ოქმი #9

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკისK

კომიტეტის სხდომის 

ოქმი #9

 

. თბილისი                                 18 მარტი, 2011 .

 

სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე

სხდომას მდივნობდა:           რამაზ ყანჩაველი

 

სხდომას ესწრებოდნენ:

 

კომიტეტის წევრები:

თ. წურწუმია, . მარსაგიშვილი, . ბადაგაძე, . კიკალეიშვილი, დ. ოვაშვილი, გ. ჩახვაძე, რ.მაისურაძე, გ. ჯაბუა;

 

აპარატის მუშაკები:

 

 

 

ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ი. გაბისონია, . სირაძე, თ. შაბაშვილი, . ჯულაყიძე, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;

 

მოწვეულები:

საქართველოს პარლამენტის წევრები: ანდრო ალავიძე, ვახტანგ ბალავაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი,   ლაშა თორდია, ზვიად კუკავა, რუსუდან კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე, სერგო ბირკაძე – ფინანსთაA სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, თათული თოდუა – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საპარლამენტო მდივანი.

 

დღის წესრიგი

 

  1. 1.საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. ლაშა თორდია/

  1. 2.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“

/მესამე მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 3.საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

  1. 4.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ჩიორა თაქთაქიშვილი/

 

  1. 5.საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე/

6. საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ანდრო ალავიძე/

 

7. საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 8.

/პირველი მოსმენა/

/მომხ. ზვიად კუკავა/

 

  1. 9.

/მომხ. ირაკლი დავითიძე/

 

10. საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

/მომხ. ვახტანგ ბალავაძე/

 

  1. 11.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

/მომხ. რუსუდან კემულარია/

 

  1. 12.„საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენის შესახებ.

/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/

 

1.  მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიასა ანდრო ალავიძისა და ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტებს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

თ. წურწუმიამ, გ. მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 1).

 

2. მესამე

მოსმენით

განიხილეს:

 

მოხსენება „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ. აღინიშნა, რომ კანონპროექტის ტექსტს რედაქციული ხასიათის ცვლილებები არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

 

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2 ).

 

3. მეორე

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის მიერ საკანონმდებლო ინიციატიცის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის შესახებ.

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გამოთქმულა. ამდენად, მისი ტექსტის რედაქციას ცვლილებები არ განუცდია.

 

აზრი გამოთქვეს:

 

ჯაბუამ, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).

 

4. მეორე

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“   საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების   შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის, ჩიორა თაქთქიშვილისა და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი   კანონპროექტის (დანართი 4) შესახებ.  

 

აღინიშნა, რომ კანონპროექტის მიზანია ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში კონკურენციის ხელშეწყობა, უახლესი ტექნოლოგიების განვითარების უზრუნველყოფა და ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისიის მიერ გამოყენებული ფინანსური ჯარიმის ადეკვატურობა დარღვევის ხარისხთან.

 

კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამოწურვადი რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია 1 წლით ამ რესურსით სარგებლობისათვის დაწესდეს გადასახდელი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც დადებითად იმოქმედებს და თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებს ავტორიზებულ და არაავტორიზებულ პირებს სახელმწიფოს კუთვნილი ამოწურვადი რესურსებით სარგებლობისას საფასურის დადგენის მიზნით. დამატებით, ამოწურვადი რესურსების ეფექტიანად და ოპტიმალურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, აიკრძალა ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიის გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადიT ან ერთი კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში. კანონპროექტიდან გამომდინარე ზემოთ აღნიშნულ პროცედურებს არეგულირებს კომისია, უფლებამოსილია წილების შეძენისას ან შერწყმისას დაავალდებულოს პირი მოახდინოს წილების შეძენა–გასხვისების კორექტირება.

 

ფინანსური სანქციები სატელეკომუნიკაციო სფეროში კანონდარღვევებისათვის მიბმულია კომპანიის წლიურ შემოსავალზე პროცენტულად: 0,5%, 1%, 3%. ამასთან დადგენილია ჯარიმების ქვედა და ზედა ზღვარი:

I ჯარიმაარანაკლებ 10.000 ლარისა და არაუმეტეს 30.000 ლარისა,

II ჯარიმაარანაკლებ 30.000 ლარისა და არაუმეტეს 90.000 ლარისა,

III ჯარიმაარანაკლებ 60.000 ლარისა და არაუმეტეს 270.000ლარისა.

კანონპროექტის შესაბამისად ფინანსური ჯარიმა უნდა იყოს დარღვევის ადეკვატური და ამავდროულად ეფექტური პრევენციული ზომა. მსხვილი კომპანიები უნდა დაჯარიმდნენ მეტი თანხით, ხოლო მცირე კომპანიების მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ადეკვატური სანქციები.

 

პაკეტის ძირითდ კანონპროექტში ასახული ნოვაციების შესაბამისად ხდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ , „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ და „საქართველოს ადმისტრაციულ სამართლდარღვევათა“ კოდექსი“ კანონების მათთან ჰარმონიზ.

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, წურწუმიამ,  მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).

5. პირველი

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,   „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 6) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენლი წესით.

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის მოქმედი რედაქციითსარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით“. შემოთავაზებული ცვლილებებით, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება მოახდინოს ზემოღსენებული უფლების დელეგირება სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.

,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტით ცვლილება შედის კანოის მე-13 მუხლის (უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა ზოგიერთი უფლებამოსილება) მე-3 პუნქტში. ცვლილების თანახმად პუნქტს ემატება ფუნქციების ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებენ მთავრობის მიერ დადგენილი წესით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირები (კანონის მოქმედი რედაქციით დელეგირება შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე). ეს ფუნქციებია: დასუფთავების, პარკირების და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზება, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობა, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ეს ეხება შემდეგ ტერიტორებს: საქართველოს დედაქალაქსა და ავტონომიური რესპუბლიკების დედაქალაქებში „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული განაშენიანების რეგულირების ზონაები და ბაკურიანისა და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებ, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიას (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა).

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტზე.

 

კანონის მოქმედი რედაქციით (მუხლი 26, პუნქტი 8) „სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი“. კანონპროექტით პრეზიდენტს ენიჭება ასევე, სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დამტკიცების განსხვავებული წესების დადგენის უფლებამოსილება. პროექტით პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების, განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმათველობის ორგანოებზე.

 

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ჯაბუამ, მელაძემ;

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 7).

6.პირველი

   მოსმენით

განიხილეს:

მოხსენება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 8) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების მიზეზი მდგომარეობს იმაში, რომ განხორციელდეს მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ლიბერალიზაცია სამაუწყებლო რეკლამასთან დაკავშირებით და აღნიშნული კანონი შესაბამისობაში იქნას მოყვანილი აუდიოვიზუალური მედია სერვისის 2010/13/EU ევროპულ დირექტივასთან. კერძოდ, მაუწყებლებს შესაძლებლობა მიეცემათ სარეკლამო ჭრა გააკეთონ ახალი ამბების, საზოგადოებრივ პოლიტიკურ, წინასაარჩევნო პროგრამებში ან დოკუმენტურ ფილმებში, რომელთა ხანგრძლივობაც 15 წუთზე მეტია, მაშინ, როდესაც დღეს მოქმედი რედაქციით დადგენილია 30 წუთიანი შეზღუდვა. ამავე დროს 64-ე მუხლის დ) ქვეპუნქტის შესაბამისად, 45 წუთიანი შეზღუდვა მცირდება 30 წუთამდე, რაც იმას გულისხმობს, რომ თუ დღეს მოქმედი რედაქციით იკრძალება იმ მხატვრული ფილმის ან ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა, რომლის ხანგრძლივობაც 45 წუთზე ნაკლებია, შემოთავაზებული ცვლილებით 45 წუთი იცვლება 30 წუთით და   შესაბამისად იკრძალება 30 წუთზე ნაკლები მხატვრული ფილმის, ან ტელეფილმის ან ფილმის სერიის შეწყვეტა.

აზრი გამოთქვეს:

 

თოდუამ, ალავიძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 9).

7. პირველი

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 10) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტი მიზნად ისახავს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის, რომელიც ითვალისწინებს სატენდერო განცხადებისა და საკონკურსო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, ზოგიერთი დებულების ამოქმედების ვადების „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას.

 

კანონპროექტის თანახმად, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონიდან ამოღებულია დებულებები, რომლებიც ითვალისწინებს სატენდერო განცხადებისა და საკონკურსო განცხადების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, რადგანაც, აღნიშნულ საკითხს ახლებურად არეგულირებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომლისგანაც გამომდინარეობს ეს კანონპროექტი.

 

აზრი გამოთქვეს:

თოდუამ,   კუკავამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 11).

8.პირველი

   მოსმენით

   განიხილეს:

მოხსენება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 12) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტი მიზნად ისახავს შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის ტენდერთან და კონკურსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გამოქვეყნების პროცედურების გაიოლებას.

 

კანონპროექტის თანახმად, სატენდერო და საკონკურსო განცხადებების გამოქვეყნებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს მოაწესრიგებს სააგენტო, რაც დღეის მდგომარეობით რამდენიმე ათას შემსყიდველ ორგანიზაციას უწევს, რაც გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან არ არსებობს ერთგვაროვანი პრაქტიკა. აღნიშნული მომსახურებისთვის დაწესდება საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის ერთგვაროვანი და მარტივი წესი დადგინდება სააგენტოს მიერ. აღნიშნული ცვლილებებით მნიშვნელოვნად გამარტივდება სატენდერო და საკონკურსო განცხადებების გამოქვეყნების მექანიზმი.

 

აზრი გამოთქვეს:

კუკავამ,   ალავიძემ, მელაძემ.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 13).

9. მოისმინეს:

მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება.

 

აღინიშნა რომ, შეთანხმების პროექტის მიხედვით ავიასაწარმოებს შესაძლებლობა ეძლევათ დამოუკიდებლად განსაზღვრონ ტარიფები, ტევადობა და სიხშირე, რაც გამომდინარე იქნება საავიაციო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით. საჰაერო მიმოსვლა შესაძლებელი იქნება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ პუნქტებს შორის, საიდანაც ხორციელდება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა.

 

აზრი გამოთქვეს:

მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 14).

10.მოისმინეს:

მოხსენება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 15) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტით სოციალურად ურთიერთდაკავშირებულ მიმდებარე თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა შორის მანძილი 50 კმ-ზე ნაკლებია და როგორც წესი მგზვრთნაკადი დიდია, მგზავრთა ეფექტიანი მომსახურების მიზნით, რეგულარული საავტომობილო/სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება და მართვა განხორციელდება ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ   დადებული   ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, ბალავაძემ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო   გადაწყვეტილება (დანართი 16).

11.მოისმინეს:

მოხსენება   „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის (დანართი 17) შესახებ.

 

აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების მიზანია ქვეყანაში მეტალურგიის და ლითონწარმოების დარგის აღორძინება-განვითარების პირობების შექმნისათვის შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების გატარება, რაც გამოიხატება მთავრობის მხრიდან დარგის მხარდაჭერისა და სტიმულირებისათვის მოქნილი ბერკეტების შექმნაში:

) საგადასახადო კოდექსის 188- მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებით უქმდება შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე დაწესებული აქციზის ფიქსირებული გადასახადი (რომლის ოდენობაც დადგენილი იყო კოდექსით - 120 ლარი ერთ ტონაზე).

) შესაბამისად ამავე პროექტით ხდება შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპორტზე ახალი რეგულაციის შემოღება (კოდექსს ემატება 2261 მუხლი) რაც მდგომარეობს იმაში, რომ შავი და ფერადი ლითონების ექსპორტზე ხდება მომსახურების ტარიფის შემოღება. ამასთან, ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი ასევე განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. ამით საქართველოს მთავრობას მიეცემა შესაძლებლობა იმოქმედოს დარგის საჭიროებიდან გამომდინარე, რაც უფრო ეფექტურს გახდის აღნიშნული დარგის მხარდაჭერისათვის სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს.

 

აზრი გამოთქვეს:

ჩახვაძემ, კემულარიამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 18).

12. მოისმინეს:

მოისმინეს კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი მელაძის ინფორმაცია „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საქართველოს კანონის პროექტზე.

 

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეიმურაზ წურწუმიამ წარმოადგინა კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ (დანართი 19).

აზრი გამოთქვეს:

კიკალეიშვილმა, ჩახვაძემ, ჯაბუამ, მელაძემ.

გადაწყვიტეს:

1.      მიზანშეწონილად ჩაითვალოს „საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“ კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული საქართველოს კანონის პროექტის განხილვისათვის ინიცირება.

 

2.      კანონპროექტზე, საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომასა და კომიტეტების სხდომებზე, მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თეიმურაზ წურწუმია.

 

3.              ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს კანონპროექტი წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს უახლოესს სხდომას საკანონმდებლო პროცედურების დასაწყებად.

 

 

 

 

სხდომის თავმჯდომარე:                              გიორგი მელაძე

 

სხდომის მდივანი:                                   რამაზ ყანჩაველი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 1

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„ქონების ლეგალიზების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

და

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, ანდრო ალავიძისა   და ჩიორა თაქთაქიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ლაშა თორდიას, ანდრო ალავიძისა   და ჩიორა თაქთაქიშვილის  მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ქონების ლეგალიზების შესახებ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 2

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

„საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 3

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

 

ორგანული კანონის პროექტზე

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 4

პროექტი

საქართველოს კანონი

”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 06.06.2005, მუხ. 175) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის ჰ47 პუნქტი:

”ჰ47) ნებართვა – ამ კანონით გათვალისწინებული წესით 1 წლის ვადით მინიჭებული ამოწურვადი რესურსით სარგებლობის უფლება;”

  1. 2.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 48 პუნქტი:

”ჰ48) საოპერაციო აქტივი - არსებითი მნიშვნელობის მატერიალური და არამატერიალური აქტივი, რომლითაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას, მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, ადგილობრივი დაშვების ქსელი, მაგისტრალი, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო საშუალებები და ნაგებობები, საკანალიზაციო არხები, ჭები, ანძები, ბოძები, ასევე ამოწურვადი რესურსით სარგებლობის ლიცენზია, რაც არსებითი მნიშვნელობისაა ავტორიზებული პირის მიერ მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობის მოპოვების თვალსაზრისით;”

  1. 3.მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 49 პუნქტი:

”ჰ48) რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის რესურსის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება - პირების მიერ, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, საქმიანობისათვის რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენება, კომისიის მიერ გაცემული ნებრთვის საფუძველზე.”

  1. 4.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ბ) ამოწურვადი რესურსების მართვა, ეფექტიანად გამოყენების უზრუნველყოფა, ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის უზრუნველყოფისა და კონკურენტუნარიანი გარემოს განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ოპტიმალური განაწილება და ეფექტიანი გადანაწილება, რადიოსიხშირული სპექტრის ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების მოპოვების გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული პირობებისა და წესების დადგენა, ამოწურვადი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა და გაუქმება;

მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის ო) ქვეპუნქტი:

”ო) ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სამართლებრივი რეგულირება”;

  1. 5.მე-11 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის პ) ქვეპუნქტი:

”პ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების მიღება, სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის ადმინისტრატორის ღია კონკურსის წესით გამოვლენა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე მონიტორინგი;”

  1. 6.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ა ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) სრულად და მოთხოვნილ ვადაში მიაწოდოს კომისიას ამ კანონითა და კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებასთან დაკავშირებით მოთხოვნილი ინფორმაცია საკუთარი საქმიანობის თაობაზე, მათ შორის, ფინანსურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია, მისი კონფიდენციალობის მიუხედავად. კომისიამ უნდა დაიცვას კონფიდენციალობა მიწოდებული ინფორმაციისა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად. განზოგადებული ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესახებ, ასევე მონაცემები აბონენტთა რაოდენობის, ტრაფიკის, მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ არ შეიძლება იყოს კონფიდენციალური. ავტორიზებული პირის მიერ არასწორი ან არასრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება ითვლება ინფორმაციის მიუწოდებლობად;

  1. 7.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის გ ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

გ) თავისი საქმიანობის ან/და მომსახურების მოდიფიცირების, ასევე წილის ან აქციების მფლობელთა ცვლილების თაობაზე 7 სამუშაო დღის ვადაში შეატყობინოს კომისიას, რომელსაც აღნიშნული ინფორმაცია შეაქვს ავტორიზებულ პირთა უწყებრივ რეესტრში;

  1. 8.მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის ნ) ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”ნ) სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის მონაცემთა ცენტრალური ბაზის სისტემის გამოყენებითა და საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სააბონენტო ნომრების პორტაბელურობა (ტრანსლირება), კომისიის მიერ დამტკიცებული სააბონენტო ნომრების პორტაბელურობის დებულების შესაბამისად.”

  1. 9.დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-191 მუხლი:

”მუხლი 191. ავტორიზაციის შეჩერება და გაუქმება

1. კომისია უფლებამოსილია შეაჩეროს ავტორიზაცია:

ა) ავტორიზებული პირის მოთხოვნის საფუძველზე, ავტორიზებული პირის მიერ მითითებული ვადით;

ბ) საკუთარი ინიციატივით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ბ.ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას,

ბ.ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას,

ბ.გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

2. ავტორიზაციის შეჩერების შემთხვევაში, დაუშვებელია ავტორიზებული პირის მიერ ავტორიზებადი საქმიანობის განხორციელება, კომისიისათვის საქმიანობის განახლების თაობაზე შეტყობინების გაგზავნის გარეშე;

3. დაუშვებელია ავტორიზაციის გაუქმება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ გაუქმებას ითხოვს თავად ავტორიზებული პირი. ამ შემთხვევაში ავტორიზებული პირის მიერ კომისიის წინაშე შესრულებული უნდა იყოს ყველა კანონისმიერი ვალდებულება;

              4. ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია, კანონით დადგენილი წესით.”

  1. 10. 25-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 25. ავტორიზებულ პირთან შერწყმის, ავტორიზებული პირის წილის, აქციებისა და საოპერაციო აქტივების შეძენის რეგულირება

  1. 1.ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები გამოიყენება:

ა) თუ ხდება ავტორიზებული პირის საოპერაციო აქტივების შეძენა;

ბ) თუ შერწყმის შედეგად ერთიანდება ორი ან მეტი პირი, რომელთაგან ერთ-ერთი ავტორიზებული პირია;

გ) თუ ხდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების შეძენა და თუ წილის ან აქციების შეძენის შედეგად, შემძენი პირის ან/და ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მფლობელობაში ჯამში აღმოჩნდება ავტორიზებული პირის წილის ან აქციების 5% ან მეტი;

       2. ამ კანონის 26-ე და 27-ე მუხლები არ გამოიყენება ავტორიზებული პირების წილის ან აქციების შეძენის შემთხვევაში, თუ შემძენი პირის ან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირთა მიერ ერთობლივად ხორციელდება ავტორიზებული პირის 5%-მდე აქციების ან წილის შეძენა”.

 

   11. 26-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 26. შეტყობინების ვალდებულება და ინფორმაციის გამოთხოვა

1. შერწყმის ან წილის, აქციების, საოპერაციო აქტივების შეძენის განზრახვის შესახებ კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე.

2. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენაც ხდება.

3. შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს შერწყმის ან შეძენის ფორმა. შეტყობინება აგრეთვე უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას ყოველი მონაწილე ავტორიზებული პირისა და მათთან ურთიერთდამოკიდებულებული (აფილირებული) პირების შესახებ:

ა) საფირმო სახელწოდება, საქმიანობის სახე და სარეგისტრაციო მონაცემები;

ბ) შემოსავლები საქართველოში და უცხო ქვეყნის ოპერატორებისთვის გაწეულ მომსახურებაზე;

გ) მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე დაკავებული ფარდობითი წილები, მათი გაანგარიშების ან შეფასების საფუძვლები, თუ შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ყველა ავტორიზებული პირის ჯამური წილი კომისიის მიერ განსაზღვრულ ბაზრის რომელიმე შესაბამის სეგმენტზე 25 პროცენტი ან მეტია;

დ) სხვა ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შემთხვევაში, მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე შეძენილი წილის და საკუთრებაში არსებული მთლიანი წილის მოცულობა;

ე) ინფორმაცია წილისა ან აქციების მფლობელების შესახებ, ავტორიზებულ პირსა და მასთან აფილირებულ პირს შორის ურთიერთობის შესახებ, რაც უნდა მოიცავდეს მონაცემებს მათ შორის კონტროლის განხორციელების შესაძლებლობისა და წილობრივ მონაწილეობ თაობაზე.

4. შეტყობინება არ უნდა შეიცავდეს არასწორ ან არასრულ ინფორმაციას;

5. კომისია ამოწმებს შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ ავტორიზებული პირის შეტყობინებაში მითითებულ, ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნულ მონაცემებს. თუ ავტორიზებული პირის შეტყობინება არ შეიცავს ამ კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოთხოვნილ დოკუმენტს ან ინფორმაციას, კომისია დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად განსაზღვრავს დამატებით ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 15 სამუშაო დღეს;

6. ავტორიზებული პირების შერწყმისას ან მათ მიერ წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენისას, კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შესაფასებლად, კომისია უფლებამოსილია ავტორიზებული პირებისაგან დამატებით გამოითხოვოს ინფორმაცია მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე ავტორიზებული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მათი სამომავლო გეგმების შესახებ, აგრეთვე დამატებითი ინფორმაცია წილისა და აქციების მფლობელთა თაობაზე, სარეგისტრაციო მონაცემები და სხვ.

7. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე ავტორიზებული პირის სრულყოფილი შეტყობინების მიღების შემდგომ განახორციელოს 27-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილებები.

       12. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 27. შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენის გამოკვლევა და შემდგომი რეგულირება

1. კომისია უფლებამოსილია შერწყმის ან შეძენის თაობაზე სრულყოფილი შეტყობინების მიღებიდან 15 დღის ვადაში გასცეს თანხმობა შერწყმის ან შეძენის თაობაზე ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, მიიღოს გადაწყვეტილება შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ; ადმინისტრაციული წარმოების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს;

2. შერწყმის ან შეძენის გამოკვლევა აუცილებელია, შემდეგ გარემოებებისას:

) თუ შერწყმის ან შეძენის შემდგომ საცალო ბაზრის შესაბამის და მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე ჩამოყალიბდება ვერტიკალურად და ჰორიჰონტალურად ინტეგრირებული ეკონომიკური აგენტების სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთკონტროლის განხორციელების საშუალებით შეძლებენ ამ სეგმენტებზე მნიშვნელოვანი საბაზრო უპირატესობების მოპოვებას, შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას და კონკურენციის მნიშვნელოვნად შეზღუდვას;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ერთი ან რამდენიმე ეკონომიკური აგენტი წარმოადგენს ვერტიკალურად ინტეგრირებულ ავტორიზებულ პირს, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას როგორც საცალო, ასევე მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო ბაზრის სეგმენტებზე;

) შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე ინიციატორი ეკონომიკური აგენტი ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას საცალო (საბითუმო) მომსახურების ბაზრის სეგმენტზე და სავარაუდო შერწმა ან მნიშვნელოვანი წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა ხდება იმ ეკონომიკური აგენტის, რომელიც აღმავალი (დაღმავალი) მიმართულებით მჭიდროდ დაკავშირებულ საბითუმო (საცალო) ბაზრის სეგმენტზე ფლობს მნიშვნელოვან საბაზრო უპირატესობას;

3. ბაზრის შესაბამის სეგმენტზე არსებულ კონკურენციაზე შესაძლო გავლენის მოხდენის დადგენის მიზნით, შერწყმის ან შეძენის გამოკვლევის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებამდე შერწყმის ან შეძენის თაობაზე კომისიაში წარმოდეგნილი შეტყობინება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია კონფიდენციალურია;

4. კომისია უფლებამოსილია თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ან საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს, შემდგომ საქმიანობაში ისეთი ქმედებების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის შენარჩუნებას;

                5. კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოთხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივების შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვან დარღვევას;

6. კომისიის თანხმობით განხორციელებული შერწყმის ან შეძენის შედეგად ჩამოყალიბებული მნიშვნელოვნი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირის მიერ მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია მოსთხოვოს შერწყმის შედეგად ჩამოყალიბებულ ავტორიზებულ პირს, საოპერაციო აქტივების შემძენ ავტორიზებულ პირს ან ავტორიზებულ პირს, რომლის წილის ან აქციების შეძენაც მოხდა,   ფუნქციონალური განცალკევება (ფუნქციონალურად გამოყოფილი სტრუქტურული ერთეულების ცალკე იურიდიულ პირად/პირებად გამოყოფა);

7. შერწყმაში ან შეძენაში მონაწილე მხარეები უფლებამოსილი არიან შერწყმის ან შეძენის ნებისმიერ ეტაპზე შესთავაზონ კომისიას საკუთარი წინადადებები მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვანი დარღვევის თავიდან ასაცილებლად;

       13. 43-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე, ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა დაუშვებელია და გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას;

14. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”მუხლი 45. პასუხისმგებლობა

1. ავტორიზებული პირის მიერ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის დადგენილებებითა და გადაწყვეტილებებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების დარღვევის ან/და ლიცენზიის მფლობელის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევი წერილობით გააფრთხილოს, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში – დააკისროს ჯარიმა, რომლის ოდენობაა ავტორიზებული პირის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის (საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ერთობლივი შემოსავალი დღგ-ის გარეშე) 0,5 პროცენტი, მაგრამ არანაკლებ 3000 და არა უმეტეს 30000 ლარისა;

2. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 1 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 9000 და არა უმეტეს 90000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

3. ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და მეორედ დაჯარიმების შემდეგ, მაგრამ პირველი დაჯარიმებიდან 1 წლის განმავლობაში, ყოველი ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევს დააკისროს ჯარიმა ავტორიზებული პირის ან/და ლიცენზიის მფლობელის ბოლო 12 კალენდარული თვის შემოსავლის 3 პროცენტის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 27000 და არა უმეტეს 270000 ლარისა, ან ლიცენზიის მფლობელის მიმართ იმოქმედოს ამ კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად;

4. პირის მიერ სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო დენადი ხასიათის დარღვევის კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვადაში აღმოუფხვრელობის ან ნებართვის მოქმედების განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში, პირს ნებართვა ჩამოერთმევა.

         15. 471-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. არაავტორიზებად პირებს, რომელთა საქმიანობა არ არის დაკავშირებული საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფასთან ან/და ამ ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდებასთან, მაგრამ საქმიანობისას საჭიროებენ რადიოსიხშირეების ან/და ნუმერაციის დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით გამოყენებას, კომისია მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ნებართვით ანიჭებს რადიოსიხშირეებს ან/და ნუმერაციას დამხმარე ტექნოლოგიური დანიშნულებით, დროებით - 1 წლის ვადით გამოყენებისათვის, რა დროსაც არაავტორიზებული პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, ხოლო კომისია გასცემს სანებართვო მოწმობას.”

           16. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-31 მუხლი:

”31. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსი გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით, აგრეთვე ლიცენზიის გაცემის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, უზრუნველყოს ლიცენზიით განსაზღვრული ამოწურვადი რესურსების ოპტიმალური და ეფექტიანი გამოყენება, მათ შორის ინოვაციური ელექტრონული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით;”

         17. 50-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

3. კომისიის გადაწყვეტილებით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება შეიძლება შეეზღუდოს იმ პირს, რომელიც აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში ან/და პირდაპირი გადაპირების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25%-ს ან მეტის მფლობელი.

         18. 51-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“მუხლი 51. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების სხვა პირებისთვის გადაცემა

1. რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლება გადასცეს ნებისმიერ პირს, მთლიანად ან ნაწილობრივ, პირდაპირი გადაპირების წესით, აუქციონის გამართვის გარეშე, რისთვისაც პირდაპირი გადაპირების თაობაზე დებს ხელშეკრულებას. კომისია გადაპირების თაობაზე ერთობლივი განცხადების საფუძველზე იწყებს ლიცენზიის გადაპირებასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებას.

2. კომისიის გადაწყვეტილებით რადიოსიხშირული ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელს შეიძლება შეეზღუდოს გადაპირება:

ა) თუ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოიკვეთა, რომ პირს, ურთიერთჩართული ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიმართ აქვს ურთიერთჩართვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეუსრულებელი და იმავდროულად აღიარებული ფინანსური ვალდებულებები, ხოლო ერთობლივი განცხადებით წარმოდგენილ გადაპირების ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული შეუსრულებელ ვალდებულებათა ბედი და გადაპირების შეზღუდვის თაობაზე კომისიას განცხადებით მიმართა დაინტერესებულმა საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორმა;

) თუ გადაპირების მსურველ პირს კომისიის წინაშე ერიცხება რეგულირების საფასურის დავალიანება ან სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტის წინაშე ერიცხება სალიცენზიო გადასახდელის დავალიანება;

) თუ პირი, პირდაპირი გადაპირების წესით ლიცენზიის გადაცემისას,  დამოუკიდებლად ან მასთან ურთიერთდამოკიდებულ (აფილირებულ) პირებთან ერთად, ხდება შესაბამისი კომბინაციის ნუმერაციის რესურსის ან რადიოსიხშირული ზოლის კომისიის მიერ განსაზღვრული (დანაწილებული) კონკრეტული მონაკვეთის 25 % - ან მეტის მფლობელი;

დ) თუ ლიცენზიით გათვალისწინებული ამოწურვადი რესურსით ბოლო მომხმარებლებს მიეწოდებათ სატელეკომუნიკაციო მომსახურება და ლიცენზიის მიმღების მიერ არ არის დადასტურებული მათთვის მომსახურების გაწევის ვალდებულება, ბოლო მომხარებელთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.”

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გარდა გ) ქვეპუნქტისა, ადმინისტრაციული წარმოება ჩერდება და განახლდება გადაპირების მსურველი პირის მიერ ვალდებულებების სრულად შესრულების შემდგომ.

5. ლიცენზიის მფლობელი უფლებამოსილია დაიწყოს ლიცენზიით გათვალისწინებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა ლიცენზიით განსაზღვრული პირობების და ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით, მხოლოდ კომისიის მიერ ლიცენზიის გადაპირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისა და ამ კანონით განსაზღვრული წესით ავტორიზაციის გაივლის შემდეგ.

6. აუქციონის წესით მოპოვებული რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მქონე ავტორიზებული პირი უფლებამოსილია მიმართოს კომისიას აუქციონის გამართვის მოთხოვნით, რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობის უფლების ნებისმიერი ავტორიზებული პირისათვის მთლიანად ან ნაწილობრივ გადაცემის მიზნით.”

 

19. 52-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-81 მუხლი:

”81. დაუშვებელია ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან ერთი კალენდარული წლის მანძილზე 6 თვის განმავლობაში;”

                20. 52-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

9. ამ კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელმა პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად უნდა უზრუნველყოს:

ა) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების მონტაჟი, საოპერაციო მართვა და ექსპლუატაცია, ლიცენზიით განსაზღვრულ თითოეულ გეოგრაფიულ ზონაში;

ბ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების, ტექნიკური საშუალებების ან ქსელის შესაბამისი ელემენტების გამოყენებით ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან, მათ რესურსებთან და სიმძლავრეებთან მსურველი ავტორიზებული პირების დაშვება და განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ მსურველი ოპერატორისთვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიწოდება;

დ) ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებისა და საშუალებების გამოყენებით, შესაბამისი ავტორიზაციის საფუძველზე, განსაზღვრული საფასურის სანაცვლოდ, მომხმარებლებისათვის (მათ შორის ბოლო მომხმარებლებისათვის) მომსახურების მიწოდება;”

21. 54-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 54. ლიცენზიის გაუქმება

1. ლიცენზიის გაუქმების საფუძველია:

ა) ლიცენზიის მფლობელის მოთხოვნა;

) ლიცენზიის მფლობელის მიერ ლიცენზიით განსაზღვრული რესურსით სარგებლობისა და ამ რესურსის გამოყენებით პრაქტიკული საქმიანობის შეწყვეტა ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით ან 6 თვით ერთი წლის განმავლობაში;

) ლიცენზიით განსაზღვრულ ვადაში პრაქტიკული საქმიანობის დაუწყებლობა;

დ) სალიცენზიო პირობების დარღვევა, ლიცენზიის მფლობელის დაჯარიმების შემდეგ მის მიერ დენადი ხასიათის დარღვევის გაგრძელების ან/და დაჯარიმებიდან ერთი წლის განმავლობაში ახალი ერთჯერადი ხასიათის დარღვევის ჩადენის შემთხვევაში;

2. მხოლოდ კომისიას აქვს ლიცენზიის გაუქმების უფლება.

3. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვის შემთხვევაში ლიცენზია გაუქმებულად ითვლება.

22. 64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ამოღებულ იქნას;

23. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-17 პუნქტი:

”17. კომისიამ 2012 წლამდე მიიღოს დადგენილება ”ინტერნეტ-დომენური სახელების რეგისტრაციის, მინიჭებისა და მართვის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ”.

24. 64-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 18-ე პუნქტი:

”18. ”ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული რესურსით სარგებლობის ლიცენზიის იმ მფლობელებმა, რომლებსაც პრაქტიკული საქმიანობის დაწყების ვადა განსაზღვრული არ აქვთ, პრაქტიკული საქმიანობა დაიწყონ 2011 წლის 1 ივლისამდე.”

 

მუხლი 2. ეს კანონი გამოქვეყნდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი                                         მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე


მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N40, 18.07.2005, მუხლი 264) შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

13. საერთო მაუწყებლობის ლიცენზია.

ბ) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

14. სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზია.”

გ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 54-ე პუნქტი:

”54. ნუმერაციის რესურსით სარგებლობის ნებართვა;”

დ) 24-ე მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 55-ე პუნქტი:

”55. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა;”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

     საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

პროექტი

საქართველოს კანონი

 

“დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი

ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის აობაზე

 

მუხლი 1. ”დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 30.09.2002, მუხ. 125) მე-152-ე მუხლში შეტანილ იქნას ცვლილებები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედქციით:

მუხლი 152. საზოგადოებრივ დამცველის დანიშვნა და უფლებამოსილების ვადა

1. საზოგადოებრივი დამცველი შეირჩევ ღია კონკურსის წესით. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 10 დღის ვადაში შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარე გამოსცემს დანიშვნის ბრძანებას;

2. საზოგადოებრივი დამცველის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ქმნის სახალხო დამცველი, არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით, რომელშიც შედიან შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებებს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის, აგრეთვე საზოგადოებრივი დამცველის არჩევის შესახებ იღებს სრული შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით;

3. საკონკურსი პირობები დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესაბამის მარეგულირებელ ორგანოსთან შეთანხმებით;

4. საზოგადოებრივი დამცველი ინიშნება 2 წლის ვადით;

5. საზოგადოებრივი დამცველის ვადამდე გათავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ ამ კანონის 153, 154 მუხლების მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში ან ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

ა) პირადი განცხადების საფუძველზე;

ბ) თუ მის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას მისი ქმედუუნაროდ ცნობის ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ანდა გარდაცვლილად გამოცხადების საფუძველზე.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი                       მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N26, 5.09.2003, მუხ. 195) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ა) ქვეპუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით:

”ა) საერთო მაუწყებლობის ლიცენზია - 2000 ლარი;”

ბ) მე-6 მუხლის მე-14 პუნქტის ბ) ქვეპუნქტი ჩამოყალიდბეს შემდეგი რედაქციით:

”ბ) სპეციალიზებული მაუწყებლობის ლიცენზია - 2000 ლარი;”

გ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 29-ე პუნქტი:

”29. ნუმერაციის ერთი რესურსით სარგებლობის ნებართვა - 500 ლარი;”

დ) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის 30-ე პუნქტი:

”30. რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ნებართვა ერთ სიხშირეზე - 500 ლარი.”

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

 

   საქართველოს პრეზიდენტი                                 მიხეილ სააკაშვილი

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, N12, 1984 წელი, მუხ. 421) 1441-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

მუხლი 1441. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა.

 

1. მაუწყებლობის სფეროში ულიცენზიოდ საქმიანობა ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობა, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზაციის გარეშე საქმიანობა ან ულიცენზიოდ, ნებართვის ან მინიჭების გარეშე რადიოსიხშირული სპექტრით ან/და ნუმერაციის რესურსით სარგებლობა, -

გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

3. იგივე ქმედება, ჩადენილი მესამედ და მეტჯერ, –

გამოიწვევს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.

4. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, –

გამოიწვევს დაჯარიმებას 500 000 ლარის ოდენობით.

5. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განმეორებით,

სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

      

  

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 5

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის გიორგი მელაძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლიო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, „დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების   შეტანის თაობაზე“, „სალიცენზიო და სანებართვო მისაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების ზოგად პრინციპებსა და ძირითად დებულებებს და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. ამასთან გააჩნია შენიშვნები და წინადადებები.

 

კერძოდ:

  1. 1.უმჯობესია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონით (მე–2 მუხლს დაემატოს შესაბამისი პუნქტი) განმარტებული იქნეს ტერმინი "არაავტორიზებული პირები".

 

  1. 2.მოქმედი კანონი ასევე არ იძლევა განმარტებას ისეთი ცნების, როგორიცაა "დენადი ხასიათის" დარღვევა. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიზნებისათვის მიზანშეწონილია განმარტებულ იქნეს თუ რა იგულისხმება "დენად" ხასიათში.
    1. 3.კანონპროექტის თანახმად კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას რიგ შემთხვევებში აქვს უფლებამოსილება შეუჩეროს ან გაუუქმოს ავტორიზაცია იმ პირებს, რომლებიც 1 წელზე მეტი ვადით ვერ ახორციელებდნენ საქმიანობას ელექტრონული კომინიკაციების სფეროში და ამასთან ერთად ავტორიზაციის გაუქმება არ აბრკოლებს პირს ხელახლა გაიაროს ავტორიზაცია. მიგვაჩნია, რომ უნდა დაწესდეს შეზღუდვა, კერძოდ ერთი და იმავე პირს მიეცეს უფლება ხელახალი ავტორიზაციის გავლის მხოლოდ ერთხელ. ამავე მუხლის 1 პუნქტის ბ.ბ) ქვეპუნტის თანახმად შემოდის ცნება "ნულოვანი გაანგარიშების" სახით, რაც ასევე მიზანშეწონილია განმარტებულ იქნეს კანონპროექტით.

 

  1. 4.პროექტით "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" მოქმედი კანონის 64–ე მუხლს ემატება მე–17 პუნქტი, რომლის მიხედვითაც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ენიჭება უფლებამოსილება დადგენილებით განსაზღვროს "ინტერნეტ–დომენური სახელების რეგისტრაციის მინიჭებისა და მართვის სახელმძღვანელო პრინციპების", რომელიც უდაოდ დაარეგულირებს ინტერნეტის ქსელში ქართული დომენური სახელების რეგისტრაციის საკითხებს, მაგარამ ამასთან დასაზუსტებელია თარიღი, თუ რა კონკრეტულ ვადაში უნდა უზრუნველყოს კომისიამ შესაბამისი დადგენილების მიღება.

 

  1. 5.„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" შემოთავაზებული კანონპროექტით "კერძო და "სათემო" მაუწყებლობის ლიცენზია შესაბამისად იცვლება "საერთო" და "სპეციალიზებული" ლიცენზიით. ეს საკითხი საჭიროებს არგუმენტაციას, კერძოდ, რა არის მიზეზი აღნიშნული ცვლილებების და აქედან გამომდინარე მიზანშეწონილია შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონთან.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

დანართი 6

 

საქართველოს კანონი

 

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

        მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 19.04.2005, მუხ. 101) 191 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული უძრავი ქონების პრივატიზებას თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო ახორციელებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენლი წესით.’’

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                          მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. ,,ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ” საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №25, 13.07.2006, მუხ.198) მე-13 მუხლის მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ზონაში, ბაკურიანისა ან/და გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიებზე, აგრეთვე ქალაქ ბორჯომის ტერიტორიაზე მიწის (გარდა კერძო საკუთრებაში არსებული მიწებისა) განკარგვას, მშენებლობის ნებართვების გაცემას და მიმდინარე მშენებლობებზე ზედამხედველობის განხორციელებას, დასუფთავების, პარკირების და სხვა საზოგადოებრივი მომსახურების ორგანიზებას, წყალმომარაგების, კანალიზაციისა და სანიაღვრე ქსელების მოვლა-პატრონობას, პირველადი სამედიცინო დახმარებისა და სამაშველო სამსახურების მუშაობის უზრუნველყოფას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოები ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება ნებისმიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.“

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                         მიხეილ სააკაშვილი

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

     მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 09.08.2010, მუხ. 312) 4-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

         4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ სარეკრეაციო ტერიტორიებზე ან/და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში არსებული ქონების პრივატიზება დაიშვება მხოლოდ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. საქართველოს მთავრობას უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე.“.

 

 

     მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

      საქართველოს პრეზიდენტი                          მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

პროექტი

საქართველოს კანონი

 

„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N30, 24.06.2005, მუხ. 186) შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. 26-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებს საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაადგინოს სარეკრეაციო ტერიტორიებისა და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების დამტკიცების განსხვავებული წესებ. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმათველობის ორგანოებზე. ამ შემთხვევებში არ გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი.

 

2. 29- მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,10. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმათველობის ორგანოებზე.’’

 

3. 30-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმას საქართველოს მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია განსაზღვროს სარეკრეაციო ტერიტორიებზე და განსაკუთრებული სამშენებლო რეგულირების ზონებში განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების განსხვავებული წესი. საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს მოახდინოს ამ უფლებამოსილების განსაზღვრული ვადით დელეგირება სხვა სახელმწიფო ან თვითმმათველობის ორგანოებზე.’’

 

უხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

               

საქართველოს პრეზიდენტი                              მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 7

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

და მისგან გამომდინარე კანონპროექტებზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების პავლე კუბლაშვილის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N5, 18.01.2005, მუხ. 19) შეტანილ იქნaს შემდეგი ცვლილებები:

 

  1. 1.64-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

4. იკრძალება ქვემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ტრანსლაციისა და პროგრამების რეკლამით ან ტელეშოპინგით შეწყვეტა:

ა) საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა, ოფიციალური სახელმწიფო ღონისძიება, უმაღლესი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის ოფიციალური გამოსვლა;

ბ) რელიგიური ცერემონია;

გ) პროგრამა, მათ შორის ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური, რელიგიური, წინა- საარჩევნო დებატების პროგრამა ან დოკუმენტური ფილმი, რომლის ხანგრძლივობა 15 წუთზე ნაკლებია;

) მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე ნაკლებია.”

  1. 2.64-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 3-ჯერ.”

  1. 3.64-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. საგანმანათლებლო-შემეცნებითი, საბავშვო ან რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ;

  1. 4.64-ე მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდს შემდეგი რედაქციით:

“9. ახალი ამბების, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ან წინასაარჩევნო დებატების პროგრამა რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 15 წუთში ერთხელ და არა უმეტეს 300 წამით.”

  1. 5.64-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. მხატვრული ფილმი ან ტელეფილმი ან ფილმის სერია (გარდა სერიალისა და დოკუმენტური ფილმისა), რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ.

  1. 6.64-ე მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალობდეს შემდეგი რედაქციით:

„11. ტელე- ან რადიოარხზე, გარდა სპეციალიზებული სარეკლამო ან ტელეშოპინგის არხისა, რეკლამის ან ტელეშოპინგის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს მაუწყებლობის საერთო ხანგრძლივობის 20 %-ს. ტელეშოპინგს, გარდა სპეციალიზებული ტელეშოპინგის არხისა, ეთმობა უწყვეტად არა უმეტეს 15 წუთისა. ტელეშოპინგის საერთო ხანგრძლივობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს.

 

 

უხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                             მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გიორგი მელაძის, კახა ანჯაფარიძისა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 10

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №22, 18.05.2005, მუხ. 151) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

1. 102 მუხლის:

ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საკონკურსო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ 24 საათში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. საკონკურსო განცხადების გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.“;

ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სააგენტოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე, რის შედეგადაც საკონკურსო განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და საკონკურსო განცხადება და საკონკურსო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის, შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებითი საშუალებები.“;

გ) მე–2 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე–3 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისა და კონკურსის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.“.

2. 121 მუხლის:

ა) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

                2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. სატენდერო განცხადება დამატებით უნდა გამოქვეყნდეს გაზეთ 24 საათში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. სატენდერო განცხადების გაზეთ 24 საათში გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სააგენტო.;

                ბ) მე–2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

2. ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევებში სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია უნდა განთავსდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რის შედეგადაც განცხადებას ენიჭება უნიკალური ნომერი და სატენდერო განცხადება და სატენდერო დოკუმენტაცია ითვლება ოფიციალურად გამოქვეყნებულად. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონულ სისტემის მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისთვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურს სააგენტოს ანგარიშზე. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. საჭიროების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს გამოიყენოს სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გავრცელების დამატებითი საშუალებები.

 

მუხლი 2.

1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30–ე დღეს.

2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე–2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი          მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და

დამატების შეტანის თაობაზე“

საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და                                            ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

ამასთან, წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ კომიტეტს გააჩნია შემდეგი სახის შენიშვნები:

  1. 1.პროექტით დგინდება საკონკურსო განცხადებისა და დოკუმენტაციის, ასევე ელექტრონული ტენდერის და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის სატენდერო განცხადებისა და დოკუმენტაციის ელექტრონულად გამოქვეყნების საფასური, რომელიც ირიცხება სააგენტოს ანგარიშზე და რომლის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მიზანშეწონილია, ზემოხსენებული საფასურის ოდენობა განისაზღვროს კანონით;
  2. 2.წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანას. შესაბამისად, უნდა შეიცვალოს კანონპროექტის სათაური.

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

დანართი 12

 

საქართველოს კანონი

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში

ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართელოს კანონში   (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N 39, 2010 წლის 19 ივლისი, მუხლი 233) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის მე–15 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

2. მე–2 მუხლის მე–4 პუნქტი ამოღებულ იქნას.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                    მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 13

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დ ა ს კ ვ ნ ა

 

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და                                            ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით

წარმოდგენილ კანონპროექტზე

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 14

 

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

შეთანხმებაზე

„საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და კატარის სახელმწიფოს მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიციკაციისათვის.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 15

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებსაქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე

 

მუხლი 1.საავტომობილო ტრანსპორტის შესახებსაქართველოს კანონ (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994-1995, NN27–30, მუხ. 575) მე–4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4 პუნქტი:

 

„4. სოციალურად ურთიერთდაკავშირებულ მიმდებარე თვითმმართველ ქალაქებში, რომელთა შორის მანძილი 50 კმ-ზე ნაკლებია და როგორც წესი მგზვრთნაკადი დიდია, მგზავრთა ეფექტიანი მომსახურების მიზნით, რეგულარული საავტომობილო/სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება და მართვა განხორციელდეს ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ   დადებული ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ნებართვის გაცემის საკითხი რეგულირდება ზემოაღნიშნულ ურთიერთშეთანხმებების და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით თვითმმართველი ერთეულების კომპეტენციის ფარგლებში.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

   საქართველოს პრეზიდენტი                           მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 16

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

 

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თობაზე“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ბალავაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 17

 

 

საქართველოს კანონი

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსში

ცვლილების და დამატების შეტანის შესახებ

 

მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატება:

 

  1. 1.188- მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
  2. 2.226- მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 2261 მუხლი:

მუხლი 2261. აქციზის ექსპორტის ტარიფი

შავი და ფერადი ლითონების ექსპორტის მომსახურებაზე ტარიფის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.”.

 

      

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 

საქართველოს პრეზიდენტი               მიხეილ სააკაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 18

 

 

დარგობრივი ეკონომიკისა და

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის

 

დასკვნა

 

კანონპროექტზე

 

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“

 

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 18 მარტის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.

 

 

 

 

გიორგი მელაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 19

 

პროექტი

 

საქართველოს კანონი

 

„საქართველოს ზოგიერთი საკანონმდებლო აქტის ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე“

 

 

მუხლი 1. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი:

 

1. "საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს შექმნის შესახებ" (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 ., N 18) საქართველოს კანონი.

 

2. "საქართველოს ტრანსპორტის სამინისტროს შექმნის შესახებ"  (საქართველოს პარლამენტის უწყებანი, 1996 ., N 18) საქართველოს კანონი.

 

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.      

 

 

საქართველოს პრეზიდენტი                                მიხეილ სააკაშვილი