენა და გამოქვეყნება;

) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების კოორდინაცია;

) კომპეტენციის ფარგლებში საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტის მომზადების კოორდინაცია (MTEF);

) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;

) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;

) “გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებკონვენციის (IE) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;

) კლიმატის ცვლილების გამომწვევი ქიმიური ნივთიერებების განსაზღვრა და გაფრქვევის მონიტორინგი;

) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;

) გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა განსაზღვრა;

) გადაწყვეტილების მიღება წითელ ნუსხაში შეტანილი სახეობების გარემოდან ამოღების შესახებ.

) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ფუნქციები.

3. ამოღებული იქნას კანონის მე-19 მუხლი.

4. ამოღებულ იქნას 57- მუხლის პირველი პუნქტი

5. 57- მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. გარემოს დაცვის სფეროში გამოვლენილ სისხლის სამართლის დანაშაულებზე რეაგირებას უზრუნველყოფს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასაგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომშისაგამოძიებო დეპარტამენტი), რომელიც ახორციელებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლას, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსების, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონის, საგამოძიებო დეპარტამენტის დებულების და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.”.

6. 571 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“1. საგამოძიებო დეპარტამენტში იმ მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნისა და სამსახურის გავლის წესები, რომლის ფუნქციაა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება ან სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, განისაზღვრება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

2. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურე არის საჯარო მოსამსახურე, რომელზედაც ვრცელდებასაჯარო სამსახურის შესახებსაქართველოს კანონით დადგენილი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები. საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურის დამატებითი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს ადგენს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.”.

 

მუხლი 2.   ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი              მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტსა და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 10 მარტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზედა მისგან გამომდინარე კანონპროექტები: ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სახელმწიფო ქონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,გარემოს დაცვის ინსპექციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, იარაღის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ნავთობისა და გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სახელმწიფო საიდუმლოების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ”, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ”, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, სახელმწიფო ბაჟის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, გარემოს დაცვის შესახებსაქართველოს კანონშიცვლილებების შეტანის თაობაზე”, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებსაქართველს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, ,,საჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ”, "საქართველოს საკონსულო დაწესებულებათა შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, სამხედრო პოლიციის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს ტყის კოდექსშიცვლილებების შეტანის შესახებ”, საჯარო სამართლის იურიდიული პირისსატყეო სააგენტოს შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”, საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, შეიარაღების, სამხედრო ტექნიკისა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის საექსპორტო და საიმპორტო კონტროლის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”,დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები შეტანის თაობაზე”,   „თბილისის ეროვნული პარკის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე”, იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე,თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის, ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე  და „საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებსაქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

 

კომიტეტმა კანონპროექტები მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„ქონების ლეგალიზების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

და

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, ანდრო ალავიძისა   და ჩიორა თაქთაქიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, ანდრო ალავიძისა   და ჩიორა თაქთაქიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ქონების ლეგალიზების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

ამასთან კომიტეტს, წარმოადგენილი კანონპროექტის მიმართ, გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:

 

1. კანონპროექტით კანონს ემატება მე-61 მუხლი - „უძრავი ქონების ლეგალიზების სხვა საფუძვლები“. აღნიშნული მუხლი ეხება მხოლოდ ქ. თბილისის საზღვრებში მდგბარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ლეგალიზებას, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია, შეიცვალოს მუხლის სათაური ან ამ მუხლის მე-2,6,7,8,10, და მე-11 პუნქტებში მიეთითოს - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა;

2. მე-61 მუხლის მე-2 პუნქტით დგინდება ლეგალიზების საფასურის ოდნეობა. მიზანშეწონილია თუ პუნქტის ფორმულირებისას დადგინდება ლეგალიზების საფასური და შემდგომ ლეგალიზების საფასურის ოდენობა;

 

3. მე-61 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად ლეგალიზების საფასური ირიცხება შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. აღნიშნული უნდა აისახოს ასევე „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“;

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

 

 

 

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

`საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიცდიატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი `საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ~ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე~ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 6

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ

 

 

თავი I. ზოგადი დებულებანი

 

მუხლი 1. კანონის მიზანი

ამ კანონის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო სექტორში არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მოსმსახურების და ინფორმაციული სისტემების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შექმნას, ასევე საჯარო სექტორში ინფორმაციის მიღებას, გადაცემას და თავსებადობას ტექნოლგიური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით, მოაწესრიგოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების შექმნის, გამოყენებისა და შეცვლის ძირითადი პრინციპები, მოახდინოს რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურების და ინფორმაციული სისტემების წარმოების წესების სტანდარტიზაცია, და განსაზღვროს სახელმწიფოს ინფორმაციული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემების სფეროში.

 

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მონაცემი – ფაქტებისა და იდეების წარმოდგენა ფორმალიზებული სახით, რომელიც მათ გამოსადეგს ხდის საინფორმაციო პროცესში გადაცემისა და დამუშავებისათვის;

ბ) მონაცემთა დამუშავება – მონაცემთა შეგროვება, ჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, ნახვა, ამოღება, გამოყენება, გადაცემა, კომბინირება, დახურვა, წაშლა ან განადგურება, ან ამგვარი ქმედებების ნებისმიერი ერთობლიობა, ქმედების შესრულებისა თუ გამოყენებული საშუალების მიუხედავად;

გ) მონაცემთა ბაზა – სისტემური ან მეთოდური წესით განლაგებული ნაწარმოებების ან/და სხვა მონაცემებისა და მასალის კრებული, რომელიც ინდივიდუალურად ხელმისაწვდომია ელექტრონული ან სხვა საშუალებებით. ტერმინი არ გულისხმობს კომპიუტერულ პროგრამას, რომელიც გამოიყენება ელექტრონული საშუალებებით ხელმისაწვდომი მონაცემთა ბაზის შექმნისა და გამოყენების დროს;

დ) მონაცემთა ბაზის წარმოება – მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა დამუშავების ჩანაწერების შენახვა, მონაცემთა დაცვა და ამ ქმედებათა საორგანიზაციო ღონისძიებები;

ე) რეესტრის სუბიექტი – ადმინისტრაციული ორგანო, სამედიცინო და ავტორიზებული საგანმანათლებო დაწესებულება, რომელიც განახორციელებს მონაცემთა შექმნას, შეცვლას, განადგურებას ან წაშლას;

ვ) ინფორმაციული სისტემა – საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ამ ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელებულ ქმედებათა ნებისმიერი კომბინაცია, რომელიც ხელს უწყობს მართვას ან/და გადაწყვეტილების მიღებას;

ზ) რეესტრი – საგნების, სახელების, ქმედებების ან სხვა ინფორმაციის ფორმალური ან/და ოფიციალური ჩანაწერი;

თ) მომსახურება – რეესტრის სუბიექტის მიერ შემოთავაზებული მომსახურება (სერვისი), რომლის გამოყენება დაწესებულების ან/და მომხმარებლისათვის მოითხოვს მონაცემთა დამუშავებას;

ი) ბიზნეს–პროცესი - ურთიერთდაკავშირებული საქმიანობის ან ამოცანების სტრუქტურირებული ერთობლიობა, რომლის შედეგად იქმნება გარკვეული პროდუქტი ან მომსახურება კონკრეტული მომხმარებლისათვის ან მომხმარებელთა ჯგუფისათვის;

კ) ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპი – თანაბარი რესურსების პირობებში, ტექნოლოგიის კონკრეტული სახისათვის დაუსაბუთებელი უპირატესობის თავიდან აცილება.

 

 

თავი II. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

 

მუხლი 3. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი

1. ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი წარმოადგენს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზების, რეესტრების, საინფორმაციო სისტემებისა და მომსახურების ერთიან კატალოგს, რომლის მიზანია საქართველოს საჯარო სექტორში არსებული საინფორმაციო რესურსების აღწერა, ინფორმაციასთან მუშაობის ერთიანი სტანდარტების დადგენა, საინფორმაციო სისტემების კოორდინაცია და თანმიმდევრული განვითარების ხელშეწყობა, ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის ხელშეწყობა და საჯარო რესურსების ეფექტიანად გამოყენება.

2. ინფორმაციის ერთიან სახელმწიფო რეესტრს აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - მონაცემთა გაცვლის სააგენტო (შემდგომში - მონაცემთა გაცვლის სააგენტო).

3. მონაცემთა გაცვლის სააგენტო კოორდინაციას უწევს რეესტრის სუბიექტთან არსებული რეესტრების, მონაცემთა ბაზების, მომსახურების, და საინფორმაციო სისტემების წარმოების ერთგვაროვანი სტანდარტების დადგენასა და შესრულებას.

4. მონაცემთა გაცვლის სააგენტო რეკომენდაციას უწევს შესაბამის რეესტრის სუბიექტს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების შექმნის, შეცვლის, გამოყენების, განვრცობის, სხვა მონაცემთა ბაზასთან/სისტემასთან კომბინირების, თავსებადობის, გაუქმებისა და სხვა საკითხებზე.

5. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის საქმისწარმოების წესების შეცვლისა და მოდერნიზაციის თაობაზე, რომლებიც ელექტრონული დოკუმენტაციის ბრუნვის გამარტივების მიზანს ემსახურება.

6. მონაცემთა გაცვლის სააგენტო შეიმუშავებს და წარადგენს რეკომენდაციებს რეესტრის სუბიექტის მიერ მომსახურების შექმნის, გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის თაობაზე.

 

მუხლი 4. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემისა და მომსახურების შექმნის შეტყობინების ვალდებულება

1. რეესტრის სუბიექტი ვალდებულია მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების შექმნიდან არაუგვიანეს 30 დღის განმავლობაში ამის თაობაზე წერილობით აცნობოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება თანაბრად ვრცელდება ნებისმიერ მნიშვნელოვან ცვლილებაზე მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოებაში, რომელიც გავლენას ახდენს ამ კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ რომელიმე პარამეტრზე.

 

მუხლი 5. მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის მისაწოდებელი ინფორმაცია

                1. რეესტრის სუბიექტის ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი ცნობა უნდა შეიცავდეს, როგორც მინიმუმ, შემდეგ ინფორმაციას:

ა) მონაცემები მონაცემთა მფლობელის შესახებ, კერძოდ: საკონტაქტო ინფორმაცია, ინფორმაცია შესაბამისი პერსონალის შესახებ, ძირითადი საქმიანობის აღწერილობა;

ბ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების აღწერილობა, მასში მოთავსებული მონაცემების ზოგადი აღწერილობა, ტექნიკური პარამეტრების აღწერილობა;

გ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოების მიზანი;

დ) საქმისწაროების წესი, რომელიც მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოებისათვის გამოიყენება, ინფორმაციის დამუშავების ბიზნეს–პროცესი, ინფორმაციის მიმართ გამოყენებადი ტექნიკური სტანდარტები და სხვა ინფორმაცია, რომელიც აღწერს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოების პროცესს;

ე) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების მოქმედებისათვის გამოყოფილი აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა;

ვ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების ადმინისტრატორის პირადი მონაცემები;

ზ) მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების ფარგლებში ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელი პირის/ორგანოს მონაცემები;

თ) მონაცემთა დაცვის უზრუნველყოფის ზომები.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის გადაცემის პროცედურებს, ტექნიკურ სტანდარტებს, ფორმატს და მიწოდების გზებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

 

მუხლი 6. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების განვრცობა ან კომბინირება

1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, საინფორმაციო სისტემა ან მომსახურება შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, საინფორმაციო სისტემასთან ან მომსახურებასათან, თუ:

ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ მისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად განხორციელებისათვის;

ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის შესრულება, რომლის სათანადო განხორციელებისათვის აუცილებელია განვრცობა ან კომბინირება.

2. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება მონაცემთა გაცვლის სააგენტოს.

3. ამ მუხლის მე–2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და შეტყობინებასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

 

მუხლი 7. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა

1. რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების გაუქმება, განადგურება, არქივირება და გადაცემა ხდება მონაცემთა გაცვლის სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების გაუქმებასთან, განადგურებასთან, არქივირებასა და გადაცემასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს მონაცემთა გაცვლის სააგენტო.

 

მუხლი 8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა

1. მონაცემთა გაცვლის სააგენტო/ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრი არ ახდენს მისთვის მიწოდებული ინფორმაციის შინაარსის გარჩევას, დამუშავებას ან შეცვლას რაიმე ფორმით და ინარჩნუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს.

2. მონაცემთა გაცვლის სააგენტო არ არის პასუხისმგებელი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ვალდებულებების შესრულებაზე იმ ფუნქციების განხორციელების ფარგლებში, რომელიც გულისხმობს რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზებში, რეესტრებში ან საინფორმაციო სისტემებში არსებული პერსონალური მონაცემების მისაწვდმობას ამ კანონით დადგენილი ფუნქციების შესრულებისათვის.

 

მუხლი 9. ამ კანონის დებულებათა შესრულების მექანიზმები

1. მონაცემთა გაცვლის სააგენტოს ამ კანონით დადგენილი რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად უფლება აქვს უარი განაცხადოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების შექმნის, ცვლილების, განვრცობის, კომბინირების ან გაუქმების რეგისტრაციაზე, თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების წარმოება ან მასში მონაცემთა დამუშავება არ შეესაბამება სააგენტოს მიერ დადგენილ ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს, და წარუდგინოს ხარვეზის აღმოფხრვის რეკომენდაციები შეტყობინების მიმწოდებელ რეესტრის სუბიექტს.

2. რეესტრის სუბიექტის მიერ ამ კანონით დაკისრებული ინფორმირების/შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტო წერილობით გაფრთხილებას უგზავნის შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემაზე პასუხისმგებელ პირს. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში, მონაცემთა გაცვლის სააგენტო წერილობით შეტყობინებას უგზავნის რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს, რომელშიც აღწერება დარღვევის ფაქტი და მისი აღმოფხვრის რეკომენდაციები.

 

 

 

თავი III. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის წარმოებისა და მომსახურების გაწევის ძირითადი პრინციპები

 

მუხლი 10. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო სისტემასა და მომსახურების მონაცემთა დამუშავების პრინციპები

რეესტრის სუბიექტს უფლება აქვს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის წარმოებისა და მომსახურების გაწევის პროცესში შეაგროვოს (დაამუშავოს) მხოლოდ ისეთი მონაცემი, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ნორმატიული აქტით გათვალისწინებული ფუნქციის განსახორციელებლად ან მონაცემთა ამგვარი დამუშავება უშუალოდ გათვალისწინებულია ნორმატიული აქტით.

 

მუხლი 11. მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო სისტემასა და მომსახურებაში მონაცემთა მისაწავდომობა

რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზაში, რეესტრში, საინფორმაციო სისტემასა და მომსახურებაში შენახული (დამუშავებული) მონაცემი საჯარო და ხელმისაწვდომია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მონაცემთან წვდომა ან მისი გამოქვეყნება შეზღუდულია კანონით. 

 

 

თავი IV. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი

 

მუხლი 12. გარდამავალი დებულება

რეესტრის სუბიექტი ვალდებულია ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის მოქმედი მონაცემთა ბაზის, რეესტრის, საინფორმაციო სისტემის ან მომსახურების შესახებ წერილობითი შეტყობინება მიაწოდოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს კანონის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 90 დღის განმავლობაში.

 

მუხლი 13. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                          მიხეილ სააკაშვილი


დანართი 7

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 მარტს, კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ“.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის ზოგადი პრინციპებსა და ძირითად დებულებებს, ამასთან მიიჩნია, რომ იგი საჭიროებს მუხლობრივად დახვეწას და რიგი საკითხების დაზუსტებას.

 

კერძოდ:

  1. 1)კანონპროექტში მრავალჯერადად გამოყენებული ტერმინი „საინფორმაციო სისტემები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ინფორმაციული სისტემები“, როგორც ეს მითითებულია ტერმინთა განმარტებით ნაწილში.
  2. 2)წარმოდგენილი კანონპროექტის პირველი თავის მე–2 მუხლის „ბ“ პუნქტის ბოლო ფრაზა – „ქმედების შესრულებისა თუ გამოყენებული საშუალების მიუხედავად“ – გაუგებარია. ამდენად, უმჯობესია, მოხდეს მითითებულ პუნქტში არსებული ჩანაწერის დაზუსტება.
  3. 3)კანონპროექტის მე–2 თავის მე–8 მუხლის 1–ლი პუნქტის ფრაზა – „ინარჩუნებს ინფორმაციულ ნეიტრალიტეტს“ – საჭიროებს განმარტებას.
  4. 4)კანონპროექტის მე–3 თავის მე–11 მუხლში გამოყენებული ფრაზა „მონაცემთან წვდომა“ ასევე საჭიროებს განმარტებას.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

დანართი 8

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს

კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N13, 12.04.2005, მუხ. 84) შეტანილ იქნეს დამატება და მე–6 მუხლს დაემატოს მე-51 პუნქტი:

 

51. პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც ფლობს შესაძლებლობას პროდუქციაზე დაიტანოს 3 ან/და მეტი დამცავი ნიშანი საჭიროებს სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლებას.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს

კანონში დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთვრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.

 

 

კომიტეტს კანონპროექტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 
modules